რომელ პროდუქტებთან ერთად შეიძლება ბროწეულის ჭამა და რომელთან - არა
იგი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. თუმცა, მისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მივიღოთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ საკვებთა ერთად შეიძლება მისი მირთმევა.
ბროწეული შეიცავს ვიტამინებს: B5, B6, B2, C, H და PP, ასევე მინერალებს:
- მაგნიუმს,
- კალიუმს,
- მანგანუმს,
- კალციუმს,
- რკინას,
- ფოსფორს,
- ნატრიუმს.
B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ვიტამინი H მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, ხოლო მაგნიუმი და კალიუმი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ბროწეული შეიცავს პუნიკალაგინებს და პოლიფენოლებს, ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს ორგანიზმის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მხრიდან დაზიანებისგან.
რძის პროდუქტები
ბროწეულის დამატება რძის პროდუქტებში, როგორიცაა იოგურტი ან ხაჭო, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას. ბროწეულის შემადგენლობაში არსებული მჟავები აუმჯობესებს კალციუმის ბიოშეღწევადობას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ძვლებისა და კბილების სიჯანსაღისთვის. ცნობილია, რომ კალციუმი განაპირობებს ძვლის სიმაგრეს.
თხილეული
ბროწეულის მირთმევა ნიგვზით ან ნუშით ძალიან სასარგებლოა, რადგან ასეთი ნარევი მდიდარია ცილებითა და ჯანსაღი ცხიმებით. ეს კომბინაცია უზრუნველყოფს დანაყრების ხანგრძლივ განცდას და ორგანიზმს ამარაგებს საჭირო საკვები ნივთიერებებით, მთელი დღის განმავლობაში ენერგიის შესანარჩუნებლად.
ხორც-პროდუქტები
ბროწეულის წვენი ან ბროწეულის მარცვლები შეიძლება გამოვიყენოთ ხორცის მარინადის მოსამზადებლად, რაც კერძებს განსაკუთრებულ გემოს და არომატს აძლევს. ბროწეულში შემავალი მჟავები ხელს უწყობს ხორცის ბოჭკოების დარბილებას, ხორცს უფრო წვნიანს და ნაზს ხდის. გარდა ამისა, ბროწეული შეიცავს რკინას, რომელიც ხორც-პროდუქტებთან ერთად მიღებისას, ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის ამაღლებას.
ბოსტნეული და ხილი
ბროწეული შესანიშნავი დანამატია ბოსტნეულისა და ხილის სალათებისთვის, აგემრიელებს და ზრდის მათ კვების ღირებულებას. ბროწეული შეიძლება დაემატოს ბოსტნეულის სალათებს, ასევე მივირთვათ სხვადასხვა ხილთან ერთად, როგორიცაა: ვაშლი ან მსხალი. ბროწეული არა მხოლოდ აუმჯობესებს კერძების გემოს, არამედ ორგანიზმს დამატებით ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით უზრუნველყოფს.
დღეში რამდენი ბროწეულის ჭამა შეიძლება?
ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებულია დღეში ერთი ბროწეულის მიღება ან დაახლოებით 200 მლ ბროწეულის წვენის დალევა. წვენის შერჩევისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ნატურალურ პროდუქტს შაქრისა და კონსერვანტების გარეშე. ვინაიდან ბროწეულის წვენს გააჩნია მაღალი მჟავიანობა, უმჯობესია მისი განზავებული სახით მირება, რათა თავიდან ავიცილოთ კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და კბილის მინანქარზე უარყოფითი ზემოქმედება.