ფურუნკული, კარბუნკული და “თმის ჩაბრუნება” - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფურუნკული, კარბუნკული და “თმის ჩაბრუნება”

კლინიკური სურათი

თავდაპირველად ქავილი იჩენს თავს, მერე კი თმის ბუდის მიდამოში ტკივილი, სიწითლე და შეშუპება აღმოცენდება. მომდევნო ეტაპზე კანზე ჩნდება მკვრივი, მტკივნეული, მუქი ალუბლისფერი მომრგვალო ანთებადი კვანძი, რომელიც კანის ზედაპირიდან წამოწეულია და პატარა კონუსს ქმნის. პაციენტი უჩივის სუსტ ქავილს და ზომიერ ტკივილს. ფურუნკულის ზრდასთან ერთად ინფილტრატის ზომა იმატებს და ვითარდება შეშუპება. მესამე-მეოთხე დღეს ინფილტრატის შუაგულში იწყება ნეკროზი და იწყება ქსოვილების დარბილება. ნეკროზული ქსოვილები მომწვანო ფერს იღებს. ყალიბდება ფურუნკულის ნეკროზული არხი. ამ პერიოდში ტკივილი მკვეთრად იმატებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფურუნკული ფიზიოლოგიურად აქტიურ (მაგალითად, სახსრის) მიდამოში მდებარეობს. შესაძლოა მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, აღმოცენდეს თავის ტკივილი და სისუსტე. საუკეთესო შემთხვევაში 2-3 დღის შემდეგ ჩირქოვან-ნეკროზული არხი თავისით იხსნება და წარმოიქმნება ღრმა, ზომიერად სისხლმდინარე ჭრილობა. ანთება, შეშუპება და ტკივილი მცირდება. შეხორცების შემდეგ რჩება ნაწიბური. გართულების შემთხვევაში ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი თმის ფოლიკულის მიდამოს სცილდება და შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფლეგმონა. შაქრიანი დიაბეტის თანაარსებობისას ფურუნკული შესაძლოა ლიმფანგიიტით, რეგიონული ლიმფადენიტით ან თრობოფლებიტით გართულდეს.

ფურუნკულოზი

თუ პერიოდულად გიჩნდებათ ფურუნკული, ზოგჯერ კი ერთდროულად რამდენიმეც, ეს ნიშნავს, რომ ფურუნკულოზი გაქვთ. ეს უნდა შეფასდეს, როგორც ორგანიზმის თავდაცვითი ძალების სისუსტის სიგნალი. არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი. მხოლოდ მას შეუძლია, საჭირო გამოკვლევა ჩაგიტაროთ და სათანადო მკურნალობა დაგინიშნოთ.

ფურუნკულის განვითარების მიზეზები

როგორ დავიცვათ თავი ფურუნკულისგან? ამისთვის საჭიროა იმ ფაქტორების ცოდნა, რომლებიც მის განვითარებას იწვევს:

  • კანის დაბინძურება (ჰიგიენის ელემენტარული წესების დაუცველობა);
  • კანის დაზიანება (ნაკაწრი, დაჟეჟილობა, დერმატიტი და სხვა);
  • ორგანიზმის დამცავი ძალების დასუსტება სტრესის, გამომფიტავი ქრონიკული დაავადების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, შაქრიანი დიაბეტის და სხვათა გამო.

როგორ ვუმკურნალოთ

ფურუნკული საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რომელსაც გულისყურით უნდა მოეკიდოთ და არავითარ შემთხვევაში არ დავიწყოთ თვითმკურნალობა. არ ღირს კომპრესების, იქთიოლისა თუ ვიშნევსკის მალამოს გამოყენება - ამან შესაძლოა პროცესის გავრცობამდე მიგიყვანოს. ფურუნკულის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზითაა შესაძლებელი. ჩირქოვანი ქირურგიის ძირითად პრინციპს: “სადაც ჩირქია, იქ გაკვეთე და ამოკვეთე”, - რომელიც ჰიპოკრატეს დროიდანაა ცნობილი, მიუხედავად მძლავრი ანტიბაქტერიული პრეპარატების, იმუნური და ძლიერი დეზინტოქსიკაციური თერაპიის არსებობისა, აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. ფურუნკულის გახსნა ადგილობრივი ანესთეზიის თანხლებით ხდება. გაურთულებელი ფურუნკული ამბულატორიულად იკურნება და ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს. მძიმე შემთხვევაში, თუ პაციენტს ლოყის ქსოვილების, ტუჩის ან თვალის შეშუპება ეწყება, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ განყოფილებაში და პროცესის მუდმივი კონტროლი. მაღალი ტემპერატურის არსებობისას ინიშნება წოლითი რეჟიმი, თხიერი საკვები, ავადმყოფს უკრძალავენ ლაპარაკს და ღეჭვას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფურუნკულის გაჩხვლეტა და თითებით გამორწყვა (განსაკუთრებით - სახეზე), რადგან შესაძლოა ინფექცია სისხლძარღვების გავლით თავის ტვინის ვენურ სინუსებში მოხვდეს და უმძიმესი გართულება - თვალბუდის ფლეგმონა, ჩირქოვანი მენინგიტი ან სეფსისი გამოიწვიოს. გარდა ამისა, შესაძლოა განვითარდეს სახის ზედაპირული ვენების ლოკალური თრომბოფლებიტიც, რომელიც, თავის მხრივ, მეტად მძიმე გართულების - თავის ტვინის კავერნოზული სინუსის თრომბოზის - მიზეზად იქცევა. ამ გართულებას ხშირად სიკვდილი მოსდევს. დაგვეთანხმებით, რომ ჯანმრთელობა საავადმყოფოში ვიზიტისთვის დახარჯულ დროზე გაცილებით მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობას მხოლოდ პროცესის გარღმავება და გართულება მოსდევს.


კარბუნკული

კარბუნკული თმის რამდენიმე მოსაზღვრე ფოლიკულის ერთდროული ანთებაა, რომელსაც კანზე ნეკროზის ფართო უბნის ჩამოყალიბება მოსდევს. ნეკროზული მასების მოცილების შემდეგ კარბუნკულის ადგილას ღრმა წყლული რჩება, რომელიც ზოგ შემთხვევაში კუნთებამდეც კი აღწევს. გამოფიტულ, დიაბეტიან და ხანდაზმულ პაციენტებთან კარბუნკული შესაძლოა ავთვისებიანად წარიმართოს და სეფსისით ან სისხლდენით გართულდეს.

კარბუნკულის განვითარების მიზეზები

კარბუნკულის გამომწვევი უმეტესად სტაფილოკოკია, შედარებით იშვიათად - შერეული სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექცია. თმის ფოლიკულების ინფიცირებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, ცხიმგამომყოფი ჯირკვლების სეკრეციის მომატება, კანის დაბინძურება სილის, ცემენტის, ნახშირის მტვრის ნაწილაკებით და სხვა. გამომწვევი ორგანიზმში შესაძლოა მიკროტრავმიდან შეიჭრას. კარბუნკულის წარმოშობას ხელს უწყობს ორგანიზმის დასუსტება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის დროს, ორგანიზმის გამოფიტვა და მძიმე დაავადებები. კარბუნკული, წესისამებრ, კისერზე (უკანა მხარეს), სახეზე, ბეჭებს შორის, დუნდულა კუნთებსა და წელზე ჩნდება. კიდურების კანი იშვიათად ინფიცირდება.

როგორ ვუმკურნალოთ

მცირე ზომის კარბუნკულს ნაკლებად გამოხატული ინტოქსიკაციისა და საერთო თვითშეგრძნების მცირე დარღვევის დროს ამბულატორიულად მკურნალობენ. თვითმკურნალობა ამ დროსაც დაუშვებელია. თუ მკურნალობა კარბუნკულის მომწიფების სტადიაში დაიწყო, ის კონსერვატიული გზით ხორციელება და შესაძლოა ანთებადი ინფილტრატის გაწოვით დამთავრდეს. პაციენტს უნიშნავენ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს. პარალელურად კარბუნკულის ირგვლივ ინექციით შეჰყავთ ანტიბიოტიკები. ტკივილის მოსახსნელად იყენებენ ანალგეტიკებს. კარბუნკულის ზედაპირს ამუშავებენ 70%-იანი სპირტით და ადებენ ასეპტიკურ ნახვევს. კარბუნკულის ნეკროზულ სტადიაში გადასვლისას მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას. სტაციონარში მკურნალობის ჩვენებად მიიჩნევა გამოხატული ინტოქსიკაცია, დიდი ზომის კარბუნკული, მისი ლოკალიზაცია სახეზე, არაკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტისა და სხვა მძიმე დაავადებების თანაარსებობა.

თმის ჩაბრუნება

კუდუსუნის მიდამოში განვითარებულ ჩირქოვან პროცესს ბევრი “თმის ჩაბრუნებას” უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად თმა არაფერ შუაშია. კუდუსუნის კისტა თანდაყოლილი პათოლოგიაა: ემბრიონული განვითარების პროცესში კუდუსუნის ნაკეცის არეში, კანქვეშ, რჩება ეპითელიუმით ამოფენილი არხი, რომელშიც შემდგომ შესაძლოა ჩაიზარდოს ბეწვი, დაგროვდეს ცხიმოვანი ან საოფლე ჯირკვლების სეკრეტი, უფრო მეტიც - ამ ადგილიდან ანომალიურად მდებარე კბილიც კი ამოუღიათ ქირურგებს. ეს პათოლოგია არცთუ იშვიათია. მის არსებობას უმრავლესობა მანამდე ვერ ამჩნევს, სანამ ამ მიდამოს ტრავმას არ მიიღებს. გარდა ტრავმისა, პრობლემის მიზეზად შესაძლოა ჰიგიენის დაუცველობა ან ჭარბთმიანობაც იქცეს. ჩამოთვლილი ფაქტორები იწვევს კუდუსუნის კისტის ანთებას, რომელსაც ჩირქოვანი პროცესი და კისტის აბსცესის ჩამოყალილება მოსდევს. აბსცესი ზოგჯერ თავისთავად იხსნება. მართალია, ამ დროს ტკივილი იკლებს, მაგრამ ეს განკურნებას არ ნიშნავს. ზოგჯერ ქირურგები მხოლოდ კვეთენ ჩირქგროვას, რაც ჩირქის თავისუფლად გამოდენას უწყობს ხელს და ზოგჯერ (ძალზე იშვიათად) სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. საზოგადოდ კი “თმის ჩაბრუნების” მკურნალობის რადიკალური მეთოდი ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც დაზიანებულ ნაწილს მთლიანად ამოკვეთენ.