/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ჩირი

ჩირი
ვიტამინები, რომლებსაც ხილი და ბოსტნეული შეიცავს, ჭირვეულები არიან.

ახალმოკრეფილ ნაყოფში ისინი მრავლადაა, მაგრამ სანამ ხილი დახლებამდე, იქიდან - მაცივრის თაროებამდე, თაროებიდან კი ჩვენს სუფრამდე მიაღწევს, მისი კვებითი ღირებულება რამდენჯერმე მცირდება. საბედნიეროდ, არსებობს ხერხი, რომლითაც ვიტამინებს შევინარჩუნებთ, პროდუქტს სასარგებლო თვისებებს არ დავუკარგავთ, უფრო მეტიც - შევმატებთ კიდეც. ეს არის ხილის გახმობა. ამ ხერხის წყალობით ხილი ვიტამინების კონცენტრატად გადაიქცევა!

რომელია ნამდვილი?

თავდაპირველად იმაზე შევთანხმდეთ, რა არის ნამდვილი ხმელი ხილი. ხმელი ხილის ამაყ სახელს შეიძლება ატარებდეს დაშაქრული ხილისა და კენკრის ჩვეულებრივი ცუკატიც, ჩირის წარმოებაში კი შაქარი არ მონაწილეობს. მისი ზომიერი გამოყენება - დღეში არა უმეტეს 100 გ-ისა - არც სისხლში შაქრის მომატებას იწვევს და არც წონისას. ვიტამინებთან ერთად ხმელი ხილი შეიცავს კალციუმს (კბილებისა და ძვლებისათვის), რკინას (სისხლისათვის), მაგნიუმს (კუნთებისა და ნერვებისათვის), უჯრედისსა და პექტინს (ნაწლავებისათვის).

მთავარია სიმშრალე!

ვაშლის ჩირი შეიცავს თითქმის ყველა აუცილებელ ვიტამინს: A-ს, PP-ს, C-ს, B-ს, B1-ს, ასევე - პექტინს. ვაშლი სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც კი საკვების გადამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ფინიკი კალორიულობითა და ვიტამინების რაოდენობით ნამდვილი ჩემპიონია. მასში განსაკუთრებით ბევრია B6 ვიტამინი (აუმჯობესებს შრომის უნარს და ყურადღების კონცენტრაციას). კიდევ ერთი: ფინიკში არის ნივთიერება, რომელიც შემადგენლობით ძალიან ჰგავს ასპირინს. ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის რეგულირებას. შავი ქლიავის ჩირი ბალასტური ნივთიერებებითა და B ჯგუფის ვიტამინების სიმრავლით გამოირჩევა. ის აუმჯობესებს ნახშირწყლების ცვლას, ამაღლებს სტრესისადმი ორგანიზმის გამძლეობას. ძალიან უხდება კუჭ-ნაწლავს, თირკმელებსა და გულს. შეკრულობის დროს ძალიან კარგია შავი ქლიავის ჩირის დალბობა და ძილის წინ 100 გრამის მიღება.

არსებობს ქლიავის ჩირის დამზადების სპეციალური წესი: საჩირედ გამოიყენება მხოლოდ მწიფე, დაუზიანებელი ნაყოფი, რომელსაც კარგად რეცხავენ და 10-15 წუთის განმავლობაში ფუფქავენ 95-970C ტემპერატურის სოდიან წყალში (50 გ სოდა 10 ლ წყალზე). ეს პროცედურა ნაყოფის კანზე წარმოშობს ძალიან წვრილ ნახეთქებს, საიდანაც წყალს აორთქლება უადვილდება. ამის შემდეგ ქლიავს გაავლებენ ცივ წყალში, გააგრილებენ და ერთ ფენად აწყობენ ხახალზე. მზეზე ხმობისას ქლიავს ხშირად აბრუნებენ.

თუ ღუმელში ვახმობთ, ხმობა ტარდება სამ ეტაპად: პირველად - 3-4 საათის განმავლობაში 40-50 გრადუსზე, შემდეგ - 4-5 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, ბოლოს კი მაღალ (60-700C) ტემპერატურაზე. ჩირს ინახავენ მშრალ და ბნელ სათავსოში თავდახურული ჭურჭლით.

შეკითხვა ექიმს
<p>-რამდენას ჯანსაღია ნორვეგიული შებოლილი ორაგული ავოკადოსთან ერთად? და შეიძლება თუ არა ყოველდღიურად მიღება</p>

არსებობს უფრო მარტივი, ყველასათვის ხელმისაწვდომი ხერხიც: ზომიერად მწიფე ნაყოფი ერთ ფენად დავაწყოთ თივადაფენილ თუნუქის ფურცლებზე და შევდგათ ნელთბილ ღუმელში. ცოტა ხნის შემდეგ გამოვიღოთ, გამოვაცალოთ კურკა, ავაცვათ მსხვილ ძაფზე, დავკიდოთ მზეზე ისე, ნიავმაც რომ დაჰკრას და რამდენიმე დღის განმავლობაში ვახმოთ. ამ წესით შეიძლება სხვა ხილის გახმობაც.

მსხლის ჩირი ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. ლეღვის ჩირი ძალიან უხდება ფარისებრ ჯირკვალს. ხალხური მედიცინა მას ხველების საწინააღმდეგოდაც იყენებს: 5 ცალი ლეღვი ჩავაგდოთ ცხელი რძით სავსე ჭიქაში, გავსრისოთ, მივიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ.

გარგარისა და ჭერმის ჩირი ძალიან უხდება გულს. ეხმარება ცხიმების წვას. სასარგებლოა დაბალი ჰემოგლობინის დროს. ძალების აღსადგენად კარგია ასეთი ნარევი: 200 გ ლეღვი, შავი ქლიავი და კურაგა დააქუცმაცეთ, დაუმატეთ 25 გ ნიგოზი, მიიღეთ დილაობით თითო სუფრის კოვზი.

ქიშმიში ძალიან სასარგებლოა. მას განსაკუთრებით კარდიოლოგები გვირჩევენ - ის ხომ მდიდარია გულისათვის სასარგებლო კალიუმით. მაგნიუმის შემცველობის გამო კი მას ნევროპათოლოგებიც უწევენ რეკომენდაციას. ქიშმიშს ურჩევენ ნერვულ და ადვილად აღგზნებად ადამიანებს. ბორის დიდი შემცველობის გამო მას სამკურნალოდ იყენებენ ორთოპედები. ის აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას. ქიშმიშში დიდი რაოდენობითაა მანგანუმი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისთვის.

ნუ შეიძენთ ჩირს, თუ მეტისმეტად ხმელია ან ღვინის გემო დაჰკრავს - ეს უხარისხობის ნიშანია, შავი წერტილები კი მწერების მიერ დაბინძურებაზე მიუთითებს.

C

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ინსულტის უჩვეულო ნიშნები
ინსულტის უჩვეულო ნიშნები
ვინაიდან ინსულტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინის სხვადასხვა უბნებზე, მისი სიმპტომები იყოფა ტიპურ და ატიპიურ ნიშნებად.
სრულად
როგორაა შესაძლებელი დემენციის განვითარების რისკის 12%-ით შემცირება

კასტილა-ლა მანჩას უნივერსიტეტის (ესპანეთი) და პორტოს (პორტუგალია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დემენციის განვითარების რისკის 12%-ით შესამცირებლად
სრულად
დიეტა და ვარჯიში დემენციის თავიდან ასაცილებლად

ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ აერობული ფიტნესი მნიშვნელოვანია ტვინის ფუნქციების შენარჩუნებისთვის.
სრულად
News
News
"ჭკვიანი სამაჯური" პარკინსონიზმით დაავადებულთათვის -კომპანია Global Kinetics Corporation-მა შექმნა სპეციალური
სრულად
News
News
წითელი წიწაკა - ფარული იარაღი ჰერპესის წინააღმდეგ
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ჩირი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები