/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნივთიერებათა ცვლა

ვიტამინები მიკროელემენტები

ვიტამინები მიკროელემენტები
თანამედროვე მედიცინას მიაჩნია, რომ ჯანმრთელობა 85%-ით საკვებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, დამუშავების, შენახვისა და მომზადების თანამედროვე მეთოდები დიდ ზიანს აყენებს საკვების კვებით და ბიოლოგიურ ღირებულებას, უფრო მეტიც - არათუ ორგანიზმის საჭირო ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით, ამინმჟავებით მომარაგებას ვერ უზრუნველყოფს, არამედ ხელსაც კი უწყობს ორგანიზმიდან მათ გაძლიერებულ გამოდევნასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. სიცოცხლის ამინებივიტამინი ლათინურად სიცოცხლის ამინს ნიშნავს. სახელწოდება თავისთავად მეტყველებს ამ ნაერთების უმნიშვნელოვანეს როლზე ჩვენს ორგანიზმში. ვიტამინები ადამიანის სიცოცხლისთვის, მისი ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმედებისთვის შეუცვლელი ორგანული ნაერთებია, რომლებსაც მაღალი ბიოლოგიური აქტივობა ახასიათებს.

საკვებში უმნიშვნელო რაოდენობით არის, თუმცა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალური წარმართვისა და რეგულირებისათვის. ვიტამინები ორგანიზმს იმ ენერგიის გამოთავისუფლებაში ეხმარება, რომელსაც საკვები შეიცავს. ვიტამინების გარეშე ადამიანი შესაძლოა შიმშილით მოკვდეს. ვიტამინების უკმარისობის დროს ორგანიზმი კარგავს სურსათიდან საკვები ნივთიერებების: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალების შეწოვის, ათვისებისა და გამოყენების უნარს. ვიტამინები ორგანიზმში უმთავრესად საკვების მეშვეობით ხვდება, თუმცა ზოგიერთ მათგანს ორგანიზმი თავად ასინთეზებს ნაწლავებში დასახლებული სასარგებლო მიკროორგანიზმების დახმარებით. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ამ ვიტამინების დეფიციტიც იჩენს თავს. ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინის ხანგრძლივი უკმარისობისას თავს იჩენს მისი დეფიციტით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც ავიტამინოზს ვუწოდებთ. დღეს ჭეშმარიტი ავიტამინოზები იშვიათად გვხვდება, ისინი უმთავრესად ორგანიზმის მიერ ამა თუ იმ ვიტამინის აუთვისებლობის შედეგია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მათი გაძლიერებული დაშლით არის განპირობებული. მოსახლეობის დიდ ნაწილს ვიტამინების ნაწილობრივი უკმარისობა, ანუ ჰიპოვიტამინოზი აღენიშნება. ის შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ხშირად ფარულადაც, და ამ მდგომარეობის თაობაზე ეჭვი მაშინ ჩნდება, როცა უარესდება თვითშეგრძნება და ქვეითდება შრომის უნარი. ვიტამინები მნიშვნელოვანი კვებითი ფაქტორია, რამდენადაც ისინი ორგანიზმს სჭირდება არა მათი ენერგეტიკული ღირებულების, არამედ იმის გამო, რომ უნარი შესწევთ არეგულირონ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დროს მიმდინარე ქიმიური რეაქციები.

ვიტამინთა გალერეა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ვიტამინებს ლათინური ასოებით აღნიშნავენ: A, B, C, D და სხვა. ზოგიერთ მათგანს სპეციალური სახელიც აქვს. ამჟამად ცნობილია 13 ვიტამინი: B1, B2, B6, B12, PP, C, A, D, E, K, ფოლიუმის მჟავა, პანტოთენის მჟავა და ბიოტინი. მათ ემატება რამდენიმე ისეთი ნაერთი, რომლებსაც ვიტამინის მსგავსებს უწოდებენ: ლიპოლის მჟავა, ქოლინი, ინოზიტი, ბიოფლავონოიდები და სხვა. ვიტამინები შეიძლება სხვადასხვა ნიშნით რამდენიმე ჯგუფად დავყოთ. ფუნქციის მიხედვით ცნობილია ვიტამინების სამი ძირითადი ჯგუფი: I ჯგუფი -  B ჯგუფის ვიტამინები: B1, B2, B6, B12, ფოლიუმის მჟავა, პანტოთენის მჟავა, PP და ბიოტინი. ისინი კოფერმენტების სახით მონაწილეობენ ნახშირწყლოვან და ძირითად, ენერგეტიკულ ცვლაში. ეს წყალში ხსნადი ვიტამინებია, რომლებსაც ენზიმოვიტამინები ეწოდება. II ჯგუფი - ვიტამინ-ანტიოქსიდანტები, რომლებიც ანეიტრალებენ ჟანგბადის აქტიურ ფორმებს. ასეთებია:

  • C ვიტამინი - ასკორბინის მჟავა, რომელიც გავლენას ახდენს წყლის ცვლაზე სისხლის შრატში, ლორწოვან სითხეში, სითხეში, რომელსაც ფილტვები იწოვენ;
  • ე ვიტამინი, იგივე ტოკოფეროლი. იგი მდებარეობს უჯრედის გარსში, რომელიც ჟანგბადის ზემოქმედებით ძლიერ ზიანდება;
  • ამავე ჯგუფში შედის კაროტინოიდები, კერძოდ, ბეტა-კაროტინი.

III ჯგუფი - პროჰორმონები, ანუ ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს ზოგიერთი ჰორმონის სინთეზს. მათ რიცხვს მიეკუთვნება დ ვიტამინი, ა ვიტამინი და სხვა. ეს ვიტამინები ცხიმში ხსნადია, შედის უჯრედის მემბრანულ სისტემაში, ხელს უწყობს მათ ოპტიმალურ ფუნქციობას. წყალში ხსნადი ვიტამინები ფერმენტების ფუნქციებსა და მათ სტრუქტურულ შემადგენლობაში მონაწილეობენ. ამით ისინი ასრულებენ კოფერმენტულ როლს. რაც შეეხება ცხიმში ხსნად ვიტამინებს, ისინი ქსოვილოვან ჰორმონებს და პრეჰორმონებს წარმოადგენენ, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი მათ სრულფასოვან ქსოვილოვან ჰორმონებად არ აღიარებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რატომ არ უნდა დაიძინოთ მაკიაჟით
რატომ არ უნდა დაიძინოთ მაკიაჟით
თუ მაკიაჟის მატარებელი ხართ, შეიძლება განიცადოთ გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით მაშინ, თუ სწორად არ მოიშორებთ მას ძილის წინ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ვიტამინები მიკროელემენტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიტამინები მიკროელემენტები

საკვებში უმნიშვნელო რაოდენობით არის, თუმცა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალური წარმართვისა და რეგულირებისათვის. ვიტამინები ორგანიზმს იმ ენერგიის გამოთავისუფლებაში ეხმარება, რომელსაც საკვები შეიცავს. ვიტამინების გარეშე ადამიანი შესაძლოა შიმშილით მოკვდეს. ვიტამინების უკმარისობის დროს ორგანიზმი კარგავს სურსათიდან საკვები ნივთიერებების: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალების შეწოვის, ათვისებისა და გამოყენების უნარს. ვიტამინები ორგანიზმში უმთავრესად საკვების მეშვეობით ხვდება, თუმცა ზოგიერთ მათგანს ორგანიზმი თავად ასინთეზებს ნაწლავებში დასახლებული სასარგებლო მიკროორგანიზმების დახმარებით. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ამ ვიტამინების დეფიციტიც იჩენს თავს. ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინის ხანგრძლივი უკმარისობისას თავს იჩენს მისი დეფიციტით გამოწვეული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც ავიტამინოზს ვუწოდებთ. დღეს ჭეშმარიტი ავიტამინოზები იშვიათად გვხვდება, ისინი უმთავრესად ორგანიზმის მიერ ამა თუ იმ ვიტამინის აუთვისებლობის შედეგია ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მათი გაძლიერებული დაშლით არის განპირობებული. მოსახლეობის დიდ ნაწილს ვიტამინების ნაწილობრივი უკმარისობა, ანუ ჰიპოვიტამინოზი აღენიშნება. ის შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ხშირად ფარულადაც, და ამ მდგომარეობის თაობაზე ეჭვი მაშინ ჩნდება, როცა უარესდება თვითშეგრძნება და ქვეითდება შრომის უნარი. ვიტამინები მნიშვნელოვანი კვებითი ფაქტორია, რამდენადაც ისინი ორგანიზმს სჭირდება არა მათი ენერგეტიკული ღირებულების, არამედ იმის გამო, რომ უნარი შესწევთ არეგულირონ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დროს მიმდინარე ქიმიური რეაქციები.

ვიტამინთა გალერეა

ვიტამინებს ლათინური ასოებით აღნიშნავენ: A, B, C, D და სხვა. ზოგიერთ მათგანს სპეციალური სახელიც აქვს. ამჟამად ცნობილია 13 ვიტამინი: B1, B2, B6, B12, PP, C, A, D, E, K, ფოლიუმის მჟავა, პანტოთენის მჟავა და ბიოტინი. მათ ემატება რამდენიმე ისეთი ნაერთი, რომლებსაც ვიტამინის მსგავსებს უწოდებენ: ლიპოლის მჟავა, ქოლინი, ინოზიტი, ბიოფლავონოიდები და სხვა. ვიტამინები შეიძლება სხვადასხვა ნიშნით რამდენიმე ჯგუფად დავყოთ. ფუნქციის მიხედვით ცნობილია ვიტამინების სამი ძირითადი ჯგუფი: I ჯგუფი -  B ჯგუფის ვიტამინები: B1, B2, B6, B12, ფოლიუმის მჟავა, პანტოთენის მჟავა, PP და ბიოტინი. ისინი კოფერმენტების სახით მონაწილეობენ ნახშირწყლოვან და ძირითად, ენერგეტიკულ ცვლაში. ეს წყალში ხსნადი ვიტამინებია, რომლებსაც ენზიმოვიტამინები ეწოდება. II ჯგუფი - ვიტამინ-ანტიოქსიდანტები, რომლებიც ანეიტრალებენ ჟანგბადის აქტიურ ფორმებს. ასეთებია:

  • C ვიტამინი - ასკორბინის მჟავა, რომელიც გავლენას ახდენს წყლის ცვლაზე სისხლის შრატში, ლორწოვან სითხეში, სითხეში, რომელსაც ფილტვები იწოვენ;
  • ე ვიტამინი, იგივე ტოკოფეროლი. იგი მდებარეობს უჯრედის გარსში, რომელიც ჟანგბადის ზემოქმედებით ძლიერ ზიანდება;
  • ამავე ჯგუფში შედის კაროტინოიდები, კერძოდ, ბეტა-კაროტინი.

III ჯგუფი - პროჰორმონები, ანუ ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს ზოგიერთი ჰორმონის სინთეზს. მათ რიცხვს მიეკუთვნება დ ვიტამინი, ა ვიტამინი და სხვა. ეს ვიტამინები ცხიმში ხსნადია, შედის უჯრედის მემბრანულ სისტემაში, ხელს უწყობს მათ ოპტიმალურ ფუნქციობას. წყალში ხსნადი ვიტამინები ფერმენტების ფუნქციებსა და მათ სტრუქტურულ შემადგენლობაში მონაწილეობენ. ამით ისინი ასრულებენ კოფერმენტულ როლს. რაც შეეხება ცხიმში ხსნად ვიტამინებს, ისინი ქსოვილოვან ჰორმონებს და პრეჰორმონებს წარმოადგენენ, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი მათ სრულფასოვან ქსოვილოვან ჰორმონებად არ აღიარებს.


ნატურალური და სინთეზური ვიტამინები

წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ ნატურალურ და სინთეზურ ვიტამინებს. ნატურალურია ის ვიტამინები, რომლებსაც საკვები შეიცავს. ექიმები ყოველთვის ნატურალურს ამჯობინებენ, რამდენადაც საკვები, გარდა ვიტამინებისა, შეიცავს ფერმენტებს, მცენარეულ ბოჭკოს, უჯრედისს და სხვა ელემენტებს, რომლებიც ვიტამინების შეწოვას აადვილებს. სინთეზურია ვიტამინები, რომლებიც მიიღება ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების სპეციალურ ლაბორატორიებში დამუშავების შედეგად. ისინი ქიმიური აგებულების მიხედვით ნატურალურს შეესატყვისება, თუმცა, მათგან განსხვავებით, შეიცავს მხოლოდ იზოლირებულ ვიტამინებს სხვა საჭირო ნივთიერებების გარეშე. სინთეზური ვიტამინები წარმატებით ავსებს ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინის დეფიციტს, თუმცა მათი დიდი დოზებით მიღებისას მოსალოდნელია ტოქსიკური რეაქციები, მაშინ როცა თუნდაც ძალიან დიდი რაოდენობით მიღებულ ნატურალურ ვიტამინებს არავითარი გვერდითი ეფექტი არ ახასიათებს. ხელოვნური ვიტამინების უმნიშვნელო რაოდენობაც კი არასწორი მკურნალობისას შესაძლოა საჭმლის მონელების დარღვევის, ალერგიული რეაქციების მიზეზად იქცეს. მათი დიდი რაოდენობით მიღების შემდგომ გამორიცხული არ არის თირკმელკენჭოვანი დაავადების განვითარება.

მინერალები

საკვებ რაციონში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების გვერდით არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება მინერალურ ნივთიერებებს, რომელთა დეფიციტის დროს, ისევე როგორც ვიტამინების ნაკლებობის შემთხვევაში, ორგანიზმში სპეციფიკური პათოლოგიური პროცესები ვითარდება. მინერალური ნივთიერებები სხეულის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. მოზრდილი ადამიანის ორგანიზმში ისინი 3 კგ-მდეა. ძვლებში ისინი კრისტალების სახით მოიპოვება, რბილ ქსოვილებში კი კოლოიდური ხსნარის სახით, სადაც ისინი ძირითადად ცილებთან არიან დაკავშირებულნი. სადღეისოდ ცნობილთაგან ადამიანის ორგანიზმი 80-მდე ქიმიურ ელემენტს შეიცავს. ამათგან ორგანიზმს ნორმალური ცხოველქმედებისთვის სჭირდება 20-მდე მაკრო და მიკროელემენტი, რომელთა ნაწილი სასიცოცხლოდ აუცილებელიც კია. ამ ელემენტებს ესენციურებს უწოდებენ, რამდენადაც ისინი მნიშვნელოვან ბიოლოგიურ როლს ასრულებენ ორგანიზმის მრავალი ფუნქციის რეგულირებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელი ესენციური მიკროელემენტები უშუალოდ მოქმედებენ ორგანიზმზე, მართავენ ჰორმონების, ფერმენტების, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და ვიტამინების, სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფუნქციებს. ყოველივე ეს ხორციელდება მაშინ, როცა ორგანიზმში ესა თუ ის მიკროლემენტი განსაზღვრული რაოდენობით არის. მათი ოდენობის შემცირებისას ან მომატებისას ცილების, ცხიმების, ჰორმონების, ფერმენტებისა და სხვა აქტიური ნივთიერებების სინთეზში არასასურველი ცვლილებები მიმდინარეობს, ამიტომ ორგანიზმმა რეგულარულად უნდა მიიღოს ამ სასარგებლო ნივთიერებათა საჭირო რაოდენობა. მინერალების შეწოვა უმთავრესად წვრილ ნაწლავში ხდება, მერე კი ისინი სასიცოცხლო პროცესებში ერთვებიან.

მინერალების ფიზიოლოგიური მნიშვნელობა

  • მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე ფერმენტული სისტემების სტრუქტურასა და ფუნქციებში.
  • მონაწილეობენ პლასტიკურ პროცესებსა და ქსოვილების, განსაკუთრებით - ძვლოვანი ქსოვილის, შენებაში.
  • ხელს უწყობენ მჟავატუტოვანი ცვლის წონასწორობის შენარჩუნებას.
  • არეგულირებენ სისხლში ნორმალური მარილოვანი შედგენილობის შენარჩუნებას.
  • აწესრიგებენ წყალმარილოვან ცვლას.

ესენციური ელემენტები

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაკროელემენტებია: წყალბადი, ჟანგბადი, ნატრიუმი, ნახშირბადი, კალციუმი, ქლორი, ფთორი, კალიუმი, მაგნიუმი, აზოტი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაკროელემენტებია: ქრომი, სპილენძი, რკინა, იოდი,  მანგანუმი, მოლიბდენი, სელენი, თუთია.