/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური ადაპტაცია ზაფხულის შემდეგ

ფსიქოლოგიური ადაპტაცია ზაფხულის შემდეგ
ზაფხული მიილია და აი, დილით სანაპიროს ნაცვლად სამსახურისკენ მიიჩქარით. გეჩვენებათ, რომ მზის, ზღვისა და ქარის ენერგიით აღვსილი, დასვენებული, განტვირთული

და გაკაჟებული მთებს გადააბრუნებთ, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ საქმე არც ისე კარგად მიდის: სამუშაოს თავს ვერ ართმევთ, ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. ნუ გაგიკვირდებათ - ეს შვებულების შემდგომი სინდრომია. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ სინდრომს გვერდს ვერავინ აუვლის - ვერც დიდი და ვერც პატარა, ვერც უფროსი და ვერც ხელქვეითი - და ის, სულ მცირე, 7-10 დღეს გასტანს. როგორ გადავლახოთ იგი?

  • განსხვავებული ადამიანები

დასვენების პერიოდში დაგროვილი ემოციების შეკავება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ მშობლიურ ოფისში დაბრუნებისას თავს ვერ იკავებთ, რომ არ იტრაბახოთ და თავი არ მოიწონოთ ფოტოსურა, თებით და შთაბეჭდილებებით, რომლებიც შვებულებაში ყოფნისას უხვად დაგიგროვდათ. აქ ფრთხილად უნდა იყოთ - ყველა აღფრთოვანებული ვერ დარჩება, ზოგს შეშურდება კიდეც თქვენი.

ყველა ჩვენგანი სამსახურში გარშემორტყმულია სამი კატეგორიის ადამიანებით: ახლობლებით, ნეიტრალურებითა და შეუთავსებლებით.

  1. პირველ კატეგორიასთან იმდენად ახლო ურთიერთობაში ვიმყოფებით, რომ შვებულების შემდეგ მათ მხურვალე ხვევნა-კოცნით ვხვდებით; ვესაუბრებით ბავშვებზე, ოჯახურ პრობლემებზე და პირად განცდებზეც კი.
  2. მეორე კატეგორიის ადამიანებთან ტაქტიანი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ამის იქით არ მივდივართ.
  3. მესამე კატეგორიას კი "მორიელები" შეადგენენ - ადამიანები, რომელთა სიახლოვე ჩვენში შფოთვასა და დისკომფორტს იწვევს. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეფუძნება ეს შეუთავსებლობა - იდეოლოგიას, ბიოენერგეტიკას თუ რელიგიურ შეხედულებებს; მორიელები ყოველთვის მწარედ, მტკივნეულად და უმიზეზოდ იკბინებიან.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უნდა გახსოვდეთ: დადებითი ემოციების გაზიარება მხოლოდ ახლობელ და ნეიტრალურ თანამშრომლებთან შეიძლება. "სისხლისმწოველზე" პოზიტივი ისევე მოქმედებს, როგორც ხარზე - წითელი მოსასხამი. შური და ეჭვიანობა მას თავდასხმისაკენ უბიძგებს. იმ დროს, როცა თქვენ სასიამოვნო შთაბეჭდილებებზე საუბრობთ, იხსნებით და სუსტი ხდებით, თქვენი გულისტკენაც ადვილია.

  • რით დავიწყოთ?

"დიახ, ძნელია, განწყობა არ მაქვს, მეზარება, მაგრამ საჭიროა!" - ამ სიტყვებს გულში იმეორებს ყველა, ვინც შვებულების შემდეგ ცდილობს სამუშაოდ განეწყოს, თუმცა ხშირად მცდელობა უშედეგოდ მთავრდება, ამიტომ უმჯობესია, თანამდებობრივი მოვალეობების შესრულება სასიამოვნო საქმით დაიწყოთ. სამუშაო, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ, დასვენებისას მოკრებილი ენერგიით იკვებება, საქმე პირდაპირ იწვის თქვენს ხელებში, მერე კი ეს "ცეცხლი" სხვა საქმეებსაც მოედება.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც არ გიყვართ, უმჯობესია მაშინ შეუდგეთ, როცა კრიზისი ჩაივლის - შვებულების დამთავრებიდან ერთი კვირის შემდეგ. არასასიამოვნო მოვალეობებს ფსიქოლოგები ბაყაყს ადარებენ, რომლის შეჭმაც აუცილებელია. რაც უფრო მეტხანს შეჰყურებთ მას და ფიქრობთ, რომელი მხრიდან ჩაკბიჩოთ, მით უფრო ძლიერ ზიზღს იწვევს ის, ამიტომ ჯობს, ერთბაშად გადაყლაპოთ. მაშინ ყოველი მომდევნო საქმე სასიამოვნო მოგეჩვენებათ. თუ ასეთი საქმე ორი ან მეტია, დაიწყეთ ყველაზე არასასიამოვნოთი და უმალვე გადადით მომდევნოზე.

