/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

ენტერიტი და კოლიტი

ენტერიტი და კოლიტი
წვრილი ნაწლავის ჯორჯლოვან ანუ თავისუფალ ნაწილს ეკუთვნის მლივი და თეძოს ნაწლავი.

წვრილი ნაწლავის გაგრძელებაა მსხვილი ნაწლავი, რომელიც მოიცავს ბრმა ნაწლავს, კოლინჯსა და სწორ ნაწლავს. საჭმლის მომნელებელი სისტემის ამ ორგანოებს ახასიათებთ აგებულების რამდენადმე განსხვავებული ნიშნები (რაც მათ ინდივიდუალურ ფუნქციურ როლთანაა დაკავშირებული), მიუხედავად იმისა, რომ საჭმლის მომნელებელი მილის კედელი მთელ სიგრძეზე სამი გარსითაა წარმოდგენილი. ესენია – ლოწოვანი ანუ შიგნითა გარსი, კუნთოვანი ანუ შუა გარსი და სეროზული ანუ გარეთა გარსი.

ანთებითი პროცესი შესაძლოა დამოუკიდებლად მოიცავდეს როგორც წვრილ, ასევე მსხვილ ნაწლავს, თუმცა, შესაძლოა ენტეროკოლიტის განვითარებაც. ამ დროს ანთებითი პროცესი ორივე, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს მოიცავს.

ენტერიტებსა და კოლიტებზე გვესაუბრება ექიმი გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი ზაქარია როჭიკაშვილი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბატონი ზაქარია დიდი პრაქტიკული გამოცდილებითა და პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით გამორჩეული ექიმია. დიდი პროფესიონალიზმის გარდა, კოლეგებსა და პაციენტებს მისი ეროვნულ-პატრიოტული სული და ვაჟკაცური თვისებებიც ხიბლავთ.

ენტერიტი

– ბატონო ზაქარია, რა შეიძლება გახდეს ენტერიტის მიზეზი?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ ვარ 25 წლის ბიჭი და გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ჩემი გადაწყვეტილებით იმიტომ რომ მქონდა კუჭის შეკრულობა საშინელი ეხლა იმდენად აგარ რაც გასტრიტოლის წვეთების კეტილეპტის და მეზინფორტეს დალევა დავიწყე. მქონდა ასევე საშინელი ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ნეკნებ ქვეშ საშინელი ტკივილი. ეხლა იმდენად აღარ. ანრა არის მუცლის მაგნაწილშიდა როგორცვე ცოტა რაგაცას შევჭამ თითქოს და ტონა ჭამაო. რაც შეეეხებააა ჩემსს სისხლის ანალიზსსსს ერითროციტები მააქვსს მომატებული შედეგი 6.19 და ნორმა 5.9 წერია .ასევე ჰემოგლობინი 17.8 წერია შედეგიდა ნორმა 17.5 ..ასევე მაქ ეოზინოფილის პროცენტი 0.5 და ნორმაა 1-5 წერია და გვერძე წერია რომდაბალი მაჩვენებელია და და თვითონ ეოზინოფილი და არა ეოზინოფილის პროცენტი (ორიწერია ) ეგ მააქვს 0.03 და ნორმა 0.044 -0.5 წერიაა დააა ძან ავნერვიიულდი რატომ მაქვს ეს ეოზინოფილი დაბალიდა რისი მანიშნებელია? ან ერითროციტების და ჰემოგლობინის მატება რიიისი ნიშანიააა (ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ).</p>

– ენტერიტი – წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებაა.

განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ ენტერიტებს.

ასევე დაგაინტერესებთ
საჭმლის დარღვეულ მონელებას გვირილა და თაფლი შველის

მწვავე ენტერიტი შეიძლება იყოს:

1) ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციური წარმოშობის;

2) ალიმენტური;

3) ტოქსიკური;

4) ალერგიული.

– რა სიმპტომებით ხასიათდება ენტერიტი?

– მწვავე ენტერიტის სიმპტომებია: საერთო ზოგადი სისუსტე, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცელში ყურყური, სპასტიკური, მოვლითი ტკივილები მთელ მუცელში. ზოგჯერ ამას თან ერთვის ტემპერატურა, ცივი ოფლი, ხოლო ხანგრძლივი დიარეის პირობებში კოლაფსიც კი. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში ენტერიტს შეიძლება ერთვოდეს პერიტონეული მოვლენები, გასინჯვით აღინიშნება მტკივნეულობა და მუცლის დაჭიმულობა ეპი- და მეზოგასტრიუმში, მარჯვნივ, ილეოცეკალურ მიდამოში, ტკივილთან ერთად შეიგრძნობა ყურყურიც. დამახასიათებელია ხშირი დეფეკაცია; ზოგჯერ ჭამის დამთავრებისთანავე წარმოიქმნება დეფეკაციის მკვეთრი სურვილი, ხოლო დეფეკაციის შემდეგ ვითარდება ძლიერი სისუსტე.

ენტერიტს ზოგადად ახასიათებს ზომიერი ლეიკოციტოზი. ინფექციური ენტერიტების დროს, განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით, ხშირად შესაძლებელი ხდება გამომწვევი მიკრობის ნახვა. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევების დროს დაავადება მთავრდება გამოჯანმრთელებით რამდენიმე დღეში. მძიმე ფორმები შესაძლოა გართულდეს ნაწლავური სისხლდენით, წვრილი ნაწლავის ნეკროზითა და პერფორაციით.

– როდის გადადის მწვავე ენტერიტი ქრონიკულ ფორმაში?

– ქრონიკული ენტერიტი ვითარდება:

  • სისტემატური კვებითი დარღვევების (ცხარე საკვების ხშირი მიღება, ურეჟიმო და მშრალი საკვებით კვება, ალკოჰოლის ხშირი და ჭარბი მოხმარება) დროს;
  • საწარმოო და საყოფაცხოვრებო ქრონიკული ინტოქსიკაციის შედეგად;
  • ნაწლავური ჰელმინთოზების გამო;
  • რადიაციული დაზიანებების შედეგად;
  • ქრონიკული პანკრეატიტების და კუჭის სეკრეტორული უკმარისობით მიმდინარე გასტრიტების დროს;
  • კოლიტების დროს.

დაავადებას ახასიათებს შეწოვის უკმარისობის სინდრომი, რაც ვლინდება სხეულის მასის თანდათანობით შემცირებაში, საერთო სისუსტესა და შრომისუნარიანობის დაქვეითებაში. ხშირია ჰიპოვიტამინოზის მოვლენები – კანის სიმშრალე, ანგულური სტომატიტი, თმის დაცვენა, ფრჩხილების მტვრევა, პოლინევრიტები. მძიმედ მიმდინარე და შორს წასული ქრონიკული ენტერიტების დროს დისტროფიული ცვლილებები ვითარდება გულის კუნთსა და თირკმელებშიც, ასევე ოსტეოპოროზული ცვლილებები ძვალსახსროვან სისტემაში კალციუმის გამორეცხვის ხარჯზე.

კოლიტი

კოლიტი მსხვილი ნაწლავის – კოლინჯის ლორწოვანი გარსის ანთებაა.

– რა თავისებურებებით გამოირჩევა კოლიტის კლინიკა?

– კოლიტები ხშირად ყაბზობით ან ფაღარათით ვლინდება. დიარეა ხშირად მწვავე კოლიტის ერთ-ერთი სიმპტომია. მწვავე კოლიტი ძირითადად ვითარდება ვირუსული, ბაქტერიული თუ პარაზიტული აგენტებით, ან მათი ტოქსინებით, შხამებით დაბინძურებული საკვების მიღებისას. დროული მკურნალობით, ზოგჯერ კი ყოველგვარი ჩარევის გარეშეც, პათოლოგიური პროცესი უკვალოდ გაივლის.

ყაბზობის მიზეზი ხშირად მშრალი საკვებით კვება, წყლის არასაკმარისი მიღება და ჰიპოდინამიკური ცხოვრების რეჟიმია. ქრონიკული შეკრულობა ზოგჯერ თან სდევს სხვა ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიებს. მაგალითად, ჰიპოთირეოზს – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას.

ნაწლავთა ქრონიკული პათოლოგიებიდან ყველაზე ხშირია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (შედარებით ძველ სამედიცინო ლიტერატურაში ქრონიკული ენტეროკოლიტის სახელითაც იხსენიება).

კოლიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: ფაღარათი ან ყაბზობა, ან კიდევ ფაღარათის და ყაბზობის მონაცვლეობა. ფაღარათით მიმდინარე კოლიტების დროს პაციენტებს აქვთ ნაწლავის დაუცლელობის შეგრძნება და მასთან ერთად დეფეკაციაზე მოტყუების შეგრძნება. ხშირია მეტეორიზმი, ფაღარათის დროს მოვლითი ხასიათის ტკივილები დეფეკაციის წინ. ამ დროს ფეკალიებს აქვთ ფაფისებრი კონსისტენცია მასში შეწონილი ლორწოთი, იშვიათად სისხლნარევი ლორწოთი.

– როგორ ხდება კოლიტის დიაგნოსტიკა?

– კოლიტების დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის გამოკითხვას და ლაბორატორიულ, რენტგენოლოგიურ და ენდოსკოპიურ (კოლონოსკოპია) გამოკვლევებს. კოლონოსკოპიური კვლევა გვეხმარება კოლიტის დროს სისხლის კვალის არსებობის შემთხვევაში სწორი დიფერენციალური დიაგნოსტიკის წარმოებაში.

– რა არის მნიშვნელოვანი კოლიტის მკურნალობისას?

– კოლიტების პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს დიდი როლი ენიჭება კვებით დიეტას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს დღე-ღამის განმავლობაში წყლის ადეკვატურ მიღებას (დაახლოებით 2,5-3,0ლ დღე-ღამეში). წყლის ქრონიკული დეფიციტი განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ყაბზობით მიმდინარე კოლიტების დროს.

– რას გვეტყვით ქრონიკულ კოლიტზე?

– ქრონიკული კოლიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს პერიოდული, ხან სეზონური გამწვავებებით. როგორც წესი, მსუბუქი გამწვავებები ხშირად მედიკამენტური ჩარევის გარეშე, მხოლოდ დიეტითაც თავისთავად ცხრება. მაგრამ არაიშვიათად გამწვავებამ შეიძლება მიიღოს უფრო მძაფრი სახეც, გართულდეს წყლულოვან-ეროზიული პროცესით, რასაც აუცილებლად მიზანმიმართული და ინტენსიური მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება.

კოლიტების მკურნალობაში აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენება, ასევე სულფანილამიდების და ზოგჯერ ჰორმონოთერაპიის ჩართვაც. კოლიტების მკურნალობაში დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნაწლავური ფლორის კორექციას. საჭიროა კომბინაციაში ასევე გამოყენებულ იქნეს B ჯგუფის ვიტამინოთერაპიაც. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობაში საჭიროა ჩართულ იქნეს ნაწლავის ტონუსის მარეგულირებელი და პროკინეტიკური პრეპარატებიც.

არასპეციფიკური წყლულოვანი

კოლიტი

– რით განსხვავდება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი კოლიტის სხვა ფორმებისაგან?

– წყლულოვანი კოლიტის დიფერენციული დიაგნოზი ტარდება ნაწლავის მწვავე ინფექციებთან, კიბოსთან, პოლიპოზთან, იშემიურ კოლიტთან, ფსევდომემბრანულ კოლიტთან, ნაწლავთა დივერტიკულოზსა და კრონის დაავადებასთან, როცა ის ლოკალიზებულია მსხვილ ნაწლავში. ინფექციურ პათოლოგიასთან დიფერენციული დიაგნოსტიკის დროს მნიშვნელოვანია განავლის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა. ყველაზე რთულია წყლულოვანი კოლიტის და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით კრონის დაავადების დიფერენცირება. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება კოლონოსკოპიით ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიურ კვლევას.

– როგორ მკურნალობთ ამ დროს პაციენტებს?

– პაციენტებს ენიშნებათ დიეტა ნაწლავის პერისტალტიკის შემანელებელი, ცილებით მდიდარი, ცხიმებით შეზღუდული საკვები. ფულმინანტური მიმდინარეობისას აუცილებელია პარენტერული კვება.

მედიკამენტურ მკურნალობაში ბაზისურად არის მიჩნეული პრეპარატთა ორი ჯგუფი: 5-ამინოსალიცილის მჟავას წარმოებულები (სულფასალაზინი, მესალაზინი) და გლუკოკორტიკოიდები (სისტემური – პრედნიზოლონი, ჰიდროკორტიზონი და ადგილობრივი-ბუდესონიდი).

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმების დროს გამოიყენება სულფასალაზინის საშუალო დოზა (4-8გ დღეში) და მესალაზინი (2-4გ დღეში). ეფექტის შემანარჩუნებელი დოზა – 1,5გ ხანგრძლივად 2 წლამდე. უპირატესობა ეძლევა მესალაზინს, ნაკლები გვერდითი მოვლენების გამო. შეიძლება პრეპარატის გამოყენება შინაგანი წესით და ადგილობრივად (სანთლები, მიკროოყნები).

მძიმედ მიმდინარე დაავადების ან პრეპარატის არაეფექტურობის შემთხვევაში, ინიშნება პრედნიზოლონი პერორალურად 1მგ/კგ დღეში. მწვავე შემთხვევებში ინიშნება პრედნიზოლონი (240-360 მგ დღეში) ან ჰიდროკორტიზონი (500 მგ/დღეში) პარენტერულად (5-7დღე), შემდგომი გადასვლით პერორალურ მიღებაზე. მედიკამენტის ეფექტურობის მიხედვით გამოყოფენ გლუკოკორტიკორეზისტენტულ და გლუკოკორტიკოდამოკიდებულ ვარიანტებს. გლუკოკორტიკოდამოკიდებული ვარიანტების დროს აუცილებელია უწყვეტი თერაპია 6 თვის მანძილზე.

წყლულოვანი კოლიტის რეზისტენტული ფორმების დროს იყენებენ იმუნოდეპრესანტებს: მეტოტრექსატს (25 მგ კუნთში კვირაში 2-ჯერ), აზათიოპრინს (2მგ/კგ დღეში). კურსის ხანგრძლივობა 12 კვირაა. მსუბუქი ან ზომიერი სიმძიმის წყლულოვანი კოლიტის დროს შესაძლებელია ფაღარათის საწინააღმდეგო პრეპარატების სიფრთხილით დანიშვნა (ლოპერამიდი). გასათვალისწინებელია, რომ ნაწლავის პერისტალტიკის აქტიურად დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის ტოქსიკური დილატაციის განვითარება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გვიცავს თუ არა ბოჭკო ნაწლავური ინფექციებისგან?

ახალი კვლევის თანახმად, ბოჭკოებით მდიდარ საკვებს, როგორიცაა ბოსტნეული, პარკოსნები და მთლიანი მარცვლეული შეუძლია შეამციროს ნაწლავის ანთება
სრულად
როგორ წარმოიქმნება და გამოიყოფა აირები
როგორ წარმოიქმნება და გამოიყოფა აირები
აირები ყველა ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებობს. კუჭში ისინი ჰაერის გადაყლაპვის გამო ხვდება, ნაწლავებში კი – იქ ბინადარი მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოიქმნება.
სრულად
სტრესი და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული

სტრესი არტერიული ჰიპერტენზიის, ქრონიკული დაღლილობისა და დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია.
სრულად
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – ესეც სტრესია!

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – გნს-ი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში ყოველი მე-10-მე-11 ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემაა.
სრულად
საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჩნდება საჭმლის მომნელებელი სისტემის და მისი ორგანოების დარღვევების დროს.
სრულად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად

კარგად დაბალანსებული დიეტა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჯანსაღი და რეგულარული საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებაში.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

-გამარჯობა. შემაწუხა მუცლის არეში ტკივილმა,გადავიღე ექოსკოპია და იქ ნორმალურად იყო ყველაფერი. მერე ე.წ ზონდი გადავყლაპე და ასეთი დასკვნა დამიწერეს: ქრონიკული ეროზიული გასტრიტი რეფლუქსით. დუოდენიტი. -კუჭის ლორწოვანი გარსი ღია ვარდისფერი,კარდიული რგოლი არ იხურება სრულად,დეფორმულია,მასში რეფლუქსით შემოდის კუჭის შიგთავსი. კუჭის ლორწოვანი ვარდისფერი,წარმოდგენილი ჰიპერმიული ლაქებით,მოთეთრო ქაფიანი და მოყვითალო ნაღვლოვანი შიგთავსით,მოთეთრო-მოყვითალო ნადებით. პილორუსი ღია-კუჭში რეფლუქსით შემოდის ნაღველი.წითელი ფერის ეროზია ზომა 3-4 მმ ორგვლივ ანთებადი ინფილტრაციით. -სისხლის ანალიზით ჰელიკო ბაქტერია არ მქონდა. კითხვა: წესით გასტრიტს ჰელიკობაქტერია იწვევსო და მე არ მქონდა და რამ გამოიწვია ეს? დასკვნა: გასტრიტი რეფლუქსით დუოდენიტი ეს რას ნიშნავს? კარდიული რგოლი არ იხურება-ეს ნორმალურია? პილორუსი ღია-კუჭში რეფლუქსით შემოდის ნაღველი-წესით უნდა შემოდიოდეს ნაღველი? თუ ეს დარღვევაა და როგორი სირთულის დარღვევაა? რამ იწვევს პილორუსის გახსნას და რა უწყობს ხელს რომ ნორმალური იყოს. ვსვამდი წამალს: ულსეპანი( პანტოპრაზოლი) და რაც შეეხება კვებას სულ ვიცავ ხოლმე,სიგარეტი ალკოჰოლი და ყავა საერთოდ არ ვეტანები

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ენტერიტი და კოლიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები