/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

ბავშვის კვება კალციუმის დეფიციტის დროს

ბავშვის კვება კალციუმის დეფიციტის დროს
კალციუმის დეფიციტი ვითარდება, როცა ორგანიზმი საკვებთან ერთად ვერ იღებს მის საკმარის რაოდენობას, ან შესაძლებელია ღებულობდეს, მაგრამ დარღვეული იყოს მისი ათვისება.

.

კალციუმი, უპირველეს ყოვლისა, იკარგება საკვების თერმული დამუშავებისას. ბოსტნეულის ხარშვის დროს იკარგება მისი მეოთხედი, ამიტომ სასარგებლოა ნახარშიც. ისეთი ბოსტნეულის ფოთლები, რომლის ფესვებსაც საკვებად ვიყენებთ, მაგალითად: ჭარხალი, ბოლოკი და ა.შ., უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე ბოსტნეული. სტაფილოდან ორგანიზმი ითვისებს კალციუმის 13%-ს, რძე და რძის პროდუქტები, გარდა კარაქისა, ბოსტნეულსა და ხილთან კომბინაციაში კალციუმის საუკეთესო წყაროა.

  • კალციუმის ათვისებას აუმჯობესებს

კალციუმის უკეთ ასათვისებლად ბოსტნეულის სალათებს შეგიძლიათ მოასხუროთ ლიმონის ან ფორთოხლის წვენი. ორგანიზმში კალციუმ-ფოსფორის ბალანსის ძირითად მარეგულირებლად D ვიტამინი ითვლება, ის აბათილებს ყველა იმ ნივთიერების მოქმედებას, რომლებიც კალციუმის შემბოჭველად ითვლება. ამდენად, კალციუმის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად ბავშვისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია D ვიტამინით დროული პროფილაქტიკა.

კალციუმის ათვისებას ასევე აუმჯობესებს:

  • A, C და B ჯგუფის ვიტამინები;
  • საკვებში არსებული ცილა;
  • ლაქტოზა (რძის შემადგენლობაში შემავალი შაქარი);
  • ლიმონმჟავა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კალციუმს უკეთ ითვისებს ორგანიზმი არა უზმოზე, არამედ ჭამის დროს ან მის შემდეგ. ბავშვები საკვებით მიღებული კალციუმის 60-70%-ს ითვისებენ, ამისათვის საჭიროა სწორი კვება.

კალციუმის ათვისებას აფერხებს:

  • მჟაუნმჟავას შემცველი პროდუქტები: ისპანახი, მჟაუნა;
  • ლერწმის შაქარი, კაკაო, შოკოლადი;
  • ზოგიერთი სახეობის ფაფა, რომელიც შეიცავს ფიტინს. ასეთია მანანის ბურღულის ფაფა.

ამიტომ გირჩევთ, ეს საკვები პროდუქტები მთლიანად ამოიღოთ ბავშვის რაციონიდან, თუ მას აღენიშნება კალციუმის დეფიციტი.

  • რომელი საკვები შეიცავს ყველაზე მეტ კალციუმს?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

რძე და რძის პროდუქტები კალციუმს ორგანიზმისთვის ადვილად ასათვისებელი ფორმით, ფოსფორთან ოპტიმალურ თანაფარდობაში შეიცავს. 0,5ლ ან 2,5 ჩაის ჭიქა ძროხის რძე საშუალოდ 600 მგ კალციუმს შეიცავს, რაც 50-80%-ით აკმაყოფილებს ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილებას განურჩევლად ასაკისა. კალციუმის შემცველობა უფრო მეტია ყველსა და ხაჭოში. ამჟამად იყიდება სპეციალური პროდუქტები - რძე და ხაჭო, დამატებით გამდიდრებული კალციუმით, 150-200 მგ 100 მლ პროდუქტში.

ბავშვისთვის საკვების, სალათების, სუპების მომზადებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის ნაჭუჭისგან მომზადებული ხსნარი. კარგად გარეცხილი უმი კვერცხის ნაჭუჭი მოათავსეთ ქილაში და დაასხით ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი ისე, რომ დაიფაროს და გააჩერეთ 8-12 საათი. კალციუმი ნაწილობრივ გადადის ხსნარში, რომელიც მზა კერძს შეგიძლიათ მოასხათ გემოვნების მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ
რომელი პროდუქტები აქვეითებს კალციუმის შეწოვას ორგანიზმში
ბავშვის კვებასთან დაკავშირებული პრობლემები

გახსოვდეთ! კალციუმის დეფიციტი ბავშვებში სხვადასხვა სახით იჩენს თავს -

  • ძვლების დეფორმაცია;
  • კბილების დაგვიანებული ამოსვლა;
  • კარიესი;
  • ხშირი მოტეხილობები;
  • ოფლიანობა;
  • გულის რიტმის დარღვევა;
  • მადის გაუკუღმართება;
  • კანის სიმშრალე;
  • ფრჩხილების მტვრევადობა;
  • უხეში თმა გამელოტებული უბნებით.

6-18 თვემდე ასაკში კი იწვევს დაავადებას -

  • სპაზმოფილიას;
  • კრუნჩხვებისადმი მიდრეკილებას, რომელიც უმეტესად გაზაფხულზე გამოვლინდება.

მშობლებო, დროულად დაიჭირეთ თადარიგი, გაზაფხული კარს მოგვადგა!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბავშვის კვება კალციუმის დეფიციტის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები