ყაბზობას ასე ვშველი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყაბზობას ასე ვშველი

35 წლის ასაკში დახმარების გარეშე ჩემს ნაწლავებს მოქმედება არც კი შეეძლოთ. სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფმა აღმოვაჩინე ხეჭრელის ჩაის რეცეპტი, რომელიც ასე მზადდება:

  • 50 გ ხეჭრელის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 50 მლ 30%-იან სპირტი, დააყენეთ 5-6 დღე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20-40 წვეთი ჭამამდე, დღეში ერთხელ.

მოქმედება ნაყენის მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ იწყება.

მეორე რეცეპტი:

  • 3 წილი ხეჭრელის ქერქის, 2 წილი ჭინჭრის ფოთლის და 1 წილი ფარსმანდუკის 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და სვით 1/2 ჩაის ჭიქა ძილის წინ როგორც ქრონიკული კუჭშეკრულობის, ისე სხვადასხვა სახის კოლიტისა და ენტეროკოლიტისას.

ამ მცენარის ხანგრძლივი მიღება არ შეიძლება ორსულთათვის, ამასთან, იგი, სხვა საშუალებათა მსგავსად, იწვევს შეჩვევას, ამიტომ 1 თვის შემდეგ სასურველია, სხვა წამლით შეცვალოთ.

სოფო რ., ზესტაფონი

ყაბზობა

ყაბზობა გულისხმობს დაგვიანებულ ან გაძნელებულ ნაწლავთა მოქმედებას ან განავლის გამაგრებასა და გამსხვილებას.

  • ყაბზობა არის არასწორი ქცევის ან რაციონში სითხისა და ბოჭკოს დეფიციტის შედეგი;

  • მაგარმა და დიდმა განავალმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის არეში დისკომფორტი და ანუსის გახეთქვა;

  • საკვებში სითხისა და ბოჭკოს რაოდენობის გაზრდა, ქცევის შეცვლა და ხანდახან ოყნები და საფაღარათოები ამცირებენ დისკომფორტს.

მშობლები ხშირად წუხან ბავშვის კუჭში გაუსვლელობაზე. თუმცა, ყაბზობა უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს სერიოზული შედეგებს და საყურადღებოა მხოლოდ მაშინ, როცა ნაწლავთა მოქმედება მტკივნეული ხდება და იწვევს შემდგომში ნაწლავთა მოქმედების შეკავებას, ან როდესაც ყაბზობას სხვა სიმპტომები ახლავს თან.

ნაწლავთა მოქმედების სიხშირე და კონსისტენცია ცვალებადია ბავშვობის განმავლობაში და არ არსებობს "ნორმა" – რაიმე ერთი სიხშირე და განავლის ტიპი. ახალშობილ ჩვილებს ნაწლავთა მოქმედება ძირითადად აქვთ ოთხჯერ დღეში ან უფრო ხშირად, ყვითელი და არაერთგვაროვანი განავლით. ძუძუზე მყოფ ჩვილებს ნაწლავთა მოქმედება უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს და დეფეკაცია შეიძლება იყოს ყოველი ძუძუთი კვების შემდგომ. ერთი ან ორი თვის ასაკში ძუძუზე მყოფ ჩვილებში დეფეკაციის სიხშირე უფრო იკლებს, მაგრამ განავალი რბილი ან თხელია. 1 წლის ასაკის შემდგომ, ბავშვების უმეტესობას ნაწლავთა მოქმედება აქვს დღეში ერთხელ ან ორჯერ, რბილი და ფორმირებული განავლით.

უფროსი ასაკის ბავშვებში, ყაბზობა განისაზღვრება როგორც დეფეკაცია მაგარი განავლით, რომელიც იწვევს დისკომფორტს. ძალიან ხშირად მისი მიზეზია საკვებში ბოჭკოს დეფიციტი. მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს, რადგან ნაწლავთა მოქმედებით გამოწვეული დისკომფორტის გამო ბავშვი თავს იკავებს მომდევნო დეფეკაციისგან.

ყაბზობა ძალიან ხშირია ბავშვებში. თუმცა იგი იშვითად არის გამოწვეული სერიოზული პრობლემით. თუ ბავშვს არ აქვს დეფეკაცია ყოველდღე ან ყოველ მომდევნო დღეს, განავალი მკვრივია, ან დიდი ზომის, ან აქვს დისკომფორტი, ბავშვი უნდა გასინჯოს ექიმმა. ქრონიკულ ყაბზობას შეიძლება ხელს უწყობდეს საშარდე გზების პრობლემები, როგორიცაა საშარდე გზების ინფექციები და ღამის შარდვა (ენურეზი).

თემის გაგრძელებას გაეაცანით ბმულზე

https://merki.mkurnali.ge/sections/1560/qabzoba/