ბროკოლი ბავშვის მენიუში

ბროკოლი თავისი მრავალრიცხოვანი ნათესავებისგან - თეთრთავა, ყვავილოვანი, ბრიუსელის კომბოსტოსგან, კოლრაბისა და სხვებისგან - მრავალი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა. ბროკოლის მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. შეიცავს ვიტამინების ფართო ასორტიმენტს, მინერალურ ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს. ცილა მასში, ისევე როგორც სხვა ბოსტნეულ კულტურებში, უმნიშვნელო ოდენობითაა, თუმცა ორჯერ მეტია, ვიდრე თეთრთავა ან ყვავილოვან კომბოსტოში.
კომბოსტოს ეს სახეობა მდიდარია კაროტინოიდებით, მათ შორის - ბეტა-კაროტინით, რომლებიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, ასევე - B ჯგუფის ვიტამინებით, განსაკუთრებით - ფოლიუმის მჟავათი (ვიტამინ B 9-ით), თიამინით (ვიტამინ B 2-ით) და ნიაცინით (PP ვიტამინით). თუ ამას დავუმატებთ C ვიტამინს, ნათელი გახდება, რატომ არის აუცილებელი ბროკოლის რაციონში ჩართვა სისხლძარღვთა კედლების გასამაგრებლად.
ბროკოლის შემადგენლობაში შემავალი K ვიტამინი ამკვრივებს ძვლებს. ერთი საბავშვო ულუფა მოხარშული ბროკოლი შეიცავს 70 მკგ K ვიტამინს, რაც ბავშვის სადღეღამისო მოთხოვნაზე მეტია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ბროკოლი შეიცავს კვერციტინსა და იზოთიოციანატებს, რომლებიც, როგორც ცნობილია, ხელს უშლის კიბოს ზოგიერთი სახეობის განვითარებას.
ბროკოლიში კალციუმის მდიდარი მარაგია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ვერ სვამენ რძეს. ეს ბოსტნეული შეიცავს ისეთ ძვირფას ნივთიერებებსაც, როგორებიცაა კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი და იოდი. არის მასში სხვა მნიშვნელოვანი მიკროელემენტებიც - მანგანუმი, სპილენძი, გოგირდი, კობალტი, ბორი, თუთია, ქრომი.
რაციონში ბროკოლის ჩართვა ბავშვის ორგანიზმს ქრონიკულ ბრონქიტთან გამკლავებაში ეხმარება. მის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების კომპლექსი ზრდის იმ გენის აქტივობას, რომელიც ფილტვებს ტოქსიკური ნივთიერებების (მათ შორის - თამბაქოს კვამლის) მავნე ზემოქმედებისგან იცავს.
ბროკოლის უჯრედისს ნატიფი სტრუქტურა აქვს, რაც ბავშვის ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანია. მისი პიურე ჩვილისთვის შეუცვლელია პირველი დამატებითი საკვების სახით. ბროკოლი არ მოითხოვს ხანგრძლივ თერმულ დამუშავებას, რაც საშუალებას გვაძლევს, მის შემადგენლობაში არსებული ვიტამინები ზედმიწევნით შევინარჩუნოთ.
ბროკოლის პიურე
საჭიროა:
- ბროკოლის რამდენიმე მტევანი (200 გ);
- კარაქი - 5 გ (1 ჩაის კოვზი).
ბროკოლი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაფარეთ მდუღარე წყლით და შემოდგით ცეცხლზე. წამოადუღეთ და კიდევ 6-7 წუთი დატოვეთ დასარბილებლად. მერე წმინდა საცერზე გახეხეთ და კვლავ წამოადუღეთ. ადუღებისთანავე გადმოდგით, დაუმატეთ კარაქი და ძალიან ცოტა მარილი. ხარშვისას შეგიძლიათ ჩააყოლოთ ძაფით შეკრული რამდენიმე ღერი კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი.
ბავშვის კვება 1-დან 3 წლამდე
შეიძლება თუ არა ერთი წლის შემდეგ ბავშვი ვკვებოთ საერთო მაგიდიდან? როგორ შევურჩიოთ რაციონი წლის შემდეგ?ერთგული მკითხველი
პედიატრები ამბობენ: “მითხარით, რით კვებავთ ბავშვს და გეტყვით, რამდენად ხშირად ავადმყოფობს იგი”. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ბავშვის კვება ერთიდან სამ წლამდე. სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი ადამიანის ჯანმრთელობას.
მშობელთა უმრავლესობა თვლის, რომ ბავშვის კვების შესახებ უამრავი ინფორმაცია არსებობს და ამ საკითხთან დაკავშირებით იშვითად მიმართავენ სპეციალისტებს. ამიტომ პატარა ხშირად ჭარბად ან ერთგვაროვნად იკვებება. ამან შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, ანემია, ჭარბი წონა, იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს. არასწორად შერჩეული საკვები მოქმედებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე, ის ხდება აპათიური, ჭირვეული.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/pediatria/bavshvis-kveba/8326-bavshvis-kveba-1-dan-3-tslamde.html