კარგია თუ არა დედისერთობა
ყოველთვის გაამართლოს მშობლების მოლოდინი. ჩვეულებრივ, ასეთი ბავშვები ბაძავენ მშობლებს, მათთან აიგივებენ თავს, რადგან არ ჰყავთ და-ძმა, რომელსაც რეალურად შეიძლება შეედარონ.
ბავშვთა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ დედისერთებს ხშირად აქვთ შორს მიმავალი გეგმები და მომავალში შესაძლოა კოლექტივში ლიდერობის რეალური პრეტენდენტებიც გახდნენ. თუმცა დედისერთას სტატუსს უპირატესობებთან ერთად ნაკლოვანებებიც აქვს.
უპირატესობები
- ერთადერთ შვილს მშობლები მატერიალურად უფრო მეტად ეხმარებიან, უფრო მეტის საშუალებას აძლევენ.
- მთელ თავისუფალ დროს მხოლოდ მას უთმობენ.
- დედისერთას არასოდეს უწევს და-ძმასთან “კონკურენცია” საყვარელი შვილის სტატუსის მოსაპოვებლად.
- აქვს კარგი სათამაშოები, საკუთარი კომპიუტერი.
- დედისერთა ოჯახის წევრთა ყურადღების ცენტრშია, ბებიებისა და ბაბუების ნებიერაა.
ნაკლოვანებები
- დიდია ალბათობა, დედისერთა მტანჯველ მარტოობას განიცდიდეს.
- მომავალში ასეთი ბავშვი შესაძლოა ეგოისტად ჩამოყალიბდეს.
- დედისერთა ზემზრუნველობისა და კონტროლის გარემოში იზრდება. ხშირად მშობლები მას მოძრავ თამაშებში ჩაბმასაც კი უკრძალავენ, რათა ტრავმისაგან დაიცვან.
- ოჯახის უფროსი წევრები ერთმანეთს ექიშპებიან პატარას სიყვარულის მოსაპოვებლად, რაც ბავშვმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს.
- თუ ცოლ-ქმარი განქორწინდა, დედისერთას საკუთარი თავი მიაჩნია დამნაშავედ.
- როცა დედისერთა იზრდება, უჩნდება შიში, რომ მშობლებს შეიძლება რამე მოუვიდეთ და მარტო დარჩეს. წლების განმავლობაში ამ შიშმა შესაძლოა კომპლექსები წარმოშვას ან დაავადებაში გადაიზარდოს.
- დედისერთა პატარაობიდანვე ეჩვევა, რომ მის ყველა პრობლემას მშობლები აგვარებენ და ზრდასრულ ასაკშიც კი ყოველგვარი სირთულის წარმოშობისას სხვის დახმარებას ელის.
- ვინაიდან დედისერთას მცირე ასაკში თანატოლებთან ურთიერთობის მწირი გამოცდილება აქვს, დიდია ალბათობა, მას თანაკლასელებთან, მერე კი თანამშრომლებთან ურთიერთობა გაუჭირდეს.
როცა ოჯახში ორი პატარაა
განვაგრძობთ საუბარს იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც შეიძლება შეეჯახოს ორი პატარას დედა.
თამაში და სათამაშო
თუ პატარებს შორის ასაკობრივი განსხვავება 2-3 წელია, იმ მომენტისთვის, როცა უმცროსი აქტიურად იწყებს გარემოს ათვისებას: ჩამოდის იატაკზე, იწყებს ცოცვას, სწავლობს წამოდგომას, - უფროსი ნანატრ სათამაშოებთან ურთიერთობის უფლებას იღებს. მას შეუძლია, ხელში დაიჭიროს ფლომასტერები, პლასტილინი, მოზაიკა, კონსტრუქტორი, საღებავები...
ეს სათამაშოები აუცილებელია წვრილი მოტორიკის განვითარებისთვის. ბავშვებს ისინი ძალიან მოსწონთ, მაგრამ ჯერ მეტისმეტად პატარები არიან საიმისოდ, რომ მათი მეშვეობით დამოუკიდებლად ითამაშონ. როგორც კი უფროს ბავშვს საღებავს, პლასტილინს თუ მოზაიკას მისცემთ, მოცოცდება უმცროსი და ამ ყველაფერს შეჭმას დაუპირებს. ყოველ შემთხვევაში, გემოს მაინც გაუსინჯავს. ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიძლება უფროსი ბავშვის სამუშაო ადგილი ისე მოვაწყოთ, რომ პატარასთვის მიუწვდომელი იყოს ან ამ დროს უმცროსი რამით გავართოთ. სხვათა შორის, ერთი წლიდან პატარასთან ერთადაც შეიძლება ხატვა სპეციალური თითების საღებავებით და ძერწვა ჩვეულებრივი ფქვილისგან მომზადებული ცომით. საბედნიეროდ, პრობლემა დიდხანს არ გრძელდება, ბავშვების ინტერესები მალე ერთიანდება და ისინი ერთად იწყებენ თამაშს.
თავდაპირველად არც წიგნების ერთობლივი კითხვაა ადვილი - უფროს ბავშვს ზღაპრის მოსმენა სურს, უმცროსი კი ცდილობს, წიგნი დახიოს და ფურცელი პირში ჩაიდოს. პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლება შევიძინოთ წიგნი, რომელსაც მუყაოს ფურცლები აქვს. მის დახევას ბავშვი ვერ მოახერხებს. როცა პატარები წამოიზრდებიან, დავის საგანი ზღაპრის არჩევანია - უფროსს ერთის წაკითხვა სურს, უმცროსს - მეორისა. ამ დროს აუცილებელია, დავაწესოთ გარკვეული რიგითობა: არჩევანის უფლება ერთ დღეს ერთ ბავშვს მივცეთ, მეორე დღეს - მეორეს.
კიდევ ერთი პრობლემა სათამაშოა. თუნდაც უფროსი ბავშვის სათამაშო არც უმცროსისთვის იყოს შეუფერებელი ზომით თუ რაიმე სხვა მახასიათებლით, მისი მეშვეობით თამაში სხვადასხვა ასაკის პატარებს სხვადასხვაგვარად სურთ. უფროსი კუბებისგან აშენებს კოშკს, პატარა მას ანგრევს, უფროსი მანქანას “მიაქროლებს”, პატარას კი სურს, ხელში აიღოს და ამ დროს რაიმეს მოამტვრევს ხოლმე.
გარდაუვალი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად შეიძლება მოვიფიქროთ სიუჟეტური თამაშები ორივე ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მაგალითად:
გაგრძელებას გაეცანით ბმულზე
https://mkurnali.ge/pediatria/rchevebi-mshoblebs/4307-roca-ojakhshi-ori-pataraa.html