-
შეკრულობის მიზეზები
ნაწლავის დაცლასთან დაკავშირებული გართულებების უმნიშვნელოვანესი მიზეზი არასწორი კვებაცაა. ჩვენი ყოველდღიური მენიუ უმეტესად ცხიმიანი, ტკბილი, შებოლილი და ცხარე პროდუქტებისგან შედგება. თანამედროვე ადამიანისა და ჩვენი წინაპრების საკვები რაციონის შედარებისას ნათლად დავინახავთ, ძველ დროს როგორ ახერხებდნენ ჯანსაღი კვების ორგანიზებას. პურს აცხობდნენ გაუწმენდავი ფქვილისგან, ამიტომ მასში ყველა სასარგებლო კომპონენტი ნარჩუნდებოდა. ხორცს მხოლოდ დღესასწაულებზე ჭამდნენ და ძირითადად მოხარშულს, ბოსტნეული და ხილი ხომ გამოულეველი იყო. სასმელად საფუვრის, ხილისა თუ ბოსტნეულის ბურახს არჩევდნენ. ასეთი კვების წყალობით ჩვენი წინაპრების ნაწლავები შესაშურად მუშაობდა.
-
როგორ ვიკვებოთ ხშირი შეკრულობის დროს?
თუ ყაბზობის პრობლემა გაქვთ, მაშინ კვების რაციონიდან გამორიცხეთ ან მაქსიმალურად შეამცირეთ ბრინჯისა და მანის ფაფები, კარტოფილი, მაკარონი, მჟაუნა, რძე, ყავა, მაგარი ჩაი, შოკოლადი, მარილიანი, მჟავე და ცხარე პროდუქტები. სულ უნდა იქონიოთ შავი ქლიავი და მისი ჩირი, გარგარის ჩირი (ე.წ. კურაგა), ლეღვი და მისი ჩირი.
საღამოს გარეცხეთ ჩირი და დაასხით მდუღარე წყალი, როცა გაფუვდება, ჭამეთ 5-6 ცალი, დღეში 3-4-ჯერ. ჩირში შემავალი უჯრედისი და პექტინი ნაწლავებში არსებული სასარგებლო ბაქტერიებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, ლპობის პროცესებს კი თრგუნავს, ამ გზით ნაწლავების მუშაობა ნორმალიზდება.
-
კუჭის ამშლელი საშუალებები
შეკრულობის მქონეთათვის აფთიაქებში სუსტი საფაღარათო საშუალებები იყიდება, ისინი არ იწვევენ შეჩვევას და ეხმარებიან ნაწლავების დაცლას. თუ ასეთი მედიკამენტები არ გშველით, უფრო ძლიერი საშუალება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ მას შემდეგ, რაც ის გამოიკვლევს თქვენი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას და დაადგენს შეკრულობის მიზეზს.
ნატურალური საშუალებებიდან რეკომენდებულია შვრიის ნახარში, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას. შემთხვევით არ არის ინგლისელების კლასიკური საუზმე წყალზე დამზადებული შვრიის ფაფა.
ყაბზობის დროს ასეთი ხალხური მეთოდიც არსებობს: დილით, უზმოზე დალიეთ მხოლოდ ერთი ჭიქა ცივი წყალი ან დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/gastroenterologia/17508-rogor-vikvebot-xshiri-shekrulobis-dros-qvelaperi-rac-unda-icodet-tu-qabzoba-gacuxebt.html