/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

ცელიაკია

ცელიაკია
ცელიაკია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებაა, რომელიც აღმოცენდება მცენარეულ პროდუქტებში არსებული ცილა გლუტეინის მიღებისას.

ამ ცილას შეიცავს პური, მაკარონი, ნამცხვარი, პიცის ქერქი და მრავალი სხვა პროდუქტი, რომელთა მოსამზადებლადაც გამოიყენება ხორბალი, ჭვავი ან ქერი. ცილა გლუტეინის შემცველი საკვების მიღებისას წვრილ ნაწლავში ვითარდება იმუნური რეაქცია, რომელიც იწვევს წვრილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის დაზიანებას და განსაზღვრული საკვები ნივთიერებების შეწოვას არღვევს. დაავადების სინონიმებია ცელიაკია სპრუ, არატროპიკული სპრუ და გლუტეინმგრძნობიარე ენტეროპათია.

ცელიაკია შეიძლება მუცლის ტკივილისა და ფაღარათის მიზეზად იქცეს. საკვები ნივთიერებების დაქვეითებული შეწოვა ანუ მალაბსორბცია იწვევს ვიტამინების დეფიციტს, რაც აისახება თავის ტვინის, პერიფერიული ნერვული სისტემის, ძვლების, ღვიძლისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ორგანოების ფუნქციობაზე. სამწუხაროდ, არ არსებობს დაავადების სამკურნალო პრეპარატი, თუმცა დიეტის მეშვეობით შესაძლებელია დაავადების ეფექტური მართვა.

როგორ ვლინდება ცელიაკია

ცელიაკიის ტიპური სიმპტომები არ არსებობს. პაციენტთა უდიდეს ნაწილს აქვს ზოგადი გამოვლინებები:

  • ფაღარათი;
  • მუცლის ტკივილი;
  • მუცლის შებერვა, აირების ჭარბი დაგროვება და გამოყოფა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

არის შემთხვევები, როცა ცელიაკიით დაავადებულებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების სიმპტომები საერთოდ არ აქვთ გამოხატული, ზოგჯერ კი დაავადების გამოვლინება მოგვაგონებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, კუჭის წყლულს, კრონის დაავადებას, პარაზიტულ ინვაზიას ან ანემიას. შესაძლოა, დაავადებამ ისეთი ატიპური ნიშნებითაც იჩინოს თავი, როგორებიცაა:

  • გაღიზიანებადობა ან დეპრესია;
  • ანემია;
  • სახსრების ტკივილი;
  • კუნთების მტკივნეული შეკუმშვა - კრამპი;
  • კანის გამონაყარი;
  • პირის ღრუს დაზიანება;
  • კბილების დაზიანება და ძვლების პრობლემები (ოსტეოპოროზი);
  • ქვედა კიდურების პარესთეზია, რაც ნეიროპათიის გამოვლინებაა.

ნივთიერებების შეწოვის დარღვევა იწვევს:

  • წონის კარგვას;
  • ფაღარათს;
  • მუცლის ტკივილს, აირების დაგროვებას;
  • ზოგად სისუსტეს;
  • ფაღარათის დროს მყრალსუნიანი ცხიმის შემცველი განავლის გამოყოფას;
  • ბავშვთა ზრდის შეჩერებას;
  • ოსტეოპოროზს.

რატომ ვითარდება ცელიაკია

ცელიაკიის მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული. ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმში ვითარდება ცვლილება, რაც იწვევს იმუნური სისტემის ჰიპერრეაქტიულობას საკვებით მიღებული გლუტეინის მიმართ.

წვრილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირი ამოფენილია თმის მსგავსი თხელი შრით. ამ წარმონაქმნებს ხაოები ეწოდება. ხაოები, რომლებიც მიკროსკოპით დათვალიერებისას ნაწლავის შიგნითა ზედაპირს ხალიჩისმაგვარ შესახედაობას აძლევს, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ვიტამინების, მინერალების და საკვებით მიღებული სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების შეწოვაში. ცელიაკიის დროს ხდება ამ ხაოების დაზიანება. ნაწლავის შიგნითა ზედაპირი კარგავს ხალიჩისებრ შესახედაობას და პრიალა იატაკს ემსგავსება, ორგანიზმი კი კარგავს ჯანმრთელობისა და ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი ნივთიერებების შეწოვის უნარს. შედეგად ცხიმი, ცილა, ვიტამინები და მინერალები გამოიყოფა განავალთან ერთად.

მართალია, ცელიაკიის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ექიმებმა დაადგინეს, რომ დაავადება ხშირია ოჯახის წევრებს შორის. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს აქვს ცელიაკია, მის გენეტიკურად მონათესავე ოჯახის წევრს მომატებული ექნება დაავადების განვითარების რისკი. მკვლევრებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი გენეტიკური მუტაცია ზრდის ცელიაკიის ალბათობას, თუმცა მათი არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ პიროვნებას დაავადება ექნება; ეს მოწმობს მხოლოდ სხვა, ჯერ კიდევ დაუდგენელი ფაქტორების მნიშვნელობას ცელიაკიის აღმოცენებაში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა
საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჩნდება საჭმლის მომნელებელი სისტემის და მისი ორგანოების დარღვევების დროს.
სრულად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად
კარგად დაბალანსებული დიეტა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჯანსაღი და რეგულარული საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებაში.
სრულად
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს მსხვილ ნაწლავზე.
სრულად
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს  ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს
ამ პათოგენის აღმოჩენისთვის მეცნიერებს ნობელის პრემია მიენიჭა. დღეს ეს ბაქტერია კუჭის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.
სრულად
გულძმარვა და პირში  მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე
გულძმარვა და პირში მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე
მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სრულად
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები
მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტირება სპეციალური კვლევების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ დაავადების გვიან ეტაპებზე,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცელიაკია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცელიაკია

ამ ცილას შეიცავს პური, მაკარონი, ნამცხვარი, პიცის ქერქი და მრავალი სხვა პროდუქტი, რომელთა მოსამზადებლადაც გამოიყენება ხორბალი, ჭვავი ან ქერი. ცილა გლუტეინის შემცველი საკვების მიღებისას წვრილ ნაწლავში ვითარდება იმუნური რეაქცია, რომელიც იწვევს წვრილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის დაზიანებას და განსაზღვრული საკვები ნივთიერებების შეწოვას არღვევს. დაავადების სინონიმებია ცელიაკია სპრუ, არატროპიკული სპრუ და გლუტეინმგრძნობიარე ენტეროპათია.

ცელიაკია შეიძლება მუცლის ტკივილისა და ფაღარათის მიზეზად იქცეს. საკვები ნივთიერებების დაქვეითებული შეწოვა ანუ მალაბსორბცია იწვევს ვიტამინების დეფიციტს, რაც აისახება თავის ტვინის, პერიფერიული ნერვული სისტემის, ძვლების, ღვიძლისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ორგანოების ფუნქციობაზე. სამწუხაროდ, არ არსებობს დაავადების სამკურნალო პრეპარატი, თუმცა დიეტის მეშვეობით შესაძლებელია დაავადების ეფექტური მართვა.

როგორ ვლინდება ცელიაკია

ცელიაკიის ტიპური სიმპტომები არ არსებობს. პაციენტთა უდიდეს ნაწილს აქვს ზოგადი გამოვლინებები:

  • ფაღარათი;
  • მუცლის ტკივილი;
  • მუცლის შებერვა, აირების ჭარბი დაგროვება და გამოყოფა.

არის შემთხვევები, როცა ცელიაკიით დაავადებულებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანების სიმპტომები საერთოდ არ აქვთ გამოხატული, ზოგჯერ კი დაავადების გამოვლინება მოგვაგონებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, კუჭის წყლულს, კრონის დაავადებას, პარაზიტულ ინვაზიას ან ანემიას. შესაძლოა, დაავადებამ ისეთი ატიპური ნიშნებითაც იჩინოს თავი, როგორებიცაა:

  • გაღიზიანებადობა ან დეპრესია;
  • ანემია;
  • სახსრების ტკივილი;
  • კუნთების მტკივნეული შეკუმშვა - კრამპი;
  • კანის გამონაყარი;
  • პირის ღრუს დაზიანება;
  • კბილების დაზიანება და ძვლების პრობლემები (ოსტეოპოროზი);
  • ქვედა კიდურების პარესთეზია, რაც ნეიროპათიის გამოვლინებაა.

ნივთიერებების შეწოვის დარღვევა იწვევს:

  • წონის კარგვას;
  • ფაღარათს;
  • მუცლის ტკივილს, აირების დაგროვებას;
  • ზოგად სისუსტეს;
  • ფაღარათის დროს მყრალსუნიანი ცხიმის შემცველი განავლის გამოყოფას;
  • ბავშვთა ზრდის შეჩერებას;
  • ოსტეოპოროზს.

რატომ ვითარდება ცელიაკია

ცელიაკიის მიზეზი ბოლომდე არ არის გარკვეული. ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმში ვითარდება ცვლილება, რაც იწვევს იმუნური სისტემის ჰიპერრეაქტიულობას საკვებით მიღებული გლუტეინის მიმართ.

წვრილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირი ამოფენილია თმის მსგავსი თხელი შრით. ამ წარმონაქმნებს ხაოები ეწოდება. ხაოები, რომლებიც მიკროსკოპით დათვალიერებისას ნაწლავის შიგნითა ზედაპირს ხალიჩისმაგვარ შესახედაობას აძლევს, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ვიტამინების, მინერალების და საკვებით მიღებული სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების შეწოვაში. ცელიაკიის დროს ხდება ამ ხაოების დაზიანება. ნაწლავის შიგნითა ზედაპირი კარგავს ხალიჩისებრ შესახედაობას და პრიალა იატაკს ემსგავსება, ორგანიზმი კი კარგავს ჯანმრთელობისა და ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი ნივთიერებების შეწოვის უნარს. შედეგად ცხიმი, ცილა, ვიტამინები და მინერალები გამოიყოფა განავალთან ერთად.

მართალია, ცელიაკიის ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ექიმებმა დაადგინეს, რომ დაავადება ხშირია ოჯახის წევრებს შორის. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს აქვს ცელიაკია, მის გენეტიკურად მონათესავე ოჯახის წევრს მომატებული ექნება დაავადების განვითარების რისკი. მკვლევრებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი გენეტიკური მუტაცია ზრდის ცელიაკიის ალბათობას, თუმცა მათი არსებობა სულაც არ ნიშნავს, რომ პიროვნებას დაავადება ექნება; ეს მოწმობს მხოლოდ სხვა, ჯერ კიდევ დაუდგენელი ფაქტორების მნიშვნელობას ცელიაკიის აღმოცენებაში.


ცელიაკიის რისკ-ფაქტორები

მართალია, ცელიაკია ნებისმიერს შეიძლება დაემუქროს, მაგრამ მისი ალბათობა მეტია, როცა ადამიანს აქვს:

  • შაქრანი დიაბეტი ტიპი I;
  • ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება;
  • დაუნის სინდრომი;
  • კოლაგენური ან ლიმფოციტური კოლიტი.

რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ცელიაკიას?

იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს არ უტარდება მკურნალობა, ცელიაკიას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გართულებები:

  • მალნუტრიცია - კვების დარღვევა. არანამკურნალებ შემთხვევებში ცელიაკია იწვევს მალაბსორბციას ანუ შეწოვის დარღვევას, რაც საბოლოოდ მალნუტრიციას იწვევს. ვინაიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები იკარგება განავალთან ერთად და აღარ შეიწოვება ორგანიზმში, მალაბსორბცია იწვევს მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტს, იკარგება D ვიტამინი, ფოლატები, რკინა, რაც ანემიისა და წონის დაკარგვის მიზეზად იქცევა. მალნუტრიცია ბავშვებში ზრდა-განვითარების შეფერხებას იწვევს.
  • კალციუმის კარგვა და ძვლის სიმკვრივის დაქვეითება - განავლით შეიძლება დაიკარგოს დიდი რაოდენობის კალციუმი და დ ვიტამინი. ეს შესაძლოა გახდეს ოსტეომალაციის - ძვლის დარბილების და ოსტეოპოროზის - ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითების მიზეზი. ოსტეოპოროზი მნიშვნელოვნად ზრდის მოტეხილობების რისკს.
  • ლაქტოზის აუტანლობა - გლუტეინის ზემოქმედებით წვრილი ნაწლავის დაზიანების გამო მუცლის ტკივილი და დიარეა შეიძლება გამოიწვიოს იმ საკვებმაც, რომელიც სულაც არ შეიცავს გლუტეინს.

ცელიაკიით დაავადებული ზოგიერთი ადამიანი ვერ იტანს რძის შაქარს - ლაქტოზას. ამ მდგომარეობას ლაქტოზის აუტანლობა ეწოდება. ამ შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეზღუდოს არა მარტო გლუტეინის, არამედ ლაქტოზის შემცველი საკვები და სასმელიც. ცელიაკიის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებისას ადამიანმა შეიძლება კვლავ მიიღოს რძის პროდუქტები, თუმცა ზოგიერთ პაციენტს ცელიაკიისას ლაქტოზის აუტანლობა მუდმივად რჩება.

  • ავთვისებიანი სიმსივნე - მას, ვინც ცელიაკიის დროს უარს არ ამბობს გლუტეინის მიღებაზე, აქვს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი. შესაძლოა, აღმოცენდეს ნაწლავის ლიმფომა ან კიბო.
  • ნევროლოგიური გართულებები - ცელიაკიისას მოსალოდნელია ნერვული სისტემის დაზიანება - გულყრა, ნერვის დაზიანება - პერიფერიული ნეიროპათია.

დაავადების დიაგნოსტიკა

ცელიაკიის სადიაგნოზო ტესტთაგან უნდა აღინიშნოს:

  • სისხლის გამოკვლევა - შესაძლოა გამოვლინდეს გარკვეული ანტისხეულების უფრო მაღალი შემცველობა, ვიდრე ჯანმრთელ პირებში. ეს არის ენდომიზიუმის საწინააღმდეგო და ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ანტისხეული არის სპეციალური ცილა, რომელიც ჩვენი იმუნური სისტემის ნაწილია და ორგანიზმს გენეტიკურად უცხო ნაწილაკების მოცილებაში ეხმარება. ცელიაკიით დაავადებულთა ორგანიზმში იმუნური სისტემა ცილა გლუტეინს უცხოდ აღიქვამს და მის საწინააღმდეგოდ დიდი რაოდენობით ანტიგენს წარმოქმნის.
  • წვრილი ნაწლავის გამოკვლევა - დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლოა საჭირო გახდეს წვრილი ნაწლავის მცირე ნაწილის მიკროსკოპიული გამოკვლევა. ეს მცირე ნაწილი მიიღება სპეციალური ხელსაწყოთი - ენდოსკოპით ნაწლავის დათვალიერებისას

ცელიაკიის მკურნალობა

როგორც აღვნიშნეთ, ცელიაკია არ ინკურნება, თუმცა შესაძლებელია დაავადების ეფექტური კონტროლი დიეტის მეშვეობით. პაციენტმა ისე უნდა შეცვალოს კვების რაციონი, რომ თავიდან აიცილოს გლუტეინის მიღება. ამ მიზნით აუცილებელია, რაციონიდან გამოირიცხოს:

  • ქერი;
  • ჭვავი;
  • ხორბალი;
  • შვრია;
  • ნებისმიერი კერძი, რომელიც თუნდაც მცირე რაოდენობით შეიცავს ამ საკვებ პროდუქტებს.

რაციონიდან გლუტეინის გამორიცხვის შემდეგ ნაწლავის ანთებითი ცვლილებები რამდენიმე კვირის განმავლობაში მცირდება, თუმცა ზოგიერთი უკეთესობას სულ რამდენიმე დღეში გრძნობს. სრულ გაჯანსაღებასა და ხაოების აღდგენას შესაძლოა რამდენიმე თვიდან ორ-სამ წლამდე დასჭირდეს. ნაწლავის სურათი ბავშვებს უფრო სწრაფად აღუდგებათ, ვიდრე ზრდასრულებს. გლუტეინის შემცველი საკვების შემთხვევითი მიღებისას შესაძლოა ისევ განვითარდეს მუცლის ტკივილი და ფაღარათი, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგიერთს გლუტეინის მიღების შემდეგ არავითარი დისკომფორტი არ აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა საყურადღებო არ არის - გლუტეინის უმნიშვნელო რაოდენობაც კი ნაწლავის გარდაუვალ დაზიანებას იწვევს.


ვიტამინები და საკვები დანამატები

მძიმე კვებითი დეფიციტის დროს აუცილებელია ექიმის დანიშნულებით გარკვეული ვიტამინებისა და მინერალების მიღება. ამ მიზნით ინიშნება კალციუმი, ფოლატები, რკინა, B12, D და K ვიტამინები. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ამ ნივთიერებათა ნაწილის მიღება ინექციების მეშვეობით.

მედიკამენტები

წვრილი ნაწლავის მძიმე ანთებისას ექიმმა შესაძლოა დანიშნოს სტეროიდები ანთების კონტროლის მიზნით. სტეროიდების ზემოქმედებით მნიშვნელოვნად მცირდება დაავადების სიმპტომები ჯერ კიდევ მანამდე, სანამ თავის ეფექტს გამოავლენდეს საკვებიდან გლუტეინის გამორიცხვა.

აკრძალულია!!!

ცელიაკიით დაავადებულმა ყველა პაციენტმა უნდა გააცნობიეროს, რომ აკრძალულია გლუტეინის შემცველი პროდუქტების მიღება. გთავაზობთ მათ სიას:

  • ხორბლის პური;
  • ჭვავის პური;
  • მანანის ფაფა;
  • შვრიის, ხორბლის და ქერის პროდუქტები;
  • გაითვალისწინეთ, რომ ამ პროდუქტებს შეიცავს ჰერკულესი, პერლოვკა;
  • მზა ფარში (არ არის გამორიცხული, ის შეიცავდეს სახამებელს) და ხორცის ნახევარფაბრიკატები;
  • ძეხვი, სოსისი, ლორი;
  • ხორცის კონსერვები;
  • თევზის კონსერვები;
  • იოგურტი, ყველეული, მაიონეზი (არ არის გამორიცხული, შეიცავდეს სახამებელს);
  • მზა ყავა და ყავის შემცველი სასმელები;
  • ლუდი;
  • ნაჩურთიანი კარამელი, შოკოლადი, ჩუპა-ჩუპსი;
  • ხილფაფა;
  • ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი, რომლის შემადგენლობაშიცაა ვაფლი;
  • ნაყინი (არ არის გამორიცხული, ის შეიცავდეს სახამებელს);
  • კეტჩუპი, ტომატ-პასტა.

შეიძლება მივირთვათ?

  • სიმინდის ფქვილისგან მომზადებული პროდუქტები - მჭადი, ფაფა, ღომი;
  • სიმინდისა და კარტოფილის სახამებელი;
  • ბატიბუტი;
  • ბრინჯი და ბრინჯის კერძები - ფაფა, ფლავი;
  • წიწიბურა;
  • ახალი ან გაყინული ხორცის კერძები;
  • კარაქი, მზესუმზირას, სიმინდის, სოიის, ზეითუნის ზეთი;
  • ახალი ან გაყინული თევზი;
  • ნატურალური რძე და რძის პროდუქტები (თუ არ გაქვთ ლაქტოზას აუტანლობა);
  • ხილი, ბოსტნეული (მდგომარეობის სტაბილიზაციამდე არ არის სასურველი ძნელად მოსანელებელი ბოსტნეული, რომელიც აძლიერებს მეტეორიზმს - ლობიო, კომბოსტო);
  • მხოლოდ შაქრით შინ მომზადებული მურაბები და ხილფაფები;
  • შინ მომზადებული წვენი, ნატურალური ჩაი, ყავა, კომპოტი.