ელექტროლიტები - როგორ გამოიხატება მათი დისბალანსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ელექტროლიტები - როგორ გამოიხატება მათი დისბალანსი

მათი გამოიყოფა აქტიურად ხდება ოფლის სახით, ფიზიკური აქტივობისას, დიარეის დროს, ღებინებისას.

ელექტროლიტები ელექტრული მუხტის მატარებელი მაკრომინერალებია. ისინი სისხლში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში გვხვდება.ისინი განლაგებულები არიან უჯრედების მემბრანის გარეთა და შიგნითა ზედაპირებზე და დიდ როლს ასრულებენ უჯრედების, ორგანოების და ორგანოთა სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებაში, ამიტომ სისხლსა და სხვა ქსოვილოვან სითხეებში მათი რაოდენობის ცვლილება, უჯრედის შიგნითა და გარეთა სივრცეებს შორის ბალანსის დარღვევა ორგანიზმზე უარყოფითად ისახება და სხვადასხვა ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემის დისფუნქციით ვლინდება.

ელექტროლიტების ფუნქციები:

  • გავლენას ახდენენ კუნთების მუშაობაზე - უჯრედებში წარმოიშობა ნერვული იმპულსები, რომლებიც განაპირობებს კუნთების შეკუმშვას, სხეულის მოძრაობას და გულისცემას. როდესაც ელექტროლიტური ბალანსი ირღვევა, ეს ჯაჭვიც წყდება;
  • უზრუნველყოფენ უჯრედში საკვები ნივთიერებების მიტანას და გამოაქვთ ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტები;
  • აბალანსებენ სხეულში წყლის რაოდენობას;
  • განსაზღვრავენ სისხლის მჟავიანობას

აქედან გამომდინარე კუნთების, ნერვების, ტვინის და გულის სრულფასოვანი მუშაობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ორგანიზმში არსებულ ელექტროლიტებზე. ესენია:

  • ნატრიუმი;
  • კალციუმი;
  • კალიუმი;
  • მაგნიუმი;
  • ქლორი

ამ ელექტროლიტებს ორგანიზმი საკვებისა და სითხის საშუალებით იღებს.

დისბალანსის მიზეზები:

სისხლში ელექტროლიტების კონცენტრაციას აკონტროლებს ჰორმონები, რომელთა უმეტესობა თირკმელში, თირკმელზედა ჯირკვალსა და ჰიპოთალამუსში წარმოიქმნება. მიღებული და გამოყოფილი სითხე თანაბარი უნდა იყოს. თუ ბალანსი დაირღვა, შესაძლოა ორგანიზმში სითხის ოდენობის მკვეთრი შემცირება (დეჰიდრატაცია) ან ჭარბი დაგროვება (ჰიპერჰიდრატაცია) განვითარდეს. სითხის ბალანსი კი შესაძლოა დაარღვიოს ღებინებამ, დიარეამ, ოფლიანობამ, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა.

სიმპტომები მაშინ იჩენს თავს, როდესაც ბალანსი მკვეთრად ირღვევა. სხვადასხვა ელექტროლიტის დისბალანსი სხვადასხვა სიმპტომებით ვლინდება.თუმცა, სიმპტომების უმეტესობა საერთოა. ესენია:

  • გულის რიტმის დარღვევა;
  • გულისცემის აჩქარება;
  • დაღლილობა;
  • ძილიანობა;
  • თავის ტკივილი;
  • მუცლის მოვლითი ტკივილები;
  • კრუნჩხვა;
  • გულისრევა;
  • კუნთების სისუსტე;
  • კუნთების ტკივილი;
  • გაღიზიანებადობა;
  • დაბნეულობა;
  • მგრძნობელობის დაკარგვა;
  • ყურების შუილი

ელექროლიტური დისბალანსი შეიძლება გამოიწვეული იყოს ელექტროლიტები სიჭარბით ან ნაკლებობით.

კალციუმი

ჰიპერკალციემიის დროს სისხლში ჭარბადაა კალციუმი. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს:

  • თირკმელების დაავადებით;
  • ფილტვის დაავადებებით (ტუბერკულოზი);
  • ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციით;
  • კალციუმის ან D ვიტამინის ჭარბი მიღებით

ჰიპერკალციემია ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ზოგჯერ კი - მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით. ის განსაკუთრებით აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და თირკმელებს. ახასიათებს: სისუსტე, ძილიანობა, დაბნეულობა, ხშირი შარდვა ან ღამით შარდვა, გულისრევა, არითმია.

