ტრემორი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტრემორი

დიახ, ოღონდ ნაწილობრივ. ტრემორი, მთელი ტანის ან მისი ცალკეული ნაწილების კანკალი, შეიძლება იყოს როგორც წმინდა ფიზიოლოგიური ხასიათისა, ისე ნერვული სისტემის დაავადებით განპირობებულიც. რომელი დაავადებებია ეს, ამის შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ.

კეთილთვისებიანი ტრემორი

შესამჩნევი მიზეზის გარეშე არსებული ტრემორი შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი და, სავარაუდოდ, მოძრაობის ყველაზე გავრცელებულ დარღვევას წარმოადგენდეს. მას ოჯახურ ან ახალგაზრდულ ტრემორს უწოდებენ. მაგრამ ტრემორი შეიძლება საკმაოდ რთულადაც მიმდინარეობდეს და შემთხვევათა ნახევარში ოჯახური ხასიათიც არ ჰქონდეს. ის, წესისამებრ, თავს იჩენს ახალგაზრდა ან მოზარდ ასაკში ჯერ ერთ ხელზე, მოგვიანებით - მეორეზეც. შესაძლოა თავის, ნიკაპის, ენის, იშვიათად ტანისა და ფეხის ტრემორის აღმოცენებაც. ამ დროს, ტრემორის არსებობის მიუხედავად ადამიანს შეუძლია წერა, ფინჯნის, კოვზისა და სხვა საგნების ხელში ჭერა. ტრემორი ძლიერდება მღელვარებისა და ალკოჰოლის მიღების დროს. კანკალი ყველაზე მკვეთრად ვლინდება ხელების წინ გაწევისას. თუ პროცესში ჩაერთო ენისა და საყლაპავის კუნთი, მეტყველება ირღვევა. სიარულის მანერა არ იცვლება. ამ ტიპის ტრემორი მკურნალობას უმეტესად არ მოითხოვს. როცა კანკალი ძალიან შესამჩნევია, ექიმმა შესაძლოა პროპრანოლოლი ან პრიმიდონი დანიშნოს. თუ ტრემორი მხოლოდ ემოციური გადაძაბვის დროს აღმოცენდება, საკმარისია დამამშვიდებლისა და საძილე საშუალების ერთჯერადი მიღება ტრემორის მაპროვოცირებელი ფაქტორის მოქმედების დაწყებამდე 30 წუთით ადრე.

პოსტურალური ტრემორი

პოსტურალური ტრემორი ასევე კეთილთვისებიანი ხასიათისაა და შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, ანდა მღელვარებისა თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციით მიმდინარე დაავადებების შედეგი. მის პროვოცირებას ალკოჰოლიზმით დაავადებულებსა და ნარკომანებში (კოკაინსა და ჰეროინზე დამოკიდებულებში) აბსტინენციის სინდრომი (ე.წ. ლომკა) იწვევს. ეს არასასიამოვნო სიმპტომი ზოგიერთი წამლის ან მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების (მძიმე მეტალების მარილების) ზედოზირებამაც შეიძლება გამოიწვიოს. ასეთი მედიკამენტების რიცხვს მიეკუთვნება ბრონქების გამაფართოებელი საშუალებები და ზოგიერთი ფსიქოტროპული პრეპარატი. პოსტურალური ტრემორი ყოველთვის ოდნავ შესამჩნევია (უნებლიე მოძრაობების ამპლიტუდა მცირეა) და უკეთ ჩანს ხელების წინ გაწევისა და თითების გაშლის დროს. მოძრაობისას ტრემორი არ ქრება და ძლიერდება მასზე ყურადღების კონცენტრირებისას (როცა ავადმყოფი მის შეკავებას ცდილობს).

ინტენციური ტრემორი

ცნობილია,  რომ სიარულის დროს წონასწორობის დაცვას ნათხემი განაგებს. მისი ფუნქციის მოშლა იწვევს ინტენციურ ტრემორს. ის გამოირჩევა უხეში, ფართოამპლიტუდიანი მოძრაობებით, რომელიც არ შეინიშნება მოსვენებისას და თავს იჩენს მიზანმიმართული გადაადგილების დროს, განსაკუთრებით - მოძრაობის ბოლოს. თუ ასეთი ავადმყოფი ფახზე დადგება, ხელებს წინ გაიწვდის (წინმკლავი), თვალებს დახუჭავს და ცხვირთან თითების მიტანას შეეცდება, ამას ვერაფრით მოახერხებს. შედარებით შემაშფოთებელია ტრემორის ერთ-ერთი ფორმა - ასტერიქსისი. მისი მიზეზი შეიძლება იყოს: ვილსონ-კონოვალოვის დაავადება (მძიმე მემკვიდრეობითი დაავადება, ახასიათებს სისხლში, ღვიძლსა და ტვინის ქსოვილებში სპილენძის დაგროვება), ღვიძლის, სუნთქვის ან თირკმელების უკმარისობა, ტვინის დაზიანება. ამ დროს ადგილი აქვს კიდურების ნელ, ურიტმო მოხრა-გაშლას, რომლებიც ფრთების ფრთხიალს მოგვაგონებს.


პარკინსონის დაავადება

ტრემორის  ზემოთ ჩამოთვლილი სახობები არცთუ ხშირად გვხვდება. აი, პარკინსონის დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ტრემორია, საკმაოდაა გავრცელებული, თანაც ახალგაზრდებში. ჩვეულებრივ, ის სწორედ კანკალით იჩენს თავს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ტრემორი არ ვითადება ან უმნიშვნელოა (ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებით განპირობებული პარკინსონის დაავადების დროს). მიუხედავად იმისა, რომ პარკინსონის დაავადება სხვა დაავადებებზე ხშირად იწვევს ინვალიდობას, არც ავადმყოფმა, არც მისმა ახლობლებმა გული არ უნდა გაიტეხონ, რადგან სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ის გავლენას არ ახდენს. პარკინსონის დაავადების მიზეზი დოპამინის გამომუშავების დარღვევაა. დოპამინი არის ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს თავის ტვინში იმპულსების გადაცემას. მისი გამომუშავების დარღვევა იწვევს უჯრედების ცვლილებას ტვინის იმ უბანში, რომელიც მოძრაობაზე აგებს პასუხს. დაავადებისადმი განწყობა შეიძლება მემკვიდრეობით გადაეცეს თაობიდან თაობას. პარკინსონის დაავადება შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს განპირობებული. მაგალითად ენცეფალიტით, მედიკამენტების ზედოზირებით, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებით. აღწერილია პარკინსონის დაავადების შემთხვევები ახალგაზრდა ნარკომანებთან, რომლებიც სინთეზურ ჰეროინს იღებენ. დაავადების პირველი სიმპტომები, წესისამებრ, შეუმჩნეველი რჩება. ხშირად ახლობლები ყურადღებას აქცევენ ავადმყოფის გამომეტყველების შეცვლას და მოძრაობათა შენელებას, განსაკუთრებით - ჩაცმის, ჭამისა და სიარულის დროს. დროთა განმავლობაში თავად ავადმყოფიც ხვდება, რომ ხელებს მარჯვედ ვეღარ ხმარობს, განსაკუთრებით უჭირს ნატიფი მოძრაობების შესრულება. კალიგრაფია ეცვლება, უჭირს კბილების ხეხვა, პარსვა, მიმიკა უღარიბდება, იშვიათად ახამხამებს თვალებს, სახე ნიღბისებური უხდება და მეტყველებაც ერღვევა. ადამიანი, რომელსაც დამოუკიდებლად სიარული უჭირს, ადვილად ადის კიბეზე, არ უჭირს ცეკვა და თხილამურებით სრიალი. შენელებული მოძრაობა მოულოდნელად შესაძლოა სირბილმა შეცვალოს. ავადმყოფი ვერ ჩერდება, სანამ არ დაეცემა ან დაბრკოლება არ შეხვდება. განსაკუთრებით ჭირს საწოლში გადაბრუნება და სავარძლიდან ან დაბალი სკამიდან წამოდგომა. საყლაპავის კუნთების მოძრაობის დარღვევის გამო ყლაპვის პროცესი ირღვევა და ნერწყვი გროვდება. პარკინსონის დაავადების მთავარი სიმპტომია მოძრაობის შეზღუდვა (ჰიპოკინეზია), მოსვენებისას აღმოცენებული კანკალი (მოსვენების ტრემორი), მოგვიანებით კი წონასწორობის დარღვევა და სიარულის გაძნელება. დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დროულ დაწყებას, ამიტომ პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებელია ნევროლოგთან მისვლა. დიაგნოზის დადასტურება ხდება ელექტრომიოგრაფით, რითაც გაირკვევა ტრემორის მიზეზი და გამოირიცხება კუნთოვანი დაავადება, ხოლო ტვინში დარღვევების აღმოსაჩენად უნდა ჩატარდეს ელექტროენცეფალოგრაფია. ექიმის ამოცანაა აუხსნას პაციენტს, რომ პარკინსონის დაავადება უკურნებელია, თუმცა თანამედროვე მედიცინას მისი პროგრესირების მკვეთრად დამუხრუჭება შეუძლია. ძირითადი პრეპარატი, რომელიც პარკინსონის დაავადების განვითარებას აფერხებს, არის ლევოდოპა. მედიკამენტურ მკურნალობას უმთავრესად მაშინ იწყებენ, როცა ავადმყოფს უქვეითდება შრომის უნარი და საყოფაცხოვრებო საქმიანობაში ხელი ეშლება. უკანასკნელ წლებში აქტიურად იკვლევენ პარკინსონის დაავადების ქირურგიული მკურნალობის შესაძლებლობებს, კერძოდ, ცდილობენ მის დამარცხებას დაავადებულისთვის დოპამინის წარმომქმნელი უჯრედების გადანერგვით. ეს მეტად იმედის მომცემი ფაქტია.