  • დასვენებისგან დაზარალებულნი

შვებულების შემდგომ რეაბილიტაციას მოითხოვს არა მხოლოდ გონება, არამედ სხეულიც. ყველაზე მეტად ზარალდება კანი, რომელსაც მზე წვავს. კანისაგან განსხვავებით, თმა ნაკლებად აწუხებს პატრონს, ამიტომ ის უფრო ხშირად ხდება დაუდევრობის მსხვერპლი. მზის სხივების მიერ თმისთვის მიყენებული ზიანი ხელოვნური გაუფერულების შედეგად მიყენებულს უტოლდება. ზღვის წყალში შემავალი მარილი სასიკეთოდ მოქმედებს თავის კანზე, მაგრამ თმის ბოლოებს მარაოსავით შლის. ზღვაში ბანაობის შემდეგ ბევრს შხაპის მიღება ავიწყდება, შედეგი კი გაუხეშებული, გამომშრალი თმაა.

ასევე დაგაინტერესებთ
ყოველი ადამიანისთვის დასვენება და შვებულება აუცილებელია
უჩვეულო დასვენება

ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, სალონში წახვიდეთ და თმის გაუხეშებული ბოლოები შეიჭრათ. იდეალურია თმის შეჭრა გაცხელებული მაკრატლით. ამგვარად თმის ბოლოები დიდხანს შეინარჩუნებს ჯანსაღ იერს. კანი გაცილებით მომთხოვნია და გაიძულებთ, მასზე შვებულების პერიოდშივე იზრუნოთ. მცირედი გაუფრთხილებლობის შემთხვევაშიც კი შესაძლოა დაიწვათ.

მან, ვინც ზაფხული აგარაკზე გაატარა, ყურადღება უნდა მიაქციოს ხელებს, რომლებიც ფერს იცვლის საოჯახო საქმიანობის, ბაღსა და ბოსტანში მუშაობის დროს. ჩაიტარეთ პილინგი, გამოიყენეთ სპეციალური საპონი, დამარბილებელი საცხები და ცხიმოვანი მალამოები. სხეული - თმაც, კანიცა და კიდურებიც - თანდათან უნდა დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ფიზიკურ ადაპტაციას, როგორც წესი, მოჰყვება ფსიქოლოგიურიც და თქვენ უკვე უწინდელ ფორმაში ხართ.

საზაფხულო არდადეგების შემდეგ ცხოვრების უწინდელ რიტმთან შეგუება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ადაპტაცია ყველაზე მეტად უჭირთ ბავშვებს, გამორჩევით - პირველკლასელებს. ჩვეული რიტმიდან ამოვარდნილი ბავშვი სრულიად ახალ გარემოში ხვდება და პრობლემაც გაცილებით მეტია.

  • ბავშვები ზაფხულის არდადეგების შემდეგ

შედარებით მოზრდილი ბავშვებისთვის ზაფხული ყველაზე მხიარული და სასიამოვნო დროა. ამ პერიოდში ბავშვი თანდათან გადაეჩვევა ხოლმე სასწავლო პროცესს, სკოლისათვის საჭირო რეჟიმით ცხოვრებას, ეცვლება ძილისა და სიფხიზლის რეჟიმიც, აგარაკიდან თუ კურორტიდან დაბრუნებულს კი სასწავლო პროცესში ჩართვა უჭირს.

ბავშვი თანდათან უნდა შევაჩვიოთ უწინდელ რეჟიმს და ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ დატვირთვას:

  1. პირველ 2-3 კვირას მწვავე ადაპტაციის პერიოდს უწოდებენ. პირველკლასელთათვის ეს პერიოდი 2-6 თვე, ზოგჯერ მთელი წელიც კი გრძელდება. ამ პერიოდში ახალ შთაბეჭდილებებს ბავშვის ფსიქიკა ძლიერი დაძაბულობით პასუხობს, რის გამოც სწავლის დაწყების პირველსავე თვეს პირველკლასელები ავად ხდებიან.
  2. მომდევნო ეტაპია არამდგრადი, მერყევი შეგუება - ბავშვის ორგანიზმი ახალ პირობებზე რეაქციის მისაღებ ვარიანტებს არჩევს.
  3. ამის შემდეგ დგება შედარებით მდგრადი შეგუების პერიოდი - დატვირთვებზე ბავშვის ორგანიზმი უფრო ნაკლები დაძაბულობით რეაგირებს.
  • ადაპტაციის სიმპტომები

ადაპტაციის სიმპტომები სხვადასხვაგვარია.

ზოგიერთი პირველკლასელი უჩივის:

  1. დაღლილობას, თავის ტკივილს,
  2. ძილის დარღვევას,
  3. მადის დაქვეითებას,
  4. ზოგჯერ ექიმები არტერიული წნევის დაწევას ან მომატებასაც აფიქსირებენ;
  5. პირველი სემესტრის დასასრულისთვის ბავშვების 60% წონას იკლებს.

ცვლილებები შეინიშნება ქცევაშიც:

  1. უმიზეზო ტირილი,
  2. ჭირვეულობა,
  3. ისტერიული ქცევა,
  4. ხშირი მინდა-არ მინდა, გავაკეთებ-არ გავაკეთებ...

გროვდება უამრავი გრძნობა და ემოცია. პატარა ერთბაშად ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის თავს, სად მოხვდა. მისთვის ჯერ კიდევ უცნობია ეს გარემო - სკოლა. ზოგჯერ ვერც კი ხვდება, რომ მისთვის ახალი ცხოვრება იწყება. ის მშობლებს არის მინდობილი და სიტუაციას მათი ქცევისა და განცდების მიხედვით აფასებს. მშობლები კი ძალიან ღელავენ, რადგან იციან, რომ მრავალი პრობლემაა მოსალოდნელი: სკოლასთან შეგუება, მასწავლებელსა და თანაკლასელებთან ურთიერთობა.

  • სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები

სკოლა ახალი სოციალური გარემოა, ახალი საზოგადოება, ახალი მოვალეობები. აქამდე ბავშვის მთავარი საქმიანობა თამაში იყო, ახლა კი უფრო სერიოზულ მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს, გარკვეული წესები დაიცვას... თუ ბავშვი სკოლამდე საბავშვო ბაღში დადიოდა, ამას შეჩვეული იქნება, "ოჯახის ბავშვს" კი გაუჭირდება, თუმცა ისეც ხდება, რომ ბავშვებთან ურთიერთობას მოწყურებული "ოჯახის" პატარები უფრო დიდი ინტერესით ხვდებიან სიახლეებს. ერთი რამ გვახსოვდეს: თუ ბავშვს მძაფრი რეაქცია აქვს ახალ გარემოზე, ძალდატანება არ შეიძლება. სასკოლო რეჟიმთან შეგუება ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

  • წესები მშობლებისთვის

ეცადეთ, ბავშვის ქცევას მოთმინებით, გაგებით მოეკიდოთ. ზაფხულის შემდეგ ახალ გარემოსთან ადაპტაცია დროს მოითხოვს. დღის რეჟიმის დაცვა აუცილებელია. ამას მრავალრიცხოვანი გამოკვლევა ადასტურებს. მიუხედავად ამისა, ცოტა თუ იცავს მას. ბავშვისთვის აუცილებელია ძილისა და სიფხიზლის რეჟიმის დაცვა - ამას მოითხოვს მისი მოუმწიფებელი და ჩამოუყალიბებელი ნერვული სისტემა. 6-7 წლის ბავშვს 10-11 საათი უნდა ეძინოს.

სწავლის პირველ თვეს, სასურველია, შუადღისითაც. ზაფხულის განმავლობაში გაორმაგებული ბავშვის აქტივობა სასკოლო ცხოვრების დაწყებისას ორჯერ მცირდება. 6-7 წლის ბავშვისათვის მოძრაობა განვითარებაა, ამიტომ აუცილებელია სუფთა ჰაერზე თამაში, სეირნობა (დავალებების მომზადებამდე და ძილის წინ).

ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებსა და თანატოლებთან ურთიერთობის მოგვარება. გაარკვიეთ, რა არ გამოსდის პატარას და რაში სჭირდება დახმარება. დარწმუნდით იმაში, რომ ბავშვს ყველაფერი გამოსდის. თქვენი თავდაჯერება მასაც გადაედება. ხშირად შეაქეთ ახალბედა მოსწავლე, უთხარით, რომ, მართალია, სწავლა რთულია, მაგრამ გჯერათ, რომ თავს გაართმევს.

პოზიტიური განწყობა ბავშვის ორგანიზმის რესურსების გააქტიურებას შეუწყობს ხელს. თავი არიდეთ კონფლიქტებს, პირველკლასელს ისედაც უჭირს, ამიტომ "აღმზრდელობით" მეცადინეობებს თავი ანებეთ. დამშვიდდით. თუ მშვიდად იქნებით თქვენ, მშვიდად იქნება თქვენი შვილიც და თავს გაართმევს ყველა სირთულეს, რომელიც თან ახლავს სწავლის დასაწყისსა თუ დასასრულს, ზაფხულიდან გამოყოლილ ინერციას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გლოვა - დანაკარგით გამოწვეული ტკივილი - ეტაპები და მათი ცოდნის მნიშვნელობა
გლოვა - დანაკარგით გამოწვეული ტკივილი - ეტაპები და მათი ცოდნის მნიშვნელობა
გლოვა რეაქციაა ადამიანის დანაკარგით გამოწვეულ ტკივილზე.
სრულად
ფსიქოლოგიური ეფექტები
ფსიქოლოგიური ეფექტები
(დასაწყისი იხ. #9 ნომერში)
სრულად
სად გადის მოთმინების ზღვარი
სად გადის მოთმინების ზღვარი
კითხვაზე – სად გადის მოთმინების ზღვარი, რა უნდა მოვითმინოთ ურთიერთობაში? – ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია და
სრულად
როგორ დავძლიოთ სტრესი, სომატური პრობლემები რომ არ გამოიწვიოს
როგორ დავძლიოთ სტრესი, სომატური პრობლემები რომ არ გამოიწვიოს
მეტყველებაში ხშირად ვიყენებთ სიტყვა „სტრესს“ და ვგულისხმობთ ძლიერ მღელვარებას, დეპრესიულ ფონს.
სრულად
ფსიქოსომატური დაავადებები
ფსიქოსომატური დაავადებები
ტერმინი „ფსიქოსომატური“ უკვე 200 წლისაა. იგი პირველად 1818 წელს გერმანელმა ექიმმა ჰაინროტმა გამოიყენა ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის ჯანმრთელობაზე გავლენის აღწერისას.
სრულად
ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური კომპლექსები და მათი დაძლევის გზები
ყველაზე გავრცელებული ფსიქოლოგიური კომპლექსები და მათი დაძლევის გზები
ფსიქოლოგიური კომპლექსები წარმოადგენს ემოციურად შეფერილი იდეების, მოგონებებისა და განცდების ერთობლიობას,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ფსიქოლოგია

-გამარჯობა, მაქვს პრობლემა როდესაც გარეთ გავდივარ ტვინი იწყებს იმაზე ფიქრს "ტვალეტი ხომ არ მინდა" და ამის გამო სადაც კი მივდივარ ვცდილობ მოვშარდო რადგან თუ სადმე მომინდა ოდნავადაც კი დავუშვათ საცობში მეწყება პანიკური ფიქრი და ვერ ვმართავ ჩემ ფიქრებს, გონება მეკეტება თითქოს, უკვე 1 წელზე მეტია ასე ვარ, უროლოგთან ვიზიტის შემდეგ ანალიზები ნორმაში მაქვს, ჰიპერაქტიული შადის ბუშტზე წამალი ვსვი და სამწუხაროდ არ მოქმედებს კარგად სავარაუდოდ ფსიქროლოგიური პრობლმეაა, მაინტერესებს ვის შეიძლება მივმართო და თუ არის რამე მედიკამენტი რამაც შეიძლება მიშველოს მაგალითად ანტიდეპრესანტები?

კატეგორია : ფსიქოლოგია

არ ვიცი როგორ დავიწყო.ჩემს ქმარზე სულ იმას ვფიქრობ რომ არ უყვარვარ. არ არის აქტიური.მგონია ხან რომ ქალის სხეული არ მოწონს და კაცები იზიდავს.რადგან იყო სიტუაცია ბიჭი გამოიწვია თვალებით.ისე უყურებდა და მერე რომ ბედნიერწბისგან სულ იცინის და კარგ ხასიათზე დგება.მითხარით რომ ეს შეიძლება მკმეჩვენოს?მეუბნება რომ მეჩვენება.და ერთი შემთხვევა არ ყოფილა.იყო რამოდწნიმე.ჩემს სხეულს არ ეფერება ისე რომ მე ვიგრძნო ალერსი.რატომ ვჩერდები ასეთთან თუ ვიტანჯები?არ ვიცი ვერ ვამტკიცებ ჩემს ხედვას ან იქნებ მე მეჩვენება ზიგჯერ ეჭვი მეპარება.იქნება აკვიატებული მაქვს და მაგიტომ?რქტომ ხდწბა.ამ ფიქრებს იქამდე მივყავარ რომ სიცოცხლე არ მინდა.ერატ ფსიქოლოგთქნ გავიარე გასაუბრება და მან მირჩია დავშორებოდი და ცუდად გავხდი კაღამ ეს რომ მითხრა.ვერ ვდგამ ამ ნაბიჯს.მის დაკარგვას ასე ვიტტანჯო მირჩევნია ზოგჯერ მაგრამ დავიღალე.სულ ვეჩხუბები და მიზეზებს ვეუბნები რაც სინამდვილეში არის.მაგალითად ის რომ ბეჭედი არ მიყიდეს და ხელი არ მოვაწერეთ 2 წელია უკვე.რა გავაკეთო არ ვიცი.მითხქრიატ რამე გთხოვთ

კატეგორია : ფსიქოლოგია

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ფსიქოლოგიური ადაპტაცია ზაფხულის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები