როგორ მოვთოკოთ თავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვთოკოთ თავი

რატომ გვიჭირს ემოციების შეკავება?

ადამიანი უამრავ მიზეზს გამოჰყავს წონასწორობიდან: ოჯახს, სამსახურს, გარემოცვას, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ჭირვეულ ბავშვს, აბეზარ მეზობლებს, - მაგრამ მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, მოთოკავს თუ არა სიფიცხეს. ადამიანს ყველაფერი შეუძლია, მათ შორის - ემოციების მართვაც, მაგრამ ამისთვის საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა.

მიჩნეულია, რომ ჯანმრთელობისათვის ემოციების გადმოფრქვევა უფრო სასარგებლოა, ვიდრე შეკავება. სინამდვილეში ერთიცა და მეორეც დამღუპველია ჯანმრთელობისთვის. ბუნებრივია, ზოგჯერ ემოციების ამოფრქვევა აუცილებელია, ოღონდ აყალმაყალი არ არის საჭირო. შეიძლება, უბრალოდ გულახდილად ვესაუბროთ ახლობელ ადამიანს ან ჩვენი ვნებათაღელვა ქაღალდზე გადავიტანოთ. უკიდურეს შემთხვევაში, გავმართოთ დიალოგი საკუთარ თავთან. ეს მდგომარეობას შეგვიმსუბუქებს.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ ყველას რბილად და თავშეკავებულად მოექცევიან, მათ გათელავენ. სინამდვილეში გარშემო მყოფები ადამიანის ძალას იმით აფასებენ, რამდენად შეუძლია მას თავის დაჭერა. სწორედ ეს არის პატივსაცემი.

გაღიზიანება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ემოციაა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით. ჩვეულებრივ, ასეთი რეაქციის შენიღბვას კეთილშობილებისა და კარგი აღზრდის ნიღბით ცდილობენ, მაგრამ ასეთი თავშეკავებიდან ფსიქოთერაპევტის კაბინეტამდე ერთი ნაბიჯია.

როგორია ამ ემოციის ბუნება? როგორ გავღიზიანდეთ "სწორად"? შესაძლებელია თუ არა გაღიზიანებაზე გამარჯვება?

გაღიზიანება ჩვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის შეუსაბამობის გაცნობიერების შედეგია. რაც უფრო ნაკლებია სურვილების რეალიზების საშუალება, მით უფრო ძლიერია გაღიზიანება. გაღიზიანების დროს ადამიანს უხშირდება პულსი, უწევს არტერიული წნევა და უძლიერდება ოფლის გამოყოფა, რაც გაღიზიანებას უფრო მეტად აძლიერებს.

როგორ შევჩერდეთ?

შეგონება "თავი შეიკავე", "ნუ ყვირი" ადამიანს უფრო მეტად გამოიყვანს წონასწორობიდან. დაგროვილი ემოციების ჩახშობა არ ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ მშვენიერ დღეს დაგროვილი ნეგატივი ქარიშხლად იქცევა, რომელიც გზად ყველაფერს წალეკავს.

როგორ მოვიქცეთ?

გაღიზიანება უეცრად გვაცხრება თავს, ამიტომ წინასწარ უნდა შევადგინოთ საკუთარი ემოციების განვითარების გეგმა.

  • ნუ უგულებელვყოფთ იოგების რჩევას - 10 ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას. ამასობაში დაშოშმინდებით და თქვენი ემოციაც გარკვეულ კალაპოტში მოექცევა.
  • ნებისმიერი ემოციური აფეთქებისას ისუნთქეთ ღრმად, ილაპარაკეთ ხმადაბლა და ნელა.
  • ნუ წაუყენებთ თანამოსაუბრეს ბრალდებას: "შენ მე მომატყუე!" თქვით: "ძალიან მეწყინა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ რასაც შენგან ველოდი, არ გაგიკეთებია".

გახსოვდეთ, რომ სიტყვას ტყვიის ძალა აქვს. მდგომარეობიდან გამოსვლისას ალბათ ისეთი რამ წამოგცდებათ, რასაც შემდეგ ინანებთ. თანამოსაუბრის მისამართით წარმოთქმულმა მრისხანე ტირადამ შეიძლება სულელად ჩვენვე წარმოგვაჩინოს.

უნდა გავარკვიოთ, როდის და რა სიტუაციებში ღიზიანდებით ყველაზე მეტად. ღამის მორიგეობის შემდეგ? სიდედრთან ურთიერთობისას? გაიხსენეთ, რამ გაგაღიზიანათ უკანასკნელად. შორიდან შეხედეთ საკუთარ თავს. დაფიქრდით, რის მიღწევას ცდილობდით გაღიზიანების გამოხატვით და მიაღწიეთ თუ არა სასურველ შედეგს. იქნებ ამ ემოციით შიშის დამალვა გსურდათ?

თუ ამ კითხვებზე პასუხს გასცემთ, გრძნობების მოთოკვასა და თავის შეკავებასაც მოახერხებთ. ოღონდ მყისიერ შედეგს ნუ ელით. საკუთარ ემოციებზე მუშაობა ძალიან ხანგრძლივი პროცესია, ყოველი არასტანდარტული სიტუაცია თქვენს პროვოცირებას მოახდენს.

შეიძლება თუ არა ემოციების მართვის სწავლა?

მრისხანების მოთოკვა აუცილებელია, რათა ახლობლებს ჩვენთან ურთიერთობა გაუადვილდეთ. ბევრი საკუთარ თავშეუკავებლობას სხვას აბრალებს. ასეთი ლოგიკით გამოდის, რომ სხვებს ჩვენით მანიპულირება შეუძლიათ.

პირველ რიგში აუცილებელია გავითავისოთ, რომ ჩვენი თავი თავადვე მიგვყავს სიფიცხემდე და სამუდამოდ დავანებოთ თავი დამნაშავეთა ძებნას. თქვენი პროვოცირება კი არ მოახდინეს, არამედ თავად წამოეგეთ პროვოკაციაზე. შეეცადეთ, აღიაროთ ეს ფაქტი. მხოლოდ მაშინ გაგიადვილდებათ ცხოვრება, როდესაც საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას იგრძნობთ.