/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

მომეცი, ჩემია!

მომეცი, ჩემია!
ბავშვებით სავსე ოჯახი ბედნიერებაა, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, რომ ისინი ერთმანეთს არ ეჩხუბებოდნენ და ამით მშობლების გულისწყრომას არ იწვევდნენ?

ოჯახში ულევი საქმეა, დედა სამზარეულოში ფუსფუსებს, ბავშვების ოთახიდან კი ყვირილი და ტირილი ისმის... არა, რაღა ახლა დაიწყეს ჩხუბი, როცა დედას არ სცალია? რა იქნებოდა, სულ რაღაც ნახევარი საათი ეთამაშათ წყნარად, ემოციების, ჩხუბისა და ცრემლების გარეშე?! დედას ისევ მოუწევს მოჩხუბარ შვილებს შორის ჩადგომა და მომრიგებელი მოსამართლის როლის შესრულება. იქნებ ჯობდეს, პატარებს საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება და მივცეთ საშუალება, ურთიერთობები თავად გაარკვიონ?

  • პატარა მეტოქეები

მოდი დავფიქრდეთ, რატომ ჩხუბობენ ბავშვები, რატომ ცდილობენ, უპირატესობა მოიპოვონ და დედის სიმპათია დაიმსახურონ. პასუხი მარტივია - ბავშვთა ეჭვიანობა საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა. ალბათ არ არსებობს ისეთი ოჯახი, და-ძმები ერთმანეთზე რომ არ ეჭვიანობდნენ. ზოგი ბავშვი ახერხებს, სძლიოს ამ გრძნობას და იპოვოს კამათის გადაწყვეტის მშვიდობიანი გზა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მშობლებს დიდ საზრუნავს უჩენენ მუდმივი კონფლიქტებით, რომლებიც სრულიად სხვადასხვა მიზეზით აღმოცენდებიან.

ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ განსხვავდება უფროსი და უმცროსი ბავშვის ქცევა. უფროსი ყოველთვის ისწრაფვის, ყურადღების ცენტრში იყოს. უმცროსი ძმის ან დის დაბადების შემდეგ ის იძულებული ხდება, მშობლების სიყვარული და ყურადღება პატარას გაუყოს, ადრე კი ეს ყველაფერი მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ბავშვი ცდილობს, ყოველგვარი მისაღები თუ მიუღებელი მეთოდით დაიბრუნოს მთავარი პერსონის სტატუსი. წესისამებრ, უმცროსი სრულიად სხვანაირია. ის ცდილობს, უფრო წარმატებული იყოს იქ, სადაც უფროსს სირთულეები აქვს. პატარას არ სურს შეეგუოს სუსტის სტატუსს და სწორედ ამიტომ ახდენს კონფლიქტების პროვოცირებას.

ხშირად ოჯახში პრიორიტეტების ცვლილება მესამე შვილის დაბადებისას ხდება. მშობლებს მის მიმართ ისეთივე გრძნობა უჩნდებათ, როგორიც პირველი შვილის მიმართ. მას ეფერებიან, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და ხშირად იმაზე მეტის უფლებასაც კი აძლევენ, ვიდრე უფროს შვილებს. ასეთ დროს ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე შუათანა ბავშვი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ უმცროსი იყო. უფროსს ჯერ ვერ დაეწევა, პატარა კი მას აშკარად ჩაგრავს - მშობლები ხომ სულ ნაბოლარას მხარეზე არიან!

როგორ უნდა მოახერხოს, რომ ყოველივე ამის გამო უფროსებთან ანგარიშსწორების სურვილი არ გაუჩნდეს?!

კამათისა და ჩხუბის სიხშირე მხოლოდ ოჯახში ბავშვების რაოდენობასა და მათი გაჩენის რიგითობაზე როდია დამოკიდებული. დადგენილია, რომ რაც უფრო მცირეა ასაკობრივი განსხვავება ბავშვთა შორის, მით უფრო ხშირად აღმოცენდება კონფლიქტი, მით უფრო ხშირად უკარგავს მშობლებს მოსვენებას პატარების განწირული ყვირილი. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვების სქესი. ერთი სქესის ბავშვთა კონფლიქტი უფრო ხშირი და სერიოზულია, ხოლო და-ძმა უფრო იოლად პოულობს საერთო ენას.

  • ნუ დაასხამთ ცეცხლზე ნავთს

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

ხშირად ბავშვებს შორის კონფლიქტს მშობლების ქცევა განაპირობებს. რა თქმა უნდა, ეს უნებურად ხდება. ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ ზედმეტ კამათსა და წყენას თავიდან აიცილებენ, თუ პატარებს ერთნაირ სათამაშოებს უყიდიან და ტკბილეულსაც თანაბრად გაუყოფენ. სინამდვილეში საქმე არცთუ ისე მარტივადაა. ბავშვები მართლაც ნაკლებად იჩხუბებენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თანაბრად გაუყოფთ არა მარტო ტკბილეულს, არამედ გრძნობებსაც. ორივე ბავშვი თანაბრად შეაქეთ, საჭიროებისას ორივეს ერთნაირად უსაყვედურეთ. პატარა არ უნდა გრძნობდეს, რომ მისი და ან ძმა უფრო საყვარელია.

ხშირად მშობლები შვილებს შორის კონკურენციას ისე აღვივებენ, რომ ვერც კი ხვდებიან. აბა დაფიქრდით, რამდენჯერ შეგიდარებიათ პატარები ერთმანეთისთვის, ხაზგასმით აღგინიშნავთ ერთის ნაკლი და მეორის ღირსება.

"ნახე, რა კარგად ჭამს შენი ძმა, შენ კი დაგიღია პირი და ბუზებს ითვლი!" ამ სიტყვების შემდეგ ბავშვს უჩნდება განცდა, რომ ის სხვაზე უარესი და ნაკლებად საყვარელია. სპეციალისტები გვირჩევენ, ასეთ შედარებებს თავი ვარიდოთ. მიუხედავად ერთნაირი აღზრდისა, ერთი ბავშვი არასოდეს იქნება მეორის ასლი.

პრობლემები მაშინაც იჩენს თავს, როცა უფროსი არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. აშკარაა, რომ უფროს შვილს უფრო მეტი მოვალეობა აკისრია. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა ბავშვს იმაზე მეტი მოვალეობა არ დააკისრონ, ვიდრე მის ასაკს შეეფერება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ხშირად შვილებს შორის კონფლიქტს მშობლების ქცევა განაპირობებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მომეცი, ჩემია!

ოჯახში ულევი საქმეა, დედა სამზარეულოში ფუსფუსებს, ბავშვების ოთახიდან კი ყვირილი და ტირილი ისმის... არა, რაღა ახლა დაიწყეს ჩხუბი, როცა დედას არ სცალია? რა იქნებოდა, სულ რაღაც ნახევარი საათი ეთამაშათ წყნარად, ემოციების, ჩხუბისა და ცრემლების გარეშე?! დედას ისევ მოუწევს მოჩხუბარ შვილებს შორის ჩადგომა და მომრიგებელი მოსამართლის როლის შესრულება. იქნებ ჯობდეს, პატარებს საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება და მივცეთ საშუალება, ურთიერთობები თავად გაარკვიონ?

  • პატარა მეტოქეები

მოდი დავფიქრდეთ, რატომ ჩხუბობენ ბავშვები, რატომ ცდილობენ, უპირატესობა მოიპოვონ და დედის სიმპათია დაიმსახურონ. პასუხი მარტივია - ბავშვთა ეჭვიანობა საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა. ალბათ არ არსებობს ისეთი ოჯახი, და-ძმები ერთმანეთზე რომ არ ეჭვიანობდნენ. ზოგი ბავშვი ახერხებს, სძლიოს ამ გრძნობას და იპოვოს კამათის გადაწყვეტის მშვიდობიანი გზა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მშობლებს დიდ საზრუნავს უჩენენ მუდმივი კონფლიქტებით, რომლებიც სრულიად სხვადასხვა მიზეზით აღმოცენდებიან.

ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ განსხვავდება უფროსი და უმცროსი ბავშვის ქცევა. უფროსი ყოველთვის ისწრაფვის, ყურადღების ცენტრში იყოს. უმცროსი ძმის ან დის დაბადების შემდეგ ის იძულებული ხდება, მშობლების სიყვარული და ყურადღება პატარას გაუყოს, ადრე კი ეს ყველაფერი მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ბავშვი ცდილობს, ყოველგვარი მისაღები თუ მიუღებელი მეთოდით დაიბრუნოს მთავარი პერსონის სტატუსი. წესისამებრ, უმცროსი სრულიად სხვანაირია. ის ცდილობს, უფრო წარმატებული იყოს იქ, სადაც უფროსს სირთულეები აქვს. პატარას არ სურს შეეგუოს სუსტის სტატუსს და სწორედ ამიტომ ახდენს კონფლიქტების პროვოცირებას.

ხშირად ოჯახში პრიორიტეტების ცვლილება მესამე შვილის დაბადებისას ხდება. მშობლებს მის მიმართ ისეთივე გრძნობა უჩნდებათ, როგორიც პირველი შვილის მიმართ. მას ეფერებიან, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და ხშირად იმაზე მეტის უფლებასაც კი აძლევენ, ვიდრე უფროს შვილებს. ასეთ დროს ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე შუათანა ბავშვი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ უმცროსი იყო. უფროსს ჯერ ვერ დაეწევა, პატარა კი მას აშკარად ჩაგრავს - მშობლები ხომ სულ ნაბოლარას მხარეზე არიან!

როგორ უნდა მოახერხოს, რომ ყოველივე ამის გამო უფროსებთან ანგარიშსწორების სურვილი არ გაუჩნდეს?!

კამათისა და ჩხუბის სიხშირე მხოლოდ ოჯახში ბავშვების რაოდენობასა და მათი გაჩენის რიგითობაზე როდია დამოკიდებული. დადგენილია, რომ რაც უფრო მცირეა ასაკობრივი განსხვავება ბავშვთა შორის, მით უფრო ხშირად აღმოცენდება კონფლიქტი, მით უფრო ხშირად უკარგავს მშობლებს მოსვენებას პატარების განწირული ყვირილი. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვების სქესი. ერთი სქესის ბავშვთა კონფლიქტი უფრო ხშირი და სერიოზულია, ხოლო და-ძმა უფრო იოლად პოულობს საერთო ენას.

  • ნუ დაასხამთ ცეცხლზე ნავთს

ხშირად ბავშვებს შორის კონფლიქტს მშობლების ქცევა განაპირობებს. რა თქმა უნდა, ეს უნებურად ხდება. ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ ზედმეტ კამათსა და წყენას თავიდან აიცილებენ, თუ პატარებს ერთნაირ სათამაშოებს უყიდიან და ტკბილეულსაც თანაბრად გაუყოფენ. სინამდვილეში საქმე არცთუ ისე მარტივადაა. ბავშვები მართლაც ნაკლებად იჩხუბებენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თანაბრად გაუყოფთ არა მარტო ტკბილეულს, არამედ გრძნობებსაც. ორივე ბავშვი თანაბრად შეაქეთ, საჭიროებისას ორივეს ერთნაირად უსაყვედურეთ. პატარა არ უნდა გრძნობდეს, რომ მისი და ან ძმა უფრო საყვარელია.

ხშირად მშობლები შვილებს შორის კონკურენციას ისე აღვივებენ, რომ ვერც კი ხვდებიან. აბა დაფიქრდით, რამდენჯერ შეგიდარებიათ პატარები ერთმანეთისთვის, ხაზგასმით აღგინიშნავთ ერთის ნაკლი და მეორის ღირსება.

"ნახე, რა კარგად ჭამს შენი ძმა, შენ კი დაგიღია პირი და ბუზებს ითვლი!" ამ სიტყვების შემდეგ ბავშვს უჩნდება განცდა, რომ ის სხვაზე უარესი და ნაკლებად საყვარელია. სპეციალისტები გვირჩევენ, ასეთ შედარებებს თავი ვარიდოთ. მიუხედავად ერთნაირი აღზრდისა, ერთი ბავშვი არასოდეს იქნება მეორის ასლი.

პრობლემები მაშინაც იჩენს თავს, როცა უფროსი არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. აშკარაა, რომ უფროს შვილს უფრო მეტი მოვალეობა აკისრია. მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რათა ბავშვს იმაზე მეტი მოვალეობა არ დააკისრონ, ვიდრე მის ასაკს შეეფერება.


ნუ აიძულებთ უფროს შვილს, მუდამ გვერდით ედგეს უმცროსს, თვალყურს ადევნებდეს მის ქცევას.

უფროს ბავშვს, ბუნებრივია, სურს, ზედმეტი "ტვირთის" გარეშე ითამაშოს თანატოლებთან, ამიტომ თუ მას პატარას მოვლა დავავალეთ, შესაძლოა, უკმაყოფილება უმცროსზე გადაიტანოს, მას აწყენინოს. ასეთ დროს პატარები საჩივრით მშობლებს მიაშურებენ ხოლმე.

  • როგორი უნდა იყოს მშობლების რეაქცია პატარას საჩივარზე?

უპირველეს ყოვლისა, არამც და არამც არ შეიძლება მსგავსი ქმედების წახალისება. ანალოგიურად უნდა მოიქცეთ მაშინაც, როცა უფროსი მორბის და შთაგონებული სახით გიყვებათ, როგორ ჩააგდო პატარამ დედას მობილური ნიჟარაში, პასუხად სთხოვეთ, დაანებოს თავი ძმას და საკუთარი საგმირო საქმეების შესახებ მოყვეს. ასე ბავშვი დაინახავს, რომ ძმისა თუ დის თვალთვალი და მასზე კომპრომატების შეგროვება მშობლებს სულაც არ მოსწონთ. ამავე დროს ისიც უნდა მოახერხოთ, რომ ბავშვი გრძნობდეს, როდის არის აუცილებელი ამ წესისგან გადახვევა - როცა დას ან ძმას საფრთხე ემუქრება, უფროსებს უმალვე უნდა შეატყობინოს.

  • ისწავლეთ დიპლომატია

რატომ იწყება ჩხუბი? ყველაზე ბანალური მიზეზი სათამაშოა, რომელსაც პატარები ვერ იყოფენ. გარდა ამისა, ბავშვები აგრესიულად რეაგირებენ დაცინვაზე, უსამართლობაზე, ტყუილზე.

  • როგორ უნდა მოიქცნენ უფროსები, როცა პატარა ბავშვები მორიგ ჩხუბს წამოიწყებენ?

გამოიჩინეთ დიპლომატია, ეცადეთ, კამათში არ ჩაერთოთ, თავდაპირველად პატარებს შორიდან დააკვირდით _ იქნებ კონფლიქტი თქვენი მონაწილეობის გარეშეც მოგვარდეს (თუ ასე მოხდა, ბავშვების შექება არ დაგავიწყდეთ), მაგრამ თუ პატარებს შორის ასაკობრივი განსხვავება ისეთია, რომ გეშინიათ, ერთმა მეორე არ დააზიანოს, ჩხუბში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერიოთ. ჩხუბში ჩარევისას დედას კარგად უნდა ახსოვდეს თავისი მთავარი ფუნქცია - აგრესიის განეიტრალება და ბავშვების დამშვიდება.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, პატარებს კონფლიქტების მოგვარება ვასწავლოთ. თუ დასჯას აუცილებლად მიიჩნევთ, სასჯელი სამართლიანი და თანაბარი უნდა იყოს. კონფლიქტში დედის ჩარევას აზრი არ აქვს, როცა ის "გაჩერდით, გადავირევის" ყვირილის მეტს არაფერს აკეთებს.

დაუშვებელია მუქარა "ყველაფერს მამას მოვუყვები და ის გიჩვენებთ სეირს!" არც მოკამათეთა შორის მტყუან-მართლის ძიებაა რეკომენდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარები, რომლებიც მიმიკისა და ჟესტების შესანიშნავი ოსტატები არიან, მოახერხებენ, ერთმანეთი ჩუმად, უსიტყვოდ გადარიონ.

ნუ ჩათვლით, რომ კონფლიქტზე პასუხი მხოლოდ უფროსმა ბავშვმა უნდა აგოს. ნუ იფიქრებთ, რომ ორი-სამი წლით უფროსობა საკმარისია საიმისოდ, რომ პატარა დიდი გახდეს. ის ხომ ჯერ ბავშვია...

გადადგით პირველი ნაბიჯი სამართლიანობის აღსადგენად. უწინარეს ყოვლისა, ბავშვები დაამშვიდეთ. თუ ისინი ძალიან პატარები არიან, საუკეთესო გამოსავალია ყურადღების გადატანა სხვა საგანზე. მაგალითად, გოგონებს თქვენი უჯრის დათვალიერება შესთავაზეთ, ბიჭები ფანჯარაში გაახედეთ. უფრო მოზრდილი ბავშვები მარტო კი არ უნდა დაამშვიდოთ, არამედ სერიოზული საუბრისთვისაც მოამზადოთ. ამაში გარემოს შეცვლა დაგეხმარებათ - გაიყვანეთ პატარები სამზარეულოში, მიეცით საშუალება, რამდენიმე წუთით წყნარად იყვნენ. როცა ემოციები განელდება, გაარკვიეთ, რა იყო კონფლიქტის მიზეზი, მაგრამ ნუ ეცდებით იმის დადგენას, ვინ წამოიწყო ჩხუბი.

იქნებ ბავშვის აგრესია მოულოდნელმა წყენამ ან საყვარელი სათამაშოს დამტვრევამ გამოიწვია... როცა პრობლემის არსი გამოიკვეთება, ერთად მოიფიქრეთ მისი მოგვარების გზები, შემდეგ ბავშვებს სთხოვეთ, მოფიქრებული ვარიანტებიდან საუკეთესო აირჩიონ. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ გოგონებმა ჩხუბი ექიმობანას თამაშისას დაიწყეს, რადგან ვერ გადაწყვიტეს, ვინ ექიმი ყოფილიყო და ვინ - პაციენტი. ურჩიეთ პატარებს, როლები პერიოდულად ცვალონ ან ორივე ექიმი იყოს და თოჯინებს უმკურნალონ. შეგიძლიათ, სხვა თამაში მოიფიქროთ და ჩხუბის საბაბიც გაქრება.

ჩხუბის შემდეგ პატარების შესარიგებლად საუკეთესო გზა მაინც ისეთი დავალებაა, რომლის შესრულებაც ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. მაგალითად, დაყრილი სათამაშოების დალაგება ან სასეირნოდ წასვლისას სათამაშოების არჩევა. დედა უნდა ეცადოს, რომ ბავშვების ერთობლივი საქმიანობა წაახალისოს. ამ დროს პატარები სწავლობენ ერთმანეთის დახმარებას, ურთიერთშეთანხმებას და სხვისი ინტერესების გათვალისწინებას.

მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ და-ძმებს შორის ურთიერთობა მუდმივად ვითარდება და იცვლება. უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, ეს თავად მშობლებზეა დამოკიდებული.

როცა ოჯახში მშვიდი ატმოსფერო და ურთიერთპატივისცემა სუფევს, მოზრდილები საკუთარი პრობლემების გადაწყვეტისას იოლად პოულობენ კომპრომისს. მშობლების ურთიერთობის ასეთი მოდელი კი შვილებისთვის მაგალითია. ისინი ხვდებიან, რომ ყოველგვარი კონფლიქტი მშვიდობიანად, ზედმეტი ხმაურისა და გაწევ-გამოწევის გარეშეც შეიძლება მოგვარდეს.