მითები ჯანსაღი კვების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მითები ჯანსაღი კვების შესახებ

მაშინ, როდესაც სამყარო სავსეა დიდებული ბურგერებით, წელვადი ყველით დაფარული პიცებით, მრავალნაირი ტკბილეულითა და საოცარი საკონდიტრო ნაწარმით, რატომ უნდა შევწუხდეთ ოდესმე ჯანსაღი სალათის ჭამით? ეს კითხვა ნამდვილად არსებობს, მაგრამ შედეგი, სადამდეც არასწორმა კვებამ შეიძლება მიგვიყვანოს, არასასურველია. ამიტომ თანამედროვე ადამიანების ცხოვრების სტილი გარკვეულწილად შეიცვალა და მნიშვნელოვანი ყურადღება სწორედ ჯანმრთელობასა და ჯანსაღ კვებას ეთმობა.

დაწყებულ აზრს რომ დავუბრუნდეთ, იკვებო ჯანსაღად, ნამდვილად არაა მარტივი. პირველ ეტაპზეც კი საკმაოდ ბევრ წინაღობას ვაწყდებით, საწყის ეტაპზე შესაძლოა საკმაოდ მარტივი ფაქტორები იქცეს წინაღობებად:

  • მოტივაციის უქონლობა;
  • დროის უქონლობა;
  • არასწორი ან ნაკლები ინფორმაცია;
  • მატერიალური რესურსი;
  • სკეპტიციზმი.

ეს ის მცირე ჩამონათვალია, რამაც შეიძლება ინდივიდუალურად ხელი შეუშალოს იმას, რომ ადამიანმა დაიწყოს სწორი კვება და იკვებოს ჯანსაღად, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ხელშემშლელი ფაქტორი ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებული მითებია.

  • მითი № 1

    • ჯანსაღი კვება ძალიან ძვირია

პიცით, ლობიანებით და ხაჭაპურებით ვახშამი უდავოდ იაფია. მაგრამ ერთი თასი ლობიო, შვრია და ბრინჯი ვაშლთან ერთად უფრო იაფია. USDA-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ წყალი უფრო იაფია, ვიდრე გაზიანი სასმელები, მთლიანი ქათმით მომზადებული სადილი უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ძეხვეულისა და სოსისების ჭამა, ხოლო მთლიანი ხილი უფრო იაფია, ვიდრე დამუშავებული ტკბილეული. ერთი კვირის განმავლობაში ლობიოს დიდი ქოთნის მომზადება შეიძლება არ იყოს ერთი შეხედვით მომხიბვლელი, მაგრამ ეს გაცილებით იაფია და ნაკლებად შრომატევადი, ვიდრე თუნდაც ნახევარფაბრიკატების მომზადება.

  • მითი № 2

    • საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა

„საუზმეში განსაკუთრებული არაფერია“ – სწორედ ამას გვეუბნებიან ენდოკრინოლოგები. საკვები, რომელსაც დღის განმავლობაში პირველად ჭამთ, ტექნიკურად საუზმეა, მაგრამ თუ დილით არ გშიათ, შეგიძლიათ გამოტოვოთ ეს კვება და პირდაპირ ლანჩზე გადახვიდეთ.

  • მითი № 3

    • ცხიმიანი საკვები წონას მოგმატებთ

ალბათ, ბევრისგან მოგისმენიათ, რომ ჯანსაღი და სწორი კვების დროს, ცხიმიანი საკვების მიღება დაუშვებელია, ვინაიდან ის პირდაპირ ცხიმად გარდაიქმნება და წონის მატებას შეუწყობს ხელს. რეალურად ეს იდეა, თავისი არსით ყველაზე დიდი მითია, რომელიც არასწორი ინფორმაციის შედეგად არის გავრცელებული, დაბალანსებული და სწორი კვების დროს ცხიმიანი საკვების მიღება ისევე საჭიროა, როგორც ნახშირწყლებისა და ცილების. მთავარი ფაქტორი, რაც ხშირად გვავიწყდება, არის ბალანსი და ნორმა, ცხიმიანი საკვების მიღება სრულად დასაშვები და მისაღებია, მაგრამ საჭიროა ზომიერება.

  • მითი № 4

    • ნატურალური წვენი ჯანსაღია

დამეთანხმებით, ხშირად გაგვიგია, რომ ნატურალური წვენის დალევა უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, მაგრამ ეს ასე არ არის. წვენში ბევრი შაქარია და ზოგიერთი წვენი იმდენ შაქარს შეიცავს, რამდენსაც გაზიანი სასმელები. როდესაც ხილისგან დამზადებულ წვენს სვამთ, გაცილებით მეტ კალორიას იღებთ, ვიდრე ხილის ჭამისას. ხილის ჭამით მიიღებთ ბოჭკოებს და აუცილებელ ვიტამინებს. უფრო მეტიც, ჯანსაღი კვების ინდუსტრია წვენებს ხშირად ორგანიზმის „გასუფთავებისა“ და „დეტოქსიკაციის“ მიზნით ჰყიდის. თქვენს სხეულს უკვე აქვს დეტოქსიკაციის სისტემები, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ, მათ შორის, თირკმელები და ღვიძლი. არ არსებობს მტკიცებულება, რომ თქვენ გაწმენდა გჭირდებათ, ან რომ ეს წვენები სასარგებლოა.

  • მითი № 5

    • დღის გარკვეული პერიოდის შემდეგ ჭამა იწვევს წონის მატებას

ალბათ, გაგიგიათ მეთოდი, რომ­ლის მიხედვითაც ადამიანები 6-ის მერე არ ჭამენ, რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რამდენს ჭამთ, რას ჭამთ დღის განმავლობაში და როგორი ფიზიკური დატვირთვა გაქვთ მთელი დღის მანძილზე. თქვენ კვლავ უნდა შეზღუდოთ მაღალკალორიული საკვების მიღება ძილის წინ, რომ არ გამოიწვიოს ძილის პრობლემები, რაც აჩენს იმის საფრთხეს, რომ მომდევნო დღეს მოგიწევთ ჯანსაღი კვებიდან გადახვევა.

  • რა არის სოფლის პროდუქტის მთავარი უპირატესობა?

მსოფლიო მასშტაბით, სულ უფრო იზრდება მოთხოვნა სოფლის ნატურალურ და ჯანსაღ პროდუქტზე, რაც მეტწილად სწორედ იმითაა განპირობებული, რომ თანამედროვე ადამიანებს მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტის ჭამა უნდათ, რაც პროპორციულად აისახება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე, პროდუქტიულობასა და ცხოვრების ხალისზე. ხშირად შეხვდებით მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ჯანსაღი პროდუქტის მოძიება და შეძენა დიდ ხარჯებს უკავშირდება.

მსოფლიოს მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ მალევე აუცილებელი გახადა ხილის, ბოსტნეულის, ცხოველური და მარცვლოვანი პროდუქტის ჭარბად მოსაყვანად ქიმიური და ბიოლოგიური დანამატების გამოყენება, რამაც საზოგადოებებში განსხვავებული მოსაზრებები გააჩინა მათ სიჯანსაღესთან დაკავშირებით. საკვების მოყვანისას ხელოვნური დანამატების გამოყენებამ რაოდენობრივი შედეგი სწრაფად მოიტანა, თუმცა, საკითხავი გახდა, რამდენად ჯანსაღი და სასარგებლოა მსგავსი მეთოდით მოყვანილი პროდუქტი.

მალევე აღმოჩნდა, რომ:

  • ქიმიური დანამატებით მოყვანილი პროდუქტი ვერ არის ისეთი სასარგებლო ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც სოფელში, სუფთა და ბუნებრივ გარემოში მოყვანილი იგივე პროდუქტები.

მეტიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ბოლო სამი ათწლეულია, განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მსგავსი ტიპის ქიმიური ან თუნდაც ბიოლოგიური დანამატებით მოყვანილი საკვები პროდუქტი აზიანებს ადამიანის ორგანიზმს. ამიტომ, სოფელში, ბუნებრივ პირობებში მოყვანილ პროდუქციაზე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა არა მხოლოდ ლოკალურ, საზოგადოდ, მსოფლიო ბაზარზეც.

USDA-ის 2021 წლის კვლევის თანახმად, მსოფლიოში შვიდი ყველაზე მოთხოვნადი ბოსტნეულის 76% სწორედ ორგანული სასუქებისა და დანამატების გამოყენებით მოჰყავთ:

  1. კარტოფილი;
  2. პომიდორი;
  3. ხახვი;
  4. სტაფილო;
  5. სალათის ფურცელი;
  6. სიმინდი;
  7. კიტრი.

ბოლო პერიოდში ამ თემის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ის, თუ როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან დანამატებით მოყვანილი და სოფლის ჯანსაღი პროდუქცია. ვიზუალური დათვალიერებით ამის განსაზღვრა შედარებით რთულია, მაგრამ შესაძლებელია შესაბამისი ინფორმაციის მოძიება პროდუქტის წარმოშობისა და მოყვანის პროცესის შესახებ. ამ დროისათვის, ჯანსაღი სოფლის პროდუქტების შესაძენად ყველაზე მარტივი გზა მაინც სანდო მომწოდებლის პოვნაა.

  • „ნატურალური“, „ჯანსაღი“, „სუფთა“

სოფლის პროდუქტების ხსენებისას გონებაში ეს სამი სიტყვა ამოტივტივდება პირველად – „ნატურალური“, „ჯანსაღი“, „სუფთა“. ეს ასოციაციები შემთხვევითი არაა. ნატურალურობა, სიჯანსაღე და სისუფთავე სოფლის პროდუქტების მთავარი უპირატესობაა, რაც უშუალოდ მათი წარმოების ადგილს უკავშირდება.

სუფთა ჰაერი, სუფთა ნიადაგი, ანკარა წყალი და რაც მთავარია, ფერმერის შრომა ზედმეტი ტექნოლოგიური ჩარევის გარეშე, განაპირობებს სოფლის პროდუქტის სიჯანსაღეს და მთავარი განმასხვავებელია მასიური წარმოების პროცესით მიღებული პროდუქტებისგან.

შემდეგი საინტერესო ფაქტორი, ნდობისა და საჭიროების ფაქტორია. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი არჩევს ქარხნული წარმოების ყველს, შეგუებულია აზრს, რომ ეს ყველი ნამდვილი რძისგან არ არის დამზადებული. რომ დიდი ალბათობით წარმოებისას გამოყენებულია გაზავებული რძე ან რძის ფხვნილი.

სოფლის ყველის შერჩევის დროს კი ეს საეჭვო კითხვის ნიშნები ნაკლებად ჩნდება, ძირითადად იმიტომ, რომ სოფელში არ არის მსგავსი საჭიროება. პროდუქტის წარმოების დროს მცირე და საშუალო საოჯახო მეურნეობები არ არიან მასშტაბური კომერციალიზაციის პროცესში ჩართული, რის გამოც ცდილობენ მეტად მოუფრთხილდნენ მცირერიცხოვან მომხმარებელს და შესთავაზონ მაღალი ხარისხის ავთენტური პროდუქტები.

  • სოფლის ნატურალური პროდუქტი ნოსტალგიის გრძნობას აღძრავს

ალბათ, უნდა დავამატოთ, რომ საქართველოში, ბევრისთვის სოფლის ნატურალური პროდუქტი ნოსტალგიის გრძნობამდეც დადის, რადგან ქართველებისთვის სოფელი და სოფელთან დაკავშირებული მოგონებები ყოველთვის ძლიერად იყო გადაჯაჭვული ბავშვობის მოგონებებთან. ბევრ ჩვენგანს უბრალოდ სასიამოვნო განცდა ეუფლება, როდესაც ნოსტალგიურ ფონზე, ბავშვობის ნაცნობ გემოებს, სუნს, ვიზუალსა და შეგრძნებებს ხვდება. დამოკიდებულების ჩამოყალიბება კი ამ შეგრძნებების მიმართ დროდადრო ჩნდება, რასაც მოჰყვება სურვილი, ბავშვობასთან დაკავშირებული სოფლის პროდუქტები მოვიძიოთ და მათი დახმარებით გავაღვიძოთ ემოციები და შეგრძნებები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლაღ პერიოდს გვახსენებს.