/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყელი, ყური, ცხვირი

მენიერის დაავადება

მენიერის დაავადება
მენიერის დაავადება არის შიგნითა ყურის პათოლოგია, რომელიც იწვევს თავბრუხვევის - ოთახისა და საგნების ტრიალის შეგრძნების - შეტევებს, სმენის გარდამავალ დაკარგვას, ყურების შუილს, ზოგჯერ - დაგუბებისა და ზეწოლის შეგრძნებას.

მენიერის დაავადება უმეტესად ცალ ყურს აზიანებს. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ბავშვებშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად 40-დან 50 წლამდე ასაკშია გავრცელებული. მართალია, მენიერის დაავადება ქრონიკული პათოლოგიაა, რაც მისი განკურნების შეუძლებლობას გულისხმობს, მაგრამ არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელიც სიმპტომების შემსუბუქებასა და ცხოვრების ნორმალური ხარისხის შენარჩუნებაში გვეხმარება.

როგორ ვლინდება

მენიერის დაავადების სიმპტომებია:

  • თავბრუხვევის განმეორებითი ეპიზოდები. ეს არის ჭეშმარიტი თავბრუხვევა, რომელიც მოგვაგონებს ბავშვობაში, კარუსელზე ან ტრიალის შემდეგ განცდილ შეგრძნებას. ადამიანი გრძნობს, როგორ ტრიალებს ოთახი და წონასწორობას კარგავს. თავბრუხვევა აღმოცენდება ერთბაშად, წინამორბედი სიმპტომების გარეშე, და 20 წუთიდან 2 საათამდე, ზოგჯერ კი 24 საათსაც გასტანს. ძლიერმა თავბრუხვევამ შესაძლოა გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს.
  • სმენის დაკარგვა. სმენის დაკარგვა მენიერის დაავადების დროს ცვალებადი ხასიათისაა, განსაკუთრებით - დაავადების ადრეულ სტადიაში, თუმცა პაციენტთა დიდი ნაწილი სმენას თანდათანობით კარგავს.
  • ყურების შუილი. პაციენტს შესაძლოა ჩაესმოდეს ზუზუნი, წუილი, წკრიალი, შიშინი.
  • სისავსის - დაგუბების, ზეწოლის - შეგრძნება ყურში.

მენიერის დაავადების ტიპური ეპიზოდი შესაძლოა დაიწყოს ყურში სისავსის შეგრძნებით, ხმაურის გაძლიერებითა და სმენის კარგვით, რასაც მოჰყვება ძლიერი თავბრუხვევა. მას ხშირად ერთვის გულისრევა და ღებინება. ეპიზოდი, ჩვეულებრივ, 2-დან 3 საათამდე გრძელდება, მერე კი სიმპტომები მცირდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მენიერის დაავადების ეპიზოდები კლასტერული (ჯგუფური) ხასიათისაა და მას უსიმპტომო ან მცირედ გამოხატული სიმპტომების პერიოდი მოსდევს. სმენის დარღვევათა სიმძიმე, სიხშირე და ხანგრძლივობა შესაძლოა ყოველი ეპიზოდის დროს სხვადასხვა იყოს, განსაკუთრებით - დაავადების ადრეულ სტადიებზე. მაგალითად, პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს ხშირ ეპიზოდებს ძლიერი თავბრუხვევით, მაგრამ მცირედ გამოხატული სხვა შეგრძნებებით; შესაძლოა, იშვიათად აწუხებდეს სუსტი თავბრუხვევა და სმენის დაკარგვა, მაგრამ ხშირად უჩიოდეს ყურების შუილს, რაც ჩაძინების საშუალებას არ მისცემს.

როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა

ექიმთან მისვლა რეკომენდებულია მენიერის დაავადებისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის არსებობისას, ვინაიდან არ არის გამორიცხული, სიმპტომი სხვა დაავადების გამოხატულებას წარმოადგენდეს. საჭიროა, მივმართოთ ექიმს და დავაზუსტოთ დიაგნოზი.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი, არ ვიცი ზუსტად სად უნდა დამეწერა ამიტომ, თქვენ მოგმართავთ. მოკლედ, ძილის დროს ვიცი &ldquo;დორბვლა&rdquo;. ხშირად მემართება თან. პირი შეიძლება დახურული მქონდეს მაგრამ მაინც ჩემს და უნებურად ხდება ეს ყოველივე. ძაან დავიღალე, მითუმეტეს უხერხულია სსდმე თუ ვრჩები. გვერდზე რო ვწევარ, ვფიქრობ მაშინ მაიმც არ უნდა მემართებოდეს მაგრამ თითქკის სულ მემართება. პირიც ხანდახან ღია მრჩება ხოლმე და ეს ცალკე საკითხია, დილით გამომშრალი ვიღვიძებ ხოლმე. იქნებ დამეხმაროთ იმიტომ რომ მართლა დამღალა ყოველ ღამე დორბვლამ </p>

თავბრუხვევა, თუმცაღა არცთუ ისე ხშირად, შესაძლოა იყოს ისეთი დაავადებების გამოვლინებაც, როგორებიცაა ინსულტი, ტვინის სიმსივნე, გაფანტული სკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება. ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ თავბრუხვევას ერთვის:

  • თავის ტკივილი, რომელიც ადრე არ გაწუხებდათ ან მეტისმეტად ძლიერია;
  • მხედველობის გაორება ან დაკარგვა;
  • მეტყველების დარღვევა;
  • კიდურების სისუსტე;
  • ცნობიერების დარღვევა;
  • სიარულის გაძნელება ან შეუძლებლობა;
  • კიდურების დაბუჟება;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • გულისცემის აჩქარება ან შენელება.

რა იწვევს

მენიერის დაავადების მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული, თუმცა ცნობილია, რომ ის უკავშირდება შიგნითა ყურში არსებული სითხის ანომალიურ მოცულობას ან შემადგენლობას. შიგნითა ყური არხებისა და ღრუების სისტემაა. მას ლაბირინთი ეწოდება. ლაბირინთი შედგება ძვლოვანი და მემბრანული ნაწილებისგან. მემბრანული ნაწილი შეიცავს სითხეს - ენდოლიმფას და თმის მსგავს წარმონაქმნებს - სენსორებს, რომლებიც სითხის მოძრაობაზე რეაგირებენ. სენსორების ნორმალური ფუნქციობისთვის ენდოლიმფას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მოცულობა, წნევა და ქიმიური შემადგენლობა.

მენიერის დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს ის ფაქტორები, რომლებიც ენდოლიმფის თვისებებს ცვლიან. მეცნიერებმა გამოყვეს ამ ცვლილების გამომწვევი შესაძლო ფაქტორები:

  • ენდოლიმფის დრენირების დარღვევა, რაც შესაძლოა ანატომიურმა პათოლოგიამ ან სითხის მოძრაობის ბლოკირებამ გამოიწვიოს;
  • ანომალიური იმუნური პასუხი;
  • ალერგია;
  • ვირუსული ინფექცია;
  • გენეტიკური განწყობა;
  • თავის ტრავმა.

ვინაიდან არ არის დადგენილი მენიერის დაავადების გამომწვევი ერთი მიზეზი, დიდია ალბათობა, ბრალი ამ ფაქტორების კომბინაციას მიუძღოდეს.

გართულებები

მენიერის დაავადების დროს ყველაზე დიდი პრობლემაა თავბრუხვევის ეპიზოდები, რომელთა მოახლოების პროგნოზირებაც შეუძლებელია. თავბრუხვევის დროს პაციენტი ხშირად იძულებული ხდება, ჩვეულ საქმიანობას თავი დაანებოს და დაწვეს, რაც ემოციურ სტრესს იწვევს. გარდა ამისა, თავბრუხვევის შეტევის დროს იზრდება დაცემის, ავტოავარიის, დეპრესიის ან აღგზნების, სმენის პროგრესირებადი დაქვეითების ალბათობა.

რეკომენდებული გამოკვლევები

მენიერის დაავადების დიაგნოზს სვამენ, როდესაც დასტურდება:

  • თავბრუხვევის, სულ ცოტა, 2 ეპიზოდი, რომლებიც 20 წუთს მაინც გრძელდება;
  • სმენის დაკარგვა, რომელიც თან სდევს შეტევას და ადგენენ სათანადო შემოწმებით;
  • ყურების შუილი ან დაგუბება;
  • და გამორიცხულია სმენის სხვა პრობლემები.

ექიმი ატარებს პაციენტის სრულყოფილ გასინჯვას და ადგენს მისი ავადმყოფობის ისტორიასთან დაკავშირებულ ზოგიერთ დეტალს, მათ შორის:

  • რამდენად მძიმე, ხანგრძლივი და ხშირია სმენის დარღვევა;
  • რომელი ინფექციური დაავადებები აქვს გადატანილი პაციენტს, უჩივის თუ არა ალერგიას;
  • რომელ მედიკამენტებს იღებდა ან იღებს;
  • ადრეც უჩიოდა თუ არა სმენის პრობლემებს;
  • როგორია მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა;
  • დატვირთულია თუ არა ყურის პრობლემებით მემკვიდრეობა.

სმენის შეფასება

სმენის ტესტირება - აუდიომეტრია, ტიმპანომეტრია - საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, როგორია სმენა და განვსაზღვროთ, რასთან არის დაკავშირებული სმენის დაქვეითება - უშუალოდ შიგნითა ყურთან თუ სმენის ნერვთან.

კომენტარები (6)
ირინე
გამარჯობათ გულისრევის შეგტძნება ,მხედველობის პრობლემა სისუსტე დაბუჟება არ მაქვს მარტო მიწევს წნევა მაღლა 140,80ზე და მიგუბდება ყურები და მიწუის ვის მივმართო დამინიშნეს ამრა,,,და დამეწყო ხველა შევეშვი ამწამლის მიღებას
თარიღი : 12-12-2021
ლელა
ხომ არ იცით რომელიმე მედიკამენტი რომელიც შეაჩერებს ამ თავბრუსხვევას ?მეკლიზინი მირჩიეს რომელიც საქართველოში არ იშოვება
თარიღი : 13-02-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ მოვიშოროთ ყურში  შუილის ხმა
როგორ მოვიშოროთ ყურში შუილის ხმა
დიდი ხანია მაწუხებს ყურებში შუილი, რასაც ჩემს სამსახურს ვუკავშირებ.
სრულად
როგორ მოვიშოროთ ყურებიდან შუილის ხმა
როგორ მოვიშოროთ ყურებიდან შუილის ხმა
დიდი ხანია მაწუხებს ყურებში შუილი, რასაც ჩემს სამსახურს ვუკავშირებ.
სრულად
გულის თანდაყოლილი პათოლოგიები
გულის თანდაყოლილი პათოლოგიები
განასხვავებენ გულის თანდაყოლილ და შეძენილ მანკებს. შეძენილი მანკები უმეტესად, ათიდან 7-9 შემთხვევაში, რევმატული წარმოშობისაა,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

მენიერის დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მენიერის დაავადება

მენიერის დაავადება უმეტესად ცალ ყურს აზიანებს. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ბავშვებშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად 40-დან 50 წლამდე ასაკშია გავრცელებული. მართალია, მენიერის დაავადება ქრონიკული პათოლოგიაა, რაც მისი განკურნების შეუძლებლობას გულისხმობს, მაგრამ არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელიც სიმპტომების შემსუბუქებასა და ცხოვრების ნორმალური ხარისხის შენარჩუნებაში გვეხმარება.

როგორ ვლინდება

მენიერის დაავადების სიმპტომებია:

  • თავბრუხვევის განმეორებითი ეპიზოდები. ეს არის ჭეშმარიტი თავბრუხვევა, რომელიც მოგვაგონებს ბავშვობაში, კარუსელზე ან ტრიალის შემდეგ განცდილ შეგრძნებას. ადამიანი გრძნობს, როგორ ტრიალებს ოთახი და წონასწორობას კარგავს. თავბრუხვევა აღმოცენდება ერთბაშად, წინამორბედი სიმპტომების გარეშე, და 20 წუთიდან 2 საათამდე, ზოგჯერ კი 24 საათსაც გასტანს. ძლიერმა თავბრუხვევამ შესაძლოა გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს.
  • სმენის დაკარგვა. სმენის დაკარგვა მენიერის დაავადების დროს ცვალებადი ხასიათისაა, განსაკუთრებით - დაავადების ადრეულ სტადიაში, თუმცა პაციენტთა დიდი ნაწილი სმენას თანდათანობით კარგავს.
  • ყურების შუილი. პაციენტს შესაძლოა ჩაესმოდეს ზუზუნი, წუილი, წკრიალი, შიშინი.
  • სისავსის - დაგუბების, ზეწოლის - შეგრძნება ყურში.

მენიერის დაავადების ტიპური ეპიზოდი შესაძლოა დაიწყოს ყურში სისავსის შეგრძნებით, ხმაურის გაძლიერებითა და სმენის კარგვით, რასაც მოჰყვება ძლიერი თავბრუხვევა. მას ხშირად ერთვის გულისრევა და ღებინება. ეპიზოდი, ჩვეულებრივ, 2-დან 3 საათამდე გრძელდება, მერე კი სიმპტომები მცირდება.

მენიერის დაავადების ეპიზოდები კლასტერული (ჯგუფური) ხასიათისაა და მას უსიმპტომო ან მცირედ გამოხატული სიმპტომების პერიოდი მოსდევს. სმენის დარღვევათა სიმძიმე, სიხშირე და ხანგრძლივობა შესაძლოა ყოველი ეპიზოდის დროს სხვადასხვა იყოს, განსაკუთრებით - დაავადების ადრეულ სტადიებზე. მაგალითად, პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს ხშირ ეპიზოდებს ძლიერი თავბრუხვევით, მაგრამ მცირედ გამოხატული სხვა შეგრძნებებით; შესაძლოა, იშვიათად აწუხებდეს სუსტი თავბრუხვევა და სმენის დაკარგვა, მაგრამ ხშირად უჩიოდეს ყურების შუილს, რაც ჩაძინების საშუალებას არ მისცემს.

როდის არის აუცილებელი ექიმთან მისვლა

ექიმთან მისვლა რეკომენდებულია მენიერის დაავადებისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომის არსებობისას, ვინაიდან არ არის გამორიცხული, სიმპტომი სხვა დაავადების გამოხატულებას წარმოადგენდეს. საჭიროა, მივმართოთ ექიმს და დავაზუსტოთ დიაგნოზი.

თავბრუხვევა, თუმცაღა არცთუ ისე ხშირად, შესაძლოა იყოს ისეთი დაავადებების გამოვლინებაც, როგორებიცაა ინსულტი, ტვინის სიმსივნე, გაფანტული სკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება. ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ თავბრუხვევას ერთვის:

  • თავის ტკივილი, რომელიც ადრე არ გაწუხებდათ ან მეტისმეტად ძლიერია;
  • მხედველობის გაორება ან დაკარგვა;
  • მეტყველების დარღვევა;
  • კიდურების სისუსტე;
  • ცნობიერების დარღვევა;
  • სიარულის გაძნელება ან შეუძლებლობა;
  • კიდურების დაბუჟება;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • გულისცემის აჩქარება ან შენელება.

რა იწვევს

მენიერის დაავადების მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული, თუმცა ცნობილია, რომ ის უკავშირდება შიგნითა ყურში არსებული სითხის ანომალიურ მოცულობას ან შემადგენლობას. შიგნითა ყური არხებისა და ღრუების სისტემაა. მას ლაბირინთი ეწოდება. ლაბირინთი შედგება ძვლოვანი და მემბრანული ნაწილებისგან. მემბრანული ნაწილი შეიცავს სითხეს - ენდოლიმფას და თმის მსგავს წარმონაქმნებს - სენსორებს, რომლებიც სითხის მოძრაობაზე რეაგირებენ. სენსორების ნორმალური ფუნქციობისთვის ენდოლიმფას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მოცულობა, წნევა და ქიმიური შემადგენლობა.

მენიერის დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს ის ფაქტორები, რომლებიც ენდოლიმფის თვისებებს ცვლიან. მეცნიერებმა გამოყვეს ამ ცვლილების გამომწვევი შესაძლო ფაქტორები:

  • ენდოლიმფის დრენირების დარღვევა, რაც შესაძლოა ანატომიურმა პათოლოგიამ ან სითხის მოძრაობის ბლოკირებამ გამოიწვიოს;
  • ანომალიური იმუნური პასუხი;
  • ალერგია;
  • ვირუსული ინფექცია;
  • გენეტიკური განწყობა;
  • თავის ტრავმა.

ვინაიდან არ არის დადგენილი მენიერის დაავადების გამომწვევი ერთი მიზეზი, დიდია ალბათობა, ბრალი ამ ფაქტორების კომბინაციას მიუძღოდეს.

გართულებები

მენიერის დაავადების დროს ყველაზე დიდი პრობლემაა თავბრუხვევის ეპიზოდები, რომელთა მოახლოების პროგნოზირებაც შეუძლებელია. თავბრუხვევის დროს პაციენტი ხშირად იძულებული ხდება, ჩვეულ საქმიანობას თავი დაანებოს და დაწვეს, რაც ემოციურ სტრესს იწვევს. გარდა ამისა, თავბრუხვევის შეტევის დროს იზრდება დაცემის, ავტოავარიის, დეპრესიის ან აღგზნების, სმენის პროგრესირებადი დაქვეითების ალბათობა.

რეკომენდებული გამოკვლევები

მენიერის დაავადების დიაგნოზს სვამენ, როდესაც დასტურდება:

  • თავბრუხვევის, სულ ცოტა, 2 ეპიზოდი, რომლებიც 20 წუთს მაინც გრძელდება;
  • სმენის დაკარგვა, რომელიც თან სდევს შეტევას და ადგენენ სათანადო შემოწმებით;
  • ყურების შუილი ან დაგუბება;
  • და გამორიცხულია სმენის სხვა პრობლემები.

ექიმი ატარებს პაციენტის სრულყოფილ გასინჯვას და ადგენს მისი ავადმყოფობის ისტორიასთან დაკავშირებულ ზოგიერთ დეტალს, მათ შორის:

  • რამდენად მძიმე, ხანგრძლივი და ხშირია სმენის დარღვევა;
  • რომელი ინფექციური დაავადებები აქვს გადატანილი პაციენტს, უჩივის თუ არა ალერგიას;
  • რომელ მედიკამენტებს იღებდა ან იღებს;
  • ადრეც უჩიოდა თუ არა სმენის პრობლემებს;
  • როგორია მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა;
  • დატვირთულია თუ არა ყურის პრობლემებით მემკვიდრეობა.

სმენის შეფასება

სმენის ტესტირება - აუდიომეტრია, ტიმპანომეტრია - საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, როგორია სმენა და განვსაზღვროთ, რასთან არის დაკავშირებული სმენის დაქვეითება - უშუალოდ შიგნითა ყურთან თუ სმენის ნერვთან.


წონასწორობის შეფასება

მენიერის დაავადების შეტევებს შორის წონასწორობა ნორმას უბრუნდება, მაგრამ ზოგიერთ პაციენტს განსაზღვრული ხარისხით გამოხატული წონასწორობის დარღვევა შესაძლოა შეტევის შემდეგაც ჰქონდეს. არსებობს რამდენიმე ტესტი შიგნითა ყურის ფუნქციის შესაფასებლად. მათი დიდი ნაწილი მენიერის დაავადების დროს დარღვევას ავლენს.

  • ელექტრონისტაგმოგრაფია - ფასდება წონასწორობის ფუნქცია თვალების მოძრაობის მიხედვით. თვალთან ახლოს და შუბლზე ელექტროდები თავსდება, მერე კი გარეთა სასმენ მილში შეჰყავთ ცივი ან თბილი წყალი ან ჰაერი. ხელსაწყოს მეშვეობით იზომება თვალების უნებლიე მოძრაობა სტიმულაციის საპასუხოდ. ტესტის ანომალიური შედეგი შიგნითა ყურის პრობლემებს ადასტურებს.
  • სავარძელზე ბრუნვის ტესტი - შიგნითა ყურის ფუნქცია ამ შემთხვევაშიც თვალების მოძრაობის მიხედვით ფასდება. შიგნითა ყურს ამჯერად სავარძელზე ბრუნვით ასტიმულირებენ.

გარდა ამისა, ტარდება ვესტიბულურად გამოწვეული მიოგენური პოტენციალების ტესტირება და პოსტუროგრაფია. ამ ტესტებთან ერთად შესაძლოა საჭირო გახდეს გამოკვლევები, რომლებიც ანალოგიური სიმპტომატიკის გამომწვევი დაავადებების გამორიცხვაში გვეხმარება. ამისათვის ზოგჯერ ტარდება:

  • მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია.

როგორ მკურნალობენ

სამწუხაროდ, მენიერის დაავადება არ იკურნება, მაგრამ განსაზღვრული მეთოდებით შეიძლება ზოგიერთი სიმპტომის მართვა. გამოკვლევები ადასტურებს, რომ მკურნალობა უმეტესად ეფექტურია, თუმცა სმენის დაკარგვის თავიდან აცილება ვერ ხერხდება.

თავბრუხვევის საწინააღმდეგო პრეპარატები

უშუალოდ შეტევისას გამოიყენება მეკლიზინი (ანტივერტი) ან დიაზეპამი (ვალიუმი), რაც ამცირებს თავბრუხვევის შეგრძნებას, გულისრევასა და ღებინებას. შეიძლება, ღებინებისა და გულისრევის წინააღმდეგ გამოვიყენოთ პრომეტაზინი (პიპოლფენი).

ხანგრძლივი მკურნალობა

ინიშნება შარდმდენი პრეპარატები, რადგან მათი მეშვეობით შეიძლება დარეგულირდეს სითხის მოცულობა და წნევა შიგნითა ყურში. ზოგიერთ პაციენტში შარდმდენები იძლევა მენიერის დაავადების სიმპტომების სიმძიმისა და სიხშირის კონტროლის საშუალებას. ზოგიერთ პაციენტს სიმპტომების შემცირებაში ეხმარება ფიზიკური რეაბილიტაცია, სმენის აპარატი.

თავბრუხვევა შეიძლება შემცირდეს შუა ყურში გენტამიცინის ან სტეროიდული ჰორმონის ინექციის შედეგად. გენტამიცინის ინექციისას არსებობს შემდგომში სმენის დაკარგვის რისკი. სტეროიდის გამოყენებისას ამგვარი ეფექტი ნაკლებმოსალოდნელია.

როცა თავბრუხვევის შეტევები მეტისმეტად მძიმეა და მკურნალობის სხვა მეთოდები უეფექტოა, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობა.

ცხოვრების წესი მენიერის დაავადების დროს

საჭიროა სათანადო დიეტა, რათა თავიდან ავიცილოთ ორგანიზმში სითხის შეკავება და შიგნითა ყურში სითხის შემცველობის მატება. ამ მიზნით რეკომენდებულია:

  • რეგულარული კვება და სითხის რეგულარული მიღება ერთსა და იმავე დროს, დღის განმავლობაში თანაბარი განაწილებით;
  • სუფრის მარილის შეზღუდვა. დღის განმავლობაში არ მივიღოთ 1,5 მგ-ზე მეტი ნატრიუმი (უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი საკვები კონსერვანტის სახით შეიცავს ნატრიუმს);
  • კოფეინიანი სასმელების შეზღუდვა;
  • თამბაქოსთვის თავის დანებება;
  • სტრესის თავიდან აცილება;
  • ალერგენების ზემოქმედების თავიდან აცილება.