ზღვის პროდუქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზღვის პროდუქტები

ზღვის ცილა

ზღვის ხორცი უნიკალური პროდუქტია. ოკეანის დელიკატესები გამოირჩევა ცილის მაღალი შემცველობით და იმავდროულად 4-5-ჯერ უფრო დაბალკალორიულია, ვიდრე ხმელეთისა, ამიტომ თევზის ჭამა თითქმის შეუზღუდავი რაოდენობით შეიძლება. ზღვის ცილას ორგანიზმი გაცილებით სწრაფად ითვისებს, ვიდრე საქონლის, ღორის ან ხმელეთის რომელიმე სხვა ცხოველის ცილას, რადგან იგი გაცილებით ნაზი და რბილია.

მინერალები და მიკროელემენტები

ნებისმიერი სახის ზღვის პრიოდუქტი ორგანიზმს მინერალებითა და მიკროელემენტებით ამდიდრებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია რკინა, ფოსფორი, კალიუმი. მოლუსკები მდიდარია ნიკელითა და სპილენძით, მიდიებში კი ბევრია კობალტი. თევზის ხორცში დიდი რაოდენობითაა A, B, D, C და E ვიტამინები, გარდა ამისა, ის მდიდარია იოდით, თუთიით და მანგანუმით. თუ მენიუს ზღვის პროდუქტებით გაიმდიდრებთ, ეს დადებითად აისახება გულზე, რადგან მისი კარგი მუშაობისთვის აუცილებელია პოლიუჯერი მჟავები, რომლებიც ამ გასაოცარ პროდუქტებში უხვადაა. რა სახითაც არ უნდა მიირთვათ ზღვის პროდუქტი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საკმარისი რაოდენობით მიიღებთ კალციუმსა და იოდს, რომლებიც შეუცვლელია ადამიანის ორგანიზმისთვის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კალციუმი ამაგრებს ძვლებს, ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ზრდის ალერგიული რეაქციებისა და ინფექციების წინააღმდეგ ორგანიზმის ბრძოლის უნარს. ადამიანისთვის ამ მინერალის აუცილებელი სადღეღამისო ოდენობა 1200 მგ-ია. ამასთან, 100 გრამი მოლუსკი შეიცავს 135 მგ კალციუმს, 100 გრამი კიბორჩხალა - 221 მგ-ს, ქაშაყი - 350 მგ-ს, კონსერვირებული ზუთხი - 300 მგ-ს. ადამიანის ინტელექტის დონეს განსაზღვრავს მის მიერ მოხმარებული იოდი, რომელიც არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. მისი დეფიციტი მავნეა ორსულებისთვის. მასზე სადღეღამისო მოთხოვნა 100-120 მგ-ია. 100 მგ ამ მიკროელემენტს შეიცავს 38 გრამი ზუთხი, 190 გრამი ქაშაყი, 200 გრამი თინუსი. იოდით მდიდარია რვაფეხები, მიდიები და მოლუსკებიც.

ცხიმები

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ზღვის პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ცხიმი, უფრო ზუსტად, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 და ომეგა-6. მათი მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ ისინი ხელს უშლიან სისხლძარღვთა კედელზე ქოლესტერინის დალექვას, აძლიერებენ თვალის ბადურა გარსს, ნერვულ ქსოვილსა და ტვინის ფუნქციებს. ომეგა-3 აუცილებელია მომავალი დედებისთვის, განსაკუთრებით - ორსულობისას, რადგან ისინი ხელს უწყობენ ორსულობის ვადამდე მიყვანას, ბავშვის გონებრივ განვითარებას, ამცირებენ მომავალში ასთმითა და ალერგიით დაავადების რისკს.


ზღვის კომბოსტო

ამ წყალმცენარის ყველაზე დიდი ღირსება იოდია. ამ ელემენტის გარეშე წარმოუდგენელია ნივთიერებათა ცვლის სწორად წარმართვა. იოდის შემცველი პროდუქტები აუცილებლად უნდა შედიოდეს დიდი ქალაქების მკვიდრთა ყოველდღიურ რაციონში, რადგან ამ ელემენტს შეუძლია ჩვენი ორგანიზმიდან იმ მავნე ნივთიერებების გამოდევნა, რომლებითაც ასე ძალიან არის დაბინძურებულ დიდი ქალაქების ჰაერი. ზღვის კომბოსტო სასარგებლოა მათთვისაც, ვინც გონებრივ შრომას ეწევა. იოდი აუცილებელია ყურადღების კონცენტრაციისა და კარგი მეხსიერებისთვის. ზღვის კომბოსტო უხვად შეიცავს A, ჩ, D და B ჯგუფის ვიტამინებს. მდიდარია E ვიტამინითაც, რომელიც აქვეითებს ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. ზღვის კომბოსტო თამამად შეიძლება ჩართონ საკუთარ მენიუში მათაც, ვისაც წონის დაკლება სურს. დაბალკალორიული წყალმცენარე კუჭში ფუვდება და სწრაფად აჩენს დანაყრების შეგრძნებას. გარდა ამისა, იგი მდიდარია ნივთიერებებით, რომლებიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უშლის ჭარბი წონის დაგროვებას. ეს წყალმცენარე კარგია ქოლესტერინის სიჭარბის დროსაც, რამდენადაც შეიცავს ბეტა-სიტოსტერინს, რომლის მეოხებით სისხლძარღვთა კედლებზე ჩალაგებული ათეროსკლეროზული ფოლაქები იშლება. ზღვის კომბოსტო ყაბზობასთან ბრძოლაშიც გვეხმარება. დიდი ხანია, მას მსუბუქ საფაღარათო საშუალებად იყენებენ. მიუხედავად ამდენი ღირსებისა, ზღვის კომბოსტოს განუსაზღვრელი რაოდენობით ჭამა არ შეიძლება - მცენარეული უჯრედისით მდიდარმა პროდუქტმა შესაძლოა პრობლემები შეუქმნას საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. ზღვის კომბოსტო აკრძალულია მათთვის, ვისაც აქვს იოდისადმი მომატებული მგრძნობელობა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე დაავადებები, თირკმლის დაზიანება, ჰემორაგიული დიათეზი, ჭინჭრის ციება, ფურუნკულოზი. სახიფათოა ორსულობის პერიოდშიც. ყველა ასაკოვანმა ადამიანმა კვირაში ერთხელ მაინც უნდა მიირთვას ზღვის რომელიმე პროდუქტი. იგი 34%-ით ამცირებს მოხუცებულთა ჭკუასუსტობისა და ალცჰაიმერის დაავადების რისკს. ზღვის პროდუქტები აუცილებელია ბავშვებისთვისაც. რეკომენდებულია, მათ კვირაში 400 გრამამდე სხვადასხვა სახის თევზი მიირთვან. ორსულმა კვირაში 360 გრამი ზღვის პროდუქტი მაინც უნდა მიირთვას - მათ შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები პატარას ორგანიზმს ნორმალური მხედველობითი, სივრცითი და მოძრაობითი უნარების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

სიფრთხილეს თავი არ სტკივა

ამრიგად, ზღვის პროდუქტების მარგებლობაზე აღარავინ დავობს, მაგრამ სპეციალისტები მაინც სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ - ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევს საკვებ ალერგიებსა და მძიმე მოწამვლებს. ზღვის ნობათი მალფუჭებად პროდუქტებს მოიცავს, ამიტომ არასწორი შენახვისა და ტრანსპორტირებისა პირობებში, ასევე - თერმული დამუშავების გარეშე მათში ადვილად მრავლდებიან დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმები. ზღვის თევზი, განსაკუთრებით - მტაცებელი ჯიშები, ხშირად შეიცავს სპილენძს. მოლუსკებსა და სხვა უხერხემლოებშიც შეიძლება იყოს ადამიანისთვის მეტად მავნე მძიმე ლითონები. მიდიები ზოგჯერ დარიშხანით არის გაჯერებული, რომელიც ორგანიზმის მძიმე მოწამვლას იწვევს. არანაკლებ მწვავე პრობლემაა მიკროსკოპული პარაზიტები. თუ პროდუქტები სათანადოდ არ დამუშავდა, მათში შესაძლოა პარაზიტულმა ჭიებმა დაიდონ ბინა.

როგორ მოვიქცეთ?

დაიხსომეთ რამდენიმე წესი:

  • შეიძინეთ მხოლოდ და მხოლოდ ახალი და ხარისხიანი პროდუქტი. გაითვალისწინეთ, რომ იაპონიასა და იმ ქვეყნებში, სადაც ზღვის პროდუქტები რაციონის მთავარი კომპონენტია, ზღვის ნობათს პრაქტიკულად დაჭერიდან რამდენიმე საათში ამზადებენ.
  • მოლუსკებსა და ლოკოკინებს მთელ მსოფლიოში ახალდაჭერილს მიირთმევენ, ჩვენ კი მხოლოდ გაყინულზე მიგვიწვდება ხელი, ეს კი ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ კვებითი ღირებულება კი არ აქვთ დაკარგული, არამედ შესაძლოა პარაზიტებსაც შეიცავდნენ.
  • უვნებელია წელიწადის ცივ პერიოდში დაჭერილი მიდიები.
  • საშიშია ბევრისთვის საყვარელი სუში - გარდა იმისა, რომ შესაძლოა პარაზიტით იყოს დაბინძურებული, მისი დიდი რაოდენობით ჭამისას, გამორიცხული არ არის, ღვიძლი გაგიღიზიანდეთ.
  • ვიდრე მეგობრების მიერ დაჭერილ თევზს შეექცეოდეთ, აუცილებლად იკითხეთ, სად, რამდენად სუფთა წყალში დაიჭირეს იგი.
  • მიირთვით მხოლოდ კარგად შენახული და თერმულად სათანადოდ დამუშავებული პროდუქტი.