/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

პულსის კონტროლით

პულსის კონტროლით
მშობლებს ხშირად უჩნდებათ სურვილი, პატარა ბავშვის ყოველი ნაბიჯი აკონტროლონ. სპეციალისტების აზრით, ასეთი მიდგომა საშიშიც კია. როგორ ავიცილოთ თავიდან პრობლემები?

როდესაც ფილმში კატასტროფა ხდება, ხშირად გაისმის ფრაზა: "სიტუაცია უკონტროლოა!" უკონტროლო სიტუაცია თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, თუმცა ამჯერად სახელმწიფოებრივზე ან გლობალურზე კი არა, ოჯახურ პრობლემაზე ვისაუბრებთ. თუ მშობლებს ჰკითხავთ, როგორია სიტუაცია, როცა ბავშვი უკონტროლოა, მათი უმრავლესობა ერთხმად მოგიგებთ, რომ ეს ძალიან ცუდია. სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ მშობლების ასეთი განწყობა არამცთუ მისაღები არ არის, არამედ საშიშიც კია.

რა არის კონტროლი?

კონტროლი არის უნარი, დავინახოთ მიზანი, შევიმუშაოთ მისი მიღწევის გზები, დავსახოთ სამოქმედო გეგმა და გაუთვალისწინებელ სიტუაციებში ქცევის წესები, მერე კი ყურადღებით ვიყოთ, რათა არც ერთი ცვლილება არ გამოგვეპაროს. როცა ყოველივე ეს მექანიკურ მოწყობილობას ეხება, პრობლემა არცთუ ისე დიდია. სხვა საქმეა, როცა ბავშვზე ვსაუბრობთ.

ცოცხალი არსების ცხოვრების დაგეგმვა ძალიან რთულია, ვინაიდან შეუძლებელია მისი ნიჭისა და უნარის განსაზღვრა. ფრაზა "ჩემმა შვილმა კარგი ეკონომიკური განათლება უნდა მიიღოს" არაფრისმთქმელია, ვინაიდან ბავშვს შესაძლოა მუსიკალური, ლიტერატურული ან სპორტული მონაცემები აღმოაჩნდეს. უფრო მეტიც: შესაძლოა, უადგილო აღმოჩნდეს ფრაზა ნებისმიერი უმაღლესი განათლების შესახებ. რა თქმა უნდა, არსებობს კონტროლის უფრო ვიწრო გაგება - საყოფაცხოვრებო წვრილმანების კონტროლი. ის გულისხმობს ბავშვის ყოველი ნაბიჯისთვის თვალყურის დევნებას: გამოიხეხა თუ არა კბილები, დაიბანა თუ არა ხელები, შეასრულა თუ არა დავალება... სანამ ბავშვი პატარაა, ასეთი კონტოლი გამართლებულია, შემდგომ კი მსგავსი "ყურადღება" თრგუნავს პატარას ინიციატივას, დამოუკიდებლობას და მას მოზრდილთა დაკვეთების აღმასრულებლად აქცევს.

მოდი განვიხილოთ, რა საფრთხეს შეიცავს მეტისმეტი კონტროლი ოჯახის ფარგლებში.

კონტროლი-მოლოდინი

როცა ვინმეს ვაკონტროლებთ, ვაკვირდებით, სწორად იქცევა თუ არა ის. ბავშვთან მიმართებით კონტროლი ნიშნავს დაკვირვებას, იქცევა თუ არა ის ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. როგორც არ უნდა ვარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ბავშვს მისივე სასიკეთოდ ვაკონტროლებთ, სინამდვილეში ჩვენ ჩვენი მოლოდინის ასრულება გვსურს - გვინდა, რომ პატარას უყვარდეს წიგნები, ისწავლოს კარგად, მოიქცეს ღირსეულად. თავისთავად ცუდი არ არის, რომ მშობლებს ასეთი სურვილი აქვთ, მაგრამ მათ მიერ ჩამოყალიბებული კონკრეტული მიზანი იწვევს ბავშვისადმი "შეფასებითი" დამოკიდებულების ფორმირებას - რამდენად ახლოს ან რამდენად შორს არის პატარა ჩვენ მიერ დასახული მიზნისგან. ძალიან კარგია, როცა მშობლების მიზანი ბავშვის შესაძლებლობებს შეესაბამება. თუ ასე არ არის, ესე იგი მშობელს იმედგაცრუება ელის.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

იქ, სადაც არის მოლოდინი, ყოველთვის არის იმედგაცრუების საშიშროება. როცა პატარა ბავშვს მიზანს დავუსახავთ, დიდია რისკი, მისი მიუღწევლობა ბავშვის თვითშეფასების დაქვეითების მიზეზად იქცეს. "ჭადრაკის მატჩი წავაგე, ჩემპიონი ვერ გავხდები, უნიჭო და უმაქნისი ვარ..." - ფიქრობს ბავშვი. რა თქმა უნდა, ეს მეტისმეტად მკაცრი შეფასებაა, მაგრამ დაახლოებით ასე მსჯელობენ პატარები, როცა მშობლების მოლოდინს ვერ ამართლებენ.

გკარნახობთ: დააკვირდით საკუთარ თავს. გგონიათ, რომ შვილის ცხოვრების მოდელი ჩამოაყალიბეთ? იქნებ მეტისმეტად მტკივნეულად განიცდით მის "წარუმატებლობას"? ხომ არ ფიქრობს შვილი, რომ დასახულ ამოცანებს ვერ უმკლავდება?

ალტერნატიული ვარიანტი: მოდი, ეცადეთ, თავადაც ცოტათი ბავშვი გახდეთ. დაივიწყეთ თქვენი გეგმები და კარგად დააკვირდით, სინამდვილეში რისი უნარი აქვს პატარას. აუცილებლად შეამჩნევთ, რომ ბავშვი ბევრ რამეს შეიცნობს და თითქმის ყოველ ნაბიჯზე რაღაც ახალს სწავლობს.

კონტროლი-დაძაბულობა

როცა ჩვენი შვილის ცხოვრებას ვაკონტროლებთ, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ყველა შესაძლო პრობლემა და მათზე დროული რეაგირება მოვახდინოთ. ცხოვრება რთული რამაა, ბავშვის განვითარება - კიდევ უფრო რთული. მას დღეს ერთი რამ აინტერესებს, ხვალ - მეორე... რაც გუშინ უჭირდა, დღეს გამოსდის, ის კი, რაც გუშინ თითქოს კარგად იცოდა, ავიწყდება...

მშობლები, რომელთაც ბავშვის ცხოვრება წინასწარ აქვთ დაგეგმილი, იძულებულნი არიან, ხშირად იცვალონ მოსაზრებები, ეს კი დიდ ძალისხმევასა და ნერვების დაძაბვას მოითხოვს. შედეგად - ერთი შეხედვით უმიზეზოდ - აღმოცენდება დაძაბულობა და დაღლილობა. თუ ბავშვი ვერ უმკლავდება იმ ამოცანებს, რომლებსაც უნდა წყვეტდეს, დაძაბულობა იმატებს.

გკარნახობთ: შიშობთ, რომ ბავშვი ვერ მოასწრებს ყოველივე იმის ათვისებას, რაც მის ასაკს შეეფერება? გეჩვენებათ, რომ რაიმეს ვერ ითვისებს ან მეტისმეტად ნელა სწავლობს? ფიქრობთ, რომ აღზრდა მძიმე ტვირთია და დიდ ნერვულ დაძაბვას მოითხოვს?

