/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

10 სამედიცინო ტექნოლოგია, რომლებსაც უკვდავებისკენ მივყავართ

10 სამედიცინო ტექნოლოგია, რომლებსაც უკვდავებისკენ მივყავართ
ხელოვნური სისხლის ფაბრიკები, გენმოდიფიცირებული გულის წარმოება, ღეროვანი უჯრედების ინექცია ტვინში, ანაბიოზი...

მედიცინა თანდათანობით ახორციელებს სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორთა ყველაზე თამამ იდეებს, რომლებსაც ძალუძთ, ადამიანი უკვდავებამდე მიიყვანონ. ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მედიცინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით განუწყვეტლივ იზრდება. გულ-სისხლძარღვთა და ადამიანისთვის საშიშ სხვა დაავადებებთან ბრძოლამ, ხელოვნური ორგანოებისა და კიდურების შექმნამ, ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა აუხდინოს კაცობრიობას უძველესი ოცნება - ფიზიკური უკვდავება.

1 სისხლის ფაბრიკები

  • სისხლის გადასხმამ უამრავი ხალხი გადაარჩინა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ დონორთა სისხლი ყოველთვის არ არის სამყოფი, თანაც ადამიანს ყოველგვარი სისხლი არ აკმაყოფილებს - გადასასხმელად საჭიროა მხოლოდ განსაზღვრული ჯგუფის სისხლი; წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნური სისტემა შეტევაზე გადავა უცხო უჯრედების წინააღმდეგ.

მეცნიერებმა სულ ახლახან მიაგნეს ამ პრობლემის მოგვარების გზას: მათ, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, შეძლეს ლაბორატორიულ პირობებში ხელოვნური სისხლის შექმნა. მომავალში ამ აღმოჩენამ შესაძლოა დონორის ინსტიტუტის გაუქმებამდე და სისხლის საწარმოო მასშტაბებით წარმოებამდე მიგვიყვანოს.

2 სხეულის ნაწილების წარმოება

  • ლაბორატორიებში სხეულის ნაწილების გამოზრდამ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან რეალობაში გადაინაცვლა. ქალებს, რომლებსაც სასქესო ორგანოები, მათ შორის - საშვილოსნო, ბავშვობიდან განუვითარებელი ჰქონდათ, ლაბორატორიაში მათივე გენეტიკური მასალისგან შექმნილი ხელოვნური გენიტალიები გადაუნერგეს. ახალი ორგანოები რვა წლის განმავლობაში ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე შესანიშნავად შეეგუა ორგანიზმს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მეორე მაგალითი: კანის კიბოთი დაავადებულებს, რომლებმაც ამ ავადმყოფობის გამო ცხვირი დაკარგეს, ლაბორატორიაში მათივე კანის უჯრედებისგან შექმნილი ახალი ნესტოები მიიღეს.

3 პარალიზებული კიდურების ფუნქციის აღდგენა

  • ხერხემლის დაზიანებას არცთუ იშვიათად - კიდურების, ზოგიერთ შემთხვევაში კი ტანის დიდი ნაწილის პარალიზებამდე მივყავართ, თუმცა ზურგის ტვინის ნერვულ ქსოვილზე ელექტროიმპულსების ზემოქმედების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა მედიცინაში გარღვევა მოახდინეს - მიმართული ელექტროთერაპიის საშუალებით მათ შეძლეს პაციენტის სხეულის პარალიზებული ნაწილის მოძრაობის აღდგენა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არცთუ ისე შორსაა დრო, როდესაც ადამიანები სამუდამოდ მიატოვებენ უნარშეზღუდულთათვის განკუთვნილ ეტლებს და ძველებურად დატკბებიან ცხოვრებით.

4 ახალგაზრდა სისხლი

  • ახალგაზრდა ორგანიზმების სისხლში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც დაბერების პროცესის შენელება შეუძლია. ასეთ დასკვნამდე მივიდა მკვლევართა სამი დამოუკიდებელი ჯგუფი, რომლებიც თაგვებზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს. ხანდაზმული თაგვებისთვის ახალგაზრდების სისხლის გადასხმის შემდეგ მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ მოხუცებს მეხსიერება, კოგნიტიური შესაძლებლობები, კუნთოვანი ძალა და გამძლეობა გაუუმჯობესდათ. ასე რომ, შესაძლოა, სულაც არ ცდებოდა გრაფინია ელისაბედ ბატორი, როცა გასაახალგაზრდავებლად უმანკო გოგონების სისხლში ბანაობდა. უახლოეს მომავალში მეცნიერებს სურთ ანალოგიური ექსპერიმენტები ხანდაზმულ ადამიანებზეც ჩაატარონ. წარმატების შემთხვევაში ბევრს შეეძლება მოხლოებული სიბერის დიდი ხნით გადაწევა.

კომენტარები (1)
მარი
გამარჯობა ამ სტატიაში პარალიზებულ კიდურებზე რაც წერია მის აღდგენაზე,სად ტარდება ეს კვლევები და თუა ეს ახლო ომავალში საქართველოში მოსალოდნელი?
თარიღი : 28-09-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

10 სამედიცინო ტექნოლოგია, რომლებსაც უკვდავებისკენ მივყავართ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 სამედიცინო ტექნოლოგია, რომლებსაც უკვდავებისკენ მივყავართ

მედიცინა თანდათანობით ახორციელებს სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორთა ყველაზე თამამ იდეებს, რომლებსაც ძალუძთ, ადამიანი უკვდავებამდე მიიყვანონ. ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მედიცინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით განუწყვეტლივ იზრდება. გულ-სისხლძარღვთა და ადამიანისთვის საშიშ სხვა დაავადებებთან ბრძოლამ, ხელოვნური ორგანოებისა და კიდურების შექმნამ, ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა აუხდინოს კაცობრიობას უძველესი ოცნება - ფიზიკური უკვდავება.

1 სისხლის ფაბრიკები

  • სისხლის გადასხმამ უამრავი ხალხი გადაარჩინა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ დონორთა სისხლი ყოველთვის არ არის სამყოფი, თანაც ადამიანს ყოველგვარი სისხლი არ აკმაყოფილებს - გადასასხმელად საჭიროა მხოლოდ განსაზღვრული ჯგუფის სისხლი; წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნური სისტემა შეტევაზე გადავა უცხო უჯრედების წინააღმდეგ.

მეცნიერებმა სულ ახლახან მიაგნეს ამ პრობლემის მოგვარების გზას: მათ, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, შეძლეს ლაბორატორიულ პირობებში ხელოვნური სისხლის შექმნა. მომავალში ამ აღმოჩენამ შესაძლოა დონორის ინსტიტუტის გაუქმებამდე და სისხლის საწარმოო მასშტაბებით წარმოებამდე მიგვიყვანოს.

2 სხეულის ნაწილების წარმოება

  • ლაბორატორიებში სხეულის ნაწილების გამოზრდამ სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან რეალობაში გადაინაცვლა. ქალებს, რომლებსაც სასქესო ორგანოები, მათ შორის - საშვილოსნო, ბავშვობიდან განუვითარებელი ჰქონდათ, ლაბორატორიაში მათივე გენეტიკური მასალისგან შექმნილი ხელოვნური გენიტალიები გადაუნერგეს. ახალი ორგანოები რვა წლის განმავლობაში ყოველგვარი გვერდითი მოვლენის გარეშე შესანიშნავად შეეგუა ორგანიზმს.

მეორე მაგალითი: კანის კიბოთი დაავადებულებს, რომლებმაც ამ ავადმყოფობის გამო ცხვირი დაკარგეს, ლაბორატორიაში მათივე კანის უჯრედებისგან შექმნილი ახალი ნესტოები მიიღეს.

3 პარალიზებული კიდურების ფუნქციის აღდგენა

  • ხერხემლის დაზიანებას არცთუ იშვიათად - კიდურების, ზოგიერთ შემთხვევაში კი ტანის დიდი ნაწილის პარალიზებამდე მივყავართ, თუმცა ზურგის ტვინის ნერვულ ქსოვილზე ელექტროიმპულსების ზემოქმედების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა მედიცინაში გარღვევა მოახდინეს - მიმართული ელექტროთერაპიის საშუალებით მათ შეძლეს პაციენტის სხეულის პარალიზებული ნაწილის მოძრაობის აღდგენა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არცთუ ისე შორსაა დრო, როდესაც ადამიანები სამუდამოდ მიატოვებენ უნარშეზღუდულთათვის განკუთვნილ ეტლებს და ძველებურად დატკბებიან ცხოვრებით.

4 ახალგაზრდა სისხლი

  • ახალგაზრდა ორგანიზმების სისხლში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც დაბერების პროცესის შენელება შეუძლია. ასეთ დასკვნამდე მივიდა მკვლევართა სამი დამოუკიდებელი ჯგუფი, რომლებიც თაგვებზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს. ხანდაზმული თაგვებისთვის ახალგაზრდების სისხლის გადასხმის შემდეგ მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ მოხუცებს მეხსიერება, კოგნიტიური შესაძლებლობები, კუნთოვანი ძალა და გამძლეობა გაუუმჯობესდათ. ასე რომ, შესაძლოა, სულაც არ ცდებოდა გრაფინია ელისაბედ ბატორი, როცა გასაახალგაზრდავებლად უმანკო გოგონების სისხლში ბანაობდა. უახლოეს მომავალში მეცნიერებს სურთ ანალოგიური ექსპერიმენტები ხანდაზმულ ადამიანებზეც ჩაატარონ. წარმატების შემთხვევაში ბევრს შეეძლება მოხლოებული სიბერის დიდი ხნით გადაწევა.


5 გენეტიკური მონიტორინგი

  • რაც არ უნდა მოიგონოს თანამედროვე მედიცინამ, ბევრ ადამიანს სიზარმაცისა და საკუთარი ჯანმრთელობისადმი აგდებული დამოკიდებულებისგან ვერ განკურნავს. არადა, მრავალი სასიკვდილო დაავადება ადვილად იკურნება, თუ დროულად მივმართავთ ექიმს და დასაწყისიდანვე ვიმკურნალებთ. შესაძლოა, მომავალში ეს პრობლემა ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოგვარდეს, რომელიც ტანზე მიმაგრებული ელექტროსენსორებით გააკონტროლებს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას და დროულად გვაცნობებს ამა თუ იმ დაავადების დაწყების შესახებ. ასეთი სისტემების შემუშავებას უკვე ცდილობენ საუკეთესო მკვლევრები.

6 ღორის გენმოდიფიცირებული გულის გადანერგვა

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში სიკვდილის მთავარ მიზეზად მიიჩნევა. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც ოპერაციით გადანერგილ გულს ადამიანი გადაურჩენია. სამწუხარო ის არის, რომ დონორის გული ძალზე იშვიათია, ხოლო ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატები მხოლოდ დროებითი გამოსავალია. ჯერ კიდევ არ არსებობს ადამიანისთვის ჩასანერგი მთლიანი გულის ეფექტური პროთეზი. ეს პრობლემა შესაძლოა მოგვარდეს პიონერული კვლევების მეშვეობით, რომლებიც ღორის სხეულში ადამიანის გენების შეყვანას და შედეგების შესწავლას ისახავს მიზნად.

ღორის გენმოდიფიცირებული გული უკვე გადაუნერგეს ბაბუინს, რომელმაც ახალი ორგანოთი მშვიდად იცხოვრა წელიწადზე მეტხანს. ამიტომ იმის შესაძლებლობა, რომ კაცობრიობა მომავალში ადამიანის გენის მქონე ღორებისგან დიდი რაოდენობით (თუმცა არც ისე იაფ) დონორულ გულს მიიღებს, საკმაოდ დიდია.

7 ტვინის აღდგენა ინსულტის შემდეგ

  • ინსულტი კიდევ ერთი დაავადება-მკვლელია, რომელსაც მილიონობით სიცოცხლე ეწირება. თუ აპოპლექსიურმა დარტყმამ ადამიანი არ მოკლა, შეუძლია, ის ინვალიდად აქციოს. ინსულტის შემდეგ ბევრს აღარ შესწევს საკუთარი სხეულის მართვის უნარი და ხშირად გონებრივი შესაძლებლობებიც უქვეითდება. სულ ცოტა ხნის წინ მედიცინამ ასეთი ადამიანების დახმარების გზა აღმოაჩინა - ტვინში ღეროვანი უჯრედების ინექციის შემდეგ დაკარგული ფუნქციები აღდგა.

ასეთი თერაპიის წყალობით ავადმყოფებმა დამოუკიდებლად დაიწყეს იმ კიდურების მოძრაობა, რომლებზეც ინსულტის გამო კონტროლი დაკარგული ჰქონდათ.

8 გული 3 დ-პრინტერიდან

  • 3 დ-ბეჭდვა თანდათანობით იკიდებს ფეხს ჩვენს ცხოვრებაში. მისი მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტისა და დეტალის დამზადება. ლუიზიანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მისი, ცხიმოვანი უჯრედებისა და კოლაგენის საშუალებით შეძლეს ადამიანის მომუშავე გულის კომპონენტების შექმნა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში გული და ადამიანის ორგანიზმის სხვა ნაწილები, ექიმებისა და პაციენტების გასახარად, 3დ-პრინტერების დახმარებით შეიქმნება.

9 ბიონიკური ორგანოები

  • არც პროთეზირება დგას ადგილზე. ადამიანები, რომლებმაც ავადმყოფობისა თუ უბედური შემთხვევის გამო კიდურები დაკარგეს, მალე ინვალიდებად აღარ იგრძნობენ თავს. თანამედროვე ბიონიკური კიდურები, რომლებიც ჯერჯერობით რთული ტექნიკური სისტემებისგან შედგება, უკვე ადვილად იმართება მფლობელის ტვინის მიერ გადაცემული სიგნალებით. ასეთი კიდურებით შესაძლებელია პიჯაკებზე ღილების გახსნა და შეკვრა, კვერცხის აღება (ჩამოთვლილი მოძრაობები ურთულესია). ვინ იცის, იქნებ ერთ მშვენიერ დღეს მათი მეშვეობით ფორტეპიანოზე ვირტუოზული პასაჟებიც შესრულდეს...

10 ანაბიოზი

  • ადამიანის ანაბიოზში გადაყვანის, მერე კი უკან დაბრუნების, გაცოცხლების იდეას უკვე რამდენიმე ათეული წელია უტრიალებს სამეცნიერო ფანტასტიკა. ცოტაც და ის რეალობად იქცევა. პიტერ რიმ ჯერ კიდევ 2000 წელს ჩაატარა რამდენიმე ექსპერიმენტი ღორებზე. მათ სისხლი ცივი ფიზიოლოგიური ხსნარით შეუცვალეს, რომელმაც ცხოველების ორგანიზმი “გაყინა”. შემდეგ ღორებს სიცოცხლე დაუბრუნეს.არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი უკვე ეძებს კანდიდატებს უახლესი მეთოდიკის აპრობაციისთვის.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამგვარი ექსპერიმენტების შემდეგ სიკვდილის ცნების განსაზღვრება შესაძლოა სრულიად შეიცვალოს.

დაბოლოს, ორიოდე ათეული წლის წინ პრესაში აქტიურად მუსირებდა ცნობები, რომ აშშ-ში მეცნიერებმა უკვე “გაყინეს” რამდენიმე ადამიანი, თუმცა მას შემდეგ ამ ადამიანების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გავრცელებულა. ვინ იცის, იქნებ ჩვენს შორისაც კი იყვნენ ისეთები, რომლებმაც ამ ექსპერიმენტის წყალობით უკვე დაამარცხეს ზოგიერთი დაავადება და ახლა ჩვეულ რეჟიმში მშვიდად ცხოვრობენ და მუშაობენ?!