/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

გოგრის სასარგებლო თვისებები

გოგრის სასარგებლო თვისებები
გოგრის სამშობლო ცენტრალური ამერიკაა,

თუმცა მან დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი ბავშვების მენიუში. ახლა გოგრის სეზონია და მოდი, ჩვენც გავამდიდროთ ყოველდღიური რაციონი ამ ბაღჩეულით. გვესაუბრება პედიატრი მაია მუზაშვილი.- რატომ უნდა შევიტანოთ გოგრა ბავშვის მენიუში?- ოქროსფერი გოგრა შემოდგომაზე და ზამთარში ზაფხულის მზიან დღეებს გვაგონებს. ის არა მხოლოდ ზღაპრებსა და მათ გმირებთან, არამედ გემრიელ და ჯანსაღ კვებასთანაც ასოცირდება. იშვიათია, ბოსტნეული ამდენ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავდეს.

გოგრა კარგად ინახება. მისი მაგარი ქერქი, განსაკუთრებული შემადგენლობის რბილობი და თესლი ადვილად ძლებს გაზაფხულამდე.

გოგრის უჯრედისი ადვილად იხარშება და რბილდება. მოხარშულ გოგრას ბავშვის ორგანიზმი კარგად ითვისებს, ამიტომ შეიძლება, ყოველდღიურ რაციონშიც ჩავრთოთ. უმი გოგრით მოუმზადეთ სალათები შებერილობისადმი (აირების დაგროვებისადმი) მიდრეკილ ბავშვებს.

სასარგებლოა გოგრის არა მხოლოდ რბილობი, არამედ თესლიც. მასში უხვადაა მიკროელემენტები - კალიუმი (K), კალციუმი (Ca), მაგნიუმი (Mg), ნატრიუმი (Na), ფოსფორი (P), თუთია (Zn), რკინა (Fe), ვიტამინები (A, C, B, B12, PP, E, K; ეს უკანასკნელი მოქმედებს სისხლის შემდედებელ სისტემაზე და მას არც ერთი სხვა ბოსტნეული არ შეიცავს).

გემრიელი აფთიაქი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

გოგრის თესლის ფაფა ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის. თესლი რძესთან ერთად უნდა ათქვიფოთ, გემოვნებისამებრ დაამატოთ თაფლი, ხილის წვენი და უზმოზე მისცეთ პატარას როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალება - თითო სუფრის კოვზი ორჯერ, ნახევარსაათიანი ინტერვალით.

გოგრას დამამშვიდებელი და უძილობის საწინააღმდეგო თვისებაც აქვს. მიეცით ბავშვს თაფლით დამტკბარი 50-70 მლ გოგრის ნახარში ძილის წინ.

ასევე დაგაინტერესებთ
გოგრა ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.
გოგრა მხოლოდ პროსტატის მშველელი როდია

ჩვეულებრივი გოგრის წვენიც კი, თუ ძილის წინ დალევთ, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს ძილის მოწესრიგებას.

რა შეიძლება მოვუმზადოთ ბავშვს გოგრისგან?

შემოდგომის სალათა

საჭიროა:

  • 200 გ მოხარშული გოგრა
  • 200 გ ვაშლი
  • 200 გ სტაფილო
  • 2 ჩაის კოვზი თაფლი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.

მოხარშული გოგრა დაჭერით კუბებად, დაახეხეთ ვაშლი და სტაფილო, მოასხით თაფლი და ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მიირთვით.

ბოსტნეულის სუპი

საჭიროა:

  • 200 გ მოხარშული გოგრა
  • 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
  • 2 სადილის კოვზი ბრინჯი
  • 100 გ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი არაჟანი.

გოგრა და სტაფილო დაჭერით კუბებად და 10 წუთი ხარშეთ 1 ლ წყალში, დაამატეთ მოხარშული ბრინჯი, ყვავილოვანი კომბოსტო და ხარშეთ კიდევ 10-15 წუთი. ათქვიფეთ კვერცხი და ნელ-ნელა, რევით შეურიეთ მოხარშულ ბოსტნეულს. რომ წამოდუღდება, შეაზავეთ მარილით და წვრილად დაჭრილი კამით. გადმოიღეთ თეფშზე, მოასხით არაჟანი და მიირთვით.

გოგრის დესერტი

საჭიროა:

  • 300 გ გოგრის რბილობი
  • 1 ცალი ვაშლი
  • 3 სადილის კოვზი თაფლი
  • 2 ფორთოხლის ცედრა და წვენი
  • გემოვნებისამებრ - დარიჩინი და გახეხილი ნიგოზი და ნაღები.

ქვაბში ფენა-ფენა ჩაალაგეთ თხლად დაჭრილი გოგრა და ვაშლი, მოასხით თაფლი, ფორთოხლის წვენი, მოაყარეთ დარიჩინი, თავზე დაახურეთ და 7-10 წუთი ნელ ცეცხლზე შუშეთ. როცა გაცივდება, გადაიღეთ ბლენდერში, ათქვიფეთ და პატარა ფიალებში გაანაწილეთ. მოაყარეთ გახეხილი ნიგოზი და მორთეთ ნაღებით.

კომენტარები (1)
ROBERTI
RAMDENI GRAMI GOGRIS TESLIS MIGEBA SHEIZLEBA DGESHI?
თარიღი : 26-01-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გოგრის სასარგებლო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები