/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

დიდგულა (ანწლი) - სასარგებლო და სახიფათო

დიდგულა (ანწლი) - სასარგებლო და სახიფათო
დიდგულას ქიმიური შემადგენლობა არ არის კარგად შესწავლილი. ცნობილია, რომ ყვავილი შეიცავს ოფლმდენ გლიკოზიდს

, ფლავონურ გლიკოზიდ რუტინს, ეთერზეთის კვალს. გლიკოზიდი სამბუცინიგრინი აღმოჩენილია მხოლოდ ახალ ყვავილში, გაშრობის შემდეგ ის ორთქლდება. დიდგულას პრეპარატებს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას გაცივების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზების დროს. ასევე იყენებენ გრიპისა და ანგინის საწინააღმდეგოდაც. მისი პრეპარატები გამოიყენება აგრეთვე ღვიძლის ზოგიერთი დაავადების, ხოლო როგორც შარდმდენი საშუალება - თირკმლის დაავადების დროს, თუ თან ახლავს შეშუპება.

ხალხურ მედიცინაში დიდგულას ყვავილს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას. 1 სუფრის კოვზ ყვავილს ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალს, აჩერებენ თავდახურულს 20 წუთის განმავლობაში, გაწურავენ და სვამენ ცხელ ნაყენს. ყვავილი შედის აგრეთვე ოფლმდენი ჩაის შემადგენლობაში.

ყვავილის ნახარშს ივლებენ პირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში ანთებითი პროცესების და რინიტისა და ანგინის დროს. გარდა ამისა მას იყენებენ საფენების სახით დამწვრობის, ჭრილობებისა და ძირმაგარების დროს, მიოზიტების, ნევრალგიისა და სახსრების ტკივილებისას. ბუასილის დროს რეკომენდებულია ყვავილის ნაყენის ან ნახარშის აბაზანის მიღება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიდგულას ყვავილის ნაყენის მისაღებად აიღეთ 5 გ (1 სუფრის კოვზი) ნედლეული, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ წყლის აბაზანაზე 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი სახით 1/2 - 1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.

დიდგულას ნაყოფს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ასევე, როგორც სუსტ საფაღარათო საშუალებას, ხოლო ქერქის ნახარშს - როგორც ოფლმდენ და შარდმდენ საშუალებას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

დიდგულას ნაყოფისაგან ტკბილი ნაყენის მისაღებად აიღეთ დიდგულას 200 გ სიროფი (ვაჟინი) 1 ლ არაყი და 1 ჩაის ჭიქა წყალი. სიროფი გახსენით წყალში, დაუმატეთ არაყი და დადგით 3-4 დღე.

დღეგრძელთა სასმელის მისაღებად 1 სუფრის კოვზ გამშრალ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ წყალი, მოხარშეთ, გაწურეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და მიიტანეთ სუფრასთან ცხელი სახით.

გაითვალისწინეთ!

დიდგულა ზომიერად ტოქსიკური მცენარეა, ამიტომ უკუნაჩვენებია ორსულთა და მეძუძურთათვის, ხოლო 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება სიფრთხილით, ექიმის დანიშნულებით. ამ მცენარის ნედლად გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, დიარეა და ზოგჯერ მძიმე მოწამვლა. გარდა ამისა, დიდგულა უკუნაჩვენებია ნაწლავის ანთებითი დაავადებების და წყლულოვანი კოლიტის დროს. უკუნაჩვენებია ასევე დიაბეტით დაავადებულთათვის.

იხილეთ ვრცლად

კომენტარები (3)
პაატა
რომ არ შეგეხმიანოდ უკვე რთული პერიოდია, რეკლამის გამო აკეთებენ და ხმარობენ სიტყვა მასაჟს, ე.წ. "სამკურნალო მასაჟი" არ არსებობს დედამიწის უკანასკნელ სახელმწიფოებში როგორც მცნება, არსებობს სამკურნალო ფიზიოთერაპია. მკურნალი გე ხარ შე დალოცვილო , ინტერნეტით გიყურებს საქართველოს მეოთხედი , რა სამკურნალო მასაჟი და სასწაულია ხალხი გეკითხებათ ჩემითო ფიზიო თერაპია გავაკეთოოოო ? სანამ სამკურნალო მასაჟს დავიწყებოოო? რავი მე მგონია რომ სირცხვილია როცა ამხელა საიტი ხარ და ტერმინოლოგიას იყენებ მომხმარებლის მოსაზიდად ! არაფერს ვამბობ იმ უნიჭო 15 ლარიან და 20 ლარიან მასაჟისტებზე რომლებიც მკურნალებად თვლიან თავს!
თარიღი : 12-07-2021
Qeti
Shem gogo's akvs 11 clis myavs da agmoachnda skoliozi 2 xarisxis Th11malis doneze king txe 12.s1 tedzos frtebi marcxniv gadaxrili 4 mile metrit dagvinishnes zurgsamagri masajoriani fexsacmeli 5 military magali marcxena fexze da ra tkma unda mkurnaloba dadis kartul cekvebze da ramdenad sheileba cekvaze siaruli
თარიღი : 07-12-2019
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ხერხემლის მასაჟი და სამკურნალო ვარჯიშები სკოლიოზის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხერხემლის მასაჟი და სამკურნალო ვარჯიშები სკოლიოზის დროს

არსებობს სკოლიოზის ორი სახესხვაობა: C-ს მაგვარი ანუ მარტივი (ხერხემალს აქვს ერთი გამრუდება) და S-ის მაგვარი ანუ რთული (ხერხემალს აქვს ორი ან მეტი გამრუდება სხვადასხვა მხარეს). მასაჟი რეკომენდებულია სკოლიოზის ნებისმიერი ხარისხის დროს. სკოლიოზის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია ინტენსიური ზრდის (6-8, 10-14 წელი) და სქესობრივი მომწიფების (გოგონებში - 10-13 წელი, ვაჟებში - 11-14 წელი) პერიოდები. დაავადების პროგრესირების ალბათობა იმატებს, როდესაც ამ საშიშ პერიოდში უკვე არსებობს რენტგენოლოგიურად დადასტურებული პირველი ხარისხის სკოლიოზი.

მასაჟი

ხერხემლის მასაჟის დროს გამოიყენება კლასიკური მასაჟის ძირითადი ილეთები - ხელსმა, სრესა, ხერხვა, დაზელა, მოთელვა, დარტყმითი ილეთები, ვიბრაცია და სხვა. ზოგადი მასაჟის შემდეგ გამრუდების საწინააღმდეგო მხარეს ტარდება კუნთების მომადუნებელი მასაჟი, ხოლოშეზნექილობის მხარეს - მასაჟი დასაჭიმავად და კუნთების განსამტკიცებლად. სკოლიოზის დროს მასაჟი ამცირებს ხერხემლის გამრუდებას, განამტკიცებს კუნთოვან კორსეტს, აუმჯობესებს ლიმფისა და სისხლის მიმოქცევას, ამცირებს დაღლილობას, ტკივილს. შესამჩნევი შედეგის მისაღებად უნდა ჩატარდეს არანაკლებ 12 სეანსისა, მე-4-დან მე-8-მდე - ყოველდღიურად, მე-8-დან მე-12-მდე - დღეგამოშვებით. სამკურნალო მასაჟის, სამკურნალო ტანვარჯიშის, ფიზიოთერაპიის და სხვა მეთოდების კომპლექსური გამოყენება საშუალებას იძლევა, მიღწეულ იქნეს სასურველი შედეგი. მთავარია, ყველა ეს მეთოდი გამოყენებულ იქნეს პროფესიულ დონეზე და თანამიმდევრულად.

mkurnali.ge

სამკურნალო ვარჯიში

ხერხემლის ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს სპეციალურ ტანვარჯიშს. ვიდრე დამოუკიდებლად ვარჯიშს შეუდგებოდეთ, აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტებთან (ნევროპათოლოგთან, ორთოპედ-ტრავმატოლოგთან, სამკურნალო ფიზკულტურის ექიმთან). სამკურნალო ტანვარჯიშის ჩატარება შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ურიგო არ იქნება, დილით, ადგომისთანავე, შეასრულოთ რამდენიმე ვარჯიში (მაგალითად, მწვავე პერიოდის 1-ელი, მე-3, მე-13, მე-17, მე-20 ვარჯიშები), შემდეგ ჩაიტაროთ დილის ტუალეტი და გააგრძელოთ ვარჯიში ექიმის მითითებისამებრ. ვარჯიშის დროს უნდა გეცვათ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არ შეგზღუდავთ, მაგრამ არც გაგაციებთ. უმჯობესია, ჩაიცვათ შალის სპორტული კოსტიუმი. ზოგიერთი ვარჯიში შეგიძლიათ შეასრულოთ (და სასარგებლოც არის) მუშაობის დროს (მაგალითად, რემისიის პერიოდის 1-ელი ვარჯიში).

გახსოვდეთ:

ვარჯიშის დროს ტკივილის აღმოცენება სიგნალია იმისა, რომ უნდა შეამციროთ მოძრაობის ამპლიტუდა და ინტენსივობა ან შეწყვიტოთ ვარჯიში. ვარჯიშმა სარგებლობა რომ მოგიტანოთ:

  • ივარჯიშეთ ყოველდღიურად.
  • ივარჯიშეთ მონდომებით, ნელი ტემპით. თვითნებურად არ შეცვალოთ ვარჯიშის ფორმა, სიჩქარე და ინტენსივობა.
  • არ შეიკავოთ სუნთქვა ვარჯიშის დროს.
  • პერიოდულად კონსულტაციისთვის ეწვიეთ ექიმს, არ დაუმალოთ, თუ ვარჯიშის დროს გაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნებები ან ტკივილი.

 

მეთოდური რეკომენდაციები მწვავე პერიოდისთვის

მწვავე პერიოდში ტკივილის დროს უნდა დაიცვათ მკაცრი წოლითი რეჟიმი. სამკურნალო ფიზკულტურა უმთავრესად გამოიყენება ჰიგიენური მიზნით და აქვს ზოგადგამაჯანსაღებელი ხასიათი. ქვედა კიდურების მოძრაობისას ეცადეთ, არ მოიმატოს წელის ლორდოზმა  - ამან შესაძლოა გააძლიეროს ტკივილი. ამის თავიდან ასაცილებლად ვარჯიშის შესრულებისას წვივებქვეშ ამოიდეთ ბალიში. მწვავე პერიოდის მეორე ეტაპზე კომპლექსში ჩართეთ მუცლის პრესისა და დიდი დუნდულა კუნთების იზომეტრიული ვარჯიშები. თუ ვარჯიში იწვევს ტკივილს, შეზღუდეთ მოძრაობის ამპლიტუდა, კუნთების დაძაბვის ხარისხი ან საერთოდ შეწყვიტეთ ვარჯიში. ყოველი ვარჯიში გაიმეორეთ 8-10-ჯერ, ნელ ტემპში.

 

ვარჯიშები მწვავე პერიოდის საწყისი ეტაპისთვის

1. დაწექით ზურგზე, ტერფები და მტევნები მოხარეთ და გაშალეთ.

2. დაწექით ზურგზე, მარცხენა ფეხი მოხარეთ მუხლში. მოხარეთ და გაშალეთ მარჯვენა ფეხი ისე, რომ ქუსლი იტაკზე ასრიალოთ. შემდეგ ფეხები შეანაცვლეთ.

3. დაწექით, მონაცვლეობით ასწიეთ და დაუშვით ხელები.

4. დაწექით, მარცხენა ფეხი მოხარეთ მუხლში. მარჯვენა ფეხი განზე გაზიდეთ და კვლავ მოზიდეთ. შემდეგ ფეხები შეანაცვლეთ.

5. დაწექით, ხელები მიიტანეთ მხრებთან. გააკეთეთ წრიული მოძრაობები ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს.

6. დაწექით, მონაცვლეობით გამართეთ ფეხები. ამ დროს წვივით უნდა დაეყრდნოთ ბალიშს ან მუთაქას.

7. დაწექით, ფეხები მოხარეთ, მონაცვლეობით მიიტანეთ მუცელთან.

8. დაწექით, მოხარეთ ხელები და მიიტანეთ მხრებთან სუნთქვასთან შეთანხმებით.

9. დაწექით, ფეხები მოხარეთ. მონაცვლეობით განზიდეთ განზე.

10. დაწექით, ფეხები მოხარეთ. ხელები მაღლა ასწიეთ. ჩაისუნთქეთ - მუხლები მიაბჯინეთ მუცელს - ამოისუნთქეთ - დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.

11. დაწექით, ფეხები გაშალეთ. აბრუნეთ ფეხები წრიულად, ჯერ შიგნით, შემდეგ გარეთ.

12. დაწექით. შეასრულეთ დიაფრაგმული სუნთქვა.


ვარჯიშები მწვავე პერიოდის მეორე ეტაპისთვის

13. დაწექით ზურგზე, ფეხები მოხარეთ. დაეყრდენით ბეჭებს და ტერფებს. ასწიეთ მენჯი წელის შეზნექის ხარჯზე.

14. დაწექით ზურგზე, ფეხები მოხარეთ. ასწიეთ თავი და იმავდროულად დაჭიმეთ მუცლის კუნთები.

15. დაწექით ზურგზე, დაჭიმეთ დიდი დუნდულა კუნთები - 8-10-ჯერ თითოეული 4-6 წამის განმავლობაში.

16. დაწექით ზურგზე, ფეხები მოხარეთ და აქეთ-იქით განზიდეთ. მარცხენა ხელი ასწიეთ მაღლა - ჩაისუნთქეთ - დაუშვით წინ-ქვემოთ-შიგნით, წამოსწიეთ თავი და მხრები, ხელი გაჭიმეთ მარჯვენა მუხლისკენ - დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას - ამოისუნთქეთ. იგივე გააკეთეთ მეორე ხელით.

17. დაწექით ზურგზე, მონაცვლეობით მოხარეთ ფეხები. ფეხების გამართვისას დაეყრდენით იატაკს და ასწიეთ წელი.

18. შეასრულეთ იგივე მოძრაობა ერთდროულად ორივე ფეხით.

19. დაწექით, ფეხებქვეშ ამოიდეთ ბალიში. ასწიეთ მენჯი წელის აზნექის ხარჯზე.

20. დაეყრდენით მუხლებს. დააჯექით ტერფებს. ხელის მტევნები იატაკს არ მოაშოროთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას ისე, რომ ზურგი არ ჩაზნიქოთ.

21. დაეყრდენით მუხლებს. ამოზნიქეთ ზურგი. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას ისე, რომ არ ჩაიზნიქოთ.

 

მეთოდური რეკომენდაციები მეორე, ქვემწვავე პერიოდისთვის

ტკივილის შემცირებასთან ერთად ფართოვდება სპეციალური და ზოგადგამაჯანსაღებელი ვარჯიშების სპექტრი. ამ პერიოდში მუცლის პრესისა და ბარძაყის კუნთების ძალის გაზრდასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვარჯიშებს, რომლებიც იწვევს წელის ნაწილის კიფოზირებას (##7, 8, 10, 11, 13, 15, 22, 23). როგორც სპეციალური, ასევე ზოგადგამაჯანსაღებელი ვარჯიშების შერჩევისას მნიშვნელოვანია, არ მოიმატოს წელის ლორდოზმა. ტკივილის აღმოცენება სიგნალია იმისა, რომ უნდა შეიცვალოს (შემსუბუქდეს) ვარჯიშების სტრუქტურა ან შეწყდეს ვარჯიში. მეორე პერიოდის ბოლოს კომპლექსში თანდათობით ჩართეთ ვარჯიშები, რომლებიც ზრდის ზურგის კუნთების ძალას. ვარჯიშები ##7, 6, 9, 10 შეიძლება შესრულდეს წრიული სისტემით 2-3-ჯერ. ისინი ძალიან მნიშვნელოვანია. ვარჯიშები გაიმეორეთ უფრო და უფრო მეტჯერ. ადით 50-მდე. შეგიძლიათ, თანდათან გაზარდოთ ტემპიც.

