/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

სკოლამდელი ბავშვის განვითარება

სკოლამდელი ბავშვის განვითარება
ნებისმიერი ბავშვი სკოლამდელი ასაკის პერიოდში გარკვეული პერიოდებით ვითარდება.

თითქმის ყოველდღიურად ბავშვები უამრავ აღმოჩენას აკეთებენ. სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარება ყველაზე აქტიურად ხდება 3-დან 7 წლამდე ასაკში. სწორედ დროის ამ მონაკვეთში იწყებენ ბავშვები ადამიანური ურთიერთობების აღქმას. მათი ინტერესები გამოდის საკუთარი ოჯახის ფარგლებიდან და ამ ასაკში უკვე უნდათ დიდები იყვნენ. ისინი ხშირად წარმოთქვამენ ფრაზას „მე თვითონ“. სპეციალისტები მშობლების ყურადღებას 5 ძირითად ელემენტზე ამახვილებენ. ამაზეა დამოკიდებული ბავშვების ჰარმონიული განვითარება როგორც სკოლამდელ ასაკში, ისე ცხოვრებაში თანდათანობით შესასვლელად.

სკოლამდელი ბავშვის განვითარების ძირითადი მომენტებია:

1. ბავშვის ფსიქიკური განვითარება. ძირითადად ითვლება ფსიქიკური პროცესების განვითარება. ბავშვებს უვითარდებათ დაკვირვებულობა. მათ უკვე შეუძლიათ მიღებული ინფორმაციის ანალიზი. სამი წლის ბავშვს უკეთესად ამახსოვრდება მოვლენები, რომლებიც გარკვეულ ემოციებს იწვევს. სკოლამდელ ასაკში იცვლება აზროვნება. ვითარდება განსჯისა და ლოგიკური აზროვნების უნარები.

2. ბავშვის ემოციური განვითარება. ემოციური თვისებები, ისევე როგორც ზნეობრივი, ფორმირდება ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდში. ბავშვს უჩნდება ინტერესები და გატაცებები. სკოლამდელ პერიოდში ბავშვი მშობლების ემოციების ობიექტია. სკოლის ასაკში ის ხდება თანატოლებთან ემოციური ურთიერთქმედების მონაწილე. სკოლამდელი ასაკის ბავშვის ემოციურ განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს მისი გარემოცვა. მშობლებმა უნდა შეუქმნან საკუთარ შვილს ნათელი და დადებითი ემოციები. ბავშვებთან ერთად უნდა დავუთმოთ დრო მუსიკას, ვითამაშოთ მათთან ერთად, წავუკითხოთ ზღაპრები.

3. ბავშვის შემეცნებითი განვითარება. ბავშვს დაბადებიდან აქვს ჩადებული შემეცნების უნარი. ამის წყალობით, ის სწრაფად ადაპტირდება გარემოში. სკოლამდელი ასაკი ეს არის შემეცნებითი უნარების შემეცნებით აქტივობაში ტრანსფორმაციის პერიოდი. ეს ვლინდება წარმოსახვის, აზროვნების, ყურადღებისა და აღქმის განვითარებაში. ფორმირდება მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებული დამოკიდებულება. მშობლებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია მათი ბავშვის ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ, რომ ბავშვის მიერ მიღებული ინფორმაცია, მოვლენა და ემოცია შეესაბამებოდეს მისი შემეცნების დონეს.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

4. ბავშვის მეტყველების განვითარება. თითოეულ ბავშვს მეტყველება უვითარდება ინდივიდუალური პროცესით. ამაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს. ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ბავშვის გარემოცვა. 3 წლის ასაკში ბავშვის სიტყვათა მარაგი დაახლოებით 1000 სიტყვაა. 6 წლისთვის იზრდება 3000 - 3500 სიტყვამდე. ასეთი სიტყვათა მარაგით ბავშვს უკვე გააჩნია უნარი გასაგებად და გამართულად ჩამოაყალიბოს საკუთარი ფიქრები და იურთიერთოს დასრულებული წინადადებებით. თანატოლებთან აქტიური ურთიერთობა დადებით გავლენასაც ახდენს. დაახლოებით 4-5 წლიდან მშობლები ბავშვს აღარ უნდა ელაპარაკებოდნენ ენის მოჩლექით. მშობლები ბავშვს უნდა ესაუბრონ ნორმალური მეტყველებით.

5. სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება ის პერიოდია, როდესაც ბავშვებს აქტიურად უვითარდებათ და უყალიბდებათ კუნთები, ჩონჩხის ძვლებიც უფრო ძლიერი და მაგარი ხდება. სწრაფად ვითარდება ორგანიზმის ყველა სხვა სისტემა. უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკური აქტივობა ზომიერი დატვირთვით, ხელს უწყობს სწორ გონებრივ და ემოციურ განვითარებას. მშობლებმა, სკოლამდელი ასაკის ბავშვის აღზრდისას საკუთარ ბავშვში უნდა დაინახონ მზარდი პიროვნება. ამასთან დაკავშირებით, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მოზარდი ადამიანის ცხოვრების თითოეულ მომენტს.

მოამზადა ლალი ჩხიკვაძემ

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სკოლამდელი ბავშვის განვითარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები