/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დამბლა და პარეზი

დამბლა და პარეზი
დამბლა (ბერძნულად paralyo - ვასუსტებ) მამოძრავებელი ფუნქციის სრული ამოვარდნაა, განპირობებული ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის

მამოძრავებელი ცენტრებისა და გამტარი გზების დაზიანებით. პარეზი არასრული ანუ ნაწილობრივი დამბლაა.

საყურადღებოა, რომ ადამიანის მოძრაობითი აქტივობა შეიძლება მკვეთრად დაირღვეს ძვალსახსროვანი სისტემის, სასახსრე ჩანთის, კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაშიც, თუმცა ასეთ დროს მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა და მოძრაობითი აქტივობის შესუსტება წმინდა მექანიკური მიზეზებით არის განპირობებული და დამბლას ან პარეზს არ წარმოადგენს.

მოძრაობითი აქტივობის შეზღუდვის მიზეზი ხშირად ტკივილიცაა - ადამიანი არ ამოძრავებს ამა თუ იმ კიდურს შესაბამისი მიმართულებით არა იმიტომ, რომ არ შეუძლია, არამედ იმისთვის, რომ მძაფრი ტკივილი თავიდან აიცილოს. ასეთ მდგომარეობას ანტალგიურ დარღვევას მიაკუთვნებენ (ბერძ. algos - ტკივილი).

უნდა ითქვას ისიც, რომ დამბლა და პარეზი ზოგჯერ კუნთოვანი სისტემის პირველადი დაზიანებითაა გამოწვეული. ასეა, მაგალითად, მიოპათიების, ამიოტროფიებისა და ნერვკუნთოვანი დაავადებების (მიასთენიის) დროს.

იმისთვის, რომ შეიკუმშოს და შესაბამისი კიდური თუ ორგანო აამოძრაოს, კუნთს ამ ორგანოსა თუ კიდურის მამოძრავებელი ნერვიდან იმპულსი უნდა გადაეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მამოძრავებელი ნერვის მოქმედების საბოლოო ობიექტს კუნთი წარმოადგენს. ნერვული დაბოლოებიდან იმპულსი კუნთს ქიმიური რეაქციის გზით გადაეცემა. ნერვული დაბოლოებიდან ნერვკუნთოვანი შეერთების ადგილას, სინაფსში, გამოიყოფა სპეციალური ნივთიერება - ნეირომედიატორი, რომელიც კუნთის შეკუმშვას იწვევს. ნეირომედიატორის გამომუშავების (სინთეზის), მისი ქიმიზმის ან ნერვიდან კუნთზე გადაცემის პროცესის დარღვევა ასევე პარეზს ან დამბლას იწვევს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მცვივა თმები და რას მურჩევთ დ ვიტამინის ნაკლებობის გამო შეიძლება იყოს გამოწვეული?</p>

მართალია, ასეთ დროს მოძრაობის შესუსტების ან სრული ამოვარდნის მიზეზი ნერვული სისტემის დაზიანება არ არის, მაგრამ ასეთ მდგომარეობებსაც დამბლასა და პარეზს მიაკუთვნებენ.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტორი: თუ ხალხში დამბლას მისი ლოკალიზაციის მიხედვით მოიხსენიებენ (მაგალითად, კიდურის ან თითების დამბლა), სამედიცინო პრაქტიკაში პარეზისა თუ დამბლის განსაზღვრა, წესისამებრ, დაზიანებული ნერვული სტრუქტურის, ნერვული წნულისა და ცალკეული ნერვის მიხედვით ხდება. უკანასკნელი ხერხი არცთუ ისე მართებულია, რადგან შესაძლოა პარალიზებული იყოს არა მამოძრავებელი ნერვი, არამედ საკუთრივ კუნთი. მაგალითად, სახის ნერვის დამბლის დროს ხშირად პარალიზებულია სახის კუნთები, რომლებსაც ის აინერვირებს.

  • კლასიფიკაცია და სხვა მახასიათებლები

ასევე დაგაინტერესებთ
ბელის დამბლის სიმპტომები - რატომ ვითარდება სახის ერთი ნახევრის დამბლა
დღისით ძილიანობა, ძილის დამბლა, კოშმარები და ჰალუცინაციები - რა არის ნარკოლეფსია

პარეზები და დამბლები ორ დიდ ჯგუფად - ორგანულ და ფუნქციურ დარღვევებად - იყოფა. ორგანული პარეზებისა და დამბლების მთავარი მიზეზი ორგანული დაზიანებაა, რომლის შედეგადაც ნერვული იმპულსი კუნთამდე ვერ აღწევს, ფუნქციური დაზიანების დროს კი ასეთი მიზეზის გამოვლენა ვერ ხერხდება. ფუნქციური პარეზისა თუ დამბლის დროს მოძრაობითი აქტივობის დარღვევა განპირობებულია თავის ტვინის ქერქში აღგზნება-შეკავების პროცესთა დისბალანსით.

  • ორგანული დამბლა და პარეზი

დადგენილია, რომ ცენტრალური დამბლა აღმოცენდება ნერვული გზის ცენტრალური უბნის, თავისა და ზურგის ტვინში არსებული შესაბამისი ნაწილის დაზიანებით. პერიფერიული დამბლის მიზეზი კი პერიფერიაზე არსებული დაზიანებაა, კერძოდ, ზურგის ტვინის წინა რქების, ცალკეული ნერვების, ნერვკუნთოვანი შეერთებების (სინაფსების) და საკუთრივ კუნთების. არსებობს დამბლის შერეული ტიპიც, რომლის დროსაც ერთდროულად ზიანდება ნერვული გზის როგორც ცენტრალური, ასევე პერიფერიული უბანი.

ცენტრალურ დამბლას (და პარეზს) სამი ძირითადი ნიშანი ახასიათებს:

  1. კუნთების მომატებული ტონუსი - ჰიპერტონუსი ან მუსკულატურის სპასტიკურობა;
  2. რეფლექსების გაძლიერება - ჰიპერრეფლექსია;
  3. პათოლოგიური რეფლექსებისა და თანმხლები მოძრაობების გამოვლენა.

ყველა ეს ნიშანი ზურგის ტვინის დაძაბვისა და შესაბამისად გააქტიურებული მოქმედების შედეგია.

გავრცელების მიხედვით ცენტრალური დამბლა იყოფა:

  1. მონოპლეგიად (ერთი კიდურის, კუნთის ან კუნთთა ჯგუფის დამბლა);
  2. ჰემიპლეგიად (სხეულის ერთი ნახევრის დამბლა);
  3. პარაპლეგიად (ორი სიმეტრიული, ზედა ან ქვედა კიდურის დამბლა);
  4. ტეტრაპლეგიად (ოთხივე კიდურის დამბლა).

პერიფერიული დამბლა (და პარეზი) სრულიად სხვა კლინიკური სურათით გამოიხატება.

მისთვისაც სამი, თუმცა სრულიად საპირისპირო ძირითადი ნიშანია დამახასიათებელი:

  1. კუნთოვანი ტონუსის შესუსტება მის სრულ გაქრობამდე - ჰიპოტონია ან ატონია;
  2. რეფლექსების დაქვეითება ან გაქრობა - ჰიპორეფლექსია ან არეფლექსია;
  3. კუნთების ატროფია - ნერვული ტროფიკის არარსებობის შედეგად კუნთოვან ქსოვილში განვითარებული ნივთიერებათა ცვლის მოშლის გამო.

თუ ცენტრალური დამბლის დროს კუნთს არასრულად (მხოლოდ ზურგის ტვინიდან) მიეწოდება ნერვული იმპულსები, პერიფერიული დამბლის დროს ის მათ საერთოდ ვერ იღებს. შესაბამისად, ცენტრალური დამბლის დროს კუნთოვანი მოქმედება გაუკუღმართებულია. კუნთი მუდმივად დაჭიმულია, დაძაბული ან სპაზმურ მდგომარეობაშია. მეორე შემთხვევაში ანუ პერიფერიული დამბლის დროს კი კუნთოვანი მოქმედება საერთოდ გამქრალია. ამ მიზეზთა გამო ცენტრალურ დამბლას სხვაგვარად სპასტიკურ დამბლასაც უწოდებენ, პერიფერიულს კი - დუნეს.

  • ფუნქციური დამბლა და პარეზი

პარეზებისა და დამბლების მეორე დიდი ჯგუფი ფუნქციური ხასიათის დარღვევებს აერთიანებს. თუ ცენტრალური დამბლის დროს ნერვკუნთოვანი გზების ორგანული დაზიანება დასტურდება, ამ შემთხვევაში დარღვევა მხოლოდ ფუნქციური ხასიათისაა. ის უმთავრესად ნევროზების და ისტერიის დროს გვხვდება.

აკადემიკოს პავლოვის თეორიის თანახმად, ფუნქციური დამბლის მიზეზი თავის ტვინის ქერქში შეკავების ცალკეული კერების აღმოცენებაა. შეკავების კერის ლოკალიზაციიდან გამომდინარე, დამბლა და პარეზი სხეულის სხვადასხვა უბანს მოიცავს.

ძლიერი ფსიქიკური შეტევების დროს ადამიანი შესაძლოა: გაშეშდეს, სტუპორი განუვითარდეს. სტუპორი სრული მოტორული შეკავება, გაშეშება, გაშტერება და გარეშე გამღიზიანებლებზე რეაქციის გაქრობაა. ის თავის ტვინის ქერქში გავრცობილი დიფუზური შეკავების შედეგია. ამის გამო სტუპორს ფუნქციური ტიპის დროებით დამბლას მიაკუთვნებენ.

ისტერიის დროს ხშირად იჩენს თავს პერიფერიული დამბლის, ორგანული წარმოშობის ჰემი-, მონო- ან პარაპლეგიის კლინიკური სურათი. თუმცა სიმპტომური მსგავსება ამ დროს მხოლოდ გარეგნულია, ინსტრუმენტული გამოკვლევით ობიექტური ნიშნები არ ვლინდება.

ფუნქციურმა დამბლამ შეიძლება სხვადასხვა ფორმა მიიღოს, გამოვლინდეს, გაქრეს ან სახე იცვალოს. არსებობს ისტერიისთვის დამახასიათებელი მოძრაობათა დარღვევის განსაკუთრებული ფორმა - აბაზია-ასტაზია, რაც ნიშნავს სიარულისა და დგომის უუნარობას, მიუხედავად საყრდენ-მამოძრავებელი, კუნთოვანი და ნერვული სისტემების მთლიანობისა. პერიფერიული ტიპის დამბლებს ახასიათებს კიდევ ერთი სპეციფიკური ნიშანი - ე.წ. კუნთების პათოლოგიური დაღლა.

ეს სიმპტომი ნერვკუნთოვანი დაავადებების, მიასთენიის დროს აღინიშნება. ამ დროს კუნთის მუშაობის, ფუნქციობის კვალად პარეზის ხარისხი სულ უფრო მეტად იზრდება. კუნთი სწრაფად იღლება (თითქოს იფიტებაო) და მხოლოდ შესვენების შემდეგ აღიდგენს ფუნქციობის უნარს. ამის მიზეზი ნერვკუნთოვანი გადაცემის დაზიანებაა. ყველა დანარჩენი ნიშანი დამბლას პერიფერიული ტიპის დაზიანებისა აქვს.

  • რას გულისხმობს მკურნალობა

ნებისმიერი სახის დამბლა თუ პარეზი დამოუკიდებელი დაავადება კი არ არის, არამედ სხვა პათოლოგიური პროცესის შედეგი ან გამოვლინებაა. შესაბამისად, მკურნალობა ეტიოტროპული უნდა იყოს, ანუ მთავარი გამომწვევი ფაქტორისა თუ ძირითადი დაავადების აღმოფხვრისკენ იყოს მიმართული. ეს იმას ნიშნავს, რომ ნერვის ტრავმული დაზიანების დროს უნდა მოხდეს მისი გაკერვა, ინსულტის დროს - ჩატარდეს სათანადო აღდგენითი თერაპია, ნერვულ სტრუქტურებზე ზეწოლის გამომწვევი სიმსივნური წარმონაქმნი ამოიკვეთოს და ა.შ. თუმცა ეტიოტროპულის პარალელურად აუცილებლად უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობაც. ეს დამატებითი, თუმცა მეტად მნიშვნელოვანი, აუცილებელი ღონისძიებების (ზოგჯერ პროფილაქტიკურისაც) ერთობლიობაა. უამისოდ კუნთოვანი ქსოვილი ატროფირდება (განილევა).

ცენტრალური ტიპის დამბლის მიზეზი უმეტესად ინსულტია. შესაბამისად, ასეთ დროს ინსულტის მკურნალობა დამბლის მკურნალობაც არის. ინსულტის შემდგომ, განსაკუთრებით - ადრეულ სტადიებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარალიზებული კიდურების სწორად მოთავსებას. ამ გზით შესაძლებელია კონტრაქტურის - სახსარში მოძრაობის შეზღუდვის - თავიდან აცილება. შეუცვლელი როლი აკისრია მასაჟსა და სამკურნალო ფიზკულტურას. როგორც ცნობილია, ნერვულ ცენტრებს, შესაბამის ნერვებსა თუ სტრუქტურებს და მათ მიერ ინერვირებულ ორგანოებს შორის უკუკავშირი არსებობს. აქედან გამომდინარე, ნერვული ცენტრებისა თუ გზების სტიმულაცია კუნთების აქტივაციას იწვევს, ხოლო კუნთების შეკუმშვა, თუნდაც პასიური, მათი ატროფიის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. ამასთან ერთად წარმოებს თავის ტვინის ქერქის შესაბამისი უბნების სტიმულაციაც. როგორც უკვე ითქვა, სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი მკურნალობის მთავარი ელემენტებია. მათ ვერაფერი შეცვლის. აქედან გამომდინარე, მათი ჩატარება ყველა შემთხვევაში აუცილებელია.

დიდ ეფექტს იძლევა ნემსებით რეფლექსოთერაპიაც. პერიფერიული ტიპის დამბლის მიზეზი ყველაზე ხშირად ცალკეული ნერვული ღეროებისა თუ წნულების ტრავმული დაზიანებაა. ხშირად გვხვდება კომპრესიულ-იშემიური ხასიათის პათოლოგიაც, რომელიც ნერვზე მექანიკური ზეწოლითა და მისი ქრონიკული ტრავმატიზაციით არის განპირობებული. პერიფერიული ტიპის დამბლის დროს ძალზე ეფექტურია ელექტრომკურნალობა (ფარადიზაცია, გალვანიზაცია) და სხვა ფიზიოთერაპიული პროცედურები. მასაჟსა და სამკურნალო ფიზკულტურას ამ დროსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საყურადღებოა, რომ სახის ნერვის დამბლის დროს სპეციალურ სამკურნალო ვარჯიშებს უდიდესი აღდგენითი მნიშვნელობა ენიჭება. მათი უგულებელყოფის შემთხვევაში მკურნალობა შესაძლოა უეფექტო აღმოჩნდეს. პარეზებისა და დამბლების მკურნალობისას შედეგიანია ბალნეოთერაპიაც, კერძოდ ტალახის, გოგირდწყალბადისა და რადონის აბაზანები.

კომენტარები (1)
dali
gamarjobat.me damidginesteenarvisi.vmkurmsnalob ukve 25dgea.tvali amodzravda mvelobanervisamodzmagramamxedvelobaiisevvgaorebuligramgidzlishegidzliategidzliatt.agdgeba mxedveloba srulad?an ra shemtxvevashi edvsheidzlebsagdgesearaargixditwinaswar gixdit madlobas
თარიღი : 08-12-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დამბლა და პარეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები