/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

რატომ ფასობს ბრინჯი

რატომ ფასობს ბრინჯი
ბრინჯით მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იკვებება. ამ კულტურის სამშობლოდ აზიაა (თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის ჩრდილოეთი რეგიონები) მიჩნეული.

აზიაში თურმე ადამიანი წელიწადში საშუალოდ 150 კგ ბრინჯს მიირთმევს. აღმოსავლეთის სამზარეულოში ბრინჯს არც მარილს და არც სურნელოვან სანელებლებს არ უმატებენ, რათა სრულად შეინარჩუნონ და შეიგრძნონ მისი ბუნებრივი არომატი.

აღმოსავლეთის ზოგიერთ კულტურაში ბრინჯი სასიცოცხლო ძალისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება გავრცელებული წეს-ჩვეულება - ახალდაქორწინებულთათვის ბრინჯის მარცვლების შეყრა.

ევროპაში ბრინჯი გაცილებით გვიან გავრცელდა. აქ ის თავდაპირველად ძვირფას ეგზოტიკურ მცენარედ მიიჩნეოდა. მისი მარცვლებისგან მხოლოდ სამეფო და სადღესასწაულო სუფრისთვის განკუთვნილი განსაკუთრებული ტკბილეული მზადდებოდა. ასე თანდათანობით დაიმკვიდრა ბრინჯმა ევროპაშიც ერთ-ერთი ძირითადი საკვების პოზიცია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში, აზიისგან განსხვავებით, სხვა ინგრედიენტებთან მისი შერევა თავიდანვე დაიწყეს.

  • ბრინჯის თვისებები

ბრინჯის დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია მაღალი კვებითი ღირებულება და კერძებში სხვა ინგრედიენტებთან (ხორცეული, თევზეული, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები) საუკეთესო თავსებადობა.

ბრინჯი ძალზე სასარგებლოა ადამიანისთვის. ის არა მხოლოდ ავსებს ენერგოდანახარჯს, არამედ ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვან წყაროსაც წარმოადგენს. ამასთან, მცირე რაოდენობით შეიცავს ცხიმს. რაც უფრო მეტად არის ბრინჯი დამუშავებული, მით უფრო ნაკლებია მასში ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა. ამ თვალსაზრისით ბრინჯი მარცვლოვანთა შორის გამონაკლისი არ არის.

სამედიცინო პრაქტიკაში ბრინჯს ოდითგანვე იყენებენ მონელების პროცესთა მოსაწესრიგებლად. ის საუკეთესო საშუალებაა დიარეის (ფაღარათის) გაურთულებელ შემთხვევებში. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბრინჯის ქატო ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.

შეკითხვა ექიმს
<p>-რამდენას ჯანსაღია ნორვეგიული შებოლილი ორაგული ავოკადოსთან ერთად? და შეიძლება თუ არა ყოველდღიურად მიღება</p>

ბრინჯში არსებული სახამებლის მონელება და ათვისება ნელა მიმდინარეობს, რითაც, ფაქტობრივად, სისხლში გლუკოზის მუდმივად გადასვლის უზრუნველყოფა ხდება და დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონე რეგულირდება. ამით ბრინჯში შემავალი სახამებელი დიეტური უჯრედისის როლს ასრულებს.

ბრინჯი არ შეიცავს გლუტენს, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორბლის აუტანლობა აქვს (ცელიაკიით, ნაწლავური ინფანტილიზმით არის დაავადებული). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისთვის, რადგან მათ სათანადოდ ჯერ კიდევ არ აქვთ ფორმირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტების აქტივობა და გლუტენის შემცველმა ფაფამ მათ ორგანიზმში შესაძლოა ცელიაკიას გაუწიოს პროვოცირება.

დიეტოლოგთა დიდი ნაწილი რეკომენდაციას უწევს ბრინჯით განტვირთვის დღეებს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ტანადობის პრობლემა აწუხებს. ბრინჯი მცირე რაოდენობით შეიცავს ნატრიუმს, რომელიც ორგანიზმში წყლის შეკავებას უზრუნველყოფს, სამაგიეროდ მდიდარია კალიუმით, რომელიც ხელს უწყობს ნატრიუმის გამოდევნას.

ბრინჯის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი 8 ამინმჟავა. თუ კვირაში ერთხელ მაინც მოიწყობთ “ბრინჯის დღეს” (შეგიძლიათ დაამატოთ ნეიტრალური ან ტუტე მინერალური წყალი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ცხიმი!), დაკარგავთ სხეულის მასის 1 კგ-ს - სითხესა და ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რატომ ფასობს ბრინჯი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები