როგორ ვიკვებოთ ხშირი შეკრულობის დროს - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ ყაბზობა გაწუხებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვიკვებოთ ხშირი შეკრულობის დროს - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ ყაბზობა გაწუხებთ

ადამიანები ნაწლავების პრობლემებზე დაუფარავად საუბარს მეტწილად ერიდებიან. მაგრამ, დუმილის მიუხედავად, ფაქტია, რომ კაცობრიობის თითქმის ნახევარს აწუხებს შეკრულობა (ყაბზობა), მათგან უმეტესობა ქალია.

საინტერესოა, რომ ჩვენს წინაპრებს შეკრულობა თითქმის არ აწუხებდათ. რა არის ამის მიზეზი?

შეკრულობის მიზეზები

ტყუილად როდი ამბობენ, ყველა დაავადებას ნერვები განაპირობებსო. შეკრულობაც დიდწილად ემოციებით, შიშებითა და ნევროზებით შეპყრობილთა პრობლემაა.

ნაწლავის დაცლასთან დაკავშირებული გართულებების უმნიშვნელოვანესი მიზეზი არასწორი კვებაცაა. ჩვენი ყოველდღიური მენიუ უმეტესად ცხიმიანი, ტკბილი, შებოლილი და ცხარე პროდუქტებისგან შედგება. თანამედროვე ადამიანისა და ჩვენი წინაპრების საკვები რაციონის შედარებისას ნათლად დავინახავთ, ძველ დროს როგორ ახერხებდნენ ჯანსაღი კვების ორგანიზებას. პურს აცხობდნენ გაუწმენდავი ფქვილისგან, ამიტომ მასში ყველა სასარგებლო კომპონენტი ნარჩუნდებოდა. ხორცს მხოლოდ დღესასწაულებზე ჭამდნენ და ძირითადად მოხარშულს, ბოსტნეული და ხილი ხომ გამოულეველი იყო. სასმელად საფუვრის, ხილისა თუ ბოსტნეულის ბურახს არჩევდნენ. ასეთი კვების წყალობით ჩვენი წინაპრების ნაწლავები შესაშურად მუშაობდა.

როგორ ვიკვებოთ ხშირი შეკრულობის დროს?

თუ ყაბზობის პრობლემა გაქვთ, მაშინ კვების რაციონიდან გამორიცხეთ ან მაქსიმალურად შეამცირეთ ბრინჯისა და მანის ფაფები, კარტოფილი, მაკარონი, მჟაუნა, რძე, ყავა, მაგარი ჩაი, შოკოლადი, მარილიანი, მჟავე და ცხარე პროდუქტები. სულ უნდა იქონიოთ შავი ქლიავი და მისი ჩირი, გარგარის ჩირი (ე.წ. კურაგა), ლეღვი და მისი ჩირი.

საღამოს გარეცხეთ ჩირი და დაასხით მდუღარე წყალი, როცა გაფუვდება, ჭამეთ 5-6 ცალი, დღეში 3-4-ჯერ. ჩირში შემავალი უჯრედისი და პექტინი ნაწლავებში არსებული სასარგებლო ბაქტერიებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, ლპობის პროცესებს კი თრგუნავს, ამ გზით ნაწლავების მუშაობა ნორმალიზდება.

კუჭის ამშლელი საშუალებები

შეკრულობის მქონეთათვის აფთიაქებში სუსტი საფაღარათო საშუალებები იყიდება, ისინი არ იწვევენ შეჩვევას და ეხმარებიან ნაწლავების დაცლას. თუ ასეთი მედიკამენტები არ გშველით, უფრო ძლიერი საშუალება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ მას შემდეგ, რაც ის გამოიკვლევს თქვენი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას და დაადგენს შეკრულობის მიზეზს.

ნატურალური საშუალებებიდან რეკომენდებულია შვრიის ნახარში, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას. შემთხვევით არ არის ინგლისელების კლასიკური საუზმე წყალზე დამზადებული შვრიის ფაფა.

ყაბზობის დროს ასეთი ხალხური მეთოდიც არსებობს: დილით, უზმოზე დალიეთ მხოლოდ ერთი ჭიქა ცივი წყალი ან დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

ყურადღება!

შეკრულობის დროს აუცილებელია:

სულ ცოტა 1, 5 ლიტრამდე სითხის მიღება, სითხის უდიდესი ნაწილი უნდა იყოს წყალი;

რეგულარული ვარჯიში ან ფეხით სიარული დღეში 30 წუთის განმავლობაში, კვირაში, სულ მცირე, 5 დღე;

ბოჭკოთი მდიდარი საკვები - ბოსტნეული: ჭარხლის, ისპანახის ფოთლებისაგან მომზადებული საკვები, პარკოსნები, ლობიო, ბარდა, სტაფილო, მწვანილი;

ჭვავის პური, კაკალი, თხილი, შვრია, ქერი, ხილი - ვაშლი, შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარი, ატამი, ციტრუსები.

გაითვალისწინეთ, რომ კანგაცლილ ხილში ბოჭკოს შემცველობა ნაკლებია;

საკვებისათვის ხორბლის ქატოს დამატება.

შეკრულობის დროს სასარგებლო პროდუქტები

თუ შეკრულობა გაწუხებთ და ჯანსაღ კვებაზე გადასვლას გადაწყვეტთ, მაშინ კვების რაციონში ჩართეთ ნაწლავების მუშაობის მასტიმულირებელი პროდუქტები.

ასეთებია:

ჭვავის ან ქატოს პური;

უმი ხილი (განსაკუთრებით - ვაშლი, შავი ქლიავი, გარგარი, მაყვალი და სხვა) და ბოსტნეული (განსაკუთრებით - ზღვის კომბოსტო, ბარდა, ლობიო, ოსპი, ჭარხალი და სხვა), მწვანილი, ჩირი (შავი ქლიავის, გარგრის, ლეღვის);

ბურღულეული: წიწიბურა, ქერი, შვრია;კარგად მოხარშული საქონლის ხორცი;

თევზი და ზღვის პროდუქტები;

მჟავე კომბოსტოს წვენი;

ნაკლებცხიმიანი მაწონი;

კარაქის ნაცვლად გამოიყენეთ მცენარეული ზეთი.

თუ ხალხური საშუალებები და კვების მოწესრიგება შეკრულობის პრობლემას არ მოგიხსნით, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სხვაგვარად დროთა განმავლობაში შეიძლება განვითარდეს ბუასილი ან ანუსზე გაჩნდეს ნახეთქები, ყველაზე საშიში კი ნაწლავების ონკოლოგიური დაავადებების აღმოცენებაა.