/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის აღზრდა

მშობლების ყურადღება

მშობლების ყურადღება
ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც თავს იჩენს ოჯახებში, სადაც სამი და მეტი ბავშვია. როგორც კი ოჯახი სამშვილიანი ხდება, თითოეულ ბავშვს ერგება მშობლების ნორმალური და არა უწინდებურად ჭარბი ყურადღება. ეს ბუნებრივია - ჩვეულებრივ, დედ-მამა "დაპროგრამებულია" არა ერთი, არამედ ორი, სამი, ოთხი შვილის აღზრდაზე.

ოჯახში შვილების რაოდენობა თანდათან იზრდება. პატარები ჰაერივით ავსებენ ოჯახის სივრცეს. ერთ ბავშვს მშობლების ყურადღება პერსონალურად ეკუთვნის, ორი თანაბრად იყოფს, სამი კი იერიშით მოიპოვებს მას. ნურც ეცდებით, სამივე შვილს ერთდროულად მიაქციოთ ყურადღება - ეს ტექნიკურად შეუძლებელია და ამას ვერც ერთი დედა ვერ შეძლებს. დიდ ოჯახებში ბავშვები ძალიან აფასებენ დედის ინდივიდუალურ ყურადღებას. ის ხანმოკლე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დედა მხოლოდ "მისია", ბავშვისთვის დიდი სტიმულია, ნებისმიერ შაქარლამაზე უფრო ტკბილი. რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით უფრო უკეთესად თამაშობენ ისინი ერთმანეთთან. ეს ბუნებრივია - ჩნდება თამაშის დროს პარტნიორის არჩევის შანსი, ფსიქოლოგიური სივრცე საგრძნობლად ფართოვდება. რასაკვირველია, ეს ეხება იმ პერიოდს, როცა მესამე ბავშვიც იმდენად წამოიზრდება, რომ თამაშის სრულფასოვანი მონაწილე გახდება.

უფროსების განსაკუთრებული მდგომარეობა

უფროსი შვილი ერთადერთია, რომელსაც ახსოვს თავისი "გაბატონებული" მდგომარეობა, დრო, როცა ის დედისერთა იყო და მშობლების ყურადღებას არავის უზიარებდა. უფროსი შვილი, წესისამებრ, იძულებულია, ნადრევად "გაიზარდოს". უმცროსი და-ძმები წუთითაც არ აძლევენ მას პატარა ბავშვის ფსიქოლოგიურ ნიშაში დაბრუნების შანსს. უფროსს კი ძალიან უნდა, ცოტა ხნით მაინც ისევ გახდეს პატარა. მისი ეს ბუნებრივი მოთხოვნილება მშობლებმა უნდა გაიზიარონ და ამის გამო მკაცრად არ უნდა მოეპყრონ შვილს. თუ უფროს შვილს მეტისმეტად გადავტვირთავთ უმცროსებზე ზრუნვით, უმცროსი და-ძმები მისთვის შესაძლოა ზედმეტ ტვირთად იქცნენ. ასე რომ არ მოხდეს, უფროსი შვილის მოვალეობები სავსებით უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკობრივ შესაძლებლობებს. სკოლამდელი ასაკის ბავშვს საერთოდ არ უნდა დავავალოთ ჩვილის ეტლთან ან საწოლთან დიდხანს ჯდომა, ხოლო სასკოლო ასაკისას უმცროსის მხოლოდ ნახევარი საათით გართობა შეიძლება ვთხოვოთ. უფროს ბავშვს უნდა დარჩეს დრო თავისი ცხოვრებისთვის, თავისი გატაცებებისთვის. ამ შემთხვევაში ის საკუთარი ნებით დაიწყებს პატარასთან თამაშს და ეს სულაც აღარ მოეჩვენება დამთრგუნველ დავალებად.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პირველი და მეორე

მესამე შვილის დაბადებამდე 2-3 თვით ადრე უნდა დავიწყოთ იმაზე ზრუნვა, რომ პირველი და მეორე ერთ გუნდად იქცნენ და შეძლებისდაგვარად ერთნაირი რეჟიმი ჰქონდეთ. მეორე შვილს, რომელიც ამიერიდან უმცროსი აღარ იქნება, ფსიქოლოგიურად უფრო გაუადვილდება მესამის მიღება, თუ უფროსთან ერთად ერთ გუნდში გაერთიანდება. თუ ორი უფროსი ერთად თავს კარგად იგრძნობს, მშობლებსაც ნაკლებად შეაწუხებენ და ნაკლებ ყურადღებასაც მოითხოვენ. კარგი იქნება, ბავშვებს თავად შეეძლოთ თავიანთი ოთახის მოწესრიგება. შეიძლება მათი ერთდროულად დაბანა. თუ დაძინებითაც თავად იძინებენ, სულ მთლად შესანიშნავია! ამ დროს დედას საშუალება მიეცემა, ცოტა ხნით მაინც განმარტოვდეს. ერთი სიტყვით, რაც უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ უფროს ბავშვებს დამოუკიდებლად, მით უფრო უადვილდება დედას საქმე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ბავშვის განითარების ეტაპები - მე-3 კვირა: რეაქცია ბგერებზე
ბავშვის განითარების ეტაპები - მე-3 კვირა: რეაქცია ბგერებზე
სრულად
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ბავშვი მშობლის ქცევას იმეორებს
ქუჩაში, მაღაზიასა თუ სკვერში ბავშვთან მოჩხუბარი მშობელი ხშირად გამხდარა გაკიცხვის ობიექტი.
სრულად
ბავშვთა აღზრდაში დაშვებული ექვსი შეცდომა
ბავშვთა აღზრდაში დაშვებული ექვსი შეცდომა
შფოთვითი ქცევა, ბავშვის კრიტიკული აღზრდა
სრულად
როგორია ახალშობილის პირველი კვირა: უპირობო რეფლექსები
როგორია ახალშობილის პირველი კვირა: უპირობო რეფლექსები
ახალშობილად ბავშვი სიცოცხლის პირველ თვეში ითვლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი ყველასთვის.
სრულად
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
როცა ბავშვი დაუმორჩილებელია
ბავშვის ცუდი ქცევა – არის მისი მეთოდი, მიიტანოს თავისი სათქმელი მშობლამდე.
სრულად
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
7 რამ, რასაც ბავშვებს უაზროდ ვუკრძალავთ
გარდა სიყვარულის საჭიროებისა, ბავშვის მიმართ არსებობს ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნები წესების, საზღვრებისა და გონივრული აკრძალვების შესახებ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

მშობლების ყურადღება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მშობლების ყურადღება

ოჯახში შვილების რაოდენობა თანდათან იზრდება. პატარები ჰაერივით ავსებენ ოჯახის სივრცეს. ერთ ბავშვს მშობლების ყურადღება პერსონალურად ეკუთვნის, ორი თანაბრად იყოფს, სამი კი იერიშით მოიპოვებს მას. ნურც ეცდებით, სამივე შვილს ერთდროულად მიაქციოთ ყურადღება - ეს ტექნიკურად შეუძლებელია და ამას ვერც ერთი დედა ვერ შეძლებს. დიდ ოჯახებში ბავშვები ძალიან აფასებენ დედის ინდივიდუალურ ყურადღებას. ის ხანმოკლე პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დედა მხოლოდ "მისია", ბავშვისთვის დიდი სტიმულია, ნებისმიერ შაქარლამაზე უფრო ტკბილი. რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით უფრო უკეთესად თამაშობენ ისინი ერთმანეთთან. ეს ბუნებრივია - ჩნდება თამაშის დროს პარტნიორის არჩევის შანსი, ფსიქოლოგიური სივრცე საგრძნობლად ფართოვდება. რასაკვირველია, ეს ეხება იმ პერიოდს, როცა მესამე ბავშვიც იმდენად წამოიზრდება, რომ თამაშის სრულფასოვანი მონაწილე გახდება.

უფროსების განსაკუთრებული მდგომარეობა

უფროსი შვილი ერთადერთია, რომელსაც ახსოვს თავისი "გაბატონებული" მდგომარეობა, დრო, როცა ის დედისერთა იყო და მშობლების ყურადღებას არავის უზიარებდა. უფროსი შვილი, წესისამებრ, იძულებულია, ნადრევად "გაიზარდოს". უმცროსი და-ძმები წუთითაც არ აძლევენ მას პატარა ბავშვის ფსიქოლოგიურ ნიშაში დაბრუნების შანსს. უფროსს კი ძალიან უნდა, ცოტა ხნით მაინც ისევ გახდეს პატარა. მისი ეს ბუნებრივი მოთხოვნილება მშობლებმა უნდა გაიზიარონ და ამის გამო მკაცრად არ უნდა მოეპყრონ შვილს. თუ უფროს შვილს მეტისმეტად გადავტვირთავთ უმცროსებზე ზრუნვით, უმცროსი და-ძმები მისთვის შესაძლოა ზედმეტ ტვირთად იქცნენ. ასე რომ არ მოხდეს, უფროსი შვილის მოვალეობები სავსებით უნდა შეესაბამებოდეს მის ასაკობრივ შესაძლებლობებს. სკოლამდელი ასაკის ბავშვს საერთოდ არ უნდა დავავალოთ ჩვილის ეტლთან ან საწოლთან დიდხანს ჯდომა, ხოლო სასკოლო ასაკისას უმცროსის მხოლოდ ნახევარი საათით გართობა შეიძლება ვთხოვოთ. უფროს ბავშვს უნდა დარჩეს დრო თავისი ცხოვრებისთვის, თავისი გატაცებებისთვის. ამ შემთხვევაში ის საკუთარი ნებით დაიწყებს პატარასთან თამაშს და ეს სულაც აღარ მოეჩვენება დამთრგუნველ დავალებად.

პირველი და მეორე

მესამე შვილის დაბადებამდე 2-3 თვით ადრე უნდა დავიწყოთ იმაზე ზრუნვა, რომ პირველი და მეორე ერთ გუნდად იქცნენ და შეძლებისდაგვარად ერთნაირი რეჟიმი ჰქონდეთ. მეორე შვილს, რომელიც ამიერიდან უმცროსი აღარ იქნება, ფსიქოლოგიურად უფრო გაუადვილდება მესამის მიღება, თუ უფროსთან ერთად ერთ გუნდში გაერთიანდება. თუ ორი უფროსი ერთად თავს კარგად იგრძნობს, მშობლებსაც ნაკლებად შეაწუხებენ და ნაკლებ ყურადღებასაც მოითხოვენ. კარგი იქნება, ბავშვებს თავად შეეძლოთ თავიანთი ოთახის მოწესრიგება. შეიძლება მათი ერთდროულად დაბანა. თუ დაძინებითაც თავად იძინებენ, სულ მთლად შესანიშნავია! ამ დროს დედას საშუალება მიეცემა, ცოტა ხნით მაინც განმარტოვდეს. ერთი სიტყვით, რაც უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ უფროს ბავშვებს დამოუკიდებლად, მით უფრო უადვილდება დედას საქმე.


ფუნქციათა დელეგირება

შესაძლოა, რთულად ჟღერდეს, მაგრამ საქმე ეხება უბრალო ჭეშმარიტებას: სამი და მეტი შვილის მშობლები სულაც არ არიან ვალდებულნი, ყველაფერი აკეთონ შვილების ნაცვლად და ყველაფერი მოასწრონ. პირიქით, დიდ ოჯახებში მნიშვნელოვანია მოვალეობათა განაწილება. სკოლამდელი ასაკის ბავშვებსაც კი შეუძლიათ, დედას დიდი დახმარება გაუწიონ. მთავარია, შესაფერისი მოვალეობები შევურჩიოთ. ურიგო არ იქნება, თუ ოჯახის უფროსი წევრებიც მოგეხმარებიან, მაგალითად, დალაგებაში, სადილის მომზადებაში. ასეთ დროს პატარებს დედის უფრო მეტი ყურადღება ერგებათ.

ზედმეტი ხელი

მრავალშვილიანმა დედებმა უნდა ისწავლონ, რომ პანიკას არ მიეცნენ, როცა საქმეს ვერ აუდიან. თვალი გადაავლონ პრიორიტებებს და გადაწყვიტონ, რა არის მთავარი, რა გააკეთონ უპირველესად და რა შეიძლება სულაც გაუკეთებელი დატოვონ. ზოგჯერ შეიძლება დახმარებისათვის ახლობლებს მივმართოთ, ზოგიერთ პრობლემას კი უფროსი შვილებიც მოაგვარებენ. ასეთი მიდგომისას მშობლები მალე აღმოაჩენენ, რომ მათი ცხოვრებისეული პოზიცია შეიცვალა, ხოლო უფროსი შვილები უფრო ორგანიზებულები, დამოუკიდებლები და გამგონეები გახდნენ. თუ ასე არ მოხდა, დედა გამუდმებით კოლაფსშია, უფროსი შვილები კი უფრო და უფრო ჭირვეულები, აგრესიულები და ნევროზულები ხდებიან, რეკომენდებულია, დახმარებისათვის სპეციალისტს მივმართოთ.

მეტისმეტად მაღალი თამასა

არცთუ იშვიათად მესამე შვილი მაშინ ჩნდება, როცა უფროსები სკოლაშიც დადიან და სპორტულ სექციასა თუ შემოქმედებით წრეზეც. ეს მშობლებისთვის მეტისმეტი დატვირთვაა. თუ ეცდებით, ნაბოლარა ეტლში ჩასვათ და უფროსებს ყველგან წაჰყვეთ, არაფერი გამოგივათ - თქვენ დაიღლებით, პატარას კი ძილისა და კვების რეჟიმი დაერღვევა, ჭირვეული გახდება. ამ დროს აუცილებელია ფუნქციათა განაწილება. გახსოვდეთ, თქვენ ენერგია უნდა შეინარჩუნოთ, რადგან მშობლობა ხანგრძლივი პროცესია.

შეჯამების ნაცვლად

  • დედას უნდა ჰქონდეს დრო ჩვილთან მარტო დასარჩენად.
  • უნდა მოახერხოთ, უფროსი ბავშვების ცხოვრება საინტერესო იყოს.
  • ეცადეთ, შუათანა უფროსის მფარველობის ქვეშ განაწესოთ. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ისინი ერთნი არიან.
  • ნუ აქცევთ უფროს შვილს მთავარ დამხმარედ.
  • ნუ ეცდებით, სრულყოფილი იყოთ. შეეგუეთ, რომ ყველაფერს ვერ მოასწრებთ, ხოლო ოჯახში საქმე არ გამოილევა. მნიშვნელოვანია, აქცენტები სწორად გაანაწილოთ, მთავარი და მეორეხარისხოვანი ერთმანეთისგან გამიჯნოთ.
  • ნუ ეცდებით, ყველაფერს უხელმძღვანელოთ და ყველაფერი აკონტროლოთ. ჯობს, დროდადრო ზოგი რამ ბავშვებს მიანდოთ.
  • ეცადეთ, ხანდახან უფროს შვილებთან ერთადაც იაროთ სასეირნოდ. ისინი ძალიან აფასებენ ასეთ ღონისძიებებს.
  • მნიშვნელოვანია, ენერგია შეგრჩეთ. ზედმეტი თავგანწირვა არ არის საჭირო, შვილებს ჯანმრთელი მშობლები სჭირდებათ!