ჰიპოკალციემია მდგომარეობაა, როდესაც სისხლში კალციუმი ნორმაზე ნაკლებია. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს:

  • თირკმლის უკმარისობით;
  • D ვიტამინის ნაკლებობით;
  • ჰიპოპარათირეოიდიზმით;
  • პანკრეატიტით;
  • შეწოვის პროცესის დარღვევით
  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით(ჰეპარინი, ოსტეოპოროზის სამკურნალო და ანტიეპილეფსიური საშუალებები)

ჰიპოკალციემია შესაძლოა გამოვლინდეს სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომებითაც:

  • კრუნჩხვით;
  • ხელების, ტერფების ან ტუჩების დაბუჟებით;
  • კუნთების ტკივილით და სპაზმით;
  • კუნთების სისუსტით;
  • გონების დაკარგვით;
  • გულისცემის გაიშვიათებით

ჰიპოკალციემიის სხვა სიმპტომებია:

  • შფოთვა;
  • დეპრესია;
  • გაღიზიანება

კალციუმის მარაგის აღსადგენად საჭიროა მისი პროდუქტებიდან მიღება. ასეთი პროდუქტებია:

  • ყველი;
  • რძე;
  • იოგურტი;
  • ბროკოლი;
  • ლეღვი;
  • მზესუმზირა;
  • ნუში

კალიუმი

ჰიპერკალემიის მიზეზებია:

  • თირკმლის უკმარისობა;
  • მწვავე აციდოზი(დიაბეტურ კეტოაციდოზი);
  • თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

ჰიპოკალიემია შესაძლოა განპირობებული იყოს:

  • კვების დარღვევით;
  • ძლიერი ღებინებითა და დიარეით;
  • დეჰიდრატაციით;
  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით(დიურეტიკები, კორტიკოსტეროიდები)

სისხლში მინერალის შემცველობის შემცირებისას შესაძლოა განვითარდეს:

  • მუცლის ტკივილი;
  • გულის რიტმის დარღვევა.
  • ჰიპოკალიემია გავლენას ახდენს თირკმელებზე. შესაძლოა, გახშირდეს შარდვა.

კალიუმის მარაგის შესავსებად აუცილებელია შემდეგი პროდუქტების მიღება:

  • ბროკოლი;
  • ისპანახი;
  • კარტოფილი;
  • ლობიო;
  • სოკო;
  • ორაგული;
  • იოგურტი;
  • ბანანი;
  • ავოკადო

ნატრიუმი

ნატრიუმი საჭიროა ორგანიზმში სითხის ბალანსის შესანარჩუნებლად. დიდწილად ნატრიუმის შემცველობაზეა დამოკიდებული ნერვული ფუნქციების რეგულირება და კუნთების შეკუმშვა.

ჰიპერნატრიემია შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ძლიერმა დეჰიდრატაციამ;
  • დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვამ

სისხლში ნატრიუმის მაღალ შემცველობაზე მეტყველებს წყურვილის შეგრძნების გაძლიერება.

სხვა სიმპტომებია:

  • ძილიანობა;
  • დაღლილობა;
  • კრუნჩხვა

ჰიპონატრიემია კი ყველაზე ხშირად გამოწვეულია:

  • ოფლიანობის გამო ჭარბი სითხის დაკარგვით;
  • ღებინებით;
  • დიარეით;
  • ალკოჰოლზე დამოკიდებულებით;
  • ჰიპერჰიდრატაციით;
  • ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოთალამუსის ან თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიით;
  • ღვიძლის, გულისა და თირკმლის უკმარისობით

ჰიპონატრიემია კი შესაძლოა გამოვლინდეს:

  • სისუსტით;
  • შეშუპებით;
  • კრუნჩხვით
  • გულისრევითა და ღებინებით;
  • თავის ტკივილით;
  • გაღიზიანებადობით;
  • კუნთების სისუსტითა და სპაზმით

მაგნიუმი

მაგნიუმი არეგულირებს:

  • კუნთების შეკუმშვას;
  • გულის რიტმს;
  • ნერვულ ფუნქციებს

ჰიპერმაგნემია უმეტესად ადისონის დაავადებას ახლავს თან.

ჰიპერმაგნემიის ნიშნებია:

  • გულისრევა;
  • ნევროლოგიური დარღვევები;
  • თავის ტკივილი;
  • დაბალი არტერიული წნევა

ჰიპომაგნიემიას უმეტესად განაპირობებს:

  • კვების დარღვევა;
  • შეწოვის დარღვევა;
  • ქრონიკული დიარეა;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • გულის უკმარისობა;
  • ზოგიერთი მედიკამენტის(დიურეტიკების, ანტიბიოტიკების) მიღება

ჰიპომაგნიემიის ნიშნებია:

  • კრუნჩხვა;
  • სისუსტე;
  • კუნთების სპაზმი;
  • ნისტაგმი;
  • დაბუჟება

მაგნიუმის მარაგის აღდგენას ხელს უწყობს შემდეგი პროდუქტების მიღება:

  • ისპანახი;
  • ბრინჯი;
  • ლეღვი;
  • გოგრა;
  • მზესუმზირა;
  • შავი შოკოლადი