ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით

"ხველების დროს, როდესაც ნახველის ამოღებას და ბრონქების გასუფთავებას ვერ ახერხებთ, ჯანჯაფილი საუკეთესო საშუალებაა.

  • ჯანჯაფილის ფესვი გახეხეთ წვრილ სახეხზე, რომ მიიღოთ 200 გრამი. დაამატეთ შაქარი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და ნარევი დადგით დაბალ ცეცხლზე. მუდმივად ურიეთ. როდესაც ნარევი წებოვანი გახდება, გაზი გამორთეთ. დალიეთ ნახევარი ჩაის კოვზი ჭამის წინ, დღეში ორ-სამჯერ."

მაია სულაბერიძე, ბათუმი

  • რისი ბრალი შეიძლება იყოს ხველა?

ხველა ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიმპტომია. მას მრავალი მიზეზი აქვს. ვეცდებით გავარკვიოთ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ხველა.

1. ხველა რამდენიმე წუთის წინ ხომ არ დაგეწყოთ?

  • თუ პასუხი დადებითია, გადადით მე-12 შეკითხვაზე.
  • თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნოზე.

2. ხომ არ გაქვთ ზედაპირული, გახშირებული სუნთქვა და ხველისას ხომ არ გამოყოფთ მოვარდისფრო ქაფს?

  • თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა, ხველის მიზეზი ფილტვების შეშუპება იყოს. ეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, რომელიც გულის დაავადებით არის გამოწვეული, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ საავადმყოფოს ან გამოიძახოთ სასწრაფო.
  • თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

3. გამოყოფთ თუ არა ხველისას ლორწოვან ან მოყვითალო ნახველს?

  • თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა გქონდეთ ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია, რომელსაც, ჩვეულებრივ, გაციებას ვუწოდებთ. მიზანშეწონილია, შინ დარჩეთ, უხვად მიიღოთ სითხე და გაციებისას რეკომენდებული პრეპარატები.
  • თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

4. ხომ არ გამოყოფთ ყვითელ, მოყავისფრო ან მომწვანო ნახველს?

  • თუ პასუხი დადებითია, შესაძლოა ბრონქიტი გქონდეთ.
  • თუ ხველას და ნახველის გამოყოფას ერთვის ცხელება, ოფლიანობა და საერთო მდგომარეობის გაუარესება, ხველის მიზეზი შესაძლოა ფილტვების ანთება იყოს. აუცილებელია ექიმთან მისვლა, რათა დაინიშნოს სათანადო პრეპარატები. უნდა დარჩეთ შინ, შეასრულოთ ექიმის დანიშნულება, თუ მწეველი ბრძანდებით, თავი დაანებოთ მოწევას.
  • თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

5. ხომ არ ახლავს ხველას ქოშინი ან ხიხინი?

თუ პასუხი დადებითია, ხველა შესაძლოა ბრონქულ ასთმასთანაა დაკავშირებული. აუცილებელია დიაგნოზის დადასტურება და ექიმის მეთვალყურეობა, სპეციალური მკურნალობა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით შემდეგ შეკითხვაზე.

6. ხომ არ შეგიმჩნევიათ ქვედა კიდურების შეშუპება, ხომ არ გაწუხებთ ქოშინი ისეთი ფიზიკური დატვირთვისას, რომელსაც ადრე თავისუფლად ართმევდით თავს? ხომ არ ძლიერდება ქოშინი წოლისას?

  • თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მე-10 შეკითხვაზე.
  • თუ პასუხი დადებითია, გადადით მომდევნოზე.

7. გაქვთ თუ არა გულის დაავადება?

  • თუ პასუხი დადებითია, ქრონიკული ხველა შესაძლოა გულის შეგუბებითი უკმარისობის შედეგი იყოს.
  • აუცილებელია ექიმთან მისვლა. თუ პასუხი უარყოფითია, გადადით მომდევნო შეკითხვაზე.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ლინკზე >>> https://mkurnali.ge/skhvadaskhva/sindromi/2512-khvela.html