/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

როცა ოჯახში ჩვილი ბავშვია

როცა ოჯახში ჩვილი ბავშვია
ბავშვი დაიბადა და ცხოვრებას ხალისი და აზრი მიეცა, თუმცა პასუხისმგებლობაც გაიზარდა. როგორ გვინდა, პატარა ჯანმრთელი და ძლიერი იყოს,

ინფექცია არ შეეყაროს... როგორ მოვიქცეთ ამისთვის? ბავშვთა ასაკის ინფექციებს ექიმები, ტრადიციულად, მიაკუთვნებენ ყბაყურას, წითელას, წითურას, ჩუტყვავილას, ქუნთრუშას. მათ ორი რამ აერთიანებთ - ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება და მყარი იმუნიტეტის დატოვება.

ინფექციამ ჩვენს ოჯახში რომ შემოაღწიოს, საკმარისია, სტუმრად მოვიდეს ადამიანი, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ ავადაა და ბავშვის ახლოს დააცემინოს. ჩვილის იზოლირება შეუძლებელია, მაგრამ შეგვიძლია, ზრდისა და განვითარებისთვის ისეთი პირობები შევუქმნათ, სადაც ბაქტერიებისა და ვირუსების ადგილი არ იქნება.

როგორ მოვემზადოთ ახალშობილის დასახვედრად?

სამშობიარო სახლში ბავშვი თითქმის სტერილურ პირობებშია, ამიტომ მედიკოსები დაბეჯითებით გვირჩევენ, პატარას შინ მოყვანამდე ბინა ძალიან კარგად დავალაგოთ. კარგად დაბერტყეთ ხალიჩები, გარეცხეთ ფარდები და საწოლის გადასაფარებლები, მორეცხეთ იატაკი, შეძლებისდაგვარად სველი წესით გაწმინდეთ ავეჯი. ჩვილის ტანსაცმელი და მისთვის განკუთვნილი ნივთები ცალკე უნდა ინახებოდეს. საბავშვო ავეჯი ისე უნდა შეირჩეს, რომ სველი წესით წმენდას უძლებდეს. უნდა იზრუნოთ განათებაზეც. აუცილებელია მქრქალი განათების წყარო, რათა სინათლე ღამითაც გენთოთ. ოპტიმალური ტენიანობა ბავშვის ოთახში 50-60 პროცენტია, ხოლო ტემპერატურა - 21-22 გრადუსია. ვინაიდან ჩვენი შეგრძნებები სუბიექტურია, ამ მაჩვენებლების კონტროლისთვის შეიძინეთ თერმომეტრი და ჰიგრომეტრი.

უფროსი და-ძმა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მაშ ასე, სახლი სუფთაა, ნათელია, თბილია. ყველაფერი მზადაა ოჯახის ახალი წევრის დასახვედრად. ჩვილის გასაცნობად რიგში დგანან ბებიები, ბაბუები და უფროსი და-ძმები. სწორედ ამ დროს იპყრობს დედას შიში: ვაითუ უფროსებმა სკოლიდან ან ბაღიდან ჩუტყვავილა ან ყბაყურა მოიტანონ? ხომ არ შევზღუდოთ უფროსების კონტაქტი ახალშობილთან?

ფსიქოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ უფროსი ბავშვები მაქსიმალურ მონაწილეობას უნდა იღებდნენ უმცროსების აღზრდაში, მის გვერდით უნდა იყონ ბანაობის, ჩაცმის, თამაშის დროს, რათა სიყვარულმა განდევნოს ეჭვი იმ პაწაწინა არსების მიმართ, რომელიც დედას სულ ხელში უჭირავს. როცა უფროსი ბავშვი სკოლიდან ან საბავშვო ბაღიდან ბრუნდება, სურს, სწრაფად მიირბინოს პატარასთან, ჩაეხუტოს და მიეფეროს მას. ამ დროს ბავშვს კეთილგანწყობილი, მაგრამ შეუვალი ტონით უნდა ავუხსნათ, რომ პატარასაც ძალიან ენატრება ის, მაგრამ აუცილებელია, ჯერ ფეხსაცმელები გაიხადოს, ტანსაცმელი გამოიცვალოს და ხელები კარგად დაიბანოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მყავს 2 კვირის და 3 დღის ბავშვი. ბუნებრივ კვებაზეა. ამობოყინება ძალიან უჭირს, ყველანაირი პოზა ვცადე მაგრამ ძაალიან იშვიათად აქარვებს. რაც ძალიან მაშინებს. ძილში რომ წამოაქაფოს ან რამე მაგის მეშინია. როგორ ამოვაქარვებინო? და კიდევ რომ მირჩიოთ თუ საკმარისია ზურგზე წოლა და თავი გვერდულად. რომ დაზღვეული ვიყო ამოღების შეემთხვევაში მასის უკან წაღების</p>

უფროსები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ პატარების დაბანაში, სეირნობაში, უნდა ეთამაშებოდნენ მათ, მაგრამ ამ დროს ხელები ყოველთვის სუფთა უნდა ჰქონდეთ. თუ უფროსი ბავშვი ავად გახდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მისი ოთახის სისუფთავეს, რათა მიკროორგანიზმებს გამრავლების საშუალება არ მივცეთ. საზოგადოდ, რეკომენდებულია, რომ ოჯახში, სადაც ბავშვია, სველი წესით დალაგება კვირაში 2-3-ჯერ ჩატარდეს, თანაც საამისოდ სადეზინფექციო საშუალებები გამოვიყენოთ, რათა მხოლოდ თვალით შესამჩნევი მტვერი კი არ მოვიცილოთ, არამედ მავნე ბაქტერიები, სოკოები და ვირუსებიც გავანადგუროთ. სველი წესით დალაგებისას პატარა სხვა ოთახში უნდა იყოს.

დალაგების შემდეგ ოთახი კარგად უნდა განიავდეს. გულდასმით უნდა გასუფთავდეს ის ადგილი, სადაც ბავშვს ტანსაცმელს ვუცვლით. უნდა გაირეცხოს ბავშვის სათამაშოებიც. ტანსაცმელი და საწოლის თეთრეული ხშირ-ხშირად უნდა დაირეცხოს - სარეცხით სავსე კალათები ბაქტერიების შესანიშნავი წყაროა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ქრისტესისხლა - ინფექციური დაავადებების, ჰეპატიტის, მოწამვლის შემდეგ ღვიძლის აღმდგენი და გამწმენდი საუკეთესო საშუალება
ქრისტესისხლა - ინფექციური დაავადებების, ჰეპატიტის, მოწამვლის შემდეგ ღვიძლის აღმდგენი და გამწმენდი საუკეთესო საშუალება
სამკურნალო რეცეპტები.
სრულად
ქრისტესისხლა და ბაყაყურა - ჩასანიშნი რეცეპტები
ქრისტესისხლა და ბაყაყურა - ჩასანიშნი რეცეპტები
ინფექციური დაავადების, ჰეპატიტის, მოწამვლის შემდეგ ღვიძლის აღმდგენ და გამწმენდ საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ქრისტესისხლა. იგი შხამიანი მცენარეა, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს მის დოზირებას.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

როცა ოჯახში ჩვილი ბავშვია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები