/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

გულისრევა და ღებინება ნევროლოგიური დაავადებების დროს

გულისრევა და ღებინება ნევროლოგიური დაავადებების დროს
გულისრევა და ღებინება მრავალი პათოლოგიური მდგომარეობის სიმპტომია. სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვაგვარია მათი ხასიათი, პერიოდულობა და ინტენსივობა.

გულისრევა და ღებინება მოსალოდნელია ნევროლოგიური დაავადებების დროსაც. ამ შემთხვევაში მათ განსაზღვრული თავისებურებები ახასიათებთ.

ნევროლოგიური დაავადებების თანმხლებ გულისრევასა და ღებინებაზე გვესაუბრება ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის, კლინიკა “ენმედიცის” ექიმი ნევროპათოლოგი ნატა არევაძე.

- რა პროცესებითა და მექანიზმებით ვითარდება გულისრევა და ღებინება?

- ღებინება რთული რეფლექსური აქტია, რომლის დროსაც ხდება კუჭის შიგთავსის ამოღება პირის ნაპრალიდან, გულისრევა კი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ხახასა და პირის ღრუში არსებული თავისებური უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც კუჭის ანტიპერისტალტიკის დაწყებას უკავშირდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გულისრევას ყოველთვის არ ახლავს თან ღებინება, ისევე როგორც ღებინებას ყოველთვის არ უძღვის წინ გულისრევა. მიუხედავად ამისა, ისინი იმდენად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რომ მიზანშეწონილია, ერთად განვიხილოთ.

ვარაუდობენ, რომ გულისრევას საფუძვლად უდევს ღებინების ცენტრის აღგზნება. გულისრევისა და ღებინების პათოგენეზურ სიახლოვეს ადასტურებს, ერთი მხრივ, საერთო მიზეზები, მეორე მხრივ კი ერთი და იმავე მკურნალობის ეფექტურობა. ამასთან, გულისრევას და ღებინებას აქვს საერთო სიმპტომებიც:

  • ნერწყვდენა;
  • ოფლიანობა;
  • ბრადიკარდია;
  • ფერის დაკარგვა.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.კისრის ოსტეოქონდროზის დიაგნიზი რომ დამისვან რომელ ექიმს უნდა მიმვმართო?ძალიან გთხოვთ ზუსტი მიმართულება რომ მომწეროთ, ორსული ვარ და მინდა ჩივილებიდან გამიმდინარე მიხვდეს ექიმი ჩემ პრობლემას,ანუ რომელი დარგის ექიმის პრეროგატივაა?მადლობა</p>

გულისრევა და ღებინება შესაძლოა იყოს შედეგი:

  • ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგიისა;
  • ზოგადი ინტოქსიკაციისა, რომელიც რეფლექსურად აღიზიანებს ღებინების ცენტრს;
  • ვესტიბულური აპარატის დაზიანებისა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადებისა.

იშვიათად კი შესაძლოა წარმოიშვას როგორც პათოლოგიური რეფლექსი.

- არსებობს თუ არა გულისრევისა და ღებინების კლასიფიკაცია?

ასევე დაგაინტერესებთ
ღებინების მიზეზი შესაძლოა, თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევა იყოს

- პათოგენეზური მექანიზმების გათვალისწინებით, გულისრევა და ღებინება შეიძლება იყოს:

  • ცენტრალური - ცერებრული;
  • ჰემატოგენური - ტოქსიკური;
  • ვისცერული.

ცენტრალური ანუ ცერებრული ღებინების მიზეზი ხშირად არის თავის ტვინის ამა თუ იმ დაავადების შედეგად განვითარებული ტვინის შეშუპება. მაგალითად, ღებინება თავის ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი სიმპტომია. ამ დროს ის მოულოდნელად იწყება, არ ახლავს თან ბოყინი, მუცლის ტკივილი და იზოლირებული ხასიათი აქვს, უმეტესად წინ არ უძღვის გულისრევა, ხოლო თუ მან მაინც იჩინა თავი, სუსტია.

ცერებრული ღებინების მძიმე შემთხვევაში პირნაღებ მასაში აღმოაჩენენ ნაღველს, ზოგჯერ - სისხლს. ღებინება ვითარდება გამოღვიძებისას, უზმოზე და არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან (ე.წ. დილის ღებინება).

ცერებრული ღებინება თითქმის ყოველთვის თავის ძლიერი ტკივილის ფონზე იწყება და მოჰყვება ტკივილის შემცირება, ამიტომ ავადმყოფები ხშირად თვითონვე, მექანიკურად იწვევენ ღებინების რეფლექსს.

ზოგადცერებრული ღებინებისგან განსხვავებით, რომელიც ქალაშიდა წნევის მომატებას უკავშირდება, ღებინება, რომელსაც ლოკალური ხასიათი აქვს, იზოლირებულია და თავისა და ტანის იძულებით მდებარეობასთან არის დაკავშირებული. იგი მოძრაობისას სპონტანურად აღმოცენდება. სუპრატენტორიული სიმსივნეების დროს ღებინება ვითარდება მხოლოდ ქალაშიდა წნევის მკვეთრი მომატებისას და ზოგადცერებრულ სიმპტომად მიიჩნევა, ხოლო სუბტენტორიული სიმსივნეების შემთხვევაში განიხილება როგორც ლოკალური სიმპტომი. ასეთი ღებინება უპირატესად ბავშვებთან გვხვდება.

ღებინება, რომელიც დაკავშირებულია ლაბირინთულ სისტემაში განვითარებულ შეშუპებასთან, ტიპობრივია და წინ უძღვის ან თან ახლავს თავბრუხვევა. ამ ტიპის გულისრევა და ღებინება ახასიათებს მენიერის სინდრომს, ზღვის ავადმყოფობას.

კომენტარები (3)
nino
ანა ბავსჰვი აუცილებლად აჩვენეთ ბავშვტა ფსიქოლოგს,რომ გაიგოტ რატომ არ სურს ბავშვს სკოლაში წასვვლა,მიზეზი აუციკებლად ექნება და გირჩევთ ბოლომდე მიყვეთ,ეგ საკმაოდ სერიოზული პრობლემაა,თუმცა მოგვარებადი
თარიღი : 11-01-2015
i.k.
თუ თავი მტკივა,აუცილებლად მერევა გული,ისე,რომ გულისრევა უფრომაწუხებს ვიდრე თავისტკივილი.ვერ ვღებულობ ტაბლეტს ,მაღებინებს .ვიკეთებ ცერუკალს და რაიმე დამამშვიდებელს ,რომჩამეძინოს.სხვანაირად არ გადამივლის ტკივილი.წნევა არ მაქვს მაგ დროს.ასეთი შემთხვევა შეიძლება დამემართოს წელიწადში ერჯერ ან ორჯერ.მაგრმ ეს არ ნიშნავს ,რომ თავი წელიწადში ორჯერ მეტად არ მტკივა.უფრო მეტად დავაკვირდი და თუ გადაღლილი და გამოუძინებელი ვარ ,მასინ მემართება.რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?გთხოვთ მიპასუხეთ.
თარიღი : 10-11-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თავის ტრავმა - რა ნიშნები არ უნდა გამოგვეპაროს
თავის ტრავმა - რა ნიშნები არ უნდა გამოგვეპაროს
თავის ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა,
სრულად
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თუ მენიერის დაავადება? - თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თუ მენიერის დაავადება? - თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!
რა არის ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა?
სრულად
დიდხანს ჯდომა ზრდის ალცჰაიმერის რისკს - როგორ გავატაროთ ნაკლები დრო ჯდომაში?
დიდხანს ჯდომა ზრდის ალცჰაიმერის რისკს - როგორ გავატაროთ ნაკლები დრო ჯდომაში?
ბოლო კვლევის მიხედვით, ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც მეტ დროს ატარებდნენ ჯდომაში, აღენიშნებოდათ
სრულად
რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც მსუბუქი ტვინის შერყევა
რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც მსუბუქი ტვინის შერყევა
მსუბუქმა ტვინის შერყევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსია.
სრულად
როგორ ვლინდება „მაღალფუნქციური შფოთვა“ და რატომ არის ის საშიში?
როგორ ვლინდება „მაღალფუნქციური შფოთვა“ და რატომ არის ის საშიში?
შფოთვის მაღალი დონე ადამიანებს უბიძგებს იყოს უფრო აქტიური და პროდუქტიული - მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მდგომარეობა არანაირ სარგებელს არ მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას.
სრულად
რომელი ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა იწვევს მენტალურ პრობლემებს?
რომელი ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა იწვევს მენტალურ პრობლემებს?
ორგანიზმში ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

გულისრევა და ღებინება ნევროლოგიური დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულისრევა და ღებინება ნევროლოგიური დაავადებების დროს

გულისრევა და ღებინება მოსალოდნელია ნევროლოგიური დაავადებების დროსაც. ამ შემთხვევაში მათ განსაზღვრული თავისებურებები ახასიათებთ.

ნევროლოგიური დაავადებების თანმხლებ გულისრევასა და ღებინებაზე გვესაუბრება ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის, კლინიკა “ენმედიცის” ექიმი ნევროპათოლოგი ნატა არევაძე.

- რა პროცესებითა და მექანიზმებით ვითარდება გულისრევა და ღებინება?

- ღებინება რთული რეფლექსური აქტია, რომლის დროსაც ხდება კუჭის შიგთავსის ამოღება პირის ნაპრალიდან, გულისრევა კი ეპიგასტრიუმის მიდამოში, ხახასა და პირის ღრუში არსებული თავისებური უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც კუჭის ანტიპერისტალტიკის დაწყებას უკავშირდება.

გულისრევას ყოველთვის არ ახლავს თან ღებინება, ისევე როგორც ღებინებას ყოველთვის არ უძღვის წინ გულისრევა. მიუხედავად ამისა, ისინი იმდენად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რომ მიზანშეწონილია, ერთად განვიხილოთ.

ვარაუდობენ, რომ გულისრევას საფუძვლად უდევს ღებინების ცენტრის აღგზნება. გულისრევისა და ღებინების პათოგენეზურ სიახლოვეს ადასტურებს, ერთი მხრივ, საერთო მიზეზები, მეორე მხრივ კი ერთი და იმავე მკურნალობის ეფექტურობა. ამასთან, გულისრევას და ღებინებას აქვს საერთო სიმპტომებიც:

  • ნერწყვდენა;
  • ოფლიანობა;
  • ბრადიკარდია;
  • ფერის დაკარგვა.

გულისრევა და ღებინება შესაძლოა იყოს შედეგი:

  • ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული პათოლოგიისა;
  • ზოგადი ინტოქსიკაციისა, რომელიც რეფლექსურად აღიზიანებს ღებინების ცენტრს;
  • ვესტიბულური აპარატის დაზიანებისა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადებისა.

იშვიათად კი შესაძლოა წარმოიშვას როგორც პათოლოგიური რეფლექსი.

- არსებობს თუ არა გულისრევისა და ღებინების კლასიფიკაცია?

- პათოგენეზური მექანიზმების გათვალისწინებით, გულისრევა და ღებინება შეიძლება იყოს:

  • ცენტრალური - ცერებრული;
  • ჰემატოგენური - ტოქსიკური;
  • ვისცერული.

ცენტრალური ანუ ცერებრული ღებინების მიზეზი ხშირად არის თავის ტვინის ამა თუ იმ დაავადების შედეგად განვითარებული ტვინის შეშუპება. მაგალითად, ღებინება თავის ტვინის სიმსივნის ერთ-ერთი სიმპტომია. ამ დროს ის მოულოდნელად იწყება, არ ახლავს თან ბოყინი, მუცლის ტკივილი და იზოლირებული ხასიათი აქვს, უმეტესად წინ არ უძღვის გულისრევა, ხოლო თუ მან მაინც იჩინა თავი, სუსტია.

ცერებრული ღებინების მძიმე შემთხვევაში პირნაღებ მასაში აღმოაჩენენ ნაღველს, ზოგჯერ - სისხლს. ღებინება ვითარდება გამოღვიძებისას, უზმოზე და არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან (ე.წ. დილის ღებინება).

ცერებრული ღებინება თითქმის ყოველთვის თავის ძლიერი ტკივილის ფონზე იწყება და მოჰყვება ტკივილის შემცირება, ამიტომ ავადმყოფები ხშირად თვითონვე, მექანიკურად იწვევენ ღებინების რეფლექსს.

ზოგადცერებრული ღებინებისგან განსხვავებით, რომელიც ქალაშიდა წნევის მომატებას უკავშირდება, ღებინება, რომელსაც ლოკალური ხასიათი აქვს, იზოლირებულია და თავისა და ტანის იძულებით მდებარეობასთან არის დაკავშირებული. იგი მოძრაობისას სპონტანურად აღმოცენდება. სუპრატენტორიული სიმსივნეების დროს ღებინება ვითარდება მხოლოდ ქალაშიდა წნევის მკვეთრი მომატებისას და ზოგადცერებრულ სიმპტომად მიიჩნევა, ხოლო სუბტენტორიული სიმსივნეების შემთხვევაში განიხილება როგორც ლოკალური სიმპტომი. ასეთი ღებინება უპირატესად ბავშვებთან გვხვდება.

ღებინება, რომელიც დაკავშირებულია ლაბირინთულ სისტემაში განვითარებულ შეშუპებასთან, ტიპობრივია და წინ უძღვის ან თან ახლავს თავბრუხვევა. ამ ტიპის გულისრევა და ღებინება ახასიათებს მენიერის სინდრომს, ზღვის ავადმყოფობას.


- შესაძლოა თუ არა, ცერებრული ღებინება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან დაკავშირებულ ღებინებაში აგვერიოს?

- ზოგჯერ ცერებრული ღებინება შეცდომით მართლაც დიაგნოსტირდება როგორც აბდომინალური. უმთავრესად მაშინ, როდესაც პირნაღებ მასაში ჩანს სისხლი და ღებინებას თან ახლავს მუცლის ტკივილი.

- კიდევ რომელი დაავადებების დროს არის მოსალოდნელი ღებინება და გულისრევა?

- ღებინება მენიერის სინდრომის, შაკიკისა და ურემიის სადიფერენციაციო სიმპტომია.

ურემიული ხასიათის ღებინება ვითარდება მწვავედ, თავის ტკივილთან ერთად. ამ დროს გუგები დავიწროებულია, იგრძნობა აცეტონის სპეციფიკური სუნი, სისხლში დასტურდება აზოტემია, შარდში - შესაბამისი ცვლილებები.

მენიერის სინდრომი მწვავედ იწყება. ერთბაშად ვითარდება თავბრუხვევა და ღებინება, რომელსაც წინ უძღვის ყურების შუილი. შეტევის შემდეგ ვითარდება მყარი ან გარდამავალი სმენის დაქვეითება.

შაკიკის დროს ტკივილი ლოკალიზებულია თავის რომელიმე ერთ ნახევარში, ხოლო ღებინება ეპიზოდური ხასიათისაა.

ტვინის შეშუპების დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თვალის ფსკერის გასინჯვას და მხედველობის დვრილის შეშუპებას. გულისრევითა და ღებინებით ხშირად მიმდინარეობს ნეიროინფექციები - მენინგიტი და მენინგოენცეფალიტი. ამ დროს ღებინება ხანგრძლივი და უწყვეტია. დიაგნოსტიკაში გვეხმარება თავზურგტვინის სითხის გამოკვლევა და დაავადების კლინიკური სურათი.

გულისრევა და ღებინება ასევე ახლავს თან:

  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას;
  • ტრავმას;
  • ტვინის სისხლძარღვის ანევრიზმას;
  • სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევას, რაც ყოველთვის უნდა ახსოვდეს ექიმს და ეჭვის შემთხვევაში გამოიკვლიოს ტვინის სისხლძარღვები.

- ნევროზულ და ფსიქოგენურ ღებინებაზე რას გვეტყვით?

- ფსიქოგენური ღებინება გვხვდება ახალგაზრდა გოგონებთან. იგი ჩვეული ხასიათისაა, ვითარდება ჭამის დროს ან მისი დამთავრებისთანავე, წინ არ უძღვის გულისრევა. ავადმყოფი ადვილად იღებს კუჭის შიგთავსს და მშვიდდება. მიუხედავად სისტემატური ღებინებისა, რომელიც ზოგჯერ თვეობით გრძელდება, ავადმყოფი წონას არ იკლებს. ასეთ დროს მეტ-ნაკლებად ეფექტურია ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები, სედაციური საშუალებები და ფსიქოთერაპია.

- რა საფრთხის შემცველია ღებინება და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

- ღებინება იწვევს ორგანიზმში დარღვევათა მთელ წყებას, რაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს ავადმყოფს. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის.

ხშირი ღებინების შედეგად ვითარდება ექსიკოზი, ჰიპოვოლემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, მეტაბოლური ალკალოზი, ირღვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების ფუნქციური მდგომარეობა, სისხლში იმატებს ნარჩენი აზოტი, გამორიცხული არ არის ქლოროპრიული ურემიის განვითარება.

ასეთ ავადმყოფებს ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. განსაკუთრებით საყურადღებოა მწვავედ განვითარებული ღებინება, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი და კეფის კუნთების რიგიდულობა. ამ შემთხვევაში ავადმყოფს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმი დაადგენს ღებინების მიზეზს და საჭიროების შემთხვევაში ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებს გამოიყენებს.