ღებინების მიზეზი შესაძლოა, თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევა იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღებინების მიზეზი შესაძლოა, თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევა იყოს

ღებინება ყოველთვის ახლავს თან მუცლის ღრუს ორგანოთა მწვავე დაავადებებს. ამ დროს მას, ჩვეულებრივ, წინ უძღვის გულისრევის შეგრძნება, არცთუ იშვიათად - მუცლის ტკივილი. ღებინება მცირე ხნის წინ მიღებული საკვებით და ნაღვლის წვენით მწვავე გასტრიტის დამახასიათებელი სიმპტომია.

ერთჯერადი ან ორჯერადი ღებინება ავადმყოფს შვებას ჰგვრის. მწვავე გასტრიტის დროს მრავალჯერად ღებინებას ორგანიზმის გაუწყლოება და ნატრიუმის, კალიუმისა და ქლორის დაკარგვა მოსდევს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ღებინებას და საგრძნობლად აუარესებს პაციენტის მდგომარეობას.

შეუპოვარი მძიმე ღებინება ლორწოთი, ზოგჯერ კი სისხლით თან სდევს მწვავე ეროზიულ გასტრიტს, რომელიც ვითარდება კონცენტრირებული მჟავებისა და ტუტეების კუჭში მოხვედრისას.

ღებინების დაწყება მკერდის ძვლის უკან არსებული ტკივილების დროს დამახასიათებელია წყლულოვანი დაავადების გამწვავებისთვის და არცთუ იშვიათად გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს. გადაუდებელი დახმარება კი ჯობს კლინიკის პირობებში ჩატარდეს, რათა დროულად დაისვას სწორი დიაგნოზი. წოლითი რეჟიმი, მკაცრი დიეტა და ორგანიზმში ატროპინის შეყვანა შესამჩნევად ამცირებს წყლულოვანი დაავადების გამწვავების სიმპტომებს.

უხვი ღებინება კუჭის მჟავე შიგთავსით (დიდი ხნის წინ მიღებული საკვების მონელებული ნარჩენები) საკვების მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ, კუჭის გასავლის (პილორუსის) ორგანული შევიწროების სიმპტომია და ხშირად პილორუსის წყლულოვან-ნაწიბუროვან შეცვლასა და ავთვისებიან სიმსივნეზე მიუთითებს.

თუ სისხლიანი ღებინება დაიწყო ხველის მძიმე შეტევის შემდეგ ან ღებინების განმეორებითი შეტევის დროს, სისხლდენის მიზეზი შესაძლოა საყლაპავის ქვედა მესამედის ლორწოვანი გარსის გაგლეჯა იყოს (მელორი-ვეისის სინდრომი).

ღებინება არცთუ იშვიათად შეინიშნება მწვავე აპენდიციტის დროს, დაავადების პირველ საათებში. უხვი მყრალი მასები, რასაც განავლოვან ღებინებასაც უწოდებენ, ნაწლავთა გაუვალობის ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია.

ამასთანავე, ღებინება გავრცობილი პერიტონიტის დამახასიათებელი ნიშანიც არის მის უკანასკნელ სტადიაში, როცა დიაგნოზი უკვე ეჭვს აღარ იწვევს. ამ დროს პერიტონიტის პირველადი მიზეზის დადგენა ხშირად საკმაოდ ძნელია.

ღებინება შესაძლოა თირკმლის ჭვალის შეტევასაც ახლდეს თან. ამ დროს ხშირია მუცლის შებერვა და ტკივილი. მსგავსი სიმპტომატიკა მარჯვენამხრივი ჭვალის დროს ზოგჯერ მცდარი დიაგნოზის (მწვავე ქოლეცისტიტის ან აპენდიციტის) მიზეზად იქცევა.

რეფლექსური ღებინება ზოგჯერ მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიაშიც შეინიშნება (განსაკუთრებით - მისი უკანა ლოკალიზაციის დროს) და არცთუ იშვიათად დიაგნოსტიკურ შეცდომას იწვევს. მიოკარდიუმის ინფარქტის გასტრალგიურ ვარიანტში ღებინების თანხვედრა მკერდის ძვლის უკან არსებულ ტკივილთან უფრო მეტად ართულებს სწორი დიაგნოზის დასმას, თუმცა ტკივილის ხასიათის შესწევლით, სტენოკარდიის შეტევების გახშირების შემთხვევების გაანალიზებით შესაძლებელია ეჭვი მივიტანოთ ძირითად დაავადებაზე, ხოლო დიაგნოზის ვერიფიკაცია ელექტროკარდიოგრაფიული კვლევით მოვახდინოთ.