რა უნდა ვიცოდეთ ყველის შესახებ
როგორ უნდა შეინახოთ ყველი:
ყველის დიდხანს სიცივეში შენახვა რეკომენდებული არ არის - ტენს კარგავს, შრება და ზომაზე მეტად მკვრივდება. მაცივარში ყველი საყინულისგან მოშორებით მოათავსეთ. თუ მაცივარი არ გაქვთ, ყველი (მთელი თავი) მარილწყალში დასველებულ თეთრ ტილოში გაახვიეთ და სხვა პროდუქტებისგან მოშორებით, ცალკე შეინახეთ. ტილო დღე-ღამეში ორჯერ მაინც დაასველეთ.
ყველი თხლად სუფრასთან მიტანამდე ნახევარი საათით ადრე დაჭერით. დაჭრილი ყველი ჰაერზე დიდხანს დაყოვნებისას შრება, ხმება და უგემურდება.
ყველს, რომ არ გამოშრეს, გვერდით შაქრის ნატეხი დაუდეთ და თეფში დააფარეთ. გამხმარი ყველი დარბილდება, თუ ცოტა ხნით რძეში ჩაუშვებთ. რბილი ყველის
დაჭრისას დანა ცხელ წყალში უნდა ასველოთ.
შებოლილი ყველი მყარზე გაცილებით მეტხანს ინახება, თუმცა დაჭრილი უფრო სწრაფად შრება და ყვითლდება, ამიტომ აჯობებს, ნაჭრები ფოლგაში გაახვიოთ და ისე შეინახოთ. შებოლილი ყველი ოთახის ტემპერატურაზე ორი კვირა ინახება, მაცივარში კი, 10 ც-ზე დაბალ ტემპერატურაზე - ორ თვესაც ძლებს.