/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

ალერგიული რეაქციები, როგორც იმუნიტეტის დარღვევა - მათი მექანიზმი და კლასიფიკაცია

იმუნიტეტი იყოფა არასპეციფიკურ, იმავე თანდაყოლილ, და სპეციფიკურ იმუნიტეტად.

არასპეციფიკურ დაცვას მიეკუთვნება ბუნებრივი ბარიერები: კანის საფარველი და ლორწოვანი გარსები, ასევე სეკრეტორული სითხეები (ლორწო და ნერწყვი). ანთებითი რეაქცია და კომპლემენტის რეაქცია ასევე მიეკუთვნება იმუნიტეტის არასპეციფიკურ მექანიზმს.

სპეციფიკურ იმუნიტეტს მიეკუთვნება საკუთრივ იმუნური სისტემა. იმუნური პასუხი შეიძლება იყოს ადეკვატური ან არაადეკვატური. როდესაც ორგანიზმი ხვდება რაიმე აგენტს, იმუნური პასუხი ადეკვატურია, პაციენტი ვერ ამჩნევს ვერანაირ რეაქციას. თუ იმუნური პასუხი არაადეკვატურია, რეაქცია შეიძლება განვითარდეს როგორც ჰიპერმგრძნობელობის, ასევე იმუნოდეფიციტის ტიპით. ორივე შემთხვევაში ხილული იქნება კლინიკური სურათი.

ჰიპერმგრძნობელობის დროს ანტისხეულების რაოდენობა ძალიან დიდია ანტიგენთან მიმართებით, ანუ ორგანიზმის რეაქცია ძალიან ძლიერია. კლინიკურად პაციენტს შეიძლება გამოეხატოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, მათ შორის ანაფილაქსია. თუ იმუნური პასუხი არაადეკვატურია, მაშინ შეიძლება გამოვლინდეს იმუნოდეფიციტის რეაქცია. ამ შემთხვევაში ანტისხეულების რაოდენობა მცირეა ანტიგენთან მიმართებით.

ანტიგენები არის უცხო ნივთიერებები, რომლებიც პროვოცირებენ ანტისხეულების წარმოქმნას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. 16 წლის ასაკიდან დამეწყო ალერგია. სიმპტომები:ხველება, მსტვინავი სუნთქვა.ხიხინი. დამინ</p>

ანტისხეულები მიეკუთვნება იმუნოგლობულინებს; ეს განსაკუთრებული ცილებია, რომლებიც წარმოიქმნება ორგანიზმის რეაქციის დროს ანტიგენების შეჭრის საპასუხოდ (საბოლოოდ ფორმირდება, წარმოიქმნება ანტიგენ-ანტისხეულების კომპლექსები).

იმუნოგლობულინები მოიცავს რამდენიმე კლასს:

  • IgG – არის შრატის იმუნოგლობულინების ძირითადი კლასი;
  • IgA – სპეციალიზებული იმუნოგლობულინებია, რომლებიც გვხვდება სხეულის სხვადასხვა სეკრეტში (ცრემლი, ნერწყვი, ნახველი);
  • Igm – მონაწილეობს იმუნური პასუხის დასაწყისში, პასუხისმგებელია მწვავე რეაქციაზე;
  • IgD – ასრულებს B-ლიმფოციტების რეცეპტორების ფუნქციას;
  • IgE – მთავარ როლს თამაშობს მყისიერი (დაუყოვნებელი) ტიპის ალერგიული რეაქციების განვითარებაში.

ალერგია არის ორგანიზმის იმუნური რეაქცია ანტიგენების შეჭრაზე, რომელიც ხასიათდება უჯრედის სტრუქტურისა და ფუნქციის დაზიანებით. თუ ეს რეაქცია გადაჭარბებულია, დაზიანება შეიძლება გავრცელდეს ქსოვილებისა და ორგანოს დონეზე.

ალერგიული რეაქციების კლასიფიკაცია

ალერგიული რეაქციების კლასიფიკაცია დამოკიდებულია კლინიკური სიმპტომების გამოვლენის დროზე.

განვითარების სიჩქარის მიხედვით განასხვავებენ შემდეგი სახის ალერგიულ რეაქციებს:

  • დაუყოვნებელი (მყისიერი) მოქმედების რეაქცია – კლინიკური გამოვლინებები ვითარდება ანტიგენთან კონტაქტის შემდეგ რამდენიმე წუთში. როგორც წესი, მაქსიმალური გამოვლინება მიიღწევა 4-6 საათის შემდეგ.
  • გვიანი მოქმედების რეაქცია – კლინიკური გამოვლინებები ვითარდება რამდენიმე საათის შემდეგ.
  • დაყოვნებული (შენელებული) მოქმედების რეაქცია – ვითარდება რამდენიმე დღე-ღამის შემდეგ (ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ტრანსპლანტატის მოცილების რეაქცია, ინფექციურ-ალერგიული დაავადებები); წარმოიქმნება ანტიგენის კუმულაციური (დაგროვებითი) მოქმედების შემთხვევაში.

თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად რეაგირებს ალერგენზე, ამდენად, ერთმა და იმავე ალერგენმა შეიძლება სხვადასხვა რეაქცია გამოიწვიოს სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმში.

ალერგიული რეაქციების მექანიზმი

ალერგენი ხვდება ორგანიზმში და იწვევს ანტისხეულების წარმოქმნას. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ ღრუბლისებრი უჯრედები.

ღრუბლისებრი უჯრედები ზიანდება და მათგან სისხლძარღვთა კალაპოტში გამოიყოფა ანთებითი მედიატორები, რომლებიც განაპირობებს კლინიკურ სიმპტომატიკას.

ანთებითი მედიატორები (შუამავლები) არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც გამოიყოფა ღრუბლისებრი უჯრედებისა და ბაზოფილების მიერ. ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსების წარმოქმნისას (ფორმირებისას) ხდება ღრუბლისებრი უჯრედების დეგრანულაცია და მათგან მედიატორები გამოიყოფა. ყველაზე გავრცელებული ანთებითი მედიატორია ჰისტამინი, მაგრამ არის სხვებიც (ტრიპტაზა, ქიმაზა). გარდა ამისა, არსებობს ქემოტაქსისის ფაქტორები, როგორებიცაა ლეიკოტრიენები, პროსტაგლანდინები, ციტოკინები, თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორები, ინტერლეიკინები, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ რეაქციაზე. ღრუბლისებრი უჯრედების დაზიანებისას ყველა მათგანს შეუძლია მოხვდეს სისხლძარღვოვან კალაპოტში.

ალერგიულ რეაქციაში ყველაზე აქტიურად მონაწილეობს ანთებითი მედიატორი ჰისტამინი. ალერგიული რეაქციები განპირობებულია ჰისტამინის H – ეფექტებით. მისი მოქმედების გავლენით, ბრონქების გლუვი კუნთები იკუმშება, რის შედეგადაც პაციენტს აღენიშნება ქოშინი და მოხრჩობის გრძნობა, რის შემდეგაც ფართოვდება მცირე ზომის და ვიწროვდება დიდი ზომის სისხლძარღვები (პაციენტის სახე ხდება ჰიპერემიული ანუ წითელი, სისხლით გაჯერებული). შემდგომ იზრდება სისხლძარღვთა გამავლობა (გამტარიანობა) და ვითარდება შეშუპება. ნაწლავის გლუვი კუნთების შეკუმშვა იწვევს მუცლის ტკივილს. ცხვირისა და სასუნთქი გზების ლორწოვანი ჯირკვლებიდან სეკრეციის გაზრდით პაციენტს აღენიშნება უხვი რინორეა (გამონადენი ცხვირიდან), ცემინება და ხველა. გამოთავისუფლებული ჰისტამინის ოდენობის მიხედვით, რეაქცია შეიძლება მერყეობდეს მსუბუქი ხველიდან და ცხვირის ქავილიდან ანაფილაქსიამდე.

ყველაზე გავრცელებული ალერგენები

ალერგენები შეიძლება იყოს განსხვავებული (საყოფაცხოვრებო, მედიკამენტური, სახლის (მტვერი), კვებითი).

ყველაზე გავრცელებულ ალერგენებს მიეკუთვნება სხვადასხვა მცენარის მტვერი, ობის სოკოს სპორები, ასევე სახლის მტვერი და სახლის მტვრის ტკიპები, შინაური ცხოველების ბეწვი და ეპიდერმისი, ფუტკრისა და ბზიკის შხამი, საკვები პროდუქტები (პირველ რიგში, ზღვის პროდუქტები და თხილეული) და ზოგიერთი მედიკამენტი.

ფართოდ გავრცელებული ალერგენია მტვრის ტკიპა, რომელიც ცხოვრობს საყოფაცხოვრებო ნივთებში: სხვადასხვა ძველ ქსოვილში, ხალიჩებში, ბალიშებში, საბნებში.

ალერგიულ რეაქციებს იწვევს ისეთი საკვები, როგორიცაა კვერცხი, რძე, თევზი და ზღვის პროდუქტები, თაფლი, ზოგიერთი ხილი, განსაკუთრებით ციტრუსები (ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი) და წითელი კენკრა (მარწყვი, ჟოლო), შოკოლადი და თხილი (ყველაზე ხშირად არაქისი).

ალერგია მწერების ნაკბენზე არის სხეულის რეაქცია მომწამვლელი და ტოქსიკური ნივთიერებების შეღწევაზე. ყველაზე ხშირად ალერგიული რეაქცია ვითარდება მწერების განმეორებითი ნაკბენის საპასუხოდ. ორგანიზმის რეაქცია ალერგენზე შეიძლება მერყეობდეს საკმაოდ მსუბუქი ფორმიდან (სიწითლე, ქავილი) ორგანიზმის მწვავე რეაქციამდე – ანაფილაქსიურ შოკამდე.

ალერგიული რეაქციების ძირითადი სიმპტომები

მსუბუქი ალერგიული რეაქციები მოიცავს რინიტის, კონიუნქტივიტის და ადგილობრივი ჭინჭრის ციების გამოვლინებებს. მძიმე რეაქციები მოიცავს გენერალიზებულ ჭინჭრის ციებას, კვინკეს შეშუპებას და ანაფილაქსიას.

ალერგიული რეაქციების სიმპტომები შეიძლება იყოს განსხვავებული, როგორც წესი, ესენია:

  • კანის ალერგიული რეაქცია: სიწითლე, გამონაყარი, ბუშტუკები, ქავილი;
  • ლორწოვანი გარსის, სახის შეშუპება;
  • ცხვირიდან გამონადენი და ცემინება;
  • ცრემლდენა და თვალების სიწითლე;
  • გაძნელებული სუნთქვა;
  • თავბრუსხვევა;
  • არტერიული წნევის ვარდნა, ანაფილაქსიური შოკი.

მწვავე ალერგიული რეაქცია ნებისმიერ გამღიზიანებელზე, ყველა შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.

ალერგიული რეაქციების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ბუნებრივია, ალერგიის დიაგნოზი, უმეტეს შემთხვევაში, შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება დაისვას, თუმცა ალერგენის იდენტიფიცირება შეიძლება ბევრად უფრო რთული იყოს. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება სისხლის ლაბორატორიული ანალიზები, კანის სინჯები, სისხლის ანალიზები IგE-ზე და პროვოკაციული ტესტები, რომლებიც ტარდება ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით. მხოლოდ საფუძვლიანი დიაგნოზის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ წამლის თერაპია. სპეციფიკური მედიკამენტები ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ, ორიენტირებულია ალერგიული რეაქციის სიმპტომებზე. მედიკამენტური თერაპია ხელს უწყობს ალერგიის სიმპტომების აღმოფხვრას და ასევე ამცირებს ორგანიზმის რეაქციის ხარისხს შემდგომ შემთხვევებში. ეს განსაკუთრებით ეხება მწერების ნაკბენზე განვითარებულ ალერგიულ რეაქციებს.

ალერგიული რეაქციების კანის გამოვლინების სამკურნალოდ გამოიყენება მალამოები და კრემები, რომლებიც ამცირებენ ქავილს, შეშუპებას და ტკივილს.

ალერგიული რეაქციების დროული მკურნალობა ამცირებს რეაქციის სიძლიერეს გამღიზიანებელზე და ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის.

ალერგიული რეაქციების პრევენცია

ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად შემდეგი ღონისძიებების გატარებაა საჭირო:

  • ალერგენთან (გამღიზიანებელთან) შეძლებისდაგვარად კონტაქტის არიდება;
  • დაბალანსებული და რაციონალური კვების დაცვა, საკვების შემადგნელობის კონტროლი (განსაკუთრებით, თუ ადამიანს აქვს კვებითი ალერგია);
  • თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა;
  • სპორტი;
  • რეგულარულად დალაგება სველი წესით.

ალერგიული რეაქციის პირველი სიმპტომების დროს აუცილებელია ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

უალკოჰოლო სასმელები
უალკოჰოლო სასმელები
ჩვენი ორგანიზმის 60% წყალია. წყალმარილოვანი წონასწორობის შესანარჩუნებლად ადამიანი ყოველდღე სვამს წყალს, ყავას, ჩაის, ლუდს, წვენებსა და გაზიან სასმლებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ალერგიული რეაქციები, როგორც იმუნიტეტის დარღვევა - მათი მექანიზმი და კლასიფიკაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები