/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობათ, ჩემი ძმისშვილი არის უკვე 4 წლის, მგონი აქვს აუტისტური სპექტრის მოქმედებები, არის ძალიან ჯინიანი, არ თამაშობს არავისთან, არ ისმენს არავის ლაპარაკს, უჭირს მეტყველება, რაღააცეებს თავისით ჟღურტულობს, თავის თავში მესამე პირში იძახის (მაგ: როდესაც რამე თვითონ უნდა ამბობს მიეცის , ანუ თავის თავს მესამე პირში იხსენიებს, არის ჰიპერმოძრავი, როდესაც ისეთს არ გააკეთებ რაც თვითონ უნდა იწყებს კივილს და ტირილს, ბაღში ოთხი წლის ასაკში მივიყვანეთ იმიტომ რომ არ ჩერდებოდა არცერთ ბაღში. ეხლა ჩერდება მაგრამ პურის გარდა არაფერს არ ჭამს, ზოგადად ამოჩემებული აქვს რამდენიმე საჭმელი და იმას ჭამს ისიც რამეზე უნდა გადაატანიო ყურადღება და მაშინ აღებს მექანიკურად პირს. როდესაც დაუძახებ მოდი ან რამე არ მოდის, არც ისმენს. ბავშვებთან ვერ ურთიერთობს, თუ დედამისი არ არის მის გვერდში სულ ტირის. არის ვაჟი. რას მირჩევთ, უცხოურ საიტზე წავიკითხე რომ თითქოს კარგი იქნებოდა რამე შინაური ცხოველის ჩუქება მისთვის, რომელიც მის ქცევებს გააუმჯობესებდა. და ნამდვილად ასეა? ლეკვს ან კნუტს, ანდაც რამე ფრინველს ვუყიდიდი თუ ცოტათი მაინც დაეხმარებოდა გაუმჯობესებაში, რომელ ცხოველს მირჩევდით? დაგვყავს ლოგოპეტთანაც. ბაღში ყველას როცა სძინავს ეს არ იძინებს და ზის თავისთვის და თამაშობს მარტო

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ზაფხულის ხილი

ზაფხულის ხილი
ზაფხული განსაკუთრებით მდიდარია ხილით. ეს ის დროა, როცა ადამიანს შეუძლია, მაქსიმალურად ისარგებლოს ბუნების ამ ნობათით. კარგი იქნება, თუ ამასთან ერთად ხილის

სამკურნალო თვისებების შესახებაც გვეცოდინება.

  • მსხალი

უახლესმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მსხალი გაჯერებულია შაქრით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედისით, C, B1, P, PP ვიტამინებით, A პროვიტამინით, მიკროელემენტებით (მათ შორის - იოდითაც), ნახშირწყლებით. სხვათა შორის, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსხალი ვაშლზე ტკბილი გვეჩვენება.

სინამდვილეში მასში შაქარი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაშლში. მსხალი ხშირად უნდა მივირთვათ, მაგრამ სწორად. არ გირჩევთ მის ჭამას უზმოზე. არავითარ შემთხვევაში არ დააყოლოთ წყალი. ასევე არ არის სასურველი მისი მიღება ხორცთან ერთად და მარხვის დროს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ახლა ამ საოცარი ხილის თვისებებს გავეცნოთ:

  1. მსხლის წვენი გამაჯანსაღებელი, ვიტამინებით გაჯერებული სითხეა. ის განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვისაც მუცლის ღრუს სერიოზული პრობლემები აქვს.
  2. მსხლის შემადგენლობაში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის, სისხლძარღვების პრობლემა აქვს. კარგია `მსხლის დღის~ მოწყობა კვირაში ორჯერ - ამ დღეებში 1,5-2 კგ მსხალი უნდა მიირთვათ.
  3. ძველი ექიმბაშები მსხალს მაღალი სიცხის დროს აჭმევდნენ ავადმყოფებს.
  4. ძველად ამ ნაყოფს ჩეჩქვავდნენ, ნაჭერზე ათავსებდნენ და ჭრილობებზე იდებდნენ - მიაჩნდათ, რომ მსხალი იარებს აშუშებდა.
  5. ძველარაბულ ნაშრომებში მითითებულია, რომ მსხალი ფილტვების საუკეთესო წამალია. იგი შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკს - არბუტინს, რომელიც მსხლის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიულ თვისებებს ანიჭებს.
  6. მსხალი კარგია მათთვისაც, ვისაც გახდომა სურს. ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, არ შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და ამიტომაც მრავალ დიეტაში რთავენ.
  7. მნიშვნელოვანია მსხლის როლი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებაში. ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თუმცა მის შემადგენლობაში შემავალმა უჯრედისმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავი ცოტათი კიდეც გააღიზიანოს.
  8. მოხარშული და შემწვარი მსხალი უძველესი დროიდან ხველების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული.
  9. დამტკიცდა ისიც, რომ მსხალი ძალიან სასარგებლოა ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ქოლეცისტიტისა და გასტრიტის დროს: ყოველ დილით, წახემსების შემდეგ, 2 ცალი საშუალო ზომის მსხალი უნდა მიირთვათ.
  10. მსხალი სასარგებლოა არითმიის დროს, ის არეგულირებს გულისცემას, რადგან მასში დიდი რაოდენობით კალიუმია.
  11. ახლახან კი ექიმებმა, დიეტოლოგებმა და ფსიქოლოგებმა ისიც დაამტკიცეს, რომ ეს საოცარი ხილი დაავადებების დაძლევასთან ერთად განწყობილების გაუმჯობესებაშიც გვეხმარება.

  • გარგარი

gargari-1723571304.jpg

გარგარი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალურ წყაროს წარმოადგენს. ის შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, C, B, PP და სხვა ვიტამინებს, A პროვიტამინს, პექტინებს. მათი ბუნებრივი კომბინაციის წყალობით არის, რომ ხილს არა მარტო კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც აქვს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა 60 კგ დან დაბლა ვერ ჩამოვდივარ რა შეიძლება გავაკეთო?</p>

ნაყოფის კანი გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე რბილობი. ეს ხილი განსაკუთრებით მარგებელია ცოცხალი, ოღონდ გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს. უმჯობესია, თუ გარგარს მაცივარში კი არ შეინახავთ, არამედ ჰორიზონტალურ ზედაპირზე დააწყობთ.

გამხმარი გარგარი (კაისა, კურაგა და სხვ.) არანაკლებ სასარგებლოა და მთელი წლის განმავლობაში შესანიშნავად ინახება. გარგარის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები პოზიტიურ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებზე.

ასევე დაგაინტერესებთ
რას შეიცავს ქიშმიში და მისი რა რაოდენობით მიღებაა რეკომენდებული
5 ყველაზე ჯანსაღი კენკროვანი ხილი და მათი შემადგენლობა

გარგარის ჩირი სისხლის აღმდგენი შესანიშნავი საშუალებაა. ის ნიგოზთან, ქიშმიშსა და თაფლთან ერთად საუცხოოა ანემიის დროს.

  • ატამი

ატამი გემრიელი და სასარგებლო ხილია. მისი 7-12% შაქარია, 0,08-1,02% - მჟავა, 0,5-1,2% - პექტინოვანი ნივთიერებები დაatami-1723571386.jpg ვიტამინები. ატმის ზეთს მედიცინაში იმავე დანიშნულებით იყენებენ, როგორითაც ნუშისას, თუმცა ამ უკანასკნელზე გაცილებით იაფია. ატმის თესლი შეიცავს 55%-მდე უშრობ ცხიმს, ცილებს, ფერმენტ ემულსინს, გლიკოზიდ ამიგდალინს, ეთერზეთს, სტეროიდებს და სხვა ნივთიერებებს, მათ შორის - შხამიანსაც, ასე რომ, თუ დაუმუშავებლად შეჭამთ, შესაძლოა მოიწამლოთ.

თუ ადვილად ცივდებით, ბევრი ატამი უნდა მიირთვათ - დამტკიცებულია, რომ ეს ხილი იმუნიტეტს აძლიერებს. შეგიძლიათ მიირთვათ, როდესაც გნებავთ - საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ კუჭი არ გაწუხებთ. თუ ჭარბ წონას უჩივით, ატამს ამ შემთხვევაშიც უნდა ერიდოთ.

ატამს სამკურნალო თვისებებიც აქვს. ის აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ მოქმედებას, აადვილებს ნოყიერი საკვების მონელებას.

ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. თუ ჭარბ წონას უჩივით ან შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, ატმის კომპოტი უშაქროდ უნდა მოამზადოთ. გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ გამოიყენება ატმის ფოთლები, ყვავილები და თესლი. მაგალითად, 3-6 მლ ფოთლის გამონაწურს იღებენ რევმატიზმის, გასტრიტის, ენტერიტის, თავის ტკივილისა და სკლეროდერმიის (კანის გამკვრივების) დროს, ხოლო ახალმოკრეფილ ფოთლებს ჭრილობებზე აწყობენ შეხორცების დასაჩქარებლად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

შავი, რძიანი, თეთრი, დუბაისი - რომელ შოკოლადს აქვს ყველაზე მეტი კალორია?
შავი, რძიანი, თეთრი, დუბაისი - რომელ შოკოლადს აქვს ყველაზე მეტი კალორია?
შოკოლადი არ არის მხოლოდ ტკბილეული, არამედ გემოვნების, არომატისა და ტექსტურის მთელი სამყაროა.
სრულად
რომელი საკვების მიღება შეგიძლიათ ღამით
რომელი საკვების მიღება შეგიძლიათ ღამით
შიმშილის გრძნობა, რომელიც ჩნდება საღამოობით, ყველაზე ხშირად ცრუა და უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია სტრესით, დაღლილობით ან მოწყენილობით.
სრულად
კვების წესები ჩავარდნებისა და სტრესის გარეშე
კვების წესები ჩავარდნებისა და სტრესის გარეშე
საკვების ერთფეროვნება არა მხოლოდ შინაგანი უკმაყოფილების განცდას იწვევს, არამედ ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
სრულად
მითები ჯანსაღი კვების შესახებ
მითები ჯანსაღი კვების შესახებ
ბევრი ადამიანისთვის ჯანსაღი კვება შრომატევადი საქმეა, და დიახ, ეს ნამდვილად ასეა.
სრულად
რა ვჭამოთ მაღალი წნევისა და ქოლესტერინის დასარეგულირებლად
რა ვჭამოთ მაღალი წნევისა და ქოლესტერინის დასარეგულირებლად
საუზმე ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანია საკვების მიღების პროცესში დღის მანძილზე, ამიტომ აუცილებელია სწორი ინგრედიენტების ჩართვა დილის რაციონში.
სრულად
რატომ ფასობს ბრინჯი
რატომ ფასობს ბრინჯი
ბრინჯით მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იკვებება. ამ კულტურის სამშობლოდ აზია (თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის ჩრდილოეთ რეგიონები) მიიჩნევა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ნიღაბი
თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური ნიღაბი
ბოლო წლებში თმის ცვენა დამეწყო. თმის ძირების გასაძლიერებელმა სხვადასხვა საშუალებამ და შამპუნებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
სრულად

სამკურნალო წერილები

ტროფიკული წყლულების სამკურნალო მალამო
ტროფიკული წყლულების სამკურნალო მალამო
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ტროფიკული წყლულები შემთხვევაში დაგეხმარებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

სამყურა სტომატიტს შველის
სამყურა სტომატიტს შველის
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც სტომატიტის დროს დაგეხმარებათ.
სრულად

ზაფხულის ხილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები