/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

ბოსტნეული ჩვილის მენიუში

ბოსტნეული ჩვილის მენიუში
რა ასაკიდან შეიძლება, ჩვილი მოზრდილთა საკვებზე გადავიყვანოთ? რომელი ბოსტნეულია მისთვის ყველაზე მისაღები?

.

დედის რძით იკვებება ჩვილი თუ ადაპტირებული ნარევებით, ექვსი თვიდან დამატებითი საკვები აუცილებელია მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. რძესა თუ ადაპტირებულ ნარევებთან ერთად მიღებული ვიტამინები და მიკროელემენტები ჩვილს ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აღარ ჰყოფნის.

ეს ნიშნავს, რომ C, A, D, B ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას, რკინის, იოდის, თუთიის, სპილენძის, სელენის, კალციუმის, ფოსფორის, კალიუმის დანაკლისი ორგანიზმმა დამატებითი საკვებით უნდა შეივსოს.

ექვსი თვიდან ჩვილს უფრო სქელი საკვები სჭირდება, ვიდრე დედის რძე თუ ხელოვნური ნარევია, და ის უნდა მივცეთ არა საწოვრიანი ბოთლით, არამედ კოვზით. სქელი საკვები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, მისი ფერმენტული სისტემის სტიმულაციას განაპირობებს და საღეჭი აპარატის სწორად ფორმირებას უწყობს ხელს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ყველა ბავშვი სიხარულით როდი ხვდება ცვლილებებს; შესაძლოა, პატარამ პირი არ დააკაროს ახალ საკვებს. ნურც თქვენ დააძალებთ, რამდენიმე დღით გადადეთ "ნაცნობობა" და 7-10 დღის შემდეგ ისევ შესთავაზეთ. ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად დასრულდება.

არსებობს ზოგადი წესები, რომელთა ცოდნა მშობელს დაეხმარება, ადვილად შეაგუოს პატარა ახალ პროდუქტს.

  1. დაიწყეთ მცირე ულუფებით - 1/2 ჩაის კოვზით, რომ გემოს შეეჩვიოს;
    1. თანდათან გაზარდეთ ულუფა საჭირო ოდენობამდე:
    2. 7-8 თვისთვის - 80მლ,
    3. 9-12 თვისთვის - 120მლ.

დიეტოლოგიის ოქროს წესი ასეთია:

  1. ერთ დღეს მიეცით მხოლოდ ერთი ახალი პროდუქტი. პირველ ხანებში დამატებითი კერძი (მაგალითად, პიურე) მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტისგან (კარტოფილისგან, სტაფილოსგან, გოგრისგან) მოამზადეთ. როდესაც მის გემოს შეეჩვევა, მეორე დაამატეთ და ასე შემდეგ.
  2. დამატებით კვებას ნუ დაიწყებთ ჩვეული ცხოვრების წესის ცვლილებისას, მაგალითად, აგარაკზე წასვლისას, ბინის გამოცვლისას...
  3. თავი არიდეთ უცხო საკვების მიცემას, თუ ბავშვი ავად არის, გამოჯანმრთელებიდან ერთი კვირის შემდეგ კი შეგიძლიათ შესთავაზოთ ახალი გემო.
  4. ასევე თავი შეიკავეთ ახალი პროდუქტის დამატებისგან ვაქცინაციის ან სხვა სამედიცინო პროცედურების (სამკურნალო ვარჯიშის, მასაჟის) პერიოდში.
  5. დამატებითი საკვები შესთავაზეთ დილით, მეორე კვების დროს, დედის რძის ან ხელოვნური ნარევის მიცემამდე.
  6. ახალი საკვების მიცემიდან 7-10 დღის განმავლობაში ყურადღებით დააკვირდით ბავშვის კანს, საერთო მდგომარეობას, განავლის ხასიათს.
  7. თუ რაიმე უჩვეულო შეამჩნიეთ, უმჯობესია, ახალი საკვების მიცემა ექიმის კონსულტაციამდე შეწყვიტოთ. აწარმოეთ დღიური. ასე უფრო იოლად გაიგებთ, რომელ პროდუქტზე აქვს პატარას ალერგია.
  8. დამატებითი საკვები უნდა იყოს ერთგვაროვანი, ნახევრად თხიერი. კონსისტენციას სწრაფად ნუ შეუცვლით, რომ ბავშვი შეუმჩნევლად შეეგუოს. აჭამეთ ჩაის კოვზით, თბილი.
  9. ბოსტნეული, რომლისგანაც დამატებით საკვებს ამზადებთ, მოწეული უნდა იყოს ჩვენს გეოგრაფიულ არეალში.
  10. ყოველი ახალი პროდუქტი რაციონში 7-10-დღიანი შუალედით უნდა ჩართოთ.

  • რა ასაკიდან?

შეკითხვა ექიმს
<p>-ᲨეიᲫლება Თუ არა წლის და 8 Თვის ბავᲨვს დავალევინო ყოველ დᲦე იმუნიტეტის ასამაᲦლებლად Თაფლიანი და ლიმონიანი Თბილი წყალი? Თაფლი ნატურალური რაᲗქმაუნდა</p>

ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილს დამატებითი საკვები 6 თვიდან უნდა მისცეთ, ხელოვნურზე მყოფს - უფრო ადრე, 4-5 თვიდან. თუ ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილი წონას ნელა იმატებს, მიზანშეწონილია, დამატებითი კვება ექიმთან შეთანხმებით უფრო ადრე დაიწყოთ ფაფით. იგივე ითქმის დღენაკლულ ჩვილებზეც. კონკრეტული რეკომენდაციები კი უმჯობესია პედიატრისგან მიიღოთ.

  • რით დავიწყოთ?

სპეციალისტთა უმრავლესობა გვირჩევს, დამატებითი კვება ბოსტნეულით დავიწყოთ.

ასევე დაგაინტერესებთ
რატომაა საშიში საავტომობილო გზებთან ახლოს გაყიდული ბოსტნეულისა და ხილის ჭამა
რომელი უმი ბოსტნეულია უფრო სასარგებლო?

სწორად მომზადებულ ბოსტნეულის კერძს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს:

  1. შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების თავისუფალ გადაადგილებას და ნაწლავებში სასარგებლო მაკროფლორის წარმოქმნას;
  2. შეიცავს პექტინურ ნივთიერებებს, რომელთაც აქვთ შემომგარსველი და შემწოვი (აბსორბციული) მოქმედება;
  3. დადებითად მოქმედებს ორგანიზმის მჟავატუტოვან წონასწორობაზე, ქმნის პირობებს ყველა ორგანოსა და სისტემის სწორი ფუნქციობისთვის.

სპეციალისტთა აზრით, უმჯობესია, თავდაპირველად ბავშვს ნაკლებად ალერგენული ბოსტნეული გავასინჯოთ:

  1. ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ღია ფერის გოგრა;
  2. მერე ამას შეიძლება დავუმატოთ სტაფილო, კარტოფილი. კარტოფილი უმჯობესია სტაფილოსთან ან ყაბაყთან ერთად მივცეთ, ვინაიდან სუფთა კარტოფილის პიურე მძიმე საკვებია ჩვილისთვის;
  3. თეთრი კომბოსტო, ჭარხალი, მწვანე ბარდა, ლობიო, თავი ხახვი საკვებს 11-12 თვიდან დაამატეთ.
  • ყაბაყი მდიდარია კალიუმით, სპილენძით, კაროტინით დაC ვიტამინით, აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი, ანემიის საწინააღმდეგო, ნაწლავთა პერისტალტიკის გამაძლიერებელი თვისებები. პექტინური ნივთიერებების უხვი შემცველობის გამო მას ადვილად ითვისებს ორგანიზმი. აწესრიგებს წყალმარილოვან ცვლას და წმენდს სისხლს. სასარგებლოა იმ ავადმყოფებისთვის, რომლებიც ანტიბიოტიკებს იღებენ.
  • ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ნაზ მცენარეულ უჯრედისს, მდიდარია მინერალური მარილებით (კალიუმი, ფოსფორი), მიკროელემენტებით (რკინა, კობალტი, მაგნიუმი, იოდი) და ვიტამინებით (A, C, B ჯგუფის, E, PP, U), A დაC ვიტამინები მზარდი ორგანიზმის იმუნურ დაცვას უზრუნველყოფს. მთელი ეს ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი, რომელსაც იოლად ითვისებს ორგანიზმი, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს: აწესრიგებს სისხლის წარმოქმნას, ნივთიერებათა ცვლას, ძვლის წარმოქმნას, აძლიერებს სისხლძარღვებს.
  • კომბოსტო შეიცავს ჩვილის ზრდისთვის საჭირო ცილებს. ამინმჟავები, რომლებიც ცილების "საშენი მასალაა", შეუცვლელია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ჯანსაღი ფუნქციობისთვის.
  • გოგრა მდიდარია ვიტამინებით (კერძოდ, B6-ით, რომელიც დიდ როლს ასრულებს სისხლწარმოქმნის პროცესში), ცხიმებით, ცილებითა და ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და მიკროელემენტებით (კალიუმი, კალციუმი, რკინა). კაროტინის შემცველობით იგი სტაფილოს 5-ჯერ აჭარბებს, ხოლო ღვიძლს (რომლის მიცემაც ჯერ არ დაგიწყიათ) - 3-ჯერ.
  • სტაფილო პექტინური ნივთიერებების, უჯრედისისა და საკვები ბოჭკოს უხვი შემცველობის წყალობით აადვილებს ნაწლავთა მოქმედებას, აქვს ბაქტერიციდული თვისებები, ხელს უწყობს ნაღვლის დენას. შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ბეტა-კაროტინისა და კალციუმის კომბინირება სასარგებლოა სასუნთქი სისტემით ხშირად მოავადე ბავშვებისთვის.

სტაფილო რეკომენდებულია შენელებული ზრდის ტემპის მქონე პატარებისთვის. იგი მდიდარია მანგანუმით, რომელიც წონანაკლული ბავშვებისთვის აუცილებელია, ფიტონციდების შემცველობით კი არ ჩამოუვარდება ხახვსა და ნიორს.

  • როგორ მოვამზადოთ პიურე

მომზადებამდე ბოსტნეული უნდა გავრეცხოთ გამდინარე წყლით, დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე მომინანქრებულ, თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გადავწუროთ, გავაგრილოთ, დავაბლენდეროთ და ბოსტნეულის ნახარშით მივცეთ სასურველი სისქე. ერთი თვის შემდეგ ბოსტნეულის პიურეს წვეთობით დაუმატეთ მცენარეული ზეთი. ზეთის ოდენობა თანდათან 1 ჩაის კოვზამდე გაზარდეთ. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი მარილი, მწვანილი - ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი, მოგვიანებით - ნიორიც. თუ პატარა ბოსტნეულის პიურეს პირს არ აკარებს, შეგიძლიათ განსხვავებული გემოს მისაღებად ხილი შეურიოთ.

  • ხილისა და ბოსტნეულის პიურე

საჭიროა:

  1. 70გ გოგრა
  2. 50გ სტაფილო
  3. 1 ცალი ანტონოვკის ჯიშის ვაშლი
  4. 50მლ რძე
  5. 3-4გ ნაღების კარაქი.

ერთად მოხარშულ გოგრასა და სტაფილოს დაუმატეთ ვაშლი და კიდევ 5-7 წუთი ხარშეთ, ათქვიფეთ ბლენდერში, დაუმატეთ ცხელი რძე, კარაქი და უწყვეტი მორევით შეათბეთ ნელ ცეცხლზე. გააგრილეთ და მიეცით ბავშვს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ უნდა შეარჩიოთ ვარჯიში წონის დაკლების დასაჩქარებლად

JESF: ძალისმიერი ვარჯიში კარდიო ვარჯიშამდე აჩქარებს ცხიმების წვას.
სრულად
როგორ დავიწყოთ სირბილი გულის ჯანმრთელობისთვის რისკის გარეშე

ვინ არის რისკის ქვეშ და რატომ არის მნიშვნელოვანი პულსის მონიტორინგი.
სრულად
სპორტდარბაზში ვარჯიშის და სირბილის ალტერნატივა

თქვენ შეგიძლიათ დაწვათ 600 კკალამდე ერთ საცეკვაო ვარჯიშში.
სრულად
5 სასარგებლო და ეფექტური ვარჯიში 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის

ასაკთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის მოქნილობის, სახსრების მობილურობისა და მოძრაობის სტაბილურობის შენარჩუნება.
სრულად
ფიზიკური აქტივობა გაზაფხულზე: ენერგია და ჯანმრთელობა

გაზაფხული განახლებისა და გამოღვიძების დროა, როდესაც ბუნება იღვიძებს და ჩვენც მეტი ენერგია გვჭირდება.
სრულად
ცურვის სასარგებლო და სახიფათო ასპექტები
ცურვის სასარგებლო და სახიფათო ასპექტები
ყველასთვის ცნობილია, რომ ცურვას ორგანიზმისთვის კოლოსალური სარგებლის მოტანა შეუძლია. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში ცურვა ფიზიკურ აღზრდაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
სრულად
რატომ მცირდება კუნთების მოცულობა დატვირთვის გარეშე?

კუნთოვანი მასა სხეულის მუდმივი მუშაობის შედეგია.
სრულად
რატომ რჩება პულსი ხანგრძლივად აჩქარებული ვარჯიშის შემდეგ?

ყოველ ადამიანს სჭირდება გარკვეული დრო ვარჯიშის შემდეგ, გულისცემის (პულსის) ნორმალიზებისთვის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ბოსტნეული ჩვილის მენიუში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები