/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD)

ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD)
ბავშვების ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამოვლინებებზე, სიმპტომებსა და მდგომარეობის გამოსწორების გზებზე გვესაუბრება ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, სალომე სონგულია.

– ქალბატონო სალომე, რა როლი ენიჭება ყურადღებას ადამიანის ცხოვრებაში?

– ყურადღება, როგორც უმაღლესი ფსიქიკური უნარი, მაკონტროლებელ როლს ასრულებს ადამიანის ფუნქციონირებაში. მხოლოდ ჩვენი ყურადღების ფოკუსში მოხვედრილი მოვლენები თუ დეტალები ქმნის რეალობის ამსახველ სუბიექტურ სურათს და გვაძლევს მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. ყურადღების პრობლემები ხშირად ყურადღების ვიწრო მოცულობით არის განპირობებული, რა დროსაც ბავშვს უჭირს ყურადღების ხანგრძლივად კონცენტრაცია.

– რა არის ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი?

– ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, იგივე ADHD, არის ნეირობიოლოგიური დარღვევა, რომელიც ხასიათდება სამი ძირითადი ნიშნით:

  • ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი (გონებაგაფანტულობა, უყურადღებობა);
  • ჰიპერაქტივობა (სიტუაციის შეუსაბამო ჭარბი მოძრაობები, მოტორული მოუსვენრობა, მუდმივი ლაპარაკი);
  • იმპულსურობა (მოქმედების გეგმის შეუმუშავებლად შესრულება, უნებლიე ქცევის შეჩერების სირთულე, პრობლემის გააზრებამდე პირდაპირი მოქმედება).

შესაძლოა, ყურადღების პრობლემები ორი სახით არსებობდეს, დამოუკიდებლად ჰიპერაქტივობისა და იმპულსურობის გარეშე, ასეთი ბავშვები ხასიათდებიან აპათიურობით, არიან მეტად მოდუნებულნი, ინერტულნი და მეოცნებენი, რაც შეეხება მეორე ჯგუფს – ყურადღების დეფიციტს იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით, ამ დროს ბავშვებს ახასიათებთ ძლიერი აქტიურობა, აგრესიული ქცევა, მოუსვენრობა, ამასთან, ხშირია ქცევითი პრობლემებიც.

– რა ასაკში იჩენს თავს ეს პრობლემები და რამდენად შეიძლება მისი პრევენცია?

– ეს სირთულეები, ჩვეულებრივ, 7 წლამდე იჩენს თავს, მაგრამ ზოგჯერ ნაკლებად შემაწუხებელია 9-10 წლის ასაკამდე. მშობლებსა და პედაგოგებს არ შეუძლიათ ბავშვისთვის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის არიდება, რადგან ეს თანდაყოლილი მდგომარეობაა. არასწორი აღზრდის სტილი ან სწავლების სტრატეგიები ვერ იქნება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამოვლენის ძირითადი მიზეზი. მაგრამ მშობლებსა და პედაგოგებს შეუძლიათ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ნიშნების დროული იდენტიფიცირება, მოქმედების სტრატეგიების სწორად შერჩევა, შესაბამისად, მეორეულად გამოვლენილი დასწავლის სირთულეების თავიდან არიდება ან შემსუბუქება.

– როგორია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სიმპტომები?

– მიუხედავად იმისა, რომ ADHD-ის მქონე ბავშვებს სიმპტომები ხშირად განსხვავებულად უვლინდებათ, არსებობს გარკვეული ქცევები, რომლებიც მათ ახასიათებთ, როგორიც არის:

  • ნივთების ხშირი დაკარგვა;
  • დაწყებულის დაუსრულებლობა;
  • ყურადღების ადვილად გაფანტვა;
  • საქმიანობის ხშირი ცვლა;
  • საუბარში ჩარევა და ბევრი ლაპარაკი;
  • დაუფიქრებლად მოქმედება;
  • გასაქცევად მზადყოფნა;
  • სირთულეები ლოდინთან, ერთ ადგილზე ჯდომასთან, სამუშაოს ორგანიზებასთან, მითითებების შესრულებასა და რიგში დგომასთან.

აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უჭირს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა, გაუაზრებელი შეცდომებისთვის თავის არიდება და მიზნისკენ თანმიმდევრულად სვლა წარმატების მისაღწევად, რაც, თავისთავად, დემოტივაციის წინაპირობა და დასწავლის გართულების ერთ-ერთი მიზეზია. ამასთან, დიდი რისკია ანტისოციალური ქცევის, ცუდი სოციალური შეგუების, განწყობის დაქვეითების, შფოთვისა და დეპრესიის გამოვლენის.

– რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

– ბავშვის ყურადღების შენარჩუნება, როდესაც მას არ სურს თქვენი მოსმენა, ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს ყურადღების დეფიციტი, მას სჭირდება მოტივაცია ყურადღების კონცენტრაციისა და შენარჩუნებისთვის. ყურადღების კონცენტრაციის უნარის გასაუმჯობესებლად მათ გარშემო მყოფ ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარების გაწევა შეუძლიათ. პირველ რიგში, აუცილებელია:

  • საკითხისადმი ინფორმირებულობა, სტრუქტურირებული გარემოს შექმნა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინება;
  • ასევე, წესების შემოტანა, ინსტრუქციების გამარტივება, როგორიცაა ერთ- ან ორნაბიჯიანი დავალებების მიცემა, საშინაო დავალებების რამდენიმე ნაწილად დაყოფა, მათი გეგმის სახით ჩამოწერა, დღის გეგმის შედგენა;
  • ახალი ინფორმაციის მიწოდებისას გარე გამღიზიანებლების მინიმუმამდე დაყვანა;
  • მითითებების მარტივი წინადადებებით მკაფიოდ, კონკრეტულად მიწოდება;
  • ბავშვის წარმატების აღნიშვნა და მისი საქციელის შეფასება.

მშობელს შეუძლია თავისი სწორი მიდგომით და ამ სინდრომის არსის ცოდნით მნიშვნელოვნად შეცვალოს მდგომარეობის სიმძიმე და გამოსავალი. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მშობელს, ასევე სკოლის მასწავლებელს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ – იცოდნენ, რომ ბავშვისთვის სტრუქტურირებული გარემოს შექმნით და სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებით მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად აირიდონ თავიდან დიაგნოზთან დაკავშირებული გართულებები და უკეთესობისკენ შეცვალონ ბავშვების ცხოვრება. ასევე, აუცილებელია ოჯახის ყველა წევრი იყოს ჩართული მართვის პროცესში, ჰქონდეთ აქტიური თანამშრომლობა სკოლის მასწავლებლებთან და საჭიროების შემთხვევაში ჩართონ ბავშვი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სერვისში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები