/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

ფსიქორეაბილიტაცია ინსულტის შემდეგ

ფსიქორეაბილიტაცია ინსულტის შემდეგ
თავის ტვინის დაავადებების დროს სერიოზულად ზიანდება ფსიქიკა, რაც ფსიქოლოგიურ დარღვევებს წარმოშობს.

იმისდა მიხედვით, თავის ტვინის რომელ დაავადებასთან ან რაგვარ დაზიანებასთან გვაქვს საქმე, ზარალდება ფსიქიკური პროცესები და საზოგადოდ, პიროვნება, ადამიანის პიროვნული თვისებები. თავის ტვინის დაავადებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ქალა-ტვინის დაზიანებით. ის მრავალნაირია, დაწყებული ტვინის შერყევით, დამთავრებული ისეთი მძიმე ტრავმებით, როგორებიც არის, მაგალითად, სისხლჩაქცევები და ტვინის დაჟეჟილობა. თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, ინსულტები, თავის ტვინის სიმსივნეები, ეპილეფსია, ენცეფალიტი - ყველა ეს დაავადება აისახება ადამიანის ფსიქიკაზე და არღვევს მის ნორმალურ ფუნქციობას. თავის ტვინის დაავადებები, საზოგადოდ, იწვევს ისეთ ფსიქიკურ დარღვევებს, როგორებიც არის შემეცნებითი მოქმედებისა და აღქმის დარღვევა, აზროვნების, ყურადღების, მეხსიერების, მეტყველების მოშლა. თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისას შესაძლოა განვითარდეს ტრავმული ნევროზი, ფსიქოზები, აკვიატებული ქცევები და სხვა.

ინსულტის დროს

ტვინის სისხლძარღვოვან პათოლოგიებს შორის ინსულტი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნიათ. იმის მიხედვით, ტვინის რომელი უბანია დაზიანებული ან რამხელაა დაზიანების კერა, თავს იჩენს სხვადასხვა სახისა და სიღრმის კლინიკური ნიშნები. შესაბამისადვე ვითარდება ფსიქიკური დარღვევებიც. მცირე ინსულტის შედეგად წარმოშობილი დარღვევები ადვილად აღდგება, დიდი ინსულტი კი ხშირად დეფექტებს ტოვებს. ნებისმიერი ინსულტის კლინიკური სურათი იმაზეა დამოკიდებული, რომელი სისხლძარღვი დაზიანდა, ტვინის რომელ უბანში ჩაიქცა სისხლი. ამის შესატყვისად ზიანდება ამ უბანში განლაგებული ფსიქიკური პროცესების მართვის ცენტრებიც.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყველაზე ხშირად ირღვევა ადამიანის ყველაზე ნატიფი ფუნქცია - მეტყველება. მეტყველების მოშლა, ანუ აფაზია, ორი სახისაა: მოტორული და სენსორული. მოტორული აფაზიის დროს ადამიანს სიტყვების გამოთქმა უჭირს, თუმცა სხვის ნათქვამს აღიქვამს, სენსორულის დროს კი სხვის მიერ წარმოთქმული ბგერები ესმის, მაგრამ ვერ აღიქვამს ნათქვამის აზრს, ე. ი. აღქმის პროცესია დარღვეული. ზოგჯერ ორივე ფუნქცია ძნელი აღსადგენია. მოტორული აფაზიის შემთხვევაში ლოგოპედი ავადმყოფს ტელეგრაფიულ მეტყველებას - აუცილებელი საჭიროების (წყალი მინდა, მშია...) სიტყვიერად გამოხატვას ასწავლის. როდესაც მეტყველების სენსორული მხარეა დაზიანებული, იგი უმნიშვნელოდ თუ აღდგება. როცა დაზიანება მხოლოდ ტვინის ქირურგიულ ნაწილშია, აფაზია გამოსწორდება. შესაძლოა, მცირე დარღვევა დარჩეს, ადამიანმა ერთი სიტყვის მაგივრად სხვა იხმაროს და ა. შ. შესაძლოა, დაქვეითებული იყოს მეხსიერება, აზროვნება კი - შენელებული.

ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია

შეკითხვა ექიმს
<p>-მაქვს თავბრუსხრვევა და კეფაში სისხლძარღვის ტკივილი როგორ მოვიქცე ვის მივმართო ან რა წამალი უნდა მივიღო</p>

როდესაც ავადმყოფს შენარჩუნებული აქვს ნათელი ცნობიერება და ზოგადი მდგომარეობაც იძლევა საშუალებას, სასურველია, სარეაბილიტაციო ღონისძიებები ადრევე დაიწყოს. უპირველესად, ავადმყოფი სწორად უნდა იწვეს საწოლში (პირველ დღეს თავი წამოწეულია დაახლოებით 30°-ით) და სწორად ეწყოს მოძრაობაშეზღუდული კიდურები. რეკომენდებულია, პირველივე კვირას დაიწყოს დადამბლავებული კიდურების მსუბუქი ზედაპირული მასაჟი. დღეს აქტიურად იყენებენ კუნთების ელექტროსტიმულაციას სპეციალური აპარატით, მაგრამ მოძრაობის ფუნქციის აღსადგენ უმთავრეს მეთოდად კვლავაც სამკურნალო ვარჯიში მიიჩნევა.

ინსულტგადატანილი ავადმყოფები, ფაქტობრივად, თავიდან სწავლობენ სიარულს, ჩაცმას, ჭამას, თვითმომსახურებას, ითვისებენ დაკარგულ უნარ-ჩვევებს, ამიტომ მათ სჭირდებათ ახლობლების მხარდაჭერა და გამოჯანმრთელების რწმენა.

ასევე დაგაინტერესებთ
ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის საჭიროება და მეთოდები

ფიზიოთერაპია, მასაჟები და სამკურნალო ვარჯიში მიზნად ისახავს მოძრაობის დაკარგული უნარის აღდგენას და ისეთი გართულებების არიდებას, როგორიც არის კუნთთა სპასტიკურობა - ტონუსის ჭარბი და არათანაბარი მომატება. ზედმიწევნით ჭარბი სპასტიკურობის ფონზე შესაძლოა განვითარდეს კუნთების მყარი დაჭიმულობა, რაც გამოიწვევს მათ დამოკლებას, შეჭმუხვნას, დეფორმაციას, მოძრაობის შეზღუდვას და ტკივილსაც კი. ამას კუნთოვანი კონტრაქტურა ეწოდება. სპასტიკურობის მკურნალობის მიზანია დადამბლავებული კიდურების ფუნქციურ შესაძლებლობათა გაუმჯობესება, ტკივილისა და კოსმეტიკური დეფექტის შემცირება. ძირითადი სამკურნალო საშუალებებია დაზიანებული კიდურების პასიური მოძრაობა და აქტიური სამკურნალო ვარჯიში, ანტისპასტიკური მედიკამენტები, ბოტულოტოქსინის ადგილობრივი ინექციები, უკიდურეს შემთხვევაში - ქირურგიული ჩარევა. როდესაც დაზიანებულ კიდურში კუნთთა ტონუსი უმნიშვნელოდ არის მომატებული, მის შემცირებას არ უნდა ვეცადოთ, რადგან შესაძლოა, კუნთების ტონუსის მკვეთრი შემცირების ფონზე მოიმატოს სისუსტის ხარისხმა.

თუ ინსულტი მეტყველების ფუნქციის დარღვევით წარიმართა, აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებები მეტყველების დეფექტის აღმოსაფხვრელად. ამაში ავადმყოფს ლოგოპედი და ფსიქოთერაპევტი დაეხმარებიან.

სარეაბილიტაციო ღონისძიებები ტარდება დიდხანს და სისტემურად, განსაკუთრებით ინტენსიურად - პირველი 2-3 თვის განმავლობაში. დაკარგული ფუნქციების აღდგენის პროცესი ერთ წელიწადს გრძელდება. შემდგომში ეს პროცესი ნელდება და ავადმყოფი უფრო მეტად ეგუება დეფექტებს, ადაპტირდება სამყაროსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ სამკურნალო ვარჯიში, მასაჟი, მედიკამენტური და ფიზიოთერაპია ერთი წლის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია, აღდგენით და ადაპტაციურ ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩაბმული პაციენტის ოჯახის წევრებიც.

როგორ დავეხმაროთ

ინსულტგადატანილი ადამიანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია, უსუსურია, გაურკვევლობას განიცდის. მას ახლობელთა დიდი მხარდაჭერა სჭირდება. როცა დარღვეულია ფსიქიკური ფუნქციები, მით უმეტეს - მეხსიერება, ადამიანთან ურთიერთობა ძნელია და მტკივნეული. მაგრამ საჭიროა გულისხმიერება, ნებისყოფის მაქსიმალური დაძაბვა, ზოგჯერ უდიდესი მოთმინება, თანაგრძნობა და თანადგომა. ავადმყოფს უნდა ესაუბროთ, ჩაითრიოთ საუბარში, შეახვედროთ მისთვის ნაცნობ და ახლობელ ადამიანებს, შესთავაზოთ წიგნები, ჟურნალები, ერთად გადაათვალიეროთ საოჯახო ალბომები, ესაუბროთ გრამატიკულად სრულყოფილი და აზრიანი ფრაზებით.

ხშირად უნდა ატაროთ ისეთ ადგილებში, სადაც ადრე უვლია, აჩვენოთ ის საგნები, რომლებსაც ადრე შეხებია, აგრძნობინოთ სითბო და სიყვარული - სიყვარულს დიდი ძალა აქვს, მოასმენინოთ მისთვის საყვარელი მუსიკა - მუსიკას ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია, მასთან ასოციაციურად ბევრი რამ არის დაკავშირებული. გახსოვდეთ: როდის ან როგორ აღუდგება ადამიანს ფსიქიკური ფუნქციები ან საერთოდ აღუდგება თუ არა, მნიშვნელოვანწილად თქვენზეა - მის ახლობლებზეა დამოკიდებული, თქვენს მზრუნველობაზე, ნებისყოფაზე, ენერგიაზე, ყურადღებაზე. ავადმყოფმა კი უნდა გაითვალისწინოს: მისი სრულფასოვნება მის ხელთაა. ის არ უნდა შეეგუოს ავადმყოფობას, არ უნდა შეეპუოს სიძნელეებს - ჯერ ხომ ყველაფერი წინაა!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თავის ტრავმა - რა ნიშნები არ უნდა გამოგვეპაროს

თავის ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა,
სრულად
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თუ მენიერის დაავადება? - თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!

რა არის ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა?
სრულად
დიდხანს ჯდომა ზრდის ალცჰაიმერის რისკს - როგორ გავატაროთ ნაკლები დრო ჯდომაში?

ბოლო კვლევის მიხედვით, ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც მეტ დროს ატარებდნენ ჯდომაში, აღენიშნებოდათ
სრულად
რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც მსუბუქი ტვინის შერყევა

მსუბუქმა ტვინის შერყევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსია.
სრულად
როგორ ვლინდება „მაღალფუნქციური შფოთვა“ და რატომ არის ის საშიში?

შფოთვის მაღალი დონე ადამიანებს უბიძგებს იყოს უფრო აქტიური და პროდუქტიული - მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მდგომარეობა არანაირ სარგებელს არ მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას.
სრულად
რომელი ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა იწვევს მენტალურ პრობლემებს?

ორგანიზმში ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსიქორეაბილიტაცია ინსულტის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები