Fast Food – სწრაფი კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

Fast Food – სწრაფი კვება

ეს არის სწრაფად მოსამზადებელი საკვები, რომლის ჭამაც სწრაფადვეა შესაძლებელი.

ჩვეულებრივ, ასეთი საკვები იყიდება სპეციალურ დაწესებულებებსა და ქუჩის სავაჭროებში, ის გაცილებით კალორიულია, რამდენადაც დროის მცირე პერიოდში ადამიანმა დაკარგული ენერგიის აღსადგენად შესატყვისი კალორიები უნდა მიიღოს.

პირველად ტერმინი ფასტ ფუდი 1951 წელს გაჩნდა „Merriam-Webster“-ის ლექსიკონში.

ასეთი ტიპის კვება თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა ამგვარი საშუალებით ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში სარგებლობდნენ.

ძველი რომი

თუ ძველი ბერძნები საკუთარი ხელით დამზადებულ საკვებს ამჯობინებდნენ, ძველი რომაელები ზოგჯერ საერთოდ უარს აცხადებდნენ ამაზე. იყო ოჯახები, სადაც სამზარეულოები საერთოდ არ არსებობდა. ყველა პატარა ქალაქში იყო სავაჭრო ცენტრები და სასაუზმეები, რომლებშიც მზა საკვები იყიდებოდა.

რომში სწრაფი კვების კულტურას თერმოპოლიას უწოდებდნენ. მათ ერთგვარი ჰამბურგერიც კი გააჩნდათ - პურის თხელ ფირფიტაში გახვეული დანაყილნიგვზიანი საქონლის ხორცი.

დიდი პოპულარობით სარგებლობდა საფუარის ცომისგან დამზადებული ზეითუნის ზეთწასმული ფირფიტები, რომლებიც ზოგჯერ საკვები თეფშის როლს ასრულებდა, მოგვიანებით სწორედ ასეთ ფირფიტებზე დადებული ჩაშუშული ბოსტნეული, ხორცი და ყველია თანამედროვე პიცის პირველი წინაპარი.

პროფესორი ფერნანდეს არმესტო თავის ნაშრომში, „საკვების ისტორია“, წერს, რომ ძველ რომში იმაზე გაცილებით დიდი ოდენობის სწრაფი საკვები იყიდებოდა, ვიდრე თანამედროვე ნიუ-იორკში, თუმცა, ეს საკვები გაცილებით ნატურალური და სასაგებლო იყო, ვიდრე მათი თანამედროვე ანალოგები.

სხვა ქვეყნები

ძველ ჩინეთში ფასთ ფუდი არანაკლებ პოპულარული იყო. ჩინეთის ბაზრებში იყიდებოდა ცხელი ლაფშა, ინდოეთში - ჩაპათის ფირფიტები მწარე სოუსით, ქათმის ხორცითა და ბრინჯით შენელებული.

ევროპაშიც მრავლად არსებობდა პოპულარული ცომის ფირფიტები და ღვეზლები.

ჰოთდოგი

მოგეხსენებათ, ჰოთდოგი ფასტ ფუდის სიმბოლოა, ჰამბურგერების, ჩიზბურგერებისა და ჰოთდოგების გარეშე მხოლოდ თანამედროვე ამერიკის კი არა, მსოფლიოს სხვა განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილის წარმოდგენაც შეუძლებელია.

ჰოთდოგი, ანუ ჩვეულებრივი სოსისი ცომში, ლეგენდის თანახმად, რომაული მზარეულის შემოქმედების შედეგია, რომელმაც იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში იმპერატორ ნერონის ბრძანებით შექმნა.

მის ავტორობას ჩემულობენ ბერძნებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სოსისის მსგავსი საკვები ნახსენები აქვს ჰომეროსს „ილიადაში“.

ავსტრიელები ამტკიცებენ, რომ მათი ვენური სოსისი,„პინერი“, ჰოთდოგის პირდაპირი წინაპარია.

ამ ტიტულზე პრეტენზიას აცხადებენ გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის მკვიდრნიც, სადაც 1987 წელს დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ჰოთდოგის შექმნიდან 500 წლისთავი, უფრო მეტიც, ბავარიაში, ჰასსელდორფში, დგას იოჰან გეორგ ლანერის ძეგლი, რომელმაც მე-19 საუკუნის დასაწყისში პირველი სოსისი შექმნა.

1804 წელს ლანერი საცხოვრებლად ფრანკფურტიდან ვენაში გადავიდა, სადაც გახსნა პირველი ხორცის სავაჭრო დახლი, სადაც გაოცებულ მომხმარებლებს შესთავაზა კიდეც თავისი ქმნილება - სოსისი, რომელსაც ვენაში ფრანკფურტული ანუ ვენური დაარქვეს.

სოსისმა როდის გადაცურა ატლანტიკის ოკეანე, ეს ზუსტად არავინ იცის, მაგრამ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში გერმანელმა ემიგრანტებმა ამერიკაში პირველი რესტორნები გახსნეს, სადაც სოსისები ელვის სისწრაფით იყიდებოდა.

გადმოცემის თანახმად, სწორედ გერმანელმა ემიგრანტმა, ჩარლზ ფელდმანმა, ჩაუშვა სოსისი ახალგამომცხვარ ფუნთუშაში. ახალშექმნილის პოპულარობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

სახელ„ჰოთდოგის“, ანუ ცხელი ძაღლის, ნათლია სტუდენტები არიან.

მე-19 საუკუნის შუა ხანს არსებობდა სპეციალური ფურგონები, სადაც იყიდებოდა ცხელი ფუნთუშებიანი სოსისები, ამ ფურგონების ირგვლივ მუდმივად ტრიალებდნენ ძაღლები, რის გამოც სტუდენტებმა ფუნთუშებიანი სოსისი „ცხელ ძაღლად“ მონათლეს.

ამერიკაში ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა სპორტული ტურნირები, სწორედ ამით ისარგებლეს მეწარმეებმა და თავიანთი მცირე ზომის სოსისიანი ფურგონები პირდაპირ სტადიონებთან დადგეს, სადაც გულშემატკივრებს ჰოთდოგებს სთავაზობდნენ.

მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ჰოთდოგი ამერიკის ყველაზე პოპულარულ საკვებად იქცა და არც არის გასაკვირი, რადგან სწორედ ამ პერიოდში ამერიკა ყველაზე სწრაფად განვითარებად სამეწარმეო სახელმწიფოდ იქცა - ფორდის საავტომობილო ქარხანაში ამუშავდა უზარმაზარი კონვეიერები, ცხოვრების ტემპი მნიშვნელოვნად აჩქარდა და სწორედ ამან გაზარდა მოთხოვნა სწრაფკვებაზე.

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჰოთდოგმა იმდენად შეაყვარა თავი ამერიკელებს, რომ 1939 წლის 11 ივნისს პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა და პირველმა ლედი ელეონორამ ამერიკულ ჰაიდ-პარკში ინგლისის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად გამართულ შეხვედრაზე ჯორჯ VI-სა და ელიზაბეტს, ეროვნული საკვების სახით სწორედ ჰოდ-დოგები წარუდგინა, მეფეს და მის მეუღლეს ისინი ძალიან მოეწონათ.

პირველი სერიოზული კომპანია, რომელმაც უჩვეულო და მრავალფეროვანი ბუტერბროდების დამზადებით გაითქვა სახელი, იყო WhiteCastle, - თუმცა 40-იანი წლების ბოლოს მას საკმაოდ ბევრი სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა, რომლებმაც ბაზარზე მონოპოლია წაართვეს. ამ ამბებიდან სულ მალე ბაზარზე გამოჩნდა დღეს უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი McDonald’s-ი,რომელმაც საკმაოდ სწრაფად შეავიწროვა ყველა დანარჩენები და სწრაფი კვების სფეროს უპირობო ლიდერად იქცა.

McDonald’s-ის პროდუქცია გამოირჩეოდა როგორც გემოთი, ისე მიმზიდველი ფასით, იგი ერთნაირად ხელმისაწვდომი იყო დაბალი და საშუალო ფენის წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით კი ქარხანა-ფაბრიკებში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეებისთვის.

თანამედროვე ფასტ ფუდის გალერეა

ცნობილია სწრაფი კვების რამდენიმე სახეობა, რომელთა შორისაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ:

  • სენდვიჩი – ეს ბუტერბროდის სახეობაა, რომელიც შედგება რამდენიმე ფენა პურის ნაჭრისგან, რომელთა შუაშიც მოთავსებულია ხორცი, ბოსტნეული, სალათის ფურცლები, ყველი და სხვა;
  • ჰამბურგერი - სენდვიჩის ნაირსახეობაა, ეს არის შუაში გაჭრილ ფუნთუშაში ჩადებული შემწვარი კოტლეტი, დამატებით შესაძლებელია მისი შეზავება კეტჩუპით, მაიონეზით, შემწვარი ყაბაყით, სალათის ფურცლებით, პომიდვრით, კიტრის მწნილითა და ხახვით;
  • ჰოთდოგი – ეს სენდვიჩის ნაირსახეობაა სარდელით ან სოსისით, ჩვეულებრივ შენელებულია სოუსით და მდოგვით, მწვანილით, ყველით, შემწვარი, მჟავე, ცოცხალი ბოსტნეულით, რომელიც დაჭრილია თხელ ნაჭრებად ან საერთოდაც გახეხილია;
  • კორნდოგი - სოსისი, გახვეული სიმინდის ფქვილისგან დამზადებულ სქელ ცომსა და შემწვარ ზეთში, წააგავს სოსისს ცომში, იყიდება ხისგან დამზადებულ ჩხირზე;
  • პიცა – ტრადიციული იტალიური პურის ფირფიტაა, რომელიც დაფარულია თხლად დაჭრილი გულსართით, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად შეხვდებით ძეხვს, ბეკონს, სოკოს, ყველს, პომიდორს და ხახვს;
  • შაურმა – ლავაში ან პიცა, ამოვსებული შემწვარი დაჭრილი ხორცით, შეზავებული სოუსებით, სანელებლებით, სალათითა და ბისტნეულით, აუცილებელი პირობაა, რომ ბოსტნეული იყოს ცოცხალი;
  • ბურიტო – ხორბლის ფქვილისგან დამზადებული პურის ფირფიტაა, რომელშიც გახვეულია ყველი, ავოკადო, პომიდვრები, ბრინჯი, ლობიო, ხორცის ფარში, შესაძლოა შეიცავდეს არაჟანს ან პომიდვრის სოუსს;
  • ბლითები – თხელი ცომისგან დამზადებული ნაწარმია, რომელიც იყიდება როგორც გულსართით, ისე მის გარეშეც, გულსართი შესაძლოა იყოს ხორცის, ხაჭოს, ყველის, კენკროვნების, ბოსტნეულის;
  • ფალაფელი – აზიური წარმოშობის პარკოსანი მცენარეებისგან დამზადებული, ბევრ ზეთში შემწვარი, სხვადასხვა სახის სანელებლით შენელებული ბურთებია.
  • კარტოფილი ფრი – გრძლად დაჭრილი შემწვარი კარტოფილია, შემწვარი ფრიტიურში - დიდი რაოდენობით მდუღარე ზეთში, მზადდება სპეციალურ მოწყობილობა – ფრიტიურებში.
  • ჩიფსი - თხლად, მრგვალად დაჭრილი, ფრიტიურებში შემწვარი კარტოფილის ნაჭრებია. ის ტრადიციული ინგლისური საკვებია.