საბავშვო ბაღის პლუსები და მინუსები

იმავდროულად დაისმის კითხვა: სად და როგორ უნდა მოემზადოს პატარა ბავშვი სასკოლო ცხოვრებისთვის? - ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის საკმაოდ განსხვავდება ოჯახური სასათბურე პირობებისგან.
მეორე მხრივ, შინ აღზრდის მომხრეებიც მართლები არიან: დედის სიყვარული და მზრუნველობა პატარა ბავშვმა სწორედ სკოლამდელ ასაკში უნდა მიიღოს, თანაც იმ დოზით, რომ მარაგი მთელი სიცოცხლე გაჰყვეს. თუმცა, რასაკვირველია, ყველა ოჯახს სხვადასხვა პირობები და შესაძლებლობები აქვს. ერთმანეთისგან განსხვავდებიან ბავშვებიც. ყოველივე ამის გათვალისწინებით ქვემოთ განვიხილავთ ბავშვზე საბავშვო ბაღის ზეგავლენის დადებით და უარყოფით მხარეებს, არჩევანს კი, რასაკვირველია, მშობლებს მივანდობთ.
საბავშვო ბაღში აღზრდის დადებითი მხარეები
- ბავშვის მრავალმხრივი განვითარება - ხატვა, მუსიკა, ძერწვა, ზოგადი განათლება, ფერადი ქაღალდებისგან აპლიკაციების დამზადება, რისი საბოლოო შედეგიც წვრილი მოტორიკის განვითარებაა.
- ბავშვი ითვისებს სოციუმის წესებს, იგებს, რომ არსებობს წესი, კანონი და ტრადიცია, რომლებიც კრავს კოლექტივს. ოჯახურ პირობებში ძალიან ძნელია, ბავშვს ამ წესებისადმი მორჩილება გამოვუმუშაოთ.
- სასკოლო ცხოვრებისთვის “ემზადება” ბავშვის იმუნური სისტემაც - თანატოლებთან კონტაქტის დროს, განსაკუთრებით - პირველი წლის განმავლობაში, პატარა სხვადასხვა ვირუსულ დაავადებას გადაიტანს, შემდგომ კი ნაკლებად ხდება ავად.
უარყოფითი მხარეები
- ბავშვის ფსიქიკისთვის ბაღი დიდი ემოციური დატვირთვაა. ყველა იოლად ვერ უმკლავდება ამ სტრესს.
- ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან, ხშირად ავადმყოფობენ, განსაკუთრებით - პირველ წელს.
- არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, როცა ბაღში წასვლა იმდენად დიდი სტრესია, რომ ბავშვს ნერვული აშლილობა ემუქრება. ამ შემთხვევაში აუცილებელია ფსიქოლოგის კონსულტაცია. შესაძლოა ბაღზე უარის თქმაც კი მოგვიხდეს.
მივდივართ საბავშვო ბაღში
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და ეტაპია როგორც ბავშვის, ისე მშობლის ცხოვრებაში.
იწყება ახალი პერიოდი ბავშვის აღზრდის პროცესში, როცა მშობლბის, ბებია-ბაბუების, და-ძმის გარდა, პატარას ცხოვრებაში შემოდიან და ერთვებიან ახალი ადამიანები: პედაგოგები, აღმზრდელები და რაც უმნიშვნელოვანესია, თანატოლთა საზოგადოება. იწყება ბავშვის ჩართვა ურთიერთობათა ახალ სისტემაში, ხდება კომუნიკაციის უნარების გამომუშავება და ცვლილებები მის ქცევებში.
ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესის გასაცნობად, ბავშვების ბაღთან შეგუების პროცესზე, აღზრდისა და განვითარების მეთოდებზე სასაუბროდ მივმართეთ ქ. თბილისის 72-ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორს, პროფესიით ფსიქოლოგს, ქალბატონ თინათინ ხუციშვილს.
– ქალბატონო თინათინ, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ადაპტაციის ხანგრძლივობა ბავშვის ბაღში მიყვანის დროს და როგორ შევუმსუბუქოთ ეს პერიოდი?
– საუკეთესო ასაკი ადაპტირებისთვის და საზოგადოდ, ბაღში შესაყვანად, ინდივიდუალურია. თუმცა არის მოსაზრება, რომ 3 წელი ყველაზე კარგი ასაკია, რადგან ბავშვის იმუნური სისტემა მზადაა ავადმყოფობასთან შესაბრძოლებლად. მოგეხსენებათ, ბაღის პერიოდში ხშირია სხვადასხვა ვირუსთან შეხვედრა. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პერიოდში არის 3 წლის ასაკობრივი კრიზისი და როდესაც ამას ემატება ადაპტაციის პერიოდი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ადვილად გადაილახოს, ზოგში კი – ძალიან ძნელად.
– რა ასაკიდან იწყება კრიზისი და რა ფაქტორები ახდენს გავლენას ადაპტაციაზე?
გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/pediatria/rchevebi-mshoblebs/23492-mivdivart-sabavshvo-bagshi.html