/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უროლოგია

ფიმოზის გამოვლინება და მკურნალობა

ფიმოზის გამოვლინება და მკურნალობა
მამაკაცთა ფიმოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილიც და შეძენილიც (უმრავლეს შემთხვევაში).

ამ დროს ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა და ასოს თავის გამოჩენა შეუძლებელია. ფიმოზს შეიძლება თან ახლდეს ტკივილი, რაც მის ქრონიკულ სტადიაში გადასვლაზე მეტყველებს.

ფიზიოლოგიური ფიმოზი უპირატესად ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი. 5 წლის ასაკამდე აღნიშნული მდგომარეობა თავისთავად გაივლის.

ჰიპერტროფიული ფიმოზი ჩუჩის თანდაყოლილ დაგრძელებასა და შევიწროებას უკავშირდება, რაც ხელს უშლის სასქესო ასოს თავის გამოთავისუფლებას. ის არ არის მტკივნეული.

ატროფიულ ფიმოზს თან ახლავს ჩუჩის გათხელება და საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.

ფიმოზის შედეგი შეიძლება იყოს ბალანიტის (ბალანოპოსტიტის) განვითარება - ეს არის სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის ანთება. ბალანიტიც შეიძლება გახდეს ფიმოზის მიზეზი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ საზრდულში მაქვს ტკივილი ქრონიკული ოღონდ ყრუ ძლიერი არა 2 წლის წინ ვიყავი გადაღებაზე საკვერცხების გადამიღო ექიმა მითხრა ანთება გქონდა და არ არის ბოლომდე გამქრალი გამომიწერა წამლები ნემსები გავაკეთე ისე როგორც ექიმა მითხრა კი მიშველა მარა მერე 1 წლის მერე ისევ ამტკივდა უროლოგთან ვიყავი ხელით ეემამოწმა და მითხრა მარცხენა საკვერცხეში გაქვს ოდნავ ვენა გასიებული ვარიკოცელი გაქვსო მარა თუ არმოიმატა არ არის საშიში და საოპერაციო ჩემ ძმასაც აქვს ოღონდ არტკივა და მე საიდან მაქვა ეს ყრუ ქრონიკული ტკივილი ვერ ვხდები რასმირჩევთ ?</p>

ფიმოზი იმითაა საშიში, რომ ერექციისას სასქესო ასოს თავი იზრდება და ჩუჩა იჭიმება. ამასთან, მასზე ვითარდება მიკრონახეთქები. როგორც წესი, ისინი მცირე ზომისაა, არ არის სისხლმდენი და დისკომფორიტს არ ქმნის, მაგრამ შეხორცებისას მათ ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბური ან მიკრონაწიბური. ნაწიბუროვანი ქსოვილი ნორმალურ ქსოვილზე ნაკლებად ელასტიკურია. ამიტომ თითოეული ახალი ნაწიბურის წარმოქმნისას ჩუჩა სულ უფრო ვიწროვდება და დაავადება პროგრესირებს.

ფიმოზის შემდგომმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჩუჩის ასოს თავთან შეხორცება. ეს მდგომარეობა არ ქმნის განსაკუთრებულ დისკომფორტს, თუმცა, ჩუჩის გადაწევის მცდელობას თან ახლავს მკვეთრი ტკივილი და სისხლდენა.

ფიმოზის დროს სქესობრივი აქტის ან მასტურბაციისას შეიძლება ჩუჩაში ასოს თავი ჩაიჭედოს, ამის გამო ასოს თავი და ჩუჩა შეშუპებულია (პარაფიმოზი), ირღვევა სისხლის მომოქცევა. ამ უსიამოვნო მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ასოს თავის ქსოვილების ნეკროზი, ამიტომ პარაფიმოზის დროს საჭიროა ექიმის სასწრაფო კონსულტაცია.

ჰიგიენის არასათანადოდ დაცვისას შეიძლება განვითარდეს ასოს თავისა და ჩუჩის ბაქტერიული ანთება - ბალანოპოსტიტი. სასქესო ასოს საცხი (სმეგმა) გროვდება და კარგი გარემოა მიკრობებისთვის. ამ პროცესის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, რადგან დაინფიცირებული სმეგმა კარცენოგენური ფაქტორია.

ფიმოზი არა მარტო მამაკაცის ჯანმრთელობისთვისაა საშიში, მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის სქესობრივ ცხოვრებაში. სექსუალური ლტოვლვის დაქვეითება, მტკივნეული ერექცია შეიძლება ფიმოზის ნიშნები იყოს. ფიმოზი სქესობრივ ფუნქციაზეც მოქმედებს და შეიძლება უშვილობის მიზეზიც იყოს.

ფიმოზის მკურნალობა შესაძლებელია თერაპიულად და ოპერაციულად.

საწყის სტადიაზე ფიმოზს შეიძლება უმკურნალოთ კორტიკოსტეროიდული საცხებით, რომელთა ძირითადი მიზანია ანთებითი პროცესის შემცირება და ფიმოზის ქრონიკულ სტადიაში გადაზრდის აღკვეთა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა

იმის მიხედვით, ისვენებს თუ აქტიურად მუშაობს, ორგანიზმს სისხლის განსხვავებული რაოდენობა ესაჭიროება. აღნიშნული მოთხოვნილების ადეკვატურად უზრუნველსაყოფად იცვლება როგორც გულის შეკუმშვათა ძალა და სიხშირე, ასევე სისხლძარღვთა სანათურის ზომა.

დიაგნოზი, „გულის უკმარისობა“, ნიშნავს იმას, რომ გულს უჭირს თავისი ფუნქციის სრულფასოვნად შესრულება. სამწუხაროდ, ამ დიაგნოზის მქონე პაციენტთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. მთელ მსოფლიოში ათეულობით მილიონ ადამიანს აწუხებს გულის უკმარისობა.

რა იწვევს უხშირესად ამ პათოლოგიას? როგორ ვლინდება ის? რას ეფუძნება გულის უკმარისობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება კლინიკა „კარდიო-ს“ კარდიოლოგი – პაატა ქავთარია.

ბატონი პაატა მაღალი დონის სპეციალისტია, დიდი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესი­ონალი, გამორჩეული პაციენტებისადმი გულისხმიერებით, კოლეგიალობით, ძალზე უშუალო და ღირსეული პიროვნება. კოლეგებსა და პაციენტებს ის განსაკუთრებულად უყვართ.

– ბატონო პაატა, რა არის გულის უკმარისობა და ძირითადად რა განაპირობებს მის განვითარებას?

– თანამედროვე გზამკვლევით ანუ გაიდლაინით მოცემული რთული განმარტება რომ გავამარტივოთ, გულის უკმარისობა არის მდგომარეობა, როცა გულს აღარ ძალუძს სხეულში სისხლის სათანადო, ორგანიზმისა თუ ორგანოების ადეკვატური ფუნციობისათვის საჭირო მოცულობის გადასროლა. გულის უკმარისობა არ ნიშნავს იმას, რომ გული გაჩერებულია, არამედ მიანიშნებს იმას, რომ უკეთესი მუშაობისთვის ორგანოს გარკვეული მიშველება (მკურნალობა) სჭირდება.

გულის უკმარისობა ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებაა, რომელიც მიდრეკილია თანდათან პროგრესული გაუარესებისკენ. იშვიათად, რომ ის განიკურნოს, თუნდაც სწორი მკურნალობის ფონზე. მკითხველი რომ არ შეშინდეს, იმასაც ვიტყვი, რომ ამ დაავადების სწორი მკურნალობით, პაციენტს შეიძლება შეუნარჩუნდეს კარგი კლინიკური და ფუნქციური სტატუსი, ასევე სოციალური აქტივობა. ამას კი, ექიმისა და პაციენტის ხშირი, მჭიდრო, თანამედროვე გზამკვლევებზე დამყარებული ურთიერთობა და ცხოვრების ჯანსაღი სტილი სჭირდება.

გულის უკმარისობა იყოფა ქრონიკულ (რასაც ხშირად შეგუბებით უკმარისობასაც უწოდებდნენ) და გულის მწვავე უკმარისობად. გულის ქრონიკული უკმარისობა, თავის მხრივ, სამ ქვეტიპად იყოფა: შენარჩუნებული კუმშვადობით ანუ განდევნის ფრაქციით მიმდინარე, მცირედ დაქვეითებული კუმშვადობით და დაქვეითებული კუმშვადობით, ანუ დაქვეითებული განდევნის ფრაქციით მიმდინარე ქვეტიპებად. ეს დაყოფა უბრალოდ მექანიკური არაა, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ექოკარდიოგრაფიული კონტროლით და, საზოგადოდ, ვიზუალიზაციის მეთოდებით გამოვლენილი განდევნის ფრაქცია. გულის უკმარისობის ქვეტიპებად დაყოფას დიდი კლინიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან თითოეულ ქვეტიპს შესაბამისი სათანადო მკურნალობა შეესაბამება. თავის მხრივ, გულის მწვავე უკმარისობაც რამდენიმე კლინიკურ ერთეულად იყოფა. ესენია: გულის მწვავე დეკომპენსირებული უკმარისობა, ფილტვების მწვავე შეშუპება, მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, კარდიოგენული შოკი. შორს რომ არ წავიდეთ, ამ სპეციფიკურ მდგომარეობებზე აქ დეტალურად აღარ შევჩერდებით, რადგან თითოეული მათგანი ცალკე დიდი თემაა.

– რამდენად ხშირი და სახიფათოა გულის უკმარისობა?

– ამჟამად ევროპაში, გულის უკმარისობა ზრდასრულთა 1-2%-ს აღენიშნება. ასაკის მატებასთან ერთად მისი სიხშირე იზრდება და 70 წელზე ხნიერებს ის 10%-ში მაინც ემუქრებათ. ამგვარად, გულის უკმარისობა ძალზე გავრცელებული და ხშირი დაავადებაა, განსაკუთრებით ასაკოვნებს შორის. ზემოთქმულის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს გულის უკმარისობით განპირობებული ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემზარავი სტატისტიკა: მკურნალობის ყველაზე დახვეწილი და თანამედროვე მეთოდების გამოყენების შემთხვევაშიც კი, დიაგნოზის დასმიდან 1 და 5 წლის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან დიდია.

– ყველაზე ხშირად რა იწვევს გულის უკმარისობის განვითარებას?

– გულის უკმარისობის განვითარების ძირითადი მიზეზები და რისკის უხშირესი ფაქტორებია: კორონარული არტერიების, იგივე გულის იშემიური დაავადება, გადატანილი გულის შეტევა, გულის სარქვლების დაავადება, გულის კუნთის დაზიანება ან ანთება, არტერიული ჰიპერტენზია, ზოგიერთი სახის არითმია, გულის თანდაყოლილი დაავადებები, ძილის ობსტრუქციული აპნოე, რომელსაც ხალხი ძილში სუნთქვის შეჩერებას და ხვრინვას ეძახის, სიმსუქნე, ვირუსული, მათ შორის კოვიდ-19-ით გამოწვეული ანთება, ანტიდიაბეტური, სიმსივნისა და ანთების საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება. რისკის ფაქტორებად შეიძლება განიხილებოდეს: ასაკის მატება ანუ დაბერება, ალკოჰოლიზმი, მწეველობა, ზოგიერთი აკრძალული ნაერთის გამოყენება (მათზე ქცევითი დამოკიდებულება), აგრეთვე ანემია, თირეოიდული (იგივე ფარისებრი ჯირკვლის) დაავადებები, ორსულობა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ გულის ნებისმიერი დაავადება, მოვლენების არასასურველი გზით განვითარების შემთხვევაში, შეიძლება გულის უკმარისობით დასრულდეს, თუმცა, გულის უკმარისობის განვითარება შეიძლება მრავალ არაკარდიულ დაავადებასაც მოჰყვეს.

– რას ეფუძნება გულის უკმარისობის დიაგნოსტიკა?

– გულის უკმარისობის დიაგნოზი პაციენტის ჩივილების, ანამნეზისა და პათოლოგიური ნიშნების გულდასმით შეკრებას ემყარება. ყველაზე ტიპური და მთავარი ჩივილია სუნთქვის (ჰაერის) უკმარისობა, სისუსტე, ადვილად დაღლა, წვივების შეშუპება, სასთუმლის ამაღლების საჭიროება. ქოშინი დაბალ სასთუმალზე ძლიერდება და თავის წამოწევა-წამოჯდომისას იკლებს, რასაც ორთოპნეა ეწოდება. სულხუთვა ძლიერდება აგრეთვე წინ გადახრისას, მაგალითად, ზონრების შეკვრისას, რასაც ბენდოპნეა ეწოდება. ჩამოთვლილი სიმპტომების, აგრეთვე ზოგიერთი საეჭვო სხვა ნიშნის შემჩნევისას, ექიმი დიაგნოზისა და ეტიოლოგიის (გამომწვევი მიზეზის) დასაზუსტებლად ჩაღრმავებულ კვლევებს იწყებს, რაც თანამედროვე ევროპული სახელმძღვანელოს, იგივე გზამკვლევის (გაიდლაინის) მიხედვით, რამდენიმე მარტივ და შედარებით რთულ კვლევას გულისხმობს. ყველა რეკომენდებული კვლევა ხელმისაწვდომია საქართველოშიც. ჩვენთან უკვე, სავსებით ხელმისაწვდომია გულის უკმარისობის ბიოქიმიური მარკერების განსაზღვრაც, თბილისში – ბინის პირობებშიც კი.

ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ, რომ გვიჭირს ულტრათანამედროვე და ძვირადღირებული კვლევის მეთოდების გამოყენება, მაგრამ ისინი ყოველთვის არაა გადამწყვეტი, მაგალითად, თუ 12 განხრიანი ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია) ნორმალურ სურათს უჩვენებს, გულის უკმარისობის არსებობის ალბათობა დაბალია, ხოლო თუ ექოკარდიოსკოპიული სურათიც კარგია, გულის უკმარისობის ალბათობა მინიმალურია.

საყურადღებოა, რომ უბრალო, 6-წუთიანი სიარულის ტესტი, რომელსაც გულის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად და მკურნალობის შედეგების ობიექტივიზაციისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მარტივად შესასრულებელია და ყველგან შეიძლება ჩატარდეს. ასევე უმნიშვნელოვანესია წონის მონიტორინგი. ზედმეტი სითხის დაგროვებას ხომ ყველაზე უწინ სასწორი „ამჩნევს“.

– გულის უკმარისობის სტადიებზე და მათ შესაბამის კლინიკურ მახასიათებლებზე რას გვეტყვით?

– სადღეისოდ ყველაზე მისაღებია, რეკომენდებულია და ყველაზე ხშირად გამოიყენება, ნიუ-იორკის გულის ასოციაციის (NYHA) ფუნქციური კლასიფიკაცია, რომელიც პაციენტის ჩივილებსა და ფიზიკური აქტიურობის შესაძლებლობაზეა დამყარებული, ანუ პაციენტის ფუნქციურ სტატუსს გამოხატავს. NYHA-ს კლასიფიკაცია ოთხ კლასს მოიცავს. რაც მეტია ფუნქციური კლასი, მით უარესია პაციენტის მდგომარეობა და დაავადების პროგნოზი და პირიქით.

ევროპული გზამკვლევის (გაიდლაინის) მიუხედავად, უფროსი თაობის ბევრი კარდიოლოგი, დღესაც სარგებლობს ძველი, საბჭოური კლასიფიკაციით, რომელიც ფუნქციურ მდგომარეობას ვერ ასახავს, თუმცა, რაღაც პლიუსები ალბათ, თავის დროზე, მასაც ჰქონდა.

მკითხველი რთულად გასაგები ტერმინებით რომ არ დავაბნიოთ, გულის ქრონიკული უკმარისობის კლასების დასახასიათებლად წარმოვიდგინოთ პატარა გორაკი, რომელზეც ადამიანი ადის. NYHA-ს პირველი ფუნქციური კლასის მქონე პირი (პრაქტიკულად ჯანმრთელი) გორაკის მწვერვალზეა, მეორე ფუნქციური კლასის მქონე პირი ხვნეშითა და შესვენებებით მიდის აღმართზე მწვერვალისკენ, მესამე ფუნქციური კლასის მქონე ჩამომჯდარია გორაკის პირთან და აღმართზე ვერ ადის, მეოთხე კლასის შემთხვევაში კი პაციენტი წევს წამოწეული სასთუმლით ან სულაც ზის საწოლზე ჩამოშვებული ქვედა კიდურებით.

– რამდენად საშიშია გულის მწვავე უკმარისობა?

– გულის მწვავე უკმარისობა არის სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა. ის გამოირჩევა გულის უკმარისობის დამახასიათებელი სიმპტომთა კომპლექსის სწრაფად დაწყებით და მდგომარეობის თანდათან გაუარესება-დამძიმებით, რაც განაპირობებს პაციენტის დაუგეგმავ, რიგგარეშე მიმართვას ექიმთან და ჰოსპიტალიზაციას. ამ დროს გული ცემს, მაგრამ არ შეუძლია ორგანიზმისათვის ჟანგბადით გამდიდრებული საჭირო რაოდენობის სისხლის მიწოდება.

გულის მწვავე უკმარისობა, სადღეისოდ, განვითარებულ ქვეყნებში, 65 წელზე ხნიერი პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მთავარი მიზეზია.

– რას მოიცავს რეანიმაცია გულის მწვავე უკმარისობის დროს?

– აღნიშნული მდგომარეობა რეანიმაციულ ღონისძიებებს არ საჭიროებს, მაგრამ სწრაფ, ენერგიულ და, რაც მთავარია, სწორ მკურნალობას აუცილებლად მოითხოვს. ეს ყველაფერი გაწერილია გზამკვლევებით და ექიმი ვალდებულია მას მისდიოს. არაა საჭირო სტეროიდული ჰორმონების, წნევის პირდაპირი დამწევების, მაგალითად, ნიფედიპინის, კლოფელინის მიცემა, პულსის აჩქარებისას ბეტა ბლოკერების, ან ვერაპამილის გამოყენება, საწოლში იძულებით წოლის მოთხოვნა და მისთანანი.

– როგორ იმართება გულის უკმარისობა?

– ბოლო რამდენიმე ათეული წელია, მედიცინა გამოცდილებასა და ავტორიტეტზე დამყარებული მეცნიერებიდან, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დამყარებულ მეცნიერებად იქცა. ანუ, დაავადებათა მართვა, სადღეისოდ გზამკვლევების (გაიდლაინების) და სახელმძღვანელო დოკუმენტების მიხედვით მიმდინარეობს. ეს დოკუმენტები პერიოდულად იხვეწება მნიშვნელოვანი, ახალ-ახალი კვლევების საფუძველზე.

ევროპის კარდიოლოგიურმა ასოციაციამ გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობის ბოლო „გაიდლაინი“ 2021 წელს გამოაქვეყნა, მაგრამ ბოლო 2 წელიწადში იმდენი უმნიშვნელოვანესი სიახლე დაგროვდა, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, ევროპულმა კარდიოლოგიურმა ასოციაციამ 2021 წლის გზამკვლევების განახლება-დამატება გამოაქვეყნა. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის 30 წლის წინანდელი არსენალი დღევანდელს რომ შევადაროთ, მხოლოდ შარდმდენებიღაა შემორჩენილი. ამდენად სავალდებულოა „გაიდლაინს“ მიდევნებული თერაპია, ანუ აუცილებელია, ექიმი იყოს თანამედროვე.

– რა უნდა გაითვალისწინონ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებმა, რა რჩევებს მისცემთ მათ?

– გულის უკმარისობის მართვისას ძალზე მნიშვნელოვანია სუფრის მარილისა და სოდის შემცველი პროდუქტების შეზღუდვა, სითხის შემაკავებელი პრეპარატებისგან თავშეკავება, თუ მათი მიღება სასიცოცხლოდ აუცილებელი არაა. პირველ რიგში, იგულისხმება, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები, კოქსიბები, გლუკოკორტიკოიდული ჰორმონები და შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, რომელთაც გულის უკმარისობაზე არასასურველი გავლენა აქვთ. თუ ასეთი მედიკამენტები დანიშნულია, საჭიროა, მათი შეცვლა „მეგობრული და სასარგებლო“ სხვა წამლებით, რაც დღეს სავსებით მისაღწევია.

საერთოდ საჭიროა თვითმკურნალობისგან თავის შეკავება, არტერიული წნევის, გულისცემის სიხშირის (მოციმციმე არითმიის დროს პულსი და გულის ცემის სიხშირე განსხვავდება ერთმანეთისგან) კონტროლი, აგრეთვე წონის კონტროლი, ექიმთან ხშირი ურთიერთობა, თანამედროვე გზამკვლევებით მოწოდებული და მხარდაჭერილი მკურნალობისა თუ კონტროლის სქემების დაცვა, რადგან, აშკარად დადასტურებულია, რომ სწორედ ასეთი მიდგომა და მკურნალობა სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილის, ინვალიდიზაციისა და ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!