კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს

  • წვრილად დაჭრილი თანაბარი რაოდენობის მრავალძარღვასა და სალბის 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ 1 საათით გააჩერეთ და მზად არის.

გაზაფხულის დადგომისთანავე, როცა დაავადების გამწვავების რისკი ჩნდება, დალიეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი ერთხელ დღეში, 14 დღის განმავლობაში.შემოდგომაზე – კვლავ 14 დღე, ოღონდ შედარებით გაზრდილი დოზებით – ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.

მხოლოდ მრავალძარღვასგან კი შეგიძლიათ დაამზადოთ ასეთი საშუალება.

  • მრავალძარღვას ფოთლები გარეცხეთ ცივი წყლით, როცა გაშრება, დაასხით ადუღებული წყალი და მაშინვე ამოიღეთ, დადეთ ვარცლზე და მალევე გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მაშინვე გაწურეთ.თუ სქელი და წელვადი იქნება, დაასხით იმავე რაოდენობის წყალი და კარგად შეანჯღრიეთ.

წვენი უნდა ადუღოთ 1 წუთის განმავლობაში.

მიიღეთ 4-ჯერ დღეში, თითო სადილის კოვზი, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

პაატა ქირია, ზუგდიდი

  • წყლულოვანი დაავადება

1910 წელს მეცნიერმა შვარცმა გამოაქვეყნა შემდგომში საკმაოდ ცნობილ თეზისად ქცეული მოსაზრება, რომ „მჟავას გარეშე წყლული არ არსებობს“,

რომელიც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ძირითად პათოგენურ ფაქტორს ასახავს. მოგვიანებით ეს შეხედულება შეიცვალა, რადგან გამოჩნდა ჰელიკობაქტერია, რომელიც წყლულოვანი დაავადების არანაკლებ ძირითად პათოგენურ ფაქტორად იქცა.

რა არის წყლულოვანი დაავადება, როგორ ვიცხოვროთ მასთან ერთად, რა რეკომენდაციების დაცვა მოგვეთხოვება საიმისოდ, რომ დაავადებამ ცხოვრების ხარისხი არ გაგვიუარესოს – ამ თემაზე მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ბადრი ცუცქირიძე გვესაუბრება.

– მკითხველთა ერთი ნაწილისთვის ცნობილია, რომ წყლული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის დეფექტია, შესაბამისად, საინტერესოა, რატომ და როდის ჩნდება იგი?

– ყველამ ვიცით, რომ კუჭში რეგულარულად ხვდება მთელი რიგი ნივთიერებები, რომლებიც ე.წ. პეპტიური აგრესორებია, ასეთებია მარილმჟავა, ფერმენტები. მათი დანიშნულება საკვები პროდუქტების საკვებ ნივთიერებებად დაშლაა. იმისათვის, რომ ამ ნივთიერებებმა ორგანოთა ლორწოვანი გარსი არ დააზიანონ, კუჭი გამოიმუშავებს სპეციალურ დამცავ ფაქტორს, რომელიც ლორწოსა და ბიკარბონატებისგან შედგება. აგრესიული ფაქტორების დამცავ ფაქტორზე უპირატესობისას ზიანდება ორგანოს კედელი, ვლინდება ეროზია და შემდეგ წყლული. დროთა განმავლობაში წყლული ღრმავდება და ქსოვილოვანი დეფექტი კუჭის კუნთოვან და სეროზულ გარსებზეც ვრცელდება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიკროორგანიზმ – ჰელიკობაქტერიას (Hელიცობაცტერ პყლორი), რომელიც აპროვოცირებს როგორც კუჭის, ისე თორმეტგოჯას ლორწოვანი გარსის კედლის დაზიანებას და წყლულებს აჩენს. უკანასკნელი მონაცემებით, კუჭის წყლულის მქონე პაციენტთა 80-85%-ში, ხოლო თორმეტგოჯა წყლულის მქონეთა 95%-ში აღმოჩენილია ჰელიკობაქტერიით გამოწვეული ინფექცია.

თემის გაგრძელებას გაეაცნით ბმულზე

https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/gastroenterologia/16159-tsylulovani-daavadeba.html