ალტერნატიული ვარიანტი: წარმოიდგინეთ "საშინელი" სურათი - ბავშვმა კითხვა და ანგარიში არა ოთხი, არამედ ექვსი წლის ასაკში ისწავლა. მერე რა მოხდა? არც არაფერი. ამის გამო წუხილი ზედმეტია. ამიტომაც განწყობა უნდა შეცვალოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

”როდესაც ვთქვი, რომ ზედმეტ წონას დავიკლებდი, ჩემმა დაქალებმა კარგად იხალისეს, მაგრამ დღეს მათ შურთ ჩემი ახალი სილუეტის!"
”როდესაც ვთქვი, რომ ზედმეტ წონას დავიკლებდი, ჩემმა დაქალებმა კარგად იხალისეს, მაგრამ დღეს მათ შურთ ჩემი ახალი სილუეტის!"
ექსკლუზივი: ჩვენი სიმართლის რეპორტაჟი -გაეცანით ანას ისტორიას, რომელიც გვიმხელს , თუ როგორ შეძლო ზედმეტი კილოგრამების დაკლება 2 თვეში და ყველას გაოცება მოახერხა!
სრულად
ღვთიური მადლით გაჯერებული ბუნების საჩუქარი - "უკვდავების ნაყენი"
ღვთიური მადლით გაჯერებული ბუნების საჩუქარი - "უკვდავების ნაყენი"
მამა აკაკის ნაკურთხი ნაყენი ნაღვლის ბუშტის პრობლემებს დაგავიწყებთ
სრულად
News
News
წითელი ღვინო სიბერეს აფერხებს - ჰარვარდელმა სპეციალისტებმა ექსპერიმენტულად დაამტკიცეს, რომ მშრალი წითელი ღვინო დაბერების საწინააღმდეგო კომპონენტებს შეიცავს.
სრულად
ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტიკა ხელნაწერით
ჯანმრთელობის მდგომარეობის დიაგნოსტიკა ხელნაწერით
პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ინსტიტუტის მედიკოსებმა გრაფოლოგთა და ფსიქოლოგთა დახმარებით შეიმუშავეს ტესტი, რომელიც
სრულად
როგორ მოვაწესრიგოთ საჭირო ნივთები
როგორ მოვაწესრიგოთ საჭირო ნივთები
ერთი უცნაურობა მჭირს - ხშირად ვკარგავ სამკაულს. უყურადღებო თითქოს არ ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ
სრულად
ჯადოსნური გარდასახვა მაკიაჟის ტექნიკა
ჯადოსნური გარდასახვა მაკიაჟის ტექნიკა
ვიდრე მაკიაჟის კეთებას დაიწყებდეთ, ყურადღებით დააკვირდით სარკეში საკუთარ თავს და წარმოიდგინეთ, რისი მიღება გსურთ მაკიაჟით.
სრულად
თავის მოვლა მამაკაცებსაც სჭირდებათ
თავის მოვლა მამაკაცებსაც სჭირდებათ
პირადი ჰიგიენა, კანისა და თმის მოვლა მამაკაცებსაც ისევე სჭირდებათ, როგორც ქალებს. სპეციფიკური პროცედურაა პარსვა, რომლის სიხშირეც
სრულად
მოცვი შესაძლოა პარკინსონიზმის ეფექტური წამალი აღმოჩნდეს
მოცვი შესაძლოა პარკინსონიზმის ეფექტური წამალი აღმოჩნდეს
კანადელმა მეცნიერებმა შეისწავლეს ბოლო ხანს ჩატარებული კვლევის შედეგები და გამოთქვეს მოსაზრება, რომ შეიძლება მოცვის ჩართვა პარკინსონიზმისა და სხვა
სრულად
კიდევ ერთხელ ფსორიაზზე
კიდევ ერთხელ ფსორიაზზე
ზაფხულის მზიანი დღეები ფსორიაზით დაავადებულებს განსაკუთრებით უყვართ, რადგან ულტრაიისფერი სხივების წყალობით მათი კანის პრობლემები რამდენადმე ინიღბება.
სრულად
გულისრევა და ღებინება
გულისრევა და ღებინება
გულისრევა კუჭსა და ხახაში გაჩენილი საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს სისუსტე, თავბრუხვევა, გაძლიერებული ნერწყვდენა და ოფლდენა.
სრულად
გულისრევისა და ღებინების მიზეზები
გულისრევისა და ღებინების მიზეზები
გულისრევა და ღებინება არ არის დამოუკიდებელი დაავადება - ის რამდენიმე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დაავადების სიმპტომია.
სრულად
გულისრევა და ღებინება ნევროლოგიური დაავადებების დროს
გულისრევა და ღებინება ნევროლოგიური დაავადებების დროს
გულისრევა და ღებინება მრავალი პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომია. სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვაგვარია მათი ხასიათი, პერიოდულობა და ინტენსივობა.
სრულად
გულისრევა და ღებინება ზოგიერთი ქირურგიული დაავადების დროს
გულისრევა და ღებინება ზოგიერთი ქირურგიული დაავადების დროს
გულისრევა და ღებინება რთულრეფლექსოვანი აქტია, რომელსაც მოსდევს კუჭის შიგთავსის (ზოგჯერ - ნაწლავის შიგთავსთან ერთად) ამოფრქვევა პირის ღრუდან და
სრულად
გულისრევა და პირღებინება ორსულობისას
გულისრევა და პირღებინება ორსულობისას
გულისრევას, პირღებინებას, განწყობილების ცვალებადობას ახალდაქორწინებული წყვილები და მათი ახლობლები
სრულად
რატომ ერევათ გული ტრანსპორტში
რატომ ერევათ გული ტრანსპორტში
ზღვის დაავადებას ახასიათებს ძილიანობა, თავბრუხვევა, გულისრევა და ღებინება მონოტონური რხევებით გამოწვეული რწევის გამო.
სრულად
10 სამედიცინო ტექნოლოგია, რომლებსაც უკვდავებისკენ მივყავართ
10 სამედიცინო ტექნოლოგია, რომლებსაც უკვდავებისკენ მივყავართ
ხელოვნური სისხლის ფაბრიკები, გენმოდიფიცირებული გულის წარმოება, ღეროვანი უჯრედების ინექცია ტვინში, ანაბიოზი...
სრულად
სიმინდი
სიმინდი
სიმინდი მარცვლოვანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა. მისი სამშობლო სამხრეთი ამერიკაა. საქართველოში
სრულად
დავეხმაროთ ერთმანეთს
დავეხმაროთ ერთმანეთს
მოვუაროთ თმას
სრულად
თვითმკურნალობის შეზღუდვა თუ წამლების გაძვირების ახალი მცდელობა
თვითმკურნალობის შეზღუდვა თუ წამლების გაძვირების ახალი მცდელობა
მოდი, პირდაპირ ვთქვათ: თვითმკურნალობა, რომელიც არა მარტო ჩვენს მსგავს ქვეყნებში, არამედ იქაც არის გავრცელებული, სადაც
სრულად
ტუბერკულოზი გლობალური პრობლემაა
ტუბერკულოზი გლობალური პრობლემაა
ისტორიული ცნობები - ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა 1890 წელს დაიწყო გერმანელმა ექიმმა და მიკრობიოლოგმა რობერტ კოხმა, მის მიერ
სრულად
რატომ ფასობს ბრინჯი
რატომ ფასობს ბრინჯი
ბრინჯით მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იკვებება. ამ კულტურის სამშობლოდ აზიაა (თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის ჩრდილოეთი რეგიონები) მიჩნეული.
სრულად
ფსიქოლოგიური კონსულტაცია
ფსიქოლოგიური კონსულტაცია
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.
სრულად
რა უნდა ვიცოდეთ მოსახსნელი პროთეზების შესახებ
რა უნდა ვიცოდეთ მოსახსნელი პროთეზების შესახებ
დაკარგული კბილების ჩანაცვლებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. სხვადასხვა ქვეყანაში ოდითგანვე
სრულად
ადრეული განვითარების 5 საფრთხე ანუ რატომ არის სკოლამდელ ასაკში თამაში სწავლაზე მნიშვნელოვანი
ადრეული განვითარების 5 საფრთხე ანუ რატომ არის სკოლამდელ ასაკში თამაში სწავლაზე მნიშვნელოვანი
მშობლებს უფრო და უფრო იტაცებთ პატარა ბავშვების სწავლება, სასკოლოდ მომზადება, პარალელურად კი იზრდება
სრულად
კარგია თუ არა დედისერთობა
კარგია თუ არა დედისერთობა
როცა ოჯახში ერთი ბავშვი იზრდება, ის ძალზე მგრძნობიარეა იმ წესების მიმართ, რომლებსაც მშობლები უწესებენ. ცდილობს, არ დაარღვიოს ისინი და
სრულად
საბავშვო ბაღის პლუსები და მინუსები
საბავშვო ბაღის პლუსები და მინუსები
ბევრს მიაჩნია, რომ სულაც არ არის საჭირო საბავშვო ბაღი, თუ დედას სცალია და შვილის გაზრდა არ ეზარება.
სრულად
ბროკოლი ბავშვის მენიუში
ბროკოლი ბავშვის მენიუში
შეიძლება თუ არა, წლამდე ასაკის ბავშვს ჩვეულებრივი კომბოსტოს მაგიერ ბროკოლი ვაჭამოთ?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყოველი ნაბიჯის კონტროლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პულსის კონტროლით

როდესაც ფილმში კატასტროფა ხდება, ხშირად გაისმის ფრაზა: "სიტუაცია უკონტროლოა!" უკონტროლო სიტუაცია თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, თუმცა ამჯერად სახელმწიფოებრივზე ან გლობალურზე კი არა, ოჯახურ პრობლემაზე ვისაუბრებთ. თუ მშობლებს ჰკითხავთ, როგორია სიტუაცია, როცა ბავშვი უკონტროლოა, მათი უმრავლესობა ერთხმად მოგიგებთ, რომ ეს ძალიან ცუდია. სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ მშობლების ასეთი განწყობა არამცთუ მისაღები არ არის, არამედ საშიშიც კია.

რა არის კონტროლი?

კონტროლი არის უნარი, დავინახოთ მიზანი, შევიმუშაოთ მისი მიღწევის გზები, დავსახოთ სამოქმედო გეგმა და გაუთვალისწინებელ სიტუაციებში ქცევის წესები, მერე კი ყურადღებით ვიყოთ, რათა არც ერთი ცვლილება არ გამოგვეპაროს. როცა ყოველივე ეს მექანიკურ მოწყობილობას ეხება, პრობლემა არცთუ ისე დიდია. სხვა საქმეა, როცა ბავშვზე ვსაუბრობთ.

ცოცხალი არსების ცხოვრების დაგეგმვა ძალიან რთულია, ვინაიდან შეუძლებელია მისი ნიჭისა და უნარის განსაზღვრა. ფრაზა "ჩემმა შვილმა კარგი ეკონომიკური განათლება უნდა მიიღოს" არაფრისმთქმელია, ვინაიდან ბავშვს შესაძლოა მუსიკალური, ლიტერატურული ან სპორტული მონაცემები აღმოაჩნდეს. უფრო მეტიც: შესაძლოა, უადგილო აღმოჩნდეს ფრაზა ნებისმიერი უმაღლესი განათლების შესახებ. რა თქმა უნდა, არსებობს კონტროლის უფრო ვიწრო გაგება - საყოფაცხოვრებო წვრილმანების კონტროლი. ის გულისხმობს ბავშვის ყოველი ნაბიჯისთვის თვალყურის დევნებას: გამოიხეხა თუ არა კბილები, დაიბანა თუ არა ხელები, შეასრულა თუ არა დავალება... სანამ ბავშვი პატარაა, ასეთი კონტოლი გამართლებულია, შემდგომ კი მსგავსი "ყურადღება" თრგუნავს პატარას ინიციატივას, დამოუკიდებლობას და მას მოზრდილთა დაკვეთების აღმასრულებლად აქცევს.

მოდი განვიხილოთ, რა საფრთხეს შეიცავს მეტისმეტი კონტროლი ოჯახის ფარგლებში.

კონტროლი-მოლოდინი

როცა ვინმეს ვაკონტროლებთ, ვაკვირდებით, სწორად იქცევა თუ არა ის. ბავშვთან მიმართებით კონტროლი ნიშნავს დაკვირვებას, იქცევა თუ არა ის ისე, როგორც ჩვენ მიგვაჩნია საჭიროდ. როგორც არ უნდა ვარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ბავშვს მისივე სასიკეთოდ ვაკონტროლებთ, სინამდვილეში ჩვენ ჩვენი მოლოდინის ასრულება გვსურს - გვინდა, რომ პატარას უყვარდეს წიგნები, ისწავლოს კარგად, მოიქცეს ღირსეულად. თავისთავად ცუდი არ არის, რომ მშობლებს ასეთი სურვილი აქვთ, მაგრამ მათ მიერ ჩამოყალიბებული კონკრეტული მიზანი იწვევს ბავშვისადმი "შეფასებითი" დამოკიდებულების ფორმირებას - რამდენად ახლოს ან რამდენად შორს არის პატარა ჩვენ მიერ დასახული მიზნისგან. ძალიან კარგია, როცა მშობლების მიზანი ბავშვის შესაძლებლობებს შეესაბამება. თუ ასე არ არის, ესე იგი მშობელს იმედგაცრუება ელის.

იქ, სადაც არის მოლოდინი, ყოველთვის არის იმედგაცრუების საშიშროება. როცა პატარა ბავშვს მიზანს დავუსახავთ, დიდია რისკი, მისი მიუღწევლობა ბავშვის თვითშეფასების დაქვეითების მიზეზად იქცეს. "ჭადრაკის მატჩი წავაგე, ჩემპიონი ვერ გავხდები, უნიჭო და უმაქნისი ვარ..." - ფიქრობს ბავშვი. რა თქმა უნდა, ეს მეტისმეტად მკაცრი შეფასებაა, მაგრამ დაახლოებით ასე მსჯელობენ პატარები, როცა მშობლების მოლოდინს ვერ ამართლებენ.

გკარნახობთ: დააკვირდით საკუთარ თავს. გგონიათ, რომ შვილის ცხოვრების მოდელი ჩამოაყალიბეთ? იქნებ მეტისმეტად მტკივნეულად განიცდით მის "წარუმატებლობას"? ხომ არ ფიქრობს შვილი, რომ დასახულ ამოცანებს ვერ უმკლავდება?

ალტერნატიული ვარიანტი: მოდი, ეცადეთ, თავადაც ცოტათი ბავშვი გახდეთ. დაივიწყეთ თქვენი გეგმები და კარგად დააკვირდით, სინამდვილეში რისი უნარი აქვს პატარას. აუცილებლად შეამჩნევთ, რომ ბავშვი ბევრ რამეს შეიცნობს და თითქმის ყოველ ნაბიჯზე რაღაც ახალს სწავლობს.

კონტროლი-დაძაბულობა

როცა ჩვენი შვილის ცხოვრებას ვაკონტროლებთ, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ყველა შესაძლო პრობლემა და მათზე დროული რეაგირება მოვახდინოთ. ცხოვრება რთული რამაა, ბავშვის განვითარება - კიდევ უფრო რთული. მას დღეს ერთი რამ აინტერესებს, ხვალ - მეორე... რაც გუშინ უჭირდა, დღეს გამოსდის, ის კი, რაც გუშინ თითქოს კარგად იცოდა, ავიწყდება...

მშობლები, რომელთაც ბავშვის ცხოვრება წინასწარ აქვთ დაგეგმილი, იძულებულნი არიან, ხშირად იცვალონ მოსაზრებები, ეს კი დიდ ძალისხმევასა და ნერვების დაძაბვას მოითხოვს. შედეგად - ერთი შეხედვით უმიზეზოდ - აღმოცენდება დაძაბულობა და დაღლილობა. თუ ბავშვი ვერ უმკლავდება იმ ამოცანებს, რომლებსაც უნდა წყვეტდეს, დაძაბულობა იმატებს.

გკარნახობთ: შიშობთ, რომ ბავშვი ვერ მოასწრებს ყოველივე იმის ათვისებას, რაც მის ასაკს შეეფერება? გეჩვენებათ, რომ რაიმეს ვერ ითვისებს ან მეტისმეტად ნელა სწავლობს? ფიქრობთ, რომ აღზრდა მძიმე ტვირთია და დიდ ნერვულ დაძაბვას მოითხოვს?

ალტერნატიული ვარიანტი: წარმოიდგინეთ "საშინელი" სურათი - ბავშვმა კითხვა და ანგარიში არა ოთხი, არამედ ექვსი წლის ასაკში ისწავლა. მერე რა მოხდა? არც არაფერი. ამის გამო წუხილი ზედმეტია. ამიტომაც განწყობა უნდა შეცვალოთ.


კონტროლი-მუშაობა ცხოვრების ნაცვლად

მოლოდინი, დაძაბულობა, ჩვენს გეგმასთან ბავშვის განვითარების შესაბამისობის მუდმივი კონტროლი ცხოვრების ხალისს ამცირებს. ვეღარც მშობლები და ვეღარც შვილები ცხოვრებით ვეღარ ტკბებიან, ვეღარ გრძნობენ კარგი ამინდის, მზიანი დღის, გემრიელი ნამცხვრის სიტკბოს. მთელი ცხოვრების მიზანი "დიადი მომავალია", რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ. ღირს კი?

ფსიქოლოგების აზრით, მეტისმეტად ბევრი მოვალეობა ბავშვის ინიციატივას თრგუნავს - ვიდრე იმას მოილევ, რაც აუცილებელია, სხვა რამის სურვილიც ქრება...

მშობლებსაც ასეთივე გრძნობა ეუფლებათ დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ. პატარა ბავშვი თანდათან კარგავს თავისი სურვილების ასრულების ნებას და აკეთებს იმას, რაც სულაც არ სიამოვნებს.

გკარნახობთ: რამდენად ხშირად აკეთებს თქვენი შვილი "რაღაც სისულელეს", ისე, უბრალოდ, თავისი სიამოვნებისთვის? აცნობიერებთ თუ არა, რომ ერთი შეხედვით უბრალო ბავშვური თამაშები პატარების განვითარებას ემსახურება?

ალტერნატიული ვარიანტი: მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, ზუსტად როგორ ვითარდება ბავშვი, რატომ ირჩევს ამა თუ იმ საქმიანობას, თუმცა მრავალი მკვლევარი აღიარებს, რომ პატარები, რომელთაც საქმიანობის სფეროს არჩევისა და დამოუკიდებელი ექსპერიმენტების საშუალებას აძლევენ, ინტელექტუალურადაც და ფიზიკურადაც უკეთ ვითარდებიან.

კონტროლი-დამოუკიდებლობის კარგვა

როცა ბავშვის ყოველ ნაბიჯს ვაკონტროლებთ და მისგან განსაზღვრულ ქმედებებსა და შედეგს ველით, ჩვენ მას არსებითად ექსპერიმენტებისა და საკუთარი გამოცდილების მიღების საშუალებას ვართმევთ. ჩვენ ბავშვს წინასწარ ვეუბნებით: "ასეა საჭირო!" - ნაცვლად იმისა, რომ პატარა პირადი გამოცდილებით მიხვდეს, რა შეიძლება და რა არა. შედეგად ვიღებთ ბავშვის გაუცნობიერებელ მორჩილებას.

ასეთი მეთოდით აღზრდისას ძალიან რთულია იმ პიროვნების ჩამოყალიბება, რომელიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ყველაზე სავალალო კი ის გახლავთ, რომ მსგავსი მიდგომისას პატარა კარგავს პასუხისმგებლობას საკუთარი საქციელის გამო. თავისი მიღწევებიც კი აღარ ახარებს, ვინაიდან ხუთიანი დედისთვისაა, დედის მიღწევაა და არა ბავშვისა. როცა არ არსებობს პირადი მოტივაცია შედეგის მისაღწევად, იკარგება ინიციატივაც. სწორედ ამის გამო კარგავენ ხშირად ბავშვები "აღებულ ტემპს" და წარმატებული სტარტის მიუხედავად უკანასკნელ რიგებში აღმოჩნდებიან ხოლმე - მათ ვერ ისწავლეს სწავლისგან სიამოვნების მიღება, ვერ აითვისეს დამოუკიდებელი მუშაობა...

გკარნახობთ: შეგიძლიათ თუ არა, სათანადოდ დააფასოთ ის, რასაც ბავშვი თავისი ინიციატივით უბრალოდ, სიამოვნებით აკეთებს? იზიარებთ თუ არა მის სიხარულს იმის გამო, რომ რაღაც შექმნა (მიუხედავად იმისა, რომ ამ რაღაცას სწავლასთან საერთოდ არ აქვს კავშირი)?

ალტერნატიული ვარიანტი: ეცადეთ, ასაკის მატებასთან ერთად გააფართოოთ ბავშვის მოვალეობების სფერო და შეცდომების უფლებაც მისცეთ - დაე, აირჩიოს დამატებითი საქმიანობა, დაეჯახოს უადგილო ადგილას დაგდებულ სათამაშოს... უმჯობესია, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს, ვიდრე მზა წესებით ისარგებლოს.

კონტროლი-ემოციური კავშირის კარგვა

კონტროლის კიდევ ერთი პრობლემა დედა-შვილის როლის გამრუდებაა. კონტროლის პირობებში იკარგება ბავშვის უპირობო სიყვარულის მომენტი და პატარა კარგავს საკუთარი გზის არჩევის უფლებას. დედა გადაიქცევა მასწავლებლად და დამრიგებლად და ბავშვს უჩნდება განცდა, რომ არასათანადო ქცევისას მას უარყოფენ.

გიკარნახებთ: მზად ხართ თუ არა, შეეგუოთ იმ გარემოებას, რომ თქვენი შვილი თქვენგან განსხვავებული იქნება?

ალტერნატიული ვარიანტი: ეს გახლავთ მშობლებისთვის ყველაზე ძნელად გადასაჭრელი ამოცანა, რადგან ძალიან ძნელია, ბავშვში საკუთარი თავისგან განსხვავებული არსება დაინახო. ძნელია, მაგრამ სწორედ ეს უნარია სიყვარულისა და ნდობის საფუძველი.

თუ ამ ყოველივეს არსს ჩავუღრმავდებით, ბავშვი სწორედ ისეთი, როგორიც არის, მხოლოდ მშობლებს უყვართ. ნიშნავს თუ არა ყოველივე, რაც ვთქვით, კონტროლის საერთოდ უარყოფას? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, კონტროლი, რაც შედეგის მოთხოვნას და მოლოდინს გულისხმობს, ჯობს მეთვალყურეობითა და დახმარებით შევცვალოთ.

დაე ბავშვებმა თავად განვლონ ცხოვრება თავიანთი ინიციატივითა და ინტერესებით, დაუშვან შეცდომები, შეიძინონ გამოცდილება, გამოიტანონ დასკვნა. ნუ იჩქარებთ სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებას, დააკვირდით, რა იზიდავს პატარას, შეუქმენით სათანადო პირობები განვითარებისთვის, მიეცით მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

გახსოვდეთ: ყველაფერი, რაც ადამიანის ცხოვრებაში ხდება, გავლენას ახდენს მის პიროვნებაზე. შეუძლებელია ვიწინასწარმეტყველოთ, რა ელის ადამიანს, რა სირთულე შეხვდება ცხოვრების გზაზე. ამიტომ არ აქვს აზრი ბავშვის ყოველი ნაბიჯის კონტროლს. უბრალოდ, საჭიროა დაკვირვება, შვილის მიღწევებითა და წარმატებებით ტკბობა.

ბავშვი გაიზრდება და ცხოვრებაში აუცილებლად იპოვის თავის ადგილს. მთავარია, მას დამოუკიდებელი არჩევანის უფლება მივცეთ.