 

სამკურნალო ტანვარჯიში მეორე, ქვემწვავე პერიოდში

1. დაწექით. ერთდროულად მოხარეთ და გაშალეთ ტერფები.

2. დაწექით, მონაცვლეობით მოხარეთ და გაშალეთ ფეხები.

3. დაწექით, მონაცვლეობით ასწიეთ ხელები მაღლა, რომლებსაც შემდეგ ინსტრუქტორი პასიურად გაწელავს.

4. დაწექით, მარცხენა ფეხი მოხარეთ, მარჯვენა ფეხი განზიდეთ. გაიმეორეთ რამდენიმეჯერ. შემდეგ ფეხები შეანაცვლეთ.

5. დაწექით, ხელები მიიტანეთ მხრებთან. მოხრილი ხელებით შეასრულეთ წრიული მოძრაობები.

6. დაწექით, მარცხენა ფეხი მიაბჯინეთ მუცელს. მაღლა ასწიეთ მარჯვენა, გამართული ფეხი. გაიმეორეთ რამდენიმეჯერ. შემდეგ ფეხები შეანაცვლეთ.

7. დაწექით, ფეხები მოხარეთ. მენჯი ასწიეთ და წელი შეზნიქეთ.

8. დაწექით, ფეხები მოხარეთ, ხელები დაიწყვეთ მუცელზე. წამოსწიეთ თავი და ფეხები, ამ მდგომარეობაში გაჩერდით 2-4 წამს.

9. დაწექით, დაჭიმეთ დიდი დუნდულა კუნთები 6-8 წამის განმავლობაში.

10. დაწექით, ფეხები მოხარეთ. ერთდროულად მიიტანეთ მუცელთან.

11. დადექით მუხლებზე, მტევნებით დაეყრდენით იატაკს. გადაიხარეთ უკან და დააჯექით ტერფებს ისე, რომ ხელები იატაკს არ მოაშოროთ.

12. დადექით მუხლებზე, ფეხები აქეთ-იქით განზიდეთ, ხელებით დაეყრდენით იატაკს. მობრუნდით მარცხნივ, განზიდეთ მარცხენა ხელი. შემდეგ მხარი იცვალეთ.

13. საწყისი მდგომარეობა - იგივე. ამოზნიქეთ ზურგი. საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას არ ჩაიზნიქოთ.

14. საწყისი მდგომარეობა - იგივე. მონაცვლეობით ასწიეთ გამართული ფეხები.

15. საწყისი მდგომარეობა - იგივე. ფეხები აქეთ-იქით განზიდეთ, მარჯვენა ფეხი მოხარეთ მარცხნივ და ზემოთ, მარჯვენა მუხლით შეეხეთ მარცხენა ხელს. იგივე გააკეთეთ მეორე ფეხითა და ხელით.

16. საწყისი მდგომარეობა - იგივე. მარცხენა ფეხი გასწიეთ უკან, დააჯექით მარჯვენა ქუსლს (ნახევარშპაგატი). შემდეგ ფეხები შეანაცვლეთ. ხელები იატაკს არ მოაშოროთ.

17. დაწექით მუცელზე (მუცლის ქვეშ ამოიდეთ ბალიში). მონაცვლეობით ასწიეთ ფეხები იატაკიდან 3-5 სმ-ზე და ამ მდგომარეობაში გაჩერდით 4-6 წამს.

18. დაწექით მუცელზე, ხელები აქეთ-იქით განზიდეთ. თავი და მხრები იატაკიდან 3-5 სმ-ით წამოსწიეთ და ამ მდგომარეობაში გაჩერდით 4-6 წამს.

19. დაწექით მუცელზე. მონაცვლეობით განზიდეთ ფეხები, მეტისმეტად მაღლა არ ასწიოთ.

20. დაწექით მუცელზე. ფეხები მონაცვლეობით მოხარეთ მუხლებში.

21. ტახტზე დადექით ოთხზე, დაეყრდენით მარჯვენა მუხლს, მარცხენა ფეხი ჩამოუშვით, გამართეთ და განზიდეთ განზე. შემდეგ ფეხები შეანაცვლეთ.

22. დაწექით გვერდზე. ერთდროულად მოხარეთ ფეხები და მიიტანეთ მუცელთან. გვერდი იცვალეთ და გააკეთეთ იგივე.

23. დაწექით, ფეხები დააწყვეთ ბალიშზე. ასწიეთ მენჯი წელის შეზნექის ხარჯზე.

24. დაწექით, მონაცვლეობით გაჭიმეთ ფეხები.

25. დაწექით, თვლაზე "ერთი" ხელები ასწიეთ მაღლა; თვლაზე "ორი" მოხარეთ მარჯვენა ფეხი, მუხლი მიიბჯინეთ მუცელზე; "სამი" - ფეხი გამართეთ, ხელები მაღლა; "ოთხი" - მოიზიდეთ მარცხენა ფეხი.

26. დაწექით, ფეხები აქეთ-იქით განზიდეთ. აბრუნეთ ტერფები შიგნით და გარეთ.


 

მეთოდური რეკომენდაციები მესამე, რემიისიის პერიოდისთვის

ამ პერიოდიში უმჯობესდება ხერხემლის მოძრაობა, მაგრამ ვარჯიში უნდა ჩატარდეს ძალიან ფრთხილად. ვარჯიშები მეორდება უფრო და უფრო მეტჯერ  - 50-დან 100-მდე (შეიძლება, ეს რიცხვი გაანაწილოთ მთელ დღეზე). მიზანშეწონილია სხვა ისეთი ვარჯიშების შესრულებაც, რომლებიც უარყოფითად არ იმოქმედებს დეგენერირებულ დისკებზე: ცურვა, თხილამურებით სრიალი, ბილიკზე სირბილი, ველოერგომეტრია, ვარჯიში რეზინის ღვედით. ისეთმა დატვირთვამ, როგორიც არის ფრენბურთი (დიდი და მცირე), ველოსპორტი, სირბილი, სწრაფი ცეკვა, რითული ტანვარჯიში - შესაძლოა მოახდინოს ოსტეოქონდროზის გამწვავების პროვოცირება. ჰანტელებით ვარჯიში მიზანშეწონილია მწოლიარე მდგომარეობაში. დაკიდება, თითქოსდა წელის ნაწილის გასაწელად, მიზანშეწონილი არ არის. არასასურველია აგრეთვე სიმაღლიდან ხტომა. სამკურნალო ვარჯიშების შესრულებისას უნდა გახსოვდეთ, რომ მუდმივი მიკროტრავმა და ხერხემლის გადატვირთვა, არაკოორდინირებული მოძრაობები, ხელკვრა ხერხემლის ღერძის გასწვრივ ამზადებს ფონს დეგენერირებული დისკის გახეთქვისა და ტკივილის გამწვავებისთვის. მესამე პერიოდში რეკომენდებულია, სამკურნალო ტანვარჯიშს დაემატოს ვარჯიში აუზში.

 

ვარჯიში რემისიის პერიოდში

1. მოახდინეთ ხერხემლის წელის ნაწილის კიფოზირება ამ მდგომარეობის ფიქსაციით 10-60 წამის განმავლობაში:

ა) კედელზე მიყრდნობით, ფეხები - კედლიდან 40 სმ-ზე;

ბ) მდგომარე პოზიციაში.

2. მოეჭიდეთ შვედურ კედელს. ფეხები შედგით პირველ საფეხურზე. ჩაჯექით და ჩამოეკიდეთ კედელს.

3. დაეყრდენით მუხლებს, ფეხები გადგით განზე. ხელები გადააჩოჩეთ მარცხნივ და მთელი კორპუსით მარცხნივ გადაიხარეთ. იგივე გააკეთეთ მეორე მხარეს.

4. დადექით მუხლებზე. დააჯექით მარჯვენა ბარძაყს, ხელები განზიდეთ მარცხნივ. იგივე გააკეთეთ მეორე მხარეს.

5. დაწექით, მოხრილი და მიტყუპებული ფეხები აქეთ-იქით ამოძრავეთ.

6. დაწექით, ფეხები მოხარეთ, ხელები გადაიტანეთ თავს უკან. წამოჯექით - დაწექით.

7. ზურგიდან დაეკიდეთ შვედურ კედელს. ასწიეთ ფეხები.

8. ჩამოეკიდეთ შვედურ კედელს წინიდან. მობრუნდით მენჯით მარცხნივ, ფეხები აიტანეთ წინ და მაღლა. იგივე გააკეთეთ მეორე მხარეს.

9. დაწექით პირქვე ტანვარჯიშის სკამზე, ხელები გადაიტანეთ თავს უკან, ფეხები დააფიქსირეთ. აიწიეთ მთელი ტანით. მეტისმეტად არ გადაიზნიქოთ!

10. დაწექით, ფეხები მიიბჯინეთ მუცელზე. იქანავეთ ზურგზე წინ და უკან.

11. ჩამოეკიდეთ შვედურ კედელს. მონაცვლეობით ჩაჯექით თითოეულ ფეხზე.

12. დაწექით მუცელზე, ხელები ამოიდეთ თავქვეშ. კორპუსი მოხარეთ მარცხნივ. გამართული ფეხები მოხარეთ იმავე მხარეს. იგივე გააკეთეთ მეორე მხარეს.

13. დაწექით მუცელზე ტახტის კიდეზე ისე, რომ ფეხები დაბლა ჩამოუშვათ. ქვემოდან მოეჭიდეთ ტახტს. ასწიეთ ფეხები უკან, ოღონდ არა მეტისმეტად მაღლა.

14. დაწექით ზურგზე, წამოჯექით ისე, რომ ფეხები გადააჯვარედნოთ. ამ დროს შეგიძლიათ, ზურგს უკან დაეყრდნოთ ხელებს.

15. დაწექით. მოიხარეთ ისე, რომ წამოიწიოთ. შეგიძლიათ, გამოიყენოთ საყრდენი.

16. დაწექით, ხელების უკან გადანაცვლებით ადექით ისე, რომ ხელები იატაკს არ მოაცილოთ.

17. ფეხები განზიდეთ განზე, ხელები მიიტანეთ მხრებთან. მოხარეთ მარცხენა ფეხი მარჯვნივ და წინ ისე, რომ მარჯვენა იდაყვით შეეხოთ მარცხენა ბარძაყს. იგივე გააკეთეთ მეორე მხარეს.

18. დაწექით, ხელები გადაიტანეთ უკან. ასწიეთ მარცხენა ფეხი, მარჯვენა ხელით შეეხეთ მარცხენა წვივს. გააკეთეთ იგივე მეორე მხარეს.

19. დაწექით, გამართული ფეხები მოხარეთ მენჯ-ბარძაყის სახსარში, რეზინის ღვედის ცალი ბოლო გამოაბით შვედურ კედელს, მეორე ბოლო კი წვივებზე მოიბით. ფეხები მონაცვლეობით გასწიეთ უკან.

ვარჯიშის დასასრულს იარეთ - ფეხის წვერებზე, ქუსლებზე, ტერფების გარეთა კიდაზე, სხეულის მარცხნივ და მარჯვნივ მიბრუნება-მობრუნებით, ფეხების მაღლა აწევით, ფეხების უკან მოხრით და ა. შ.