/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

ინფექციური მონონუკლეოზი - როდის აქტიურდება ის

ინფექციური მონონუკლეოზი - როდის აქტიურდება ის
ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევი ეპშტეინ-ბარის ვირუსია და იგი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პათოგენია.

მოზრდილი ადამიანების, დაახლოებით, 95% ამ ვირუსის მატარებელია.

ეპშტეინ ბარის ვირუსი ჰერპესვირუსების ჯგუფს განეკუთვნება. იგი ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი სისტემიდან ხვდება და ცხვირ-ხახის ლორწოვანიდან სისხლში გადადის.

მას სისხლის უჯრედების B ლიმფოციტების მიმართ ტროპიზმი ახასიათებს, სწორედ მათი ინფიცირების შემდეგ იწყება პროცესები. ვირუსის მოქმედებით ინფიცირებული B ლიმფოციტები აქტიურად იწყებენ გამრავლებას, გარდაიქმნებიან პლაზმურ უჯრედებად და იწყებენ დიდი რაოდენობით ანტისხეულების გამომუშავებას. ამ ანტისხეულებს არ შეუძლიათ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ორგანიზმი ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება, თუმცა, კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ, ყოველი მილიონი B ლიმფოციტიდან ერთი ინფიცირებული რჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმში ერთხელ უკვე მოხვედრილი ვირუსი სამუდამოდ რჩება ორგანიზმში. იმუნიტეტის დასუსტების დროს კი ვირუსი შესაძლოა კვლავ გააქტიურდეს.

დაავადებას სეზონურობა ახასიათებს. შედარებით ხშირია გაზაფხულზე.

ვირუსის ორგანიზმში მოხვედრას და ლიმფოციტების ინფიცირებას ყოველთვის არ მოჰყვება კლინიკური გამოვლინებები. ადამიანი შესაძლოა დაინფიცირდეს, მაგრამ კლინიკური ნიშნები არ გამოუვლინდეს, ამ დროს ვირუსი მხოლოდ ლატენტურ ფაზაშია.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

ვირუსი ახლო და მჭიდრო კონტაქტით გადაეცემა.

ინფექციური მონონუკლეოზისთვის დამახასიათებელია:

  • ცხელება - თავდაპირველად იწყება დაბალი ტემპერატურით და თანდათან იმატებს;
  • ელენთის გადიდება;
  • პერიფერიული (ყველაზე ხშირად კისრის) ლიმფური ჯირკვლების გადიდება;
  • ღვიძლის გადიდება;
  • დაღლილობა;
  • ღამით ოფლიანობა;

ამას გარდა, სისხლში ჩნდება ფართოპლაზმიანი დიდი, ერთბირთვიანი უჯრედები(ატოპიური მონონუკლეარები).

არსებობს დაავადების ატიპური მიმდინარეობაც, როდესაც ღვიძლის, ელენთისა და ლიმფური კვანძების დაზიანება არ ვლინდება, არც სისხლში ვლინდება ცვლილებები. ავადმყოფობაზე მხოლოდ ტემპერატურის ცვლილება მიანიშნებს და სეროლოგიური კვლევის საფუძველზე ხდება დიაგნოზის დასმა.

ეპშტეინ-ბარის ვირუსი ლიმფური ქსოვილების დაზიანებას იწვევს. გამომდინარე იქიდან, რომ ლიმფური ქსოვილი გვხვდება ტონზილებთან (ნუშურა ჯირკვლები), მონონუკლეოზის დროს შესაძლოა განვითარდეს ტონზილების ანთება. მცირე ასაკის ბავშვებში ხშირად ვითარდება ფილტვების ანთება.

არ არსებობს მონონუკლეოზის საწინააღმდეგო ვაქცინა ან სხვა სახის პროფილაქტიკა. პრევენციის ყველაზე კარგი გზა ჰიგიენის ნორმების დაცვაა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გულისრევა და ღებინება ზოგიერთი ქირურგიული დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულისრევა და ღებინება ზოგიერთი ქირურგიული დაავადების დროს

წარმოიშობა თავის ტვინის ღეროს ღებინების ცენტრზე პერიფერიული და ცენტრალური გამღიზიანებლების ზემოქმედებით.

ღებინება არცთუ იშვიათად იმ მძიმე დაავადებათა ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. ხშირად ღებინება ადამიანის ორგანიზმის თავდაცვით რეაქციად გვევლინება და ორგანიზმიდან მომწამვლელი და გამაღიზიანებელი ნივთიერებების მოშორებისკენ არის მიმართული.

ღებინება წარმოიშობა:

  1. ღებინების ცენტრის რეფლექტორული აღგზნებისას, მაგალითად, მუცლის ღრუს ან მუცლის ფარის ძლიერი ლოკალური გაღიზიანების, ორგანიზმში არსებული კუნთოვანი კედლების მქონე მილისებური აღნაგობის წარმონაქმნების (ნაღვლის სადინარის, ნაწლავის, შარდსადინარის) გაუვალობის შემთხვევაში;
  2. ტოქსინებით ან მედიკამენტებით ღებინების ცენტრის გაღიზიანებისას. გამაღიზიანებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს ინფექცია, ნახშირჟანგით, შხამასოკოთი, ალკოჰოლითა და ზოგიერთი წამლით (მაგალითად, ნარკოტიკული ანალგეტიკებით, საგულე გლიკოზიდებით) მოწამვლა, კომისწინარე მდგომარეობა (ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებისას), ენდოკრინული დაავადება (მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი);
  3. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისა და თავის ტვინის სისხლით მომარაგების მოშლის, სიმსივნეებისა და აბსცესების დროს.

ღებინება ყოველთვის ახლავს თან მუცლის ღრუს ორგანოთა მწვავე დაავადებებს. ამ დროს მას, ჩვეულებრივ, წინ უძღვის გულისრევის შეგრძნება, არცთუ იშვიათად - მუცლის ტკივილი.

  • ღებინება მცირე ხნის წინ მიღებული საკვებით და ნაღვლის წვენით მწვავე გასტრიტის დამახასიათებელი სიმპტომია. ერთჯერადი ან ორჯერადი ღებინება ავადმყოფს შვებას ჰგვრის.

მწვავე გასტრიტის დროს მრავალჯერად ღებინებას ორგანიზმის გაუწყლოება და ნატრიუმის, კალიუმისა და ქლორის დაკარგვა მოსდევს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ღებინებას და საგრძნობლად აუარესებს პაციენტის მდგომარეობას.

შეუპოვარი მძიმე ღებინება ლორწოთი, ზოგჯერ კი სისხლით თან სდევს მწვავე ეროზიულ გასტრიტს, რომელიც ვითარდება კონცენტრირებული მჟავებისა და ტუტეების კუჭში მოხვედრისას.

  • ღებინების დაწყება მკერდის ძვლის უკან არსებული ტკივილების დროს დამახასიათებელია წყლულოვანი დაავადების გამწვავებისთვის და არცთუ იშვიათად გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს.

გადაუდებელი დახმარება კი ჯობს კლინიკის პირობებში ჩატარდეს, რათა დროულად დაისვას სწორი დიაგნოზი. წოლითი რეჟიმი, მკაცრი დიეტა და ორგანიზმში ატროპინის შეყვანა შესამჩნევად ამცირებს წყლულოვანი დაავადების გამწვავების სიმპტომებს.

  • უხვი ღებინება კუჭის მჟავე შიგთავსით (დიდი ხნის წინ მიღებული საკვების მონელებული ნარჩენები) საკვების მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ, კუჭის გასავლის (პილორუსის) ორგანული შევიწროების სიმპტომია და ხშირად პილორუსის წყლულოვან-ნაწიბუროვან შეცვლასა და ავთვისებიან სიმსივნეზე მიუთითებს.

გულდასმით შეკრებილი ანამნეზი და ობიექტური კვლევების მონაცემები, კუჭში უზმოზე “შხეფის ხმიანობის” არსებობა, ექიმს პილორუსის შევიწროების დიაგნოზის დასმაში ეხმარება. პილორუსის სტენოზით დაავადებულთა ორგანიზმი ისეა გამოფიტული და გაუწყლოებული, რომ ექიმთან პირველივე ვიზიტის დროს პარენტერალურად შეჰყავთ გლუკოზისა და ნატრიუმის ქლორიდი.


შემდგომ ასეთი პაციენტები ქირურგიულ განყოფილებაში გადაჰყავთ ოპერაციული მკურნალობისთვის.

  • სახიფათო სიმპტომად მიიჩნევა სისხლიანი ღებინება, რომელიც კუჭის ან საყლაპავის სისხლძარღვებიდან მასიურ სისხლდენას მოსდევს.

სისხლდენის მიზეზი შესაძლოა იყოს სისხლძარღვის ეროზია კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს, საყლაპავის ვარიკოზულად გაგანიერებული ვენის გახეთქვა ღვიძლის ციროზის დროს, კუჭის სიმსივნის დაშლა, სისხლძარღვთა დაავადება და ჰემორაგიული დიათეზი.

  • თუ სისხლიანი ღებინება დაიწყო ხველის მძიმე შეტევის შემდეგ ან ღებინების განმეორებითი შეტევის დროს, სისხლდენის მიზეზი შესაძლოა საყლაპავის ქვედა მესამედის ლორწოვანი გარსის გაგლეჯა იყოს (მელორი-ვეისის სინდრომი).

როდესაც ღებინება კუჭისმიერ უხვ სისხლდენას მოჰყვება, პირნაღები მასები შეიცავს ალისფერ ან ახალშედედებულ სისხლს. ნაკლებად უხვი სისხლდენის შემთხვევაში, როცა სისხლი ერთხანს კუჭში ყოვნდება, ჰემოგლობინი მარილმჟავას ზემოქმედებით მარილმჟავაჰემატინად იქცევა და პირნაღებ მასებს ყავის ნალექის დამახასიათებელი ფერი აქვს.

  • ღებინება მუცლის ღრუს ორგანოთა ქირურგიული დაავადებების უმნიშვნელოვანესი სიმპტომია. ის ტკივილთან ერთად თან ახლავს ღვიძლის ჭვალის შეტევას, მწვავე ქოლეცისტიტს და მწვავე პანკრეატიტს. ამასთან, ღებინება ხშირია მუცლის ზედა ნახევრის ან მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოს პალპაციის დროს. აქვე ლოკალურად შესაძლოა მუცლის ფარის გაღიზიანების ნიშნებიც შეიმჩნეოდეს.
  • ღებინება არცთუ იშვიათად შეინიშნება მწვავე აპენდიციტის დროს, დაავადების პირველ საათებში.
  • უხვი მყრალი მასები, რასაც განავლოვან ღებინებასაც უწოდებენ, ნაწლავთა გაუვალობის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დაავადებების დროს ღებინება არცთუ იშვიათად წინ უძღვის მუცლის ფარის გაღიზიანებას და ტკივილთან ერთად უნდა შეფასდეს როგორც გადაუდებელი მდგომარეობის საწყისი ნიშანი, რომელიც მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ქირურგიულ პათოლოგიაზე მიუთითებს.

  • ამასთანავე, ღებინება გავრცობილი პერიტონიტის დამახასიათებელი ნიშანიც არის მის უკანასკნელ სტადიაში, როცა დიაგნოზი უკვე ეჭვს აღარ იწვევს. ამ დროს პერიტონიტის პირველადი მიზეზის დადგენა ხშირად საკმაოდ ძნელია.
  • ღებინება შესაძლოა თირკმლის ჭვალის შეტევასაც ახლდეს თან. ამ დროს ხშირია მუცლის შებერვა და ტკივილი. მსგავსი სიმპტომატიკა მარჯვენამხრივი ჭვალის დროს ზოგჯერ მცდარი დიაგნოზის (მწვავე ქოლეცისტიტის ან აპენდიციტის) მიზეზად იქცევა.
  • რეფლექსური ღებინება ზოგჯერ მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიაშიც შეინიშნება (განსაკუთრებით - მისი უკანა ლოკალიზაციის დროს) და არცთუ იშვიათად დიაგნოსტიკურ შეცდომას იწვევს.

მიოკარდიუმის ინფარქტის გასტრალგიურ ვარიანტში ღებინების თანხვედრა მკერდის ძვლის უკან არსებულ ტკივილთან უფრო მეტად ართულებს სწორი დიაგნოზის დასმას, თუმცა ტკივილის ხასიათის შესწევლით, სტენოკარდიის შეტევების გახშირების შემთხვევების გაანალიზებით შესაძლებელია ეჭვი მივიტანოთ ძირითად დაავადებაზე, ხოლო დიაგნოზის ვერიფიკაცია ელექტროკარდიოგრაფიული კვლევით მოვახდინოთ.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ღებინება არცთუ იშვიათად აუარესებს ავადმყოფის მდგომარეობას, აძლიერებს გაუწყლოებას და ელექტროლიტების კარგვის პროცესს, ხელს უწყობს მეტაბოლური ალკალოზის განვითარებას, რითიც უფრო მეტად აღრმავებს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ცნობიერების დაკარგვის დროს შესაძლოა მოხდეს ამოღებინებული მასების ასპირაცია (ფილტვებში გადასვლა), რასაც უმძიმესი ასპირაციული პნევმონია მოსდევს, უხვი ასპირაციისას კი - ასფიქსია (სულის ხუთვა).

შეუპოვარმა გამთანგველმა ღებინებამ შესაძლოა ლორწოვანი გარსების ნახეთქები გააჩინოს, რასაც კუჭისმხრივი მასიური სისხლდენები მოსდევს.

დაბოლოს, თუ ღებინება წინ უძღვის მუცლის მწვავე ტკივილს, ხშირად - მისი აღმოცენების ზუსტი დროის მინიშნებით, ეს მდგომარეობა თითქმის ყოველთვის ქირურგიულ პათოლოგიაზე მიუთითებს.