რატომ უნდა დალიოთ კომბოსტოს წვენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა დალიოთ კომბოსტოს წვენი

კომბოსტოს წვენს აქვს ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი მოქმედება, აადვილებს ჭრილობების შეხორცებას, აძლიერებს იმუნიტეტს. ახალგაწურული კომბოსტოს წვენით ორგანიზმის გაჯანსაღება ყოველდღე შეიძლება, რადგან კომბოსტო წელიწადის ნებისმიერ დროსაა ხელმისაწვდომი. თუმცა ამ საკითხში, ისევე როგორც სხვებში, მთავარია ვიცოდეთ და დავიცვათ ზომიერება. როგორ, რამდენი და რატომ უნდა დალიოთ კომბოსტოს წვენი? ამის შესახებ ამ სტატიიდან შეიტყობთ. კომბოსტოს წვენის სარგებელი სანამ გაიგებთ, როგორ და რა დოზით შეგიძლიათ ამ ბოსტნეულის სასმელის მოხმარება, უნდა იცოდეთ მისი სასარგებლო თვისებები.

კომბოსტოს წვენი სასარგებლოა, რადგან:

  • აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  • აქვს ჭრილობის შემახორცებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი;
  • ასუფთავებს ღვიძლს და სისხლძარღვებს;
  • გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე;
  • ასუფთავებს ნაწლავებს და ნორმალიზებას უწევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.

თეთრ კომბოსტოს, სხვა სახის კომბოსტოს მსგავსად, აქვს საფაღარათო მოქმედება, ამცირებს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს. კომბოსტოში შემავალი ვიტამინი C, აფერხებს სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინული ფოლაქების დალექვას. ეს ნიშნავს, რომ ის ხელს უშლის ათეროსკლეროზული პროცესებისა და ინფარქტის განვითარებას.

კომბოსტოს წვენის ქიმიური შემადგენლობა და კალორიულობა

კომბოსტოს წვენში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა.

სასმელი შეიცავს:

  • C ვიტამინის დღე-ღამური ნორმის 64%-ს – ასტიმულირებს ჭრილობების შეხორცებას, კოლაგენის გამომუშავებას, პასუხისმგებელია კანის აღდგენასა და იმუნიტეტის გაძლიერებაზე;
  • K ვიტამინის დღე-ღამური ნორმის 63%-ს – არეგულირებს სისხლის შედედებას და იცავს ორგანიზმს ოსტეოპოროზის განვითარებისგან, სასარგებლოა 50 წელს გადაცილებული ქალებისთვის;
  • კალიუმის დღე-ღამური ნორმის 12%-ს – კალიუმი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის, გამოაქვს ზედმეტი მარილები ორგანიზმიდან, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, პასუხისმგებელია ზოგად შეგრძნებასა და მაღალ შრომისუნარიანობაზე;
  • ქრომის დღე-ღამური ნორმის 10%-ს – ხელს უწყობს კალორიების დაწვას ფიზიკური დატვირთვის დროს.

კომბოსტოს წვენი ძალიან დაბალკალორიულია. მხოლოდ 22 კილოკალორია 100 მლ-ზე. ამიტომ, კომბოსტოს წვენს ხშირად უნიშნავენ წონის დაკლებისთვის.

მკურნალობა კომბოსტოს წვენით

რა შემთხვევაში უნდა დალიოთ კომბოსტოს წვენი? კომბოსტოს წვენი შეიცავს უნიკალურ ვიტამინ U-ს, რომელსაც აქვს გამოხატული ციტოპროტექტორული მოქმედება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე. ამიტომაც ის უნიკალური წამალია კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ. მისი სამკურნალო ეფექტი დასტურდება სამეცნიერო კვლევებით. ჯერ კიდევ 1949 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც კუჭის წყლულის მქონე პაციენტებს სთხოვდნენ ყოველდღიურად ერთი ლიტრი კომბოსტოს წვენის დალევას. 10 დღეში 13 სუბიექტმა თავი დააღწია დაავადებას.

გარდა ამისა, კომბოსტოს წვენი ორგანიზმს რკინის უკეთ ათვისებაში ეხმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ანემიისა და დაბალი ჰემოგლობინის დროს.

კომბოსტოს სპეციფიკურ მწარე გემოს იწვევს გლიკოზიდები – ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც, აშშ-ის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, იცავს ორგანიზმს სარძევე ჯირკვლების, ფილტვებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კიბოს განვითარებისგან.

კომბოსტოს წვენი ქრონიკული დაღლილობის სინდრომისთვის

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ან, როგორც მას უწოდებენ, მენეჯერის სინდრომი, მიუთითებს ორგანიზმში კალიუმის დეფიციტზე. მუდმივი დაღლილობა, თავბრუსხვევა, კუნთების სისუსტე და კიდურების ჩხვლეტა – მსგავსი რამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანს უგრძნია. აღნიშნული სიმპტომებისგან თავის დასაღწევად, საჭიროა, კალიუმის მარაგის შევსება. ეს ელემენტი ებრძვის დაღლილობას და ამაღლებს შრომისუნარიანობას. პრობლემის გადასაწყვეტად რეკომენდებულია კომბოსტოს ახალგაწურული წვენის გამოყენება.

კომბოსტოს წვენი დიაბეტით დაავადებულთათვის

კომბოსტო დიდი რაოდენობით შეიცავს ქრომს. ეს უკანასკნელი არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს და ნახშირწყლების ცვლას. ამიტომ, დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია კომბოსტოს წვენის დალევა, რათა მათ ჰქონდეთ ამ მიკროელემენტის საჭირო მარაგი.

კომბოსტოს წვენი წონის დასაკლებად

თეთრი კომბოსტოს გარდა, რაციონში შეგიძლიათ დაამატოთ ყვავილოვანი კომბოსტო, კოლრაბი, წითელი, ბრიუსელისა და სხვა სახის კომბოსტოები. თითოეული სახეობა ძალიან დაბალკალორიულია, ამიტომ შესაფერისია ზედმეტი კილოგრამების მქონეთათვის.

ბოსტნეულის განსაკუთრებული ღირებულება ის არის, რომ წონის დაკლების პროცესში ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი სითხე და ტოქსინები, ასუფთავებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს და ავსებს ორგანიზმს ღირებული ნივთიერებებით. ამავდროულად, უზრუნველყოფს მის სრულ ფუნქციობას. წონის სწრაფად დასაკლებად რეკომენდებულია წვენის დალევა დილით უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ახალგაწურულ წვენს არ უნდა დაამატოთ შაქარი, მარილი ან სხვა დანამატები. ამ ნივთიერებებს შეუძლიათ ყველა სასარგებლო მიკროელემენტის დაშლა, რის გამოც თავს იჩენს წვენის მიღების უკუჩვენებები. თუ არ მოგწონთ კომბოსტოს წვენის გემო, შეგიძლიათ დაუმატოთ სტაფილოს წვენი.

უკუჩვენებები

თავად კომბოსტოს წვენს პრაქტიკულად არანაირი უკუჩვენება არ გააჩნია. თუმცა, როგორც ნებისმიერი წვენოთერაპიისას, აუცილებელია, ინფორმირებული იყოთ და მოუსმინოთ თქვენს ორგანიზმს. კომბოსტოს წვენმა შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა, ამიტომ მეტეორიზმით დაავადებულებმა ეს წვენი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა დალიონ.

ვინაიდან არ არსებობს კომბოსტოს წვენის საშიშროებისა და უკუჩვენებების შესახებ ობიექტური მონაცემები, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი პროდუქტი შეიძლება იყოს შხამიც და წამალიც. როგორც პარაცელსი აღნიშნავდა: „...წამლად თუ შხამად მას მხოლოდ დოზა აქცევს!“