რატომ რჩება პულსი ხანგრძლივად აჩქარებული ვარჯიშის შემდეგ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ რჩება პულსი ხანგრძლივად აჩქარებული ვარჯიშის შემდეგ?

როგორც წესი, სპორტსმენებთან გულისცემის სიხშირე უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე დამწყებ მოვარჯიშეებთან.

ხდება ისეც, რომ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია სპორტს მისდევს, მიჩვეულია დატვირთვასა და ფიზიკურ აქტივობას, ვარჯიშის შემდეგ პულსის აჩქარებული მდგომარეობა ხანგრძლივად უნარჩუნდება.

რატომ არ უბრუნდება ზოგიერთის გულისცემა ნორმის მაჩვენებელს დროულად? ამის რამდენიმე შესაძლო ახსნა არსებობს:

  • გაუწყლოება

თუ ადამიანი არ სვამს საკმარის სითხეს ვარჯიშამდე და ვარჯიშის დროს, სისხლის რაოდენობა, რომელიც მოძრაობს მის სხეულში, რამდენამდე ნაკლები ხდება. ამის გამო გულს მეტი შრომა უწევს, ზოგჯერ კი გადამეტებულიც, საკმარისი ჟანგბადის მისაღებად.

რა თქმა უნდა, უნივერსალური წესი, თუ რამდენი წყალი უნდა დალიოს ადამიანმა დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) ასარიდებლად, არ არსებობს, მაგრამ თუ ვარჯიშის შესრულებისას გამუდმებით გწყურდებათ ან ძლიერ ოფლიანდებით, მაშინ უფრო ხშირად უნდა დაეწაფოთ სუფთა წყალს.

  • გადამეტებული ვარჯიში

ფიზიკური ვარჯიში ერთგვარი სტრესია ორგანიზმისთვის. და თუ ადამიანი ძალიან ხშირად მიმართავს მას, ან კიდევ გადამეტებულ ან ძლიერ დატვირთვას უქმნის სხეულს, „მადლობას“ არ უნდა ელოდოს ორგანიზმისგან. ზედმეტმა და არარაციონალურმა ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის აჩქარება, როგორც სპორტულ დარბაზში მონახულებისას, ასევე ვარჯიშის შემდეგ მოსვენებისა და დასვენების დროსაც. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა, უფრო ხშირად დაუთმოთ დრო მოდუნება-მოსვენებას, გადახედოთ ვარჯიშისადმი მიდგომას და, შესაძლოა, შეამციროთ კიდეც ვარჯიშების რაოდენობა.

  • გაციება და გრიპი

როდესაც ორგანიზმი ინტენსიურად ებრძვის ინფექციას, შეიძლება გაიზარდოს გულისცემის სიხშირე. ასეთ ვითარებაში ხშირად გაუსაძლისად რთულია ხოლმე ვარჯიში, თუნდაც უმარტივესი ვარჯიშების შესრულება. სწრაფად გამოჯანმრთელებისათვის, ზოგი ცუდად მყოფიც ვარჯიშობს. თუ ორგანიზმს აქვს ამის რესურსი, ეს დასაშვები და კარგიცაა, თუმცა, ვარჯიშის შემდეგ ხანგრძლივად აჩქარებული პულსის შენარჩუნება, ასეთ დროს გასაკვირი არაა. თუ აღნიშნული შეგრძნება შემაწუხებელია და დისკომფორტს გიქმნით, უმჯობესია, გამოტოვოთ ვარჯიში და დაისვენოთ.

თუ შეამჩნევთ გაციების ან გრიპის ნიშნებს, უმჯობესია, შეასრულოთ მინიმალური ინტენსივობის ვარჯიშები ან საერთოდ არ ივარჯიშოთ და დაისვენოთ რამდენიმე დღით.

  • მედიკამენტები

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არ უნდა იაროთ სპორტდარბაზში ავადმყოფობის დროს, მედიკამენტებია. პრეპარატები, რომლებსაც ადამიანი გაციების საწინააღმდეგოდ იღებს, ხშირად ზრდის გულისცემის სიხშირეს. ასეთივე ეფექტი აქვთ ანტიდეპრესანტებს, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებსა და ასთმის სამკურნალო პრეპარატებს.

თუ ხვდებით, რომ ვარჯიშის შემდეგ აჩქარებული პულსის მიზეზი შეიძლება იყოს ახალი წამლის მიღება, უნდა მიმართოთ ექიმს. შესაძლოა, მან პრეპარატი ანალოგით შეგიცვალოთ, ან გითხრათ, ვარჯიშამდე რამდენი ხნით ადრე ან მის შემდეგ რა დროის ფარგლებში შეგიძლიათ მიიღოთ აბები, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ჯანმრთელობას.

  • კოფეინი

კოფეინი არის ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს ნერვულ სისტემას და ანელებს ორგანიზმის აღდგენის უნარს ვარჯიშის შემდეგ. მაშინაც კი, თუ სპორტდარბაზში სიარულის შემდეგ ყავას არ სვამთ, კოფეინი მაინც შეიძლება აღმოჩნდეს თქვენს ორგანიზმში. დაუშვებელია ასევე ვარჯიშამდე ენერგეტიკული სასმელების, შავი ჩაის ან ცხელი შოკოლადის დალევა. ეს სასმელები აჩქარებს პულსს და ართულებს გულისცემის ნორმალიზებას ვარჯიშის შემდეგ. ასე რომ, დასახელებული სასმელები, სულ მცირე, ვარჯიშიდან საათნახევრის შემდეგ უნდა დალიოთ.

  • მოწევა

ბევრი ადამიანი ახერხებს სპორტისა და მოწევის შერწყმას, მიუხედავად იმისა, რომ ესმის მათი ურთიერთგამომრიცხაობა. ვარჯიშის შემდეგ სიგარეტის მოწევით, ადამიანი ხელს უშლის ორგანიზმში აღდგენითი პროცესების წარმართვას, მათ შორის, გულისცემის ნორმალიზებას. და ეს ყველაფერი ხდება ნიკოტინის გამო, რომელიც აიძულებს გულს უზარმაზარი დატვირთვით მუშაობას.

ასე რომ, თუ გსურთ, ვარჯიშის შემდეგ პულსის დროულად ნორმალიზება, ვარჯიშების გაცილებით მარტივად და ადვილად შესრულება, უარი უნდა თქვათ მავნე ჩვევაზე და უკუაგდოთ მოწევა.

  • ძილის ნაკლებობა

ხარისხიანი და საკმარისი ძილი ყოველთვის ეხმარება ადამიანს აღდგენა-რეაბილიტაციაში. განსაკუთრებით თუ ადამიანი ძალისმიერ სპორტს ან რეგულარულ ვარჯიშს მისდევს. ძილის დეფიციტის დროს გულისცემის აჩქარება შეინიშნება არა მხოლოდ ვარჯიშის შემდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, არამედ მოსვენებულ მდგომარეობაშიც. გარდა ამისა, ძილის ქრონიკული ნაკლებობა ზრდის არითმიის, ჰიპერტენზიისა და აპნოეს რისკს.

ასე რომ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისათვის აუცილებელია ძილის რეჟიმის დაცვა.

  • ელექტროლიტური დისბალანსი

ელექტროლიტები, როგორებიცაა კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და კალციუმი, გავლენას ახდენენ გულისცემაზე. ამ ელემენტების დისბალანსმა შეიძლება, ხელი შეუშალოს გულის ნორმალურ მუშაობას, მათ შორის, გამოიწვიოს არარეგულარული გულისცემა ან გულისცემის გახშირება ვარჯიშის შემდეგ. ამიტომ, პულსის ნორმალიზების შეფერხებისას, თუ არ იცით გამომწვევი მიზეზი, უნდა მიმართოთ ექიმს და შეამოწმოთ ელექტროლიტების დონე ორგანიზმში.

  • ჰიპერთირეოზი

ჰიპერთირეოზი არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ისეთი დარღვევა, რომლის დროსაც ჯირკვალი მოჭარბებულად გამოიმუშავებს ჰორმონებს. ასეთ დროს ადამიანი გულისცემის აჩქარებას შეიგრძნობს, არამხოლოდ ვარჯიშის დროს ან ვარჯიშის შემდეგ, არამედ მოსვენებულ მდგომარეობაშიც.

ჰიპერთირეოზის სხვა სიმპტომებია ტრემორი, მადის მომატება, ოფლიანობა და სითბოსადმი მგრძნობელობა. ეს პათოლოგია უფრო ხშირია ქალებთან, მაგრამ მამაკაცებმაც არ უნდა უგულებელყონ ზემოთ აღწერილი სიმპტომები, რათა დროულად ჩაიტარონ სათანადო მკურნალობა და გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას.