/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

ადრეული განვითარების 5 საფრთხე ანუ რატომ არის სკოლამდელ ასაკში თამაში სწავლაზე მნიშვნელოვანი

მშობლებს უფრო და უფრო იტაცებთ პატარა ბავშვების სწავლება, სასკოლოდ მომზადება, პარალელურად კი იზრდება

იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ჰიპერრეაქტიულები არიან, უჭირთ ერთ ადგილზე ჯდომა, ყურადღების კონცენტრირება და შემდეგ სკოლაში “ზარმაცის” იარლიყი მიეწებებათ ხოლმე. არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ამ ორ მოვლენას შორის? მოდი, გავეცნოთ ფსიქოლოგთა აზრს.

ბავშვის ფსიქიკური და ინტელექტუალური განვითარების დონე მისი თამაშის უნარის განვითარების დონით განისაზღვრება. სულ ცოტა, შვიდ წლამდე თამაში ბავშვის ძირითადი აქტივობაა. მართალია, თამაშის სურვილი ბავშვს გარდატეხის ასაკამდე გაჰყვება, მაგრამ ის, სულ ცოტა, შვიდ წლამდე დომინანტური უნდა იყოს. სწორედ თამაშის დროს ითვისებს ბავშვი მორალურ პრინციპებს, თამაშის დროს ყალიბდება მისი წარმოდგენა სამყაროზე, ურთიერთობა თანატოლებთან. ერთი შეხედვით, ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს, არც ერთი მშობელი არ ართმევს პატარა ბავშვს თამაშის შესაძლებლობას, მაგრამ მოდი დავფიქრდეთ: არის თუ არა თამაში თანამედროვე პატარა ბავშვების მთავარი აქტივობა?

თამაში ცივილიზაციის საწყისია. მრავალი მკვლევარი აღიარებს, რომ განვითარების დაბალ საფეხურზე მდგომ საზოგადოებებში პატარა ბავშვებს მეტისმეტად ადრე რთავენ უფროსების შრომით საქმიანობაში. საზოგადოებრივი ურთიერთობების შემეცნება ხდება უფროსების ქმედებების იმიტაციით და ოჯახის სხვა წევრების საქმიანობაში თანდათანობითი ჩართვით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში თამაშის პოზიცია შესუსტდა - ის აღარ არის პატარა ბავშვების უმთავრესი საქმიანობა. ეს ცვლილება სულაც არ არის განპირობებული თანამედროვე ბავშვების ფსიქოლოგიური განსხვავებით; უბრალოდ, აქტიურ თამაშს თანდათან ჩაენაცვლება პასიური, რაშიც ბრალი მიუძღვით ულტრათანამედროვე მულტიმედიურ საშუალებებს და ადრეულ სწავლას. უფრო და უფრო ვრცელდება მცდარი აზრი, რომ ბავშვის განვითარება მხოლოდ მისთვის რამის სწავლებაა და არა თამაშის ხელშეწყობა.

  • რითია ცუდი ადრეული განვითარება?

რას გვიქადის თამაშის სწავლით ჩანაცვლება, რასაც ახლა ადრეულ განვითარებას უწოდებენ?

დაახლოებით 5-6 წლამდე ყველა ბავშვისთვის დომინანტურია თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო. სწორედ ის განაგებს შემოქმედებით ნიჭს, ფანტაზიას, ხატოვან აზროვნებას, ემოციებს. ის საკმაოდ სწრაფად მოქმედებს. როცა ნაადრევად ვიწყებთ პატარა ბავშვის განსწავლას, ჩვენ ვარღვევთ თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ბუნებრივ განვითარებას. ამ დანაკლისის კომპენსაცია მოზრდილ ასაკში შეუძლებელია.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო პასუხს აგებს ლოგიკურ აზროვნებაზე, ვერბალურ სფეროზე, სიტყვებით (ასოებით, ციფრებით, სქემებით და ა. შ.) ოპერირებაზე. მას შედარებით ნელი მოქმედება ახასიათებს. სწავლების მეტისმეტად მცირე ასაკში დაწყებით მშობლები ასტიმულირებენ თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ნაადრევ განვითარებას, რაც მარჯვენა, შემოქმედებითი ნახევრის დაზიანების ხარჯზე ხდება. სკოლამდელ ასაკში ყველა ბავშვში სწორედ ხატოვანი აზროვნება დომინირებს, ბავშვს მხოლოდ თვალსაჩინოდ შეუძლია იაზროვნოს.

რა ხდება, როცა უფროსები ბუნებრივი პროცესების მიმდინარეობაში ერევიან?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მართავს ემოციურ სფეროს. თუ მას სათანადო ყურადღება არ დაეთმო, ბავშვის ემოციები და გრძნობები მწირი ხდება, შეგრძნებები და განცდები ღარიბდება, ან პრიმიტიულად გამოიხატება, ან საერთოდ ქრება. უკანასკნელი შემთხვევა ყველაზე მოკლე გზაა რთულ ნერვულ დაავადებებამდე.

ადრეულ სწავლებას მივყავართ აგრესიამდე, ყურადღების დეფიციტის სინდრომამდე, იმპულსურობამდე, დაუმორჩილებლობამდე. ეს ყველაფერი ემოციური სფეროს განუვითარებლობის შედეგია.

როგორც ითქვა, მარცხენა (ლოგიკური) ნახევარსფერო ნელა მოქმედებს. ამასთან, ვერბალური სფერო სკოლამდელ ასაკში დომინანტური არ არის. სწავლებისას უფროსები გამუდმებით აჩქარებენ ბავშვს - მოითხოვენ, სწრაფად დაიმახსოვროს, სწრაფად უპასუხოს შეკითხვებს, სწრაფად ოპერირებდეს ნიშნებით. ამ დროს გრძელი გზა, რომელსაც საკუთარი აზროვნებითი ოპერაციების გამოყენებით უნდა გადიოდეს ბავშვი, მოკლდება და მექანიკურ დამახსოვრებამდე და ინფორმაციის გაცემამდე დადის.

  • სხვა საფრთხეები

ადრეული სწავლების თანმხლები კიდევ ერთი საფრთხე ის არის, რომ მშობლებს მოუწევთ ბავშვის კონტროლირება მაშინაც კი, როცა მასწავლებლების როლში თავად არ არიან. ეს იმას გამოიწვევს, რომ ბავშვის ფსიქიკის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელ მშობლის უპირობო სიყვარულს მისი მოლოდინის გამართლებაზე რეაქცია შეცვლის. მშობლები უსაყვედურებენ ან შეაქებენ პატარას სწავლაში მიღწეული წარმატებებისთვის, შეაფასებენ როგორც ზრდასრულ პიროვნებას, მისი მიღწევების შესაბამისად. ბავშვი, რომელიც ვერ შეასრულებს მშობლების მოთხოვნას (წაიკითხოს, დაითვალოს და ა. შ.), თავს უარყოფილად, მშობლებისთვის არასასურველად მიიჩნევს.

ჩვენთვის, უფროსებისთვის, დომინანტური საქმიანობაა შრომა. ამ დროს ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებულნი - მოუთმენლად ველით ჩვენი შრომის ნაყოფს. ზოგიერთი სწორედ ასე აფასებს პატარა ბავშვის შრომასაც - ისინი შედეგს ელიან. თამაში კი პროცესია, რომელიც სულაც არ არის ორიენტირებული შედეგზე. სწორედ პროცესია მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის და არა მისი შედეგი (მაგალითად, კოშკის სიმაღლე). როცა უფროსები ხელოვნურად ახდენენ ბავშვის ორიენტირებას ქმედებების შედეგზე, ისინი აბრკოლებენ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ გარდაქმნებს, რომლებიც მხოლოდ სკოლამდელ ასაკში და მხოლოდ თამაშისას ხდება.

თამაში სპონტანურია, სტიქიური. ის არ მოითხოვს სპეციალურ პირობებს. ამისგან განსხვავებით, სასწავლო აქტივობას ყოველთვის აქვს მოტივაცია. სწორედ მოტივაციის არსებობის შემთხვევაშია სასწავლო ქმედებები ეფექტური.

ახალი ცოდნის შეძენა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა მოსწავლე ამ პროცესის სუბიექტი ხდება. ეს ბუნებრივიცაა - ძალით რამის სწავლება ხომ შეუძლებელია. სკოლამდელ ასაკში კი ასეთი მოტივაცია არ არსებობს. ამის მიზეზი პატარა ბავშვის ფსიქიკის თავისებურებაა.

როგორც ვხედავთ, სკოლამდელი ასაკის პატარების სასწავლო მოღვაწეობას არ გააჩნია მოტივაცია, პროცესი არ არის გამყარებული დადებითი შემეცნებითი ემოციებით. შემდგომ ამან შესაძლოა თვითგანათლების სურვილის დათრგუნვამდე მიგვიყვანოს - ბავშვი სწავლობს ნიშნისთვის, დედის გასახარებლად, ჯილდოსთვის... ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ის დამოუკიდებელი აღმოჩენებით გამოწვეულ სიხარულს ვეღარ განიცდის.

კომენტარები (1)
nino
გთხოვთ მიუთითოთ წყარო, რომლითაც ხელმძღვანელობდით ამ სტატიის დაწერისას. მეც ვიცნობ ამ მოსაზრებას, მაგრამ წყაროს ვერ მივაგენი.
თარიღი : 26-11-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ადრეული განვითარების 5 საფრთხე ანუ რატომ არის სკოლამდელ ასაკში თამაში სწავლაზე მნიშვნელოვანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები