გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, მეან-გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი
განათლება:
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.
1968-1972წწ. მოსკოვის N10 სამშობიარო სახლის ორდინატორი;
1972-1985წწ. საკავშირო სამეანო გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, განყოფილების გამგე;
1998-2006წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე დაარსა რეპროდუქტოლოგიის კათედრა და იყო მისი ხელმძღვანელი;
1985 წლიდან არის ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი;
1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
1996 წლიდან საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი და კონსულტანტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარგში.
სამეცნიერო სფერო:
არის 451 სამეცნიერო ნაშრომის, 6სახელმძღვანელოს, 10 მონოგრაფიისა და 2გამოგონების ავტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ჰიპოთირეოზის გავლენა შთამომავლობის ფარისებური ჯირკვლების ფუნქციაზე", დაიცვა 1969 წელს;
სადოქტორო დისერტაციის თემა -"ჰორმონალური კონტრაცეპციის გავლენა ფარისებრ, თირკმელზედა, კუჭუკანა, რეპროდუქციულ, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციაზე", დაიცვა 1978 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ნიუ–იორკის სამეცნიერო აკადემია ,წევრი (1994-)
ჟურნალი "რეპროდუქტოლოგია", დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1998-)
რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემია, წევრი (1997-)
საერთაშორისო გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი (1996-)
საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაცია, დამფუძნებელი და პრეზიდენტი (2002-)
ჩიკაგოს სამეცნიერო აკადემია, წევრი (1996-)