თვითმკურნალობის შეზღუდვა თუ წამლების გაძვირების ახალი მცდელობა

ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ, ხშირად დამღუპველია, უკეთეს შემთხვევაში კი ისეთი გართულებების გამომწვევი, რომლებიც არც კი დაგესიზმრებათ. თუნდაც არასტეროიდები ავიღოთ, რომელთა არასწორი მოხმარების დროს, სულ ცოტა, გასტრიტი, უარეს შემთხვევაში კი წყლული და კუჭიდან სისხლდენაა გარანტირებული.
ვერც იმის მოყოლით გაგაოცებთ, როგორ იღებენ ადამიანები ნაცნობ-მეგობარ-ნათესავ-მეზობლების მიერ “გამოწერილ” წნევის დამწევ თუ არითმიის მოსაწესრიგებელ წამლებს და სულაც არ ფიქრობენ იმაზე, რომ ყველა პაციენტი და დაავადება ინდივიდუალურია, რომ წამალი, რომელიც მეზობელს დაუნიშნა ექიმმა და მას ძალიან მოუხდა, სხვისთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. არც იმაზე ფიქრობენ, რომ არ შეიძლება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის სხვა, “მსგავსი” ან “უფრო იაფი” წამლით შეცვლა, რომელსაც აფთიაქარი გვთავაზობს, რადგან ექიმმა ეს წამალი თქვენი დაავადების სიმპტომების, ანალიზების შედეგების, ინსტრუმენტული კვლევის საფუძველზე და თქვენი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით შეგირჩიათ.
სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის სამედიცინო განათლება და სამედიცინო კულტურა ჯერ კიდევ ქვის ხანაშია და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად თითქმის არაფერი კეთდება. თუმცა, ჯანდაცვის მესვეურებმა სულ ახლახან ერთი სიახლე მაინც გვამცნეს, რომელიც ზემოხსენებულ პრობლემას ოდნავ მაინც გამოასწორებს და პაციენტს ექიმამდე მიიყვანს.
2014 წლის 1 სექტემბრიდან “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში” ძალაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის - ანტიბიოტიკებიც, საგულე გლიკოზიდები, ანტიჰიპერტენზიული და არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები, ვიტამინების გარკვეული ნაწილი, დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები, ინექციისთვის განკუთვნილი წამლები, ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და ზოგიერთი სხვა პრეპარატი ურეცეპტოდ აღარ გაიცემა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ზემოთ ჩამოთვლილი წამლები მედიკამენტების მეორე ჯგუფში მოხვდა. არსებობს პირველი ჯგუფიც, რომელშიც უმთავრესად ნარკოტიკული, ძლიერმოქმედი საშუალებები და ზოგიერთი ის პრეპარატი შედის, რომლებზე მოთხოვნაც “სააფთიაქო ნარკომანების” მხრივ საკმაოდ დიდია. ეს ჯგუფი “რეცეპტების რეფორმის” პირველ ეტაპზე შეიქმნა. ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავი გადაწყვეტილება გახლდათ, თუმცა რეცეპტებმა გარკვეულწილად კი შეზღუდა, მაგრამ ბოლომდე ვერ შეაკავა ვერც ფულის მოყვარული ვაიფარმაცევტები და ვერც ამ წამლების ბოროტად მომხმარებლები.
არსებობს პრეპარატების კიდევ ერთი, მესამე ჯგუფიც - მასში ის მედიკამენტები და სამკურნალო საშუალებები მოხვდა, რომლებიც აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაიცემა. ამ ნუსხაში თავმოყრილია პრეპარატები, რომლებიც, ასე ვთქვათ, პირველი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. ამ სიების ნახვა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა შესაძლებელი.