/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

უფროსი შვილი

უფროსი შვილი
ოჯახში მეორე პატარას ველოდებით. უფროსი შვილი დღემდე ჩვენთვის ყველაფერი იყო, მაგრამ ბოლო ხანს შფოთვა შევამჩნიეთ.

როგორ მოვიქცეთ, რომ არ იეჭვიანოს?

დედის მეორე ორსულობა ძალიან ცვლის პირველი შვილის ცხოვრებას. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, დის ან ძმის ფაქტორიც არის. ოჯახში მშობლების ყურადღების კიდევ ერთი ობიექტის გაჩენა ბავშვისთვის განცდის, მღელვარების, ზოგჯერ კი ძლიერი სტრესის მიზეზადაც იქცევა.

მშობლები ყოველთვის ვერ ახერხებენ ეჭვიანობის თავიდან აცილებას, მაგრამ მათ შეუძლიათ, იგი მინიმუმამდე დაიყვანონ. ამისთვის საჭიროა, უფროსი ბავშვი წინასწარ მოვამზადოთ ოჯახის ახალ წევრთან შესახვედრად, რათა ის ჩვენთან ერთად ელოდოს მას. როგორ გაუმკლავდება პატარა ნეგატიურ განცდებს, ეს დამოკიდებულია ოჯახში არსებულ ატმოსფეროზე, მშობლების "აღმზრდელობით ხაზზე", იმაზე, შეძლებენ თუ ვერა ისინი, სათანადო ყურადღება დაუთმონ ორივე შვილს.

მეორე ბავშვის დაბადებას ყველაზე მეტად პირველი შვილი განიცდის, რადგან ის მიჩვეული იყო საყოველთაო ყურადღებას და უფროსების განსაკუთრებული სიყვარულით იყო გარემოცული, ახლა კი მის ცხოვრებაში ძირეული ცვლილებები ხდება: ის შეიძლება ცალკე ოთახში გადაიყვანონ, საბავშვო ბაღში შეიყვანონ...

სასურველია, ეს ცვლილებები ბავშვმა ოჯახის ახალ წევრს არ დაუკავშიროს, ამიტომ ეს მანამდე უნდა მოხდეს, სანამ ბავშვი ახალ ამბავს შეიტყობს, უმჯობესია, მეორე შვილის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე. პატარას ეს ასე უნდა აუხსნათ: ის გაიზარდა და ცალკე ოთახი სჭირდება; დროა, ბაღში მივიდეს, რადგან მისი ასაკის ყველა ბავშვი დადის ბაღში და ა.შ. თუ ამას მშობიარობის შემდეგ გააკეთებთ, პატარა იფიქრებს, რომ თავიდან იშორებთ. დედის სამშობიაროში ყოფნისას კი განსაკუთრებულად უნდა მოუაროთ, სათუთად მოეპყროთ.

როგორ შევატყობინოთ უფროსს, რომ ოჯახში კიდევ ერთი ბავშვი გაჩნდება? უბრალოდ, ვუთხრათ: "საყვარელო, მალე დაიკო ან ძამიკო გეყოლება". სურს თუ არა ეს, ნუ ჰკითხავთ - თუ არ სურს, მაინც ვერაფერს შეცვლით. ბავშვთა ფსიქოლოგების უმრავლესობა შესაძლებლად მიიჩნევს, ბავშვმა წინასწარ იცოდეს, რომ მისი დედის სხეულში ცოცხალი არსება იზრდება. მას უნდა შეახსენოთ, რომ ისიც იყო ჩვილი, მანაც დიდი სიხარული მოგიტანათ, როცა დაიბადა. აჩვენეთ თავისი ჩვილობის დროინდელი ფოტოსურათები, უამბეთ, რომ ისიც ასეთი პატარა იყო და მერე გაიზარდა.

შეკითხვა ექიმს
<p>-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე</p>

დიდი მნიშვნელობა აქვს უფროსი ბავშვისთვის "უფროსობის" შეგრძნებას. დროდადრო შეახსენეთ, რომ ჩვილი ძალიან უსუსურია და თქვენ მისი დახმარება დაგჭირდებათ.

დაიხმარეთ პატარა დაიკოს ან ძამიკოს მოვლაში, ისიც სიხარულით გააკეთებს ამას: თქვენთან ერთად აჭმევს, აბანავებს ან ჩააცმევს, სათამაშოებით გაართობს. აუხსენით ისიც, რომ ახალშობილი ძალიან უსუსურია და მასთან თამაშს ვერ შეძლებს, რათა იმედი არ გაუცრუვდეს.

გარდა ამისა, გააფრთხილეთ უფროსი შვილი, რომ შეიცვლება თქვენი ყოველდღიური განრიგი. მაგალითად: "მე ალბათ დავიღლები ხოლმე, ამიტომ ბებიას ვთხოვ, საბავშვო ბაღიდან გამოგიყვანოს" ან "ხელით ვეღარ გატარებ, სამაგიეროდ, უფრო მეტხანს ვისეირნებთ". წაიყოლეთ მაღაზიებში მომავალი დაიკოსა თუ ძამიკოსთვის ნივთების საყიდლად. ის ხალისით დაგეხმარებათ საბავშვო ეტლის ან საწოლის შერჩევაში.

სამშობიაროში წასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე აუხსენით უფროს შვილს, სად და რატომ მიდიხართ, როდის დაბრუნდებით, უთხარით, ვინ დარჩება მასთან.

ბავშვის ეჭვიანობას ხელს უწყობს უფროსების ქცევის შეცვლაც: სამუშაოდან დაბრუნებული მამა პირველად პაწაწას ეფერება; თუ ადრე ბებიისა და პაპის საჩუქარი უფროს შვილიშვილს ეკუთვნოდა, ახლა ისინი პირველად ჩვილისკენ გარბიან... მოსთხოვეთ სტუმრებსაც და ნათესავებსაც, ორივე ბავშვს ერთნაირი ყურადღებით მოეპყრონ. საჩუქრები შეიძინეთ არა მხოლოდ ახალშობილისთვის, არამედ უფროსისთვისაც.

მოიკრიბეთ მოთმინება და თავი შეიკავეთ მაშინაც კი, როცა ბავშვი ძალიან გამომწვევად იქცევა, ჭირვეულობს და დიდ ყურადღებას ითხოვს. გახსოვდეთ, ეს ქცევა არაადეკვატურია; ის ვითარების შეცვლას თქვენზე ნაკლებად არ განიცდის. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ "მხოლოდ მას", თუნდაც 5 წუთი ძილის წინ, მთავარია, იგრძნოს, რომ ამ დროს თქვენ მხოლოდ მას ეკუთვნით. შეინარჩუნეთ რიტუალები, რომლებიც არსებობდა მეორე ბავშვის დაბადებამდე. თქვენი ძალისხმევა ამაოდ არ ჩაივლის, მალე აღმოაჩენთ, რომ თქვენს გვერდით თანამოაზრეა და არა აბეზარი ეჭვიანი.

მთავარია, ხაზი გაუსვათ, რომ ოჯახი ერთიანია, ოჯახის ყველა წევრს თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. უფროსი ძველებურად იგრძნობს, რომ ისევ გიყვართ და კმაყოფილი იქნება მშობლიური ამაგისა და სიყვარულის კუთვნილი წილით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

უფროსი შვილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები