ფასტ-ფუდი (სწრაფი კვება) იწვევს მეხსიერების პრობლემებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფასტ-ფუდი (სწრაფი კვება) იწვევს მეხსიერების პრობლემებს

ტრანს- ცხიმები წარმოიქმნება ცხელ მცენარეულ ზეთში საკვების შეწვის პროცესში, აგრეთვე თხევადი მცენარეული ზეთების შესქელებისთვის განკუთვნილი ინდუსტრიული პროცესების დროს, როგორიცაა, მაგ., მარგარინისა და კულინარიული ზეთის წარმოებაში.

ტრანს- ცხიმები გვხვდება კარტოფილ ფრისა და სხვა ფასტ-ფუდებში, ყავის ხელოვნურ ნაღებში, სხვადასხვა სახის მზა ნამცხვრებში, კრეკერებში, კარამელში, ნაყინსა და ბევრ სხვა გადამუშავებულ საკვებში.

კვლევებმა დაამტკიცა, რომ ტრანს- ცხიმები საზიანოა ჯანმრთელობისთვის, რადგან ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. მათი გამოყენება უკვე აკრძალულია ან შეზღუდულია ბევრ ქვეყანაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოითხოვა 2023 წლისთვის მსოფლიოში ტრანსცხიმების ლიკვიდაცია.

იაპონელმა მკვლევარებმა გააანალიზეს 1628 იაპონელი მოსახლის მონაცემები. ყველა ეს ადამიანი 2002-2003 წლებში 60 წლის და უფროსი ასაკის იყო. იმ დროს არც ერთ მათგანს არ ჰქონდა დემენციის სიმპტომები. მონაწილეთა ჯანმრთელობისა და კვების სტატუსი და სისხლში ელაიდის მჟავის დონე, მარკერი, რომელიც ასახავს საკვებში მოხმარებული ტრანს -ცხიმის რაოდენობას, შეგროვდა 2012 წლის ბოლომდე.

ათი წლის განმავლობაში 377 ხანდაზმულს დაუსვეს ალცჰაიმერის დაავადების ან სხვა ტიპის დემენციის დიაგნოზი. მონაწილეები დაყვეს ჯგუფებად სისხლში ელაიდის მჟავას კონცენტრაციის მიხედვით. გამოთვლებმა აჩვენა, რომ ტრანს-ცხიმების ყველაზე მაღალი დონის მქონე ორ ჯგუფში მონაწილეებს ჰქონდათ დემენციის 74%-ით და 52%-ით უფრო მაღალი რისკი, ვიდრე იმ ადამიანებს, რომელთა საკვები რაციონი თითქმის არ შეიცავდა ტრანს -ცხიმებს. გამოთვლებში მკვლევარებმა გაითვალისწინეს ასაკთან დაკავშირებული კოგნიტური დაქვეითების რისკის ფაქტორები, როგორიცაა ჰიპერტენზია, დიაბეტი და მოწევა.

„საზოგადოებრივი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია სამრეწველო ტრანს - ცხიმების მოხმარების შემცირებაზე, შეიძლება დაეხმაროს დემენციის თავიდან აცილებას“, – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ჯანსაღი კვების საკითხი მეტად აქტუალურია ჩვენს დროში. დღითი დღე იმატებს ჭარბწონიანი ადამიანების რაოდენობა, რაც, თავისთავად, დღის წესრიგში აყენებს

დიეტის საკითხს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ინტერნეტით ვრცელდება უამრავი დიეტური რეკომენდაცია ჰოლივუდის ვარსკვლავებისგან, ექიმ დიეტოლოგებისგან, წონადაკლებული ადამიანებისგან. ყველა გვირჩევს ცხიმის შეზღუდვას ან რაციონიდან ამოღებას.

მართლა ასე მავნეა ცხიმი? ამის შესახებ დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი თეონა ღვალაძე გვესაუბრება.

  • ქალბატონო თეონა, აუცილებელია თუ არა ცხიმი ორგანიზმისთვის? რა როლს ასრულებს ის ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში?

- ნატურალური ცხიმები აუცილებელია ორგანიზმის ცხოველმყოფელობისთვის, რადგან ისინი ყველაზე დიდი ენერგიის მომწოდებლები არიან. ერთი გრამი ცხიმისგან 9 კილოკალორია მიიღება. ცხიმი შედის უჯრედების შემადგენლობაში. მხოლოდ ნერვული უჯრედის გარსში მისი შემცველობა 60%-ს შეადგენს. ამასთან, ის ხელს უწყობს ნაწლავში ცხიმში ხსნადი ვიტამინებისა და მინერალური მარილების შეწოვას.

  • რა სახისაა ცხიმები?

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/dietologia/3927-sasargebloa-thu-ara-ckhimi.html